იდეალური ჯაშუში
იდეალური ჯაშუში
ყველასთვის ცნობილია მარკიზა მარი დე რაბიუტენ-შანტალ დე სევინიეს ფრაზა: ,,რაც უფრო მეტად ვეცნობი ხალხს მით მეტად მიყვარდებიან ძაღლები.” – მხოლოდ პესიმისტისა და მიზანთროპის ფრაზა არ არის. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში მომხდარა რაღაც რაც მსგავს აზრებს გაგვიჩენდა, ყველას გვიხდება ხან და ხან გარშემომყოფების ,,ცუდი მხარეების“ დანახვა. წყენა, უხეშობა, აგრესია და შურისძიება – სულის მეორე მხარეა, რომელიც ზოგს ადამიანებში იმედგაცრუების საფუძველსა და ზოგს კი ხელში ზემოქმედების იარაღს აძლევს.
ფარული მიყურადება.
ადამიანებს საუბარი უყვართ და ამიტომც მსჯელობა მათი საყვარელი საქმიანობაა, და თუ ამასთან მოსაუბრე ყურადღებითა და თანაგრძნობით უსმენს ისინის ამით უდიდეს სიამოვნებას იღებენ. იქმნება შთაბეჭდილება რომ მას თითქმის უთქმელადაც ესმის. თავიანთ მსგავს მსმენელებს ადამიანები ხშირად უხვად აჯილდოებენ ისეთი თვისებებით როგორიცაა ინტუიცია, გონება და სულიერება. მაგრამ ფრთხილად იყავით, მოსასმენად შეიძლება ბევრი იყოს მზად თუმცა ყველასთან გულახდილობა არ ღირს. საშუალო და მსხვილ ფირმებში არიან კადრების განყოფილებების გამგეები ანდა კადრების საკითხში დირექტორის მოადგილეები. როგორც წესი ეს შეუმჩნეველი, საეჭვო პირები არიან ,,გრძელი ცხვირით“. თუკი სადმე გამოჩნდება იქ მაშინვე წყდება ლაპარაკი და წარმოუდგენელ საწარმოო აქტივობას ამჟღავნებენ. ის არ უყვართ, მისი ეშნიათ.
ხდება ხოლმე რომ ის რომელიმე თანამშრომელს მიუჯდება და იწყებს გამოკითხვას ოჯახზე, ჯანმრთელობაზე, სამსახურზე. აუცილებლად შემოგაპარებთ ქათინაურს, ყურადღებას მოგიდუნებთ, და აი ადამიანური სისუსტის კიდევ ერთი შტრიხი იჩენს თავს – საკუთარ თავზე ლაპარაკი. მიუხედევად ამ ადამიანისადმი უნდობლობისა, ჩვენ მაინც ფრთებს გავშლით და ავჭიკჭიკდებით ხოლმე. ის კი დიდი ყურადღებით გვისმენს და თითქოს გვბურღავს მსუსხავი თვალებით. უცებ არამეგობრულად განწყობილ კოლეგაზე გისვამთ კითხვას, თქვენს ემოციურ მდგომარეობაში თავს ვერ იკავებთ, რაღაცას წამოაყრანტალებთ და მაშინვე ნანობთ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. მის კითხვებს პატიოსნად უნდა უპასუხოთ, მოტყუებას აზრი არ აქვს, ის ხომ გამჭოლად გხედავთ. ცოტა ხნის შემდეგ შეამჩნევთ როგორ მიუჯდება ის სწორედ იმ კოლეგას ვისზეც ასე ზედმეტი წამოგცდათ და დარწმუნებული იყავით რომ თქვენს ნათქვამს აუცილებლად გადასცემს. ის საცოდავი კი, თქვენი დახასიათებით შეწუხებული, არც თქვენი პორტრეტისთვის დაიშურებს ფერებს. და ყველაფერთან ერთად მახვილგონიერ კადრების უფროსთან თავის სუსტ მხარებსაც გამოამჟღავნებს. ობობასავით ქსოვს თავის ქსელს სადაც გულუბრყვილო ბუზები ეხვევიან. ,,დაყავი და იბატონეს“ პრინციპს ის სრული დატვირთვით იყენებს. ძალაუფლება და გადარჩენაა (ჯგუფის, კომპანიის, სახელმწიფოს) მისი მიზანი, და მის მისაღწევად ყველა ხერხს ხმარობს. უთვალთვალებს, აყურადებს, კითხულობს – ნამდვილი ჯაშუშია.
ემოციები ყველაზე დაფარულ საიდუმლოებებს ამჟღავნებენ.
კაცნი ვართ და ჰარმონიული მდგომარეობიდან გადახრებიც ყველას გვახასიეთებს. ბავშვობის წყენები და შიშები, პრობლემები მოზრდილობაში, გარემოებათა გამუდმებული წნეხი, უსამართლობა – ყოველივე ეს ცხოვრებასთან ბალანსირებულ დამოკიდებულებაში გვიშლის ხელს. ყველა კეთილი და მშვენიერია ვიდრე ჭრილობაზე მარილს არ დააყრიან. მეგობარმა ფულის სესხება გთხოვათ, ძუნწს ძალიან უჭირს თავის ქონებას ცოტა ხნით მაინც დაემშვიდობოს, ყოყმანებს, პასუხს უგვიანებს, თვალები აქეთ-იქეთ გაურბის, თავზე კი თითქოს ნეონის წარწერა ინთება – ,,ძუნწი”. (,,და ვიდრე გარშემო ძუნწები დაძწიან, იღბალს არ გაუშვებთ ხელიდან, ქურდები არ ვართ და ლურჯი ცაც დაგვნათის, ქვაწვიას სიკვდილიც რად გვინდა? სპილენძის გროშებითაც ადვილად ვიყიდით“ – კატა ბაზილიოსა და მელია ალისას სიმღერა კინოფილმიდან “ბურატინოს თავგადასავალი“) . აი ისიც ადამიანების სამართავი ბერკეტი – მათივე სისუსტეები და არასრულყოფილებები. სურვილებით შეპყრობილი ადამიანი (სიძუნწე, შური, წყენა, რისხვა, ბოროტება) ადვიალად გასაშიფრი და სამართავია. ასეთი ადამიანი მოხერხებული გონებისთვის სათამაშო ტიკინაა. ჩვენი ჯაშუშიც ამოიცნობს ხალხს, რომლებიც იოლად ეძლევიან ემოციასა და უზრდელობასაც კი. წყენას, სიძუნწეს, სისასტიკესაც, მისთვის განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი “სუნი” აქვს. გარშემომყოფებისთვის შეუმჩნევლად ჩვენი ჯაშუში ადამიანთა სისუსტეებს თავისდა სასარგებლოდ, თავისი ძალაუფლების გასამყარებლად იყენებს.
მაგალითად ორ კოლეგას უპირისპირებს ერთმანეთს. ერთი – ახალგაზრდა, ენერგიული, პატივმოყვარეა. კარიერულ კიბეზე სწრაფად ადის. მაგრამ… ძალიან ჩქარობს, ერთი სული აქვს მმართველის სავარძელი მოირგოს. მაძებარის აზარტით მიჰყვება კვალს და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხზე კონტროლს უშვებს მხედველობიდან. მეორე – პატივცემული, ბრწყინვალე მუშაკია, თითქმის ენციკლოპედიური ცოდნითა და ოსტატობით. კოლექტივში უკვე დიდი ხანია მუშაობს და ფარულად მმართველის ადგილზე უჭირავს თვალი. თავის ახალგაზრდა, ენერგიულ კოლეგას კარიერიზმისთვის ვერ იტანს მაგრამ არ ამჟღავნებს. ახალგაზრდა კი დაუფარავი შემწყნარებლობით ექცევა, თვლის რომ დიდი ხანია ,,ხავსი მოედო” და ცხოვრებას ჩამორჩა. ერთის მხრივ თითქმის უზრდელობის ზღვრამდე მისული გულგრილობა და მეორეს მხრივ სიძულვილში გარდამავალი გაღიზიანება. ასანთის გაკვრაღა რჩება და კონფლიქტიც აგიზგიზდება. ეს კი ინტუიტიური ინტელექტის მფლობელს ხელეწიფება. თავად მას ხომ ყველაზე ნაკლები ცუდი მდგომარეობები აქვს. ამის გამო სხვებს მისი ამოცნობა ძალიან უჭირთ. აი როგორია ის – იდეალური ჯაშუში.
პრაქტიკული რეკონემდაციები.
ინტუიტიური ინტელექტის მფლობელი ძალიან გავითარებული ინტუიციის მატარებელია და ადამიანების სუსტ ადგილებსაც იოლად პოულობს. მაგრამ თუ ადამიანი კარგ მდგომარეობაშია – გაწონასწორებული, კეთილმოსურნე, გონიერი, ემოციების გარეშე აფასებს კონფლიქტურ სიტუაციებს, საკუთარ ჩავარდნებს იუმორით უდგება… – მისი წამოგება რთულდება, ის ჯაშუშისთვის მიუღწეველია.
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე.