თვითგადარჩენის ინსტინქტი
თვითგადარჩენის ინსტინქტი
თვითგადარჩენის ინსტინქტი. ლამაზი სიტყვათშეთანხმებაა, რომლის შინაარსიც, ერთი შეხედვით, განმარტებას არ საჭიროებს. მას ვიყენებთ საკმაოდ ხშირად და არასდროს ვფიქრდებით, რას გულისხმობს სინამდვილეში. სვფ შეგნებულად გაურბის ამ ტერმინის გამოყენებას. ვცადოთ და ავხსნათ რატომ. თუმცა, მანამდე გავიხსენოთ, თვითგადარჩენის ინსტინქტის რაობა და მახასიათებლები.
როგორც ცნობილია, თვითგადარჩენის ინსტინქტის საერთო განმარტება მეცნიერებაში არ გაგვაჩნია. ეს ტერმინი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სიტყვათშეტანხმება, ფართო სპექტრის ბიოლოგიური პროცესების აღსანიშნავად გამოიყენება. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანი გადარჩება მხოლოდ ჯგუფში. აქ შეიძლებოდა გავჩერებულიყავით კიდევაც, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საჭიროა არგუმენტირება. რობინზონ კრუზო ხომ გადარჩა მარტო? ასეთი შემთხვევა კი ბევრია.
შემთხვევები, როდესაც ცალკეული ადამიანები გადარჩენილან ექსტრემალურ პირობებში, მართლაც არაა ცოტა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იპოვეს ჩინელი მეშახტე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ჩახერგილ შახტაში ცხოვრობდა. თუმცაღა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მას წვდომა ჰქონდა სხვა ადამიანების მიერ შექმნილ საკვების მარაგებზე -ერთი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – იმედი, რომ იპოვიდნენ- მეორე.
ფსიქოლოგიურად ადამიანი ყოველთვის ჯგუფის ნაწილად აღიქვამს თავს. მაშინაც, როცა გარშემო უსაზღვრო ოკეანეა, მარტოდ დარჩენილს ეფიქრება იმათზე, ვინც დახვდება ნაპირს მიღწეულს, როგორ დახვდებიან, რომ გაუხარდებათ და ა. შ. ასეთი ფიქრები აძლევს მას ძალებს, გადარჩეს ყველაზე მძიმე პირობებშიც კი – თუნდა ფიზიკურად საკუთარ ჯგუფს (ხალხს) მოწყვეტილი. იგივეა პირიქითაც. დააჯერეთ ადამიანს, რომ ის არავის სჭირდება და ვერანაირი მატერიალური კომფორტი მას ამქვეყნად ვერ გააჩერებს. სისტემაში „ადამიანი“-ინსტინქტები არ მუშაობს. მათი საწყისი და ბიძგის მიმცემი ყოველთვის საერთო კოლექტიური ცნობიერებაა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი საკუთარ ადგილზე, ცნობიერ ადამიანთა ჯგუფშია გაერთიანებული.
ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანებს მართავს არა ინსტინქტი, არამედ არჩევანის თავისუფლება. ჩვენ გვაქვს თავისუფლება, ავირჩიოთ გარემოსთან ურთიერთქმედების უმაღლესი ფორმები დაბადებით თანდაყოლილი თვისებებისა და ამოცანების შესაბამისად. ჩვენ შეგვიძლია, დავაგროვოთ და გადავცეთ გამოცდილება თაობიდან თაობას, შევისწავლოთ ბუნება, შევქმნათ, გვიყვარდეს.
ცხოველებიც განიცდიან მიჯაჭვულობასა და სითბოს, განსაკუთრებით შინაური ცხოველები თავიანთი პატრონებისადმი. ხშირად ვამბობთ კიდევაც, რომ ჩვენს ძაღლს განსაკუთრებით უყვარს დედაჩვენი, რომ მან ის ამოირჩია. თუმცა, ეს არაა ადამიანის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტური. მხოლოდ ადამიანს შეუძლია ნამდვილად აირჩიოს, შეუყვარდეს კატა ან წავიდეს ჰოსპისში სამუშაოდ. ორივე შედეგი ერთნაირად შესაძლებელია, ხოლო ადამიანი თავისუფალია არჩევანში – ის იღებს თავის განვითარებისა და ვექტორების ნაკრების შესაბამის გადაწყვეტილებას. და თუ ის აირჩევს კატას, ეს არაა ცუდი, უბრალოდ, ცოტაა და არის განვითარების საჭიროება, თუ კი იქნება სურვილი.
თუ ფიზიოლოგიურად ადვილად შეგვიძლია გამოვყოთ ადამიანი ჯგუფიდან და შევისწავლოთ მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, ფსიქოლოგიურად, კოლექტიურ ქვეცნობიერში ამის გაკეთება შეუძლებელია. მასში ადამიანი, როგორც ინდივიდი, ცალკეული ერთეული- არ არსებობს. არის გარკვეული პირობითი არქეტიპული ცხოველი, ცოცხალი ნივთიერების კაფსულა, პირობითი წერტილი, საიდანაც იწყება გარე განვითარება, ჯგუფში განვითარება ვექტორების ნაკრების შესაბაისად. გაცნობიერებულად დარჩენა ამ საწყის წერტილში, ანუ განვითარებაზე უარის თქმა იმ იმედით, რომ ე.წ. თვითგადარჩენის ინსტინქტი გამოგვიყვანს იქიდან – პირდაპირი გზაა დეგრადაციისაკენ და უარი თავისუფალ არჩევანზე, ერთადერთ პრეროგატივაზე, რომელიც ადამიანებს გაგვაჩნია.
თავად სიტყვათშეთანხმებაში „თვითადარჩენის ინსტინქტი“, რომელიც შეიძლება მოვარგოთ კოლექტიურ ცნობიერს, ერთი ეშმაკობა იმალება – თვითგადარჩენა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჯგუფის გადარჩენის გზით. სწორედ ამითაა დაკავებული ყნოსვის ვექტორი სისტემურ ჯგუფში. ყნოსვას, მიღების ძალის კვინტესენციას რვაგანზომილებიან მატრიცაში, ტყუილად არ აქვს განვითარების საფეხურები შებრუნებული (უმაღლესი – არაცოცხალი). მხოლოდ ის მუშაობს პირიქით, ანუ „მიღებაზე“, რათა შეინარჩუნოს მთლიანი- ჯგუფი. ასე რომ ცალკეულმა ცოცხალი ნივთიერების კაფსულამ (ადამიანმა) იმუშაოს, ის უბრალოდ განადგურდება – ვერ გაუძლებს უსასრულო მიღებას.
ზოგი ფიქრობს, რომ საკუთარი თვისებების განვითარებაზე უარის თქმით და მხოლოდ მიღებაზე კონცენტრირებით შეძლებს გარკვეული სარგებლის, შვებისა და ბედნიერების მიღებას. ეს ასე არაა. რადგან თავისუფალ ნებაზე უარის თქმით ადამიანი გადადის „ცხოველურ სამყაროში“. რა თქმა უნდა, ის არ გადაიქცევა ცხენად ან პეპელად, თუმცა უარს ამბობს საკუთარ ადგილზე ჯგუფში, გამოეყოფა მას და განწირულია დასაღუპავად.
ადამიანთა მოდგმის არსებობა განაპირობებს ცალკეული ადამიანების (ცოცხალი ნივთიერების კაფსულების) არსებობას. სწორედ მის გადარჩენაზეა მიმართული ყნოსვის ვექტორის რანჟირების ფუნქცია. მასზე მუშაობს ყველა ვექტორის ყველა თვისება. ურეთრალის გარდა. ეს ისედაც მისი არსია.
რა არის ვექტორი? ეს სტატიკური მდგომარეობა კი არა, განვითარების მიმართულებაა, პროცესია. არქეტიპული საწყისიდან განვითარების სხვადასხვა ეტაპი საერთო აპოგეამდე. ყველაფერი, რისი განვითარებაც და გარეთ გამოტანაც შევძელით – ანუ ყველაფერი, რაც არქეტიპული საწყისიდან განგვასხვავებს, შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული ჯოგის სასარგებლოდ. არქეტიპს ეს არ შეუძლია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ განვვითარდეთ, ისე, როგორც შეგვიძლია, იმ ფორმით, რა ფორმითაც შეგვიძლია.
ტერმინ „თვითგადარჩენის ინსტქიტის“ გამოყენება ფსიქოლოგიურ პროცესებთან მიმართებაში ალეგორიულადაც კი არ შეიძლება, რადგან ის აღწერს ფსიქიკის კანონების საპირისპირო – ფიზიოლოგიურ კანონებს. მას განსაკუთრებული ზიანი და გაურკვევლობა შეაქვს სუიციდოლოგიურ ლიტერატურაში გამოყენებისას, უხვევს სისტემურ-დიფირენცირებული დიაგნოსტიკის გზიდან და მას ხსნის „ბუნებრივი სასიცოცხლო პროცესების ფუნქციონალური დარღვევით“. სვფ-ში კი ვიცით, რომ სუიციდი გამოწვეულია თვითმკვლელის ვექტორების თვისებებით და არა ე. წ. „ბუნებრივი პროცესების დისფუნქციით“.
თვითმკვლელობა არის ხერხი, ბუნება გათავისუფლდეს მათგან, ვინც თავისი ნებით თქვა უარი, შეიტანოს თავისი წვლილი კოლექტიური ცნობიერის განვითარებაში. ვინ „გამოდგება“ და ვინ – არა, ჩვენი გადასაწყვეტი არაა. ჩვენ გვავალია, გავიართო ჩვენი გზა, ჩავაბაროთ „სამუშაო“ სამყაროს ისე, როგორც შევასრულეთ. მიღებით მიიღება ყველაფერი, ყველაზე პატარა, დაჩხაპნილი ფურცელიც კი.
წყარო
მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი
მსგავსი სტატიები