ყნოსვის ვექტორი – ზოგადი მიმოხილვა


ყნოსვის ვექტორი – ზოგადი მიმოხილვა

მეოთხედი: ენერგიის მეოთხედი

ფუძე: რანჟირება.

ფუნქცია; 1.აარიდოს საფრთხე ცოცხალ ნივთიერებას. 2.ძალაუფლება.

ცივილიზაცია არის სოციალური ურთიერთობების ძლიერი მექანიზმი. ყოველი ადამიანი დედამიწაზე ვლინდება ცხოვრების მძევლად ან ბედნიერ მონაწილედ. რაღაც მიზეზის გამო, ჩვენ არ ვრჩებით დანაწევრებულ ელემენტებად ჩვენი სურვილების პირისპირ, არამედ ვიკვრებით ერთიან ორგანიზმად, ვცოცხლობთ და ვვითარდებით. აიძულოს კაცობრიობას მოძრაობა – სწორედ ესაა ენერგიის მეოთხედის (კვარტელის) დანიშნულება, აიძულოს კაცობრიობას მოძრაობა საჭირო მიმართულებით – არის ენერგიის შინაგანი ნაწილის – ყნოსვის ვექტორის – არსი.

ყნოსვის ვექტორის ფუძისეულ ფუნქციას, მის შესაძლებლობას მოაწყოს მკაფიო იერარქია ნებისმიერ კოლექტივში, ეწოდება რანჟირება. ადამიანის ბუნებრივი რანგი, ანდა სხვა სიტყვებით, მისი მდგომარეობა ჯგუფში სხვა ადამიანებთან შედარებით, მისი რიგითობა ჯოგის რესურსების დანაწილებისას (მაგალითად: ძველ ჯოგში რიგით მერამდენეს შეხვდებოდა ხორცის ნაჭერი), დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მაგრამ არსებობს რანჟირების მექანიზმი რომელიც მუშაობს ყნოსვითი საზომის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. იგი ჯგუფს არანჟირებს არა ფუნქციებისა და როლების გაცნობიერებული განაწილებით, არამედ საიდუმლო, გარეგნულად გამოუვლენელი, თვალისგან დაფარული ზემოქმედებით.

მისი ეროგენული ზონაა ცხვირი. ყნოსვის ვექტორი არ განასხვავებს სასიამოვნო და უსიამოვნო სუნებს (თუ არ ერთვის ვიზუალი), არომატებს და სიმყრალეს (მისთვის ყველაფერი ,,ყარს”), ამაში არ მდგომარეობს მისი ტალანტი. ნებისმიერ სუნს ის განასხვავებს მათი ინტენსივობით: გარშემო ყველაფერი ყარს. განსაკუთრებულად კი მისთვის ,,ყარს” ადამიანთა მდგომარეობები, მათი დაფარული სურვილები და შეგრძნებები, რომლებიც ვლინდებიან თავისდა შეუმჩნევლად, გაუცნობიერებელი სამყაროსეული ეგოიზმის ველში, – სწორედ ასეთი მდგომარეობების შეგრძნება შეუძლია ყნოსვით საზომს, და სწორედ ესენი, ეს უსახელო სუნები, აფორმირებენ ყნოსვის ვექტორიანისთვის სამყაროს სურათს.

სახეობრივი როლი

ყნოსვის ვექტორიანის ადგილი ჯგუფში – ბელადის გვერდითაა, არის მისი მრჩეველი, და როგორც წესი, ნამდვილი ,,სულების მბრძანებელია”. ბუნებრივი დავალებაა – მოახდინოს ჯგუფის ფარული მართვა მასში (ჯგუფში) შემავალი წევრების რანჟირებით.

პირველყოფილ ჯოგში ყნოსვის ვექტორიანის როლი იყო ბელადის მრჩეველი ან შამანი. ჯოგი, როგორც ერთიანი სხეული, ცხოვრობდა ერთი-ერთზე ბუნებასთან, ყველაფერი ირგვლივ იყო საშიში და ამოუცნობი. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი შეიგრძნობდა კანონზომიერებას ბუნების ძალებში, წარმართავდა ჯოგის შიშებს და კარნახობდა მათ მიმართულებას ნიშნების, კულტებისა და ცრურწმენების გამოყენებით. განვითარების შემდეგ ფაზაში ადამიანების შემკავებელი იყო რწმენა, ადამიანთა რწმენას კი განაგებდა ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი. ის იკავებდა უმაღლეს რელიგიურ ჩინებს, მანიპულირებდა ცალკეული ადამიანებით და სახელმწიფოებით და მაშინდელი ეპოქის რელიგიური მრწამსით.

ყნოსვას ადამიანები არცერთი აზრით და არცერთი მიზეზით არ აინტერესებთ, გარდა ერთისა: ჯოგი აუცილებელია საკუთარი თავის გადარჩენისთვის (ვერავინ გადარჩება მარტო). იგი დაკავებულია შიგა კონტრდაზვერვით და გარე სტრატეგიული დაზვერვით.

ყნოსვის არქეტიპია – გადარჩე ნებისმიერ ფასად. გასაღები გადარჩენისკენ – ინფორმაციის ფლობაა. ყნოსვა ფერომონების აღქმის მეშვეობით ღებულობს უნიკალურ, სხვასთვის ყველასთვის მიუწვდომელ ინფორმაციას. სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას – მართოს, დაყოს, იბატონოს.

დღეს ყნოსვითი ზომა სამყაროს მართავს ფინანსური და ბუნებრივი რესურსების განაწილებით, პოლიტიკის და საინფორმაციო საშუალებების დახმარებით.

გარეგნული იერი

ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის მთავარი მისწრაფებაა – იყოს შეუმჩნეველი. მისი გარეგნული გამომეტყველება ხშირად შეესატყვისება ამ მისწრაფებას. სახე და გარეგნული იერი არაფრით გამორჩეული (შეუმჩნეველი) ადამიანის აქვს. მას თვალის ერთი შევლებით ვერც კი შეამჩნევთ (ვერ გამოარჩევთ). მისი სახის კუნთები მოშვებულია, რაღაცნაირად ქვემოთ დაშვებული. ხმა აქვთ ჩუმი, უემოციო (თუ არ ერთვის ორალი), შეიძლება სიტყვებიც კი ვერ გამოარჩიო. სიტყვაძუნწია, საუბრობს მინიშნებებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ყოველთვის შეუძლია ,,გამოძვრეს” და თქვას რომ მას არასწორად გაუგეს. ყვოსვის ვექტორიანის სახეზე თქვენ ვერ წაიკითხავთ ემოციებს, რაღაც კუთხით – ის საერთოდ უემოციოა.

შეიძლება გეგონოთ რომ გრძელი, მოკაუჭებული ცხვირი ყნოსვის ვექტორის უდავო მახასიათებელია. თვით დასახელება – ყნოსვითი ზომა – გარანტიას აძლევს მფლობელს ქონდეს მკაფიოდ გამოხატული ეროგენული ზონა. ასეა თუ არა ეს? ან კი ან არა. ეროგენული ზონა, ცხვირი ყნოსვის ვექტორიანი ადამიანისა, შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანური ცხვირი. თუმცა შეიძლება იყოს პირიქითაც: ცხვირი ადამიანის სახეზე იპყრობდეს ყურადღებას, თითქოს თავის განსაკუთრებულობას მიანიშნებს.

გარეგნული ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებდა ყნოსვის ვექტორის არსებობაზე ადამიანში – არის სპეციფიური გამომეტყველება, ოდნავ შესამჩნევი იქედნური, ზიზღით სავსე გრიმასა. გვერდიდან ეს ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი რაც ხდება მისთვის ძალიან უსიამოვნოა (თითქოს სიცოცხლით იტანჯება). ამპარტავნული გარეგნობა ყნოსვის ვექტორიანისა მთლიანად შეესაბამება მის შინაგან შეგრძნებებს. ის ხალხს ზიზღით უყურებს – იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია შეიგრძნოს ადამიანების ცხოველური ბუნება, მათი ეგოიზმის მდგომარეობა, ისე დეტალურად კითხულობს მათ როგორც გადაშლილ წიგნს. ცივი, არაფრისგამომხატველი ნიღაბი, დაჟინებული (ჩაციებული) და გამჭოლი მზერა, და ოდნავ შესამჩნევი ზიზღი – ასეთია ტიპიური ყნოსვის ვექტორიანის პორტრეტი.

არსებობს ბევრი ეპითეტი რომლებითაც შეიძლება აღვწეროთ ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი: უსიამოვნო, ამოუცნობი, ამაზრზენი, ძრწოლის მომგვრელი. მაგრამ ასეთი შეფასება რომ დაიმსახუროს, მან კვალი უნდა დატოვოს ჩვენს ცხოვრებაში. დიდი შანსია რომ პირველ შეხვედრაზე ვერ შეამჩნიოთ და ვერ დაიმახსოვროთ ყნოსვისვექტორიანი ადამიანი.

  • სისტემურად რუხ კარდინალებზე

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები

  • ზედმეტი სიტყვების გარეშე - პირდაპირ ათიანში

  • ყნოსვის ვექტორი (მოკლე მიმოხილვა)

  • ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ

  • ყნოსვის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ყნოსვის ვექტორის როლი ისტორიის მანძილზე

  • ყნოსვის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა