კანის ვექტორიანი ბავშვები


კანის ვექტორიანი ბავშვები

ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემაა კანის ვექტორიანი ბავშვები. ასევე პასუხებს გავცემ კითხვებს, რომლებიც დაგვისვეს ჩვენმა მომხმარებლებმა. ადამიანები, რომლებიც პირველად უყურებენ ამ ვიდეოს და საერთოდ არ იციან რა არის კანის ვექტორი, ძალიან მოკლედ მოგიყვებით ზოგად ინფორმაციას კანის ვექტორის შესახებ. როგორც უკვე მივხვდით ვექტორი არის კანის, ფერი -ხაკისფერი, მეოთხედი - სივრცე, მიეკუთვნება სივრცის გარე ნაწილს - ფორმას. სივრცის შიდა ნაწილია - კუნთი ანუ მატერია. ბუნებაში კანის ვექტორიანების საერთო რაოდენობა - 24%-ია როგორც ერთვექტორიანები, ისე ვექტორულ კომბინაციებთან ერთად. კომფორტული ფიგურა - ჯვარი. მისი ფუნქცია ჯგუფში: ნებისმიერი ფორმა მატერიასთან მიმართებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ესენია: შემოსაზღვრა, განაწილება, კოორდინაცია, აკრძალვა და სხვა. პირველყოფილ ჯოგში შესაბამისად მათი მდგომარეობისა, იქცეოდნენ სხვადასხვანაირად. ომში, ეს იყო დამაკავშირებელი რგოლი კუნთის ვექტორიანების, როგორც მასისა და ურეთრალურ ვექტორს შორის. ნადირობისას ისინი იყვნენ მონადირეები, რომლებიც თავისი სწრაფი ფეხების და რეაქციის სიჩქარის წყალობით მსხვერპლს ინადირებდნენ. ისინი ასევე იყვნენ მიზანში მსროლელები, რადგან კარგად გრძნობდნენ სივრცეს. კრიზისის დროს აგროვებდნენ რესურსებს და ინახავდნენ მონადირებულ მსხვერპლს, რადგან ერთდროულად არ შეჭმულიყო. კანონი, ასევე კანური ფორმის გამოვლინებაა, რადგან თუ დაუკვირდებით, კანონები საზღვრავს, ანაწილებს, ვიღაცას რაღაცას უკრძალავს, სხვა სიტყვებით ადამიანთა შორის ურთიერთობებს არეგულირებს. ზოგადი მიმოხილვა ამით დასრულებულია, ახლა კი გადავიდეთ კონკრეტულად ჩვენს თემაზე.

მაშ ასე, კანის ბავშვები. ამ სისტემის ფარგლებში როცა ვურთიერთობ ადამიანებთან, ძალიან ხშირად მისვამენ შეკითხვას: რა პრაქტიკული გამოყენება აქვს თქვენს ცოდნას? რა პრაქტიკულ სარგებელს იღებთ, როცა მასზე საუბრობთ? ამ შეკითხვების ერთ-ერთ პასუხად იქნება სწორედ ის სარგებელი, რომელიც შეიძლება ადამიანმა მიიღოს საკუთარი თუ სხვისი შვილების აღზრდის სახით თუ ის არის მასწავლებელი, მშობელი, ძიძა თუ სხვა რაიმე სახით დაკავშირებულია ბავშვების აღზრდასთან. თქვენ შეგეძლებათ გაიგოთ თუ რა ფსიქიკა აქვს ბავშვს, ემთხვევა თუ არა ის თქვენსას. შეგეძლებათ აღზარდოთ ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანსაღი ადამიანი, რადგან მისი ფუძე ინახება მისივე ფსიქიკაში. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის შესწავლით თქვენ შეგეძლებათ გახსნათ ბავშვის უნარი და გაზარდოთ ჯანმრთელი ადამიანი. სანამ გადავალთ ბავშვის აღზრდის მეთოდებზე, მოდით მანამდე გავერკვიოთ სად მთავრდება ბავშვის გაგება და სად იწყება ზრდასრული ადამიანი. მე ახლა მხედველობაში არ მაქვს ფიზიკური მდგომარეობები. ყველამ იცით, რომ ზრდასრული ადამიანის სხეული შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს მისი ფსიქიკური მდგომარეობისაგან. გასაგებია, რომ თვრამეტი წლის მოზარდის სხეული ჩამოყალიბებულია, შეიძლება ოცდაოთხი ან ოცდარვა წლის ასაკში, მაგრამ მზად არის თუ არა ფსიქიკურად გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ ამოცანებს. სად არის ზღვარი, რომელიც მიჯნავს ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს. მე ვთვლი, რომ ეს ზღვარი შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტად, როცა ის დამოუკიდებლად ახერხებს საკუთარი თავის შენახვას, როცა ის საკუთარ ხელში იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე. ამ მომენტიდან მთავრდება ბავშვობა.

მაშ ასე, კანის ბავშვები. კანის ვექტორი სხეულზე გამოხატულია კანით. ვფიქრობ, ეს ისედაც გაიგეთ. კანი მათი ეროგენული ზონაა და ნებისმიერი ზემოქმედება ბავშვის კანზე, იწვევს ძალიან მკაფიო გამოძახილს, ამიტომ მშობლები უნდა ისწრაფვოდნენ იმისკენ, რომ ნებისმერი ზემოქმედება კანზე, იყოს რაც შეიძლება სასიამოვნო. მე ვსაუბრობ მათ ბანაობაზე, მასაჟზე, მოფერებაზე. სამოსი, რომლებიც იჩხვლიტება და რომლებიც საშინლად არ მოსწონთ კანის ბავშვებს, არ ჩააცვათ შიშველ სხეულზე, რადგან ეს მათში იწვევს გაღიზიანებასა და ვეღარ ახერხებენ კონცენტრირებას. დავიწყოთ მათი გარეგნული იერსახით. ეს მეორეხარისხოვანია და დაიმახსოვრეთ სანამ გადახვალთ ადამიანის დიაგნოსტირებასა და განხილვაზე. ეს არის მხოლოდ დამხმარე იმფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ დიაგნოსტირებისას.

კანის ბავშვი არის სწრაფი და მოუსვენარი. მუდმივად მოქმედებაშია და მათზე კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება დატოვოთ ყურადღების გარეშე და თქვენ წახვიდეთ სხვასთან სასაუბროდ. სანამ თქვენ საუბრობთ, ბავშვი რაღაცას აკეთებს. ასეთი ბავშვის დაძინება ძალიან რთულია. მშობლებს ხანდახან უწევთ მასთან სიბნელეში ჯდომა, რომ ბევრი არ იმოძრაოს და შეძლოს დაძინება, რადგან თუ დატოვეთ მარტო, დაძინების პროცესი შეიძლება გაიწელოს. ის წევს თბილად, შეიძლება დაცხეს და რადგან ის კანის ვექტორიანი ბავშვია შეიძლება ეს არ ესიამოვნოს, ამიტომ საჭიროა შეიცვალოს მდგომარეობა. ეძებს ბალიშზე უფრო გრილ ადგილს, გადასაფარებლიდან გამოყოფს ფეხს, ეს ადგილიც უთბება და შემდეგ ისევ ახალი გრილი ადგილის ძიებაშია. სანამ ის წრიალებს, გადასაფარებელი იჭმუჭნება და ხან ერთ გვერდს აწვება, ხან მეორეს, ხანაც ზურგს. აქედან გამომდინარე ეწყება ფეხის ან ხელის ფხანა, რომელიც ხელს უშლის ბავშვის დაძინებას. ბაღში ასეთ ბავშვებს სვამენ ჭოჭინაში, რაც მას აძლევს დაძინების საშუალებას, მაგრამ ეს ბაღში. სახლში კი, ის კიდევ დიდხანს იწრიალებს თუ ყურადღებას არ მიაქცევთ. გაუჭირდება დაძინება, მაგრამ დაიძინებს. აი დილით კი მისი ლოგინი ბრძოლის ველს მოგაგონებთ, სადაც ფეხები ექნება ბალიშზე, ზეწარი იატაკზე, სათამაშოები აქეთ-იქით გადაყრილი და თითონ ბავშვი დაგხვდებათ არაბუნებრივ მდგომარეობაში. ასევე რთულდება მათი ჭამა, რადგან ისინი ამ მომენტშიც აქტიურობენ, აქეთ-იქით იხედებიან. თუ მშვიდად მიირთმევენ საჭმელს, ისინი ფეხით მაგიდას მაინც უკაკუნებენ ან იმ ადამიანს, რომელიც საპირისპირო მხარეს ზის. მუდმივად უჭირავთ ხელში რაღაც ნივთი, რომელსაც იქნევენ და მაგიდაზე ურტყავენ მანამ, სანამ დედა ან ბებია საჭმელს მოუმზადებენ. მოკლედ,არასოდეს სხედან მოძრაობის გარეშე. ასეთი ბავშვები ჭამენ ძალიან სწრაფად და ფაქტიურად არც კი ღეჭავენ საჭმელს. მისი ჭამის პროცესი ძალიან იჭიმება დროში.

კანის ვექტორიანი ბავშვი ძალიან სწრაფად ითვისებს თანამედროვე ტექნიკას, აიფონს, მობილურ ტელეფონს. აჭერს ნებისმერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ღილაკებს, ეს იქნება მიკრო ღუმელი, სარეცხი მანქანა, თუ სხვა. ის უბრალოდ კი არ აჭერს, არამედ ერკვევა მათ სწორედ გამოყენებაში. ასეთი ბავშვის დაჯენა სასწავლო მაგიდასთან და მისი ყურაღების სწავლაზე კონცენტრირება ძალიან რთულია. თუ მაინც მოახერხეთ და დასვით ერთ ადგილას, ის მაინც მოძრაობს, მაგრამ თუ მის ყურადღებას გადაიტანთ იმაზე რაც მას აინტერესებს, აღმოაჩენთ მის სწავლისა და ყურაღების კონცენტრაციის განსაკუთრებულ უნარს.

ფსიქიკური სიმსუბუქე კანის ვექტორში გულისხმობს საჭმლის სწრაფ მონელებას. ასეთი ბავშვები საპირფარეშოში, ძალიან სწრაფად გადიან კუჭში. იქ დიდი ხანი არ ჩერდებიან, არ ფიქრობენ დიდხანს, რადგან ეჩქარებათ არაფერი გამორჩეთ. ხანდახან მშობლებს ეშინიათ და აიძულებენ დიდხანს ჯდომას. „იჯექი, სად გეჩქარება. დაჯდომა ვერ მოასწარი, უკვე გარბიხარ“. სკოლაში სწავლის პროცესი მათთვის ძალიან სწრაფად გადის. ძალიან სწრაფად ითავისებენ სიახლეს, მაგრამ ასევე სწრაფად კარგავენ იმის ინტერესს, რაც უკვე აითვისეს. მათი ცოდნა ძალიან ზედაპირულია არა იმიტომ, რომ ზარმაცები არიან, არამედ მათი ფსიქიკიდან გამომდინარე, რომელიც ვერ იტანს გადატვირთვას, მუდმივად ითხოვს ახალ ინფორმაციას და გაახლებას. ის ახლანდელი დროა, სწრაფად იცვლის მდგომარეობებს. მისი ფსიქიკა აქ და ახლაა. ის მუდმივი კონტროლია, რანჟირება, იმის გასაგებად თუ სადაა შენი ადგილი, სად ხარ ახლა, ხომ არ ჩამორჩი, რადგან თუ ჩამორჩი შენ არ ასრულებ შენს ფუნქციას. როგორც უკვე გაიგეთ, მათთვის სწავლის პროცესი ძალიან რთულია. მათთვის რთულია რაღაც ერთზე კონცენტრირება. რასაც შეიძლება მშობელი მათგან ელოდოს ეს ოთხიანია. აი სკოლის დისკოთეკის ორგანიზება, ეს მათთვის უკვე სხვა საქმეა. შეუძლიათ აკონტროლონ თუ ვის გადასცენ ან არ გადასცენ კლასის ჟურნალი, ვის ჩაუწერონ ან არ ჩაუწერონ გაცდენა.

ახლა კი ვისაუბრებთ აღზრდის მეთოდებზე. კანის ვექტორი ეს მოძრაობაა, ამიტომ კანის ბავშვები არ შეიძლება შეზღუდოთ მოძრაობაში. მიეცით ხტუნაობისა და სირბილის საშუალება. მათ ეს აუცილებლად სჭირდებათ. სულ სხვა საქმეა მათი სურვილების სწორი მიმართულებით მიმართვა. მაგალითად, ჩაწეროთ რომელიმე წრეზე, შეჯიბრი ხელს შეუწყობს იმის გაგებას, თუ სად არის მათი ადგილი ცხოვრებაში. გაიგონ რა შეუძლიათ და რა პოტენციალი აქვთ. მათ წარმატებებისა და მიღწევების გაზომვაც კი უყვართ. ძალიან აინტერესებთ ვის რა და რამდენი აქვს. მაგალითად, ვასიას რამდენი სათამაშო აქვს, და მე რამდენი მაქვს? ლენას რა ტელეფონი აქვს. ზუსტად ეს ბავშვები სკოლაში და შეიძლება ბაღშიც კი ზოგჯერ ქურდობენ და თუ დროულად არ მიხედეთ, შეიძლება უსიამოვნებაში გაეხვიონ. შეუძლიათ მასწავლებელთან მივიდნენ რვეულით ხელში კომენტარით და ამ მომენტში კალამი ააცალოს თუ ყურადღება არ მიაქცია მასწავლებელმა. არ უყვართ საკუთარი ნივთებისა და სათამაშოების გაყოფა სხვასთან. როგორც უკვე ვთქვით, კანის ვექტორის ფსიქიკის ფუძე არის ფორმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განუსაზღვოთ წესები, რაღაც დოზით რეჟიმი რაშიც იცხოვრებს და შეძლებს გააკონტროლოს შესრულება. ამის გარდა, მის გასაკონტროლებლად, შემოსასაზღვრად, მან რომ ისწავლოს იმ რესურსების გაყოფა და განკარგვა რაც მას აქვს.

განვიხილოთ კანის ვექტორის რამოდენიმე ნეგატიური სცენარი, რომელიც შეიძლება მოყვეს კანის ბავშვის არასწორ აღზრდას. მისი აღზრდის დროს აუცილეებლია თავიდან აირიდოთ ორი უკიდურესობა: გადაჭარბებული სირბილე და ასევე მეტისმეტი სიმკაცრე. მასზე ზემოქმედება უნდა შეესაბამებოდეს მის ტემპერამენტს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მას შეიძლება დაუფორმირდეს ნეგატიური სცენარი. კანის ვექტორი ფიქრობს დათვლით და გათვლით. რაოდენობრივი შეხედულება აქვს ამ ცხოვრებაზე. არ შეიძლება მათი ფიზიკური დასჯა. როცა თქვენ მის სხეულზე ძალადობთ, ის იწყებს ადაპტაციას და დროთა განმავლობაში მისგან სიამოვნების მიღებას. ახლა შემიძლია შემოგთავაზოთ სქემა, რომლის მიხედვითაც გავიგებთ თუ რა და როგორი სცენარი შეიძლება განუვითარდეს კანის ბავშვს.

როცა სცენარებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენო გარე ფაქტორების ზეწოლა, რომელმაც ასევე შეიძლება დაუფორმიროს ნეგატიური სცენარი. მასზე ზეწოლა შეიძლება იყოს ძლიერი ან არასაკმარისი. „ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება გაჭყლიტოს ადამიანი“. ბავშვობაში შეიძლება სცემდნენ, ურტყავდნენ, ამცირებდნენ, კერძოდ ფიზიკური ძალადობა იგულისხმება. არასაკმარის ზეწოლაში იგულისხმება, როცა ბავშვი თავისთვის არის მიშვებული, არავინ ყურადღებას არ აქცევს და იმას აკეთებდა რაც მოესურვებოდა. მოცულობაში არაფერი არ იცვლება, მისი ფსიქიკა იყოფა მხოლოდ: განვითარებულ და განუვითარებელ ფსიქიკად. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ორი სცენარი გვხდება. ახლა კი ვუბრუნდებით ზეწოლისგან გასრესა- არ გასრესის საკითხს. ვისაუბროდ რა ემართება მის ფსიქიკას როცა ის განუვითარებელია და თვითონ ადამიანზე არ ყოფილა საკმარისი ზეწოლა (ანუ თავის დროზე ბავშვი მიუშვეს თავის ნებაზე), ასეთი კანის ვექტორიანი ადამიანი ყალიბდება ქურდად. ეს მაშინ, როცა არავინ არ აქცევდა ყურადღებას, ჯერ საბავშვო ბაღში აიღო სხვისი ნივთი, მერე სხვა ნივთი და არავინ მისცა შენიშვნა, ის კი ფიქრობს, რომ თუ რამე უნდა უბრალოდ უნდა აიღოს და მორჩა. მეორე შემთხვევაა, როცა ბავშვზე მოხდა მეტისმეტი ზეწოლა. მაგალითად, როცა მამამ ამის გამო ცემა, ანუ ფიზიკურად იძალადა. ასეთი ბავშვი ყალიბდება მაზოხისტად. შეიძლება საკუთარ თავს იწვალებდეს, იკეთებდეს პირსინგებს სხვადასხვა ადგილზე და სხვა. ყურადღება მივაქციოთ სიტუაციას, როცა კანის ვექტორიანს აქვს განვითარებული აზროვნება, მაგრამ გადაჭარბებული ზეწოლის შემთხვევაში ყალიბდება არა ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ მაზოხისტად. მას ექნება „უიღბლოს“ და ,,მფლანგველის” სცენარი. რა არის მფლანგველის არსი? მფლანგველი კანი, ეს ის ადამიანია, რომელსაც ხელში ფული აქვს და ამბობს: „მეგობრებო, მე არასაკმარისად განვითარებული ვარ, არ ვარ რაციონალისტი და არ მაქვს საკმარისი ცოდნა, რომ ფული სწორი მიმართულებით დავაბანდო. მე ეს ფული არ მინდა, მე მათში ვერანაირ ღირებულებას ვერ ვხედავ. მათი დათვლა არ მეხერხება და ამიტომაც ხელში არ მიჩერდება. ნებისმიერ სისულელეზე შემიძლია მათი ხარჯვა, მე ხომ მფლანგველი ვარ“. ამის საწინააღმდეგო მდგომარეობაა გონებით განვითარებული კანის ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში არ ქონია საკმარისი ზეწოლა. ეს არის „მტაცებელი“ კანი. ეს ის კანი არ არის, განუვითარებელ ქურდად რომ ყალიბდება, რომელმაც მაღაზიაში იაფფასიანი სასმლის ბოთლი მოიპარა და სამი წლით ამის გამო ციხეში ჩაჯდა, არა. ეს სხვაა, ამას ყველაფერი გათვლილი და დათვლილი აქვს. არჩევს შესაბამის მომენტს, როცა თავის მსხვერპლს, მიზანს თავს ესხმის და ხელიდან აღარ უშვებს.

გადავდივართ შემდეგი დონის განხილვაზე. მოძრაობა. ჩვენი სქემის ერთ მხარეს, პრინციპში არაფერი არ ხდება. მაზოხისტი რჩება მაზოხისტად, ქურდი ქურდად. მოძრაობაშიც ისევე რჩება. გაცილებით უფრო საინტერესო სიტუაციაა ჩვენი სქემის მეორე მხარეს. ადამიანი, რომელსაც აზროვნება განვითარებული აქვს და ფიზიკურად არ ქონია ზეწოლა (მტაცებელი კანი), მოძრაობაში მისი ფსიქიკა ყალიბდება თავხედად, რომელიც მიდის გზაზე, არ აინტერესებს მარჯვენა და მარცხენა, არც ის თუ ვინ არის მასზე წინ, შეუძლია გაუსწროს. რატომ იტვირთავს თავს, როცა შეუძლია დაუსიგნალოს. მეორე მხრივ აქვს განვითარებული აზროვნება და ზედმეტი ზეწოლა. ეს არის ნევროზულ მდგომარეობაში, რომელიც საკუთარ თავში დაურწმუნებელია, მუდმივად აქეთ-იქით იყურება, გზაზე მიდის, უნდა გადაადგილება, მაგრამ მერყეობს გამოუვა თუ არ გამოუვა, თითქოს საჭიროა, მაგრამ ავტომობილი უკვე მასთან ახლოსაა. ესეთი კანები მართვის მოწმობას პირველივე მცდელობაზე ვერ იღებენ. ზის, სხვა ავტომობილი შორსაა, ის კი ფიქრობს იქნებ ვერ მოასწროს სიჩქარის გადართვა, ან იქნებ ისე არ გააკათოს რამე, როგორც საჭიროა და ამ დროს უკვე ის ავტომობილი უსწრებს. სანამ ის ასეთ მდგომარეობაშია, გამომცდელი ეუბნება, „დიდი მადლობა, სხვა დროს გამოცადეთ საკუთარი ძალები“. ასეთი ადამიანი, ზუსტად ასე იქცევა, როცა შუქნიშანს უახლოვდება. თითქოს ანთია მწვანე, მაგრამ ციმციმებს. ის კი ვერ იგებს წავიდეს თუ გაჩერდეს. აი ასე მერყეობს და შეიძლება შექმნას ავარიული მდგომარეობა. განვითარების მეხუთე საფეხური, რაც წინა ლექციებიდანაც ვიცით, ასეთ კანის ვექტორიანს არ აქვს. ამით დავასრულეთ ზოგადი განხილვა და ახლა უკვე გადავალთ ჩვენი მომხმარებლების კითხვებზე და შევეცდებით გავცეთ პასუხები.

მაშ ასე, პირველი შეკითხვა: რატომ უყვართ ესე ძალიან კანის ვექტორიანებს კაფეში ჯდომა? პასუხი: დასაწყისისთვის გეტყვით, რომ განვითარებულ ერთვექტორიან კანებს კაფეში ჯდომა არ უყვართ. ისინი თვლიან რომ ეს დროისა და რაც ყველაზე საშინელებაა ფულის უაზრო ხარჯვაა. კაფეში ჯდომა უყვართ კან-ვიზუალებს. ისინი წარმოაჩენენ საკუთარ თავს და სხვებსაც აკვირდებიან, ურთიერთობენ, კეკლუცობენ და ა.შ.

კითხვა: შეიძლება თუ არა კანის ვექტორიანმა, სხვა ვექტორების დამატების გარეშე, უფასოდ „მოგცეს“? 

პასუხი: უფასოდ, კანის ვექტორიანი მდედრი, არასოდეს, არაფერს, არავის არ მისცემს. თუ მას აქვს ანგარიში, ანუ აქედან შეიძლება სხვა სახის სარგებელი ნახოს, მოკლევადინი მიზანი, ამ შემთხვევაში - კი.

კითხვა: თუ კანის ვექტორიანი ბავშვი შეეგუა, მშობლებს კითხვებზე ისეთ პასუხებს სცემს, რომელიც მათ სჭირდებათ და არა ისეთს, რასაც ის სინამდვილეში ფიქრობს, როგორ გავუმკლავდეთ ამას? 

პასუხი: აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა კანის ვექტორიანი ბავშვი გადის არქეტიპის სტადიას. ანალები დაბაჯბაჯებენ, დადიან მძიმედ და მშობლები უბრაზდებიან, იარე ნორმალურად მეზობლები შეწუხდებიან. ვიზუალებმა შეიძლება მოაწყონ ისტერიკა, აი კანის ვექტორიანი ბავშვები გარდა იმისა, რომ იპარავენ, იტყუებიან კიდეც. ეს უბრალოდ მათი მეთოდია, რომ გარემოს მოერგონ. თქვენი კანის ვექტორიანი ბავშვიც მოერგო სიტუაციას და ისეთ პასუხებს გაძლევთ, რისი გაგონებაც თქვენ გჭირდებათ. ეს ნორმალური სტადიაა, მთავარია ასეთი მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე არ გაუგრძელდეს. ამის მოგვარება მისი ნორმალური აღზრდით შეიძლება. უბრალოდ უნდა დაანახოთ, რომ ეს ის მეთოდი არ არის, რითიც უნდა იცხოვროს.

კითხვა: რა გააკეთოს კანის ვექტორიანმა თუ მას ბავშვობიდან არაფერს უკრძალავდნენ, არანაირად არ უსაზღვრავდნენ, მოკლედ არ აქვს არავითარი თვითორგანიზება. არის რამე მეთოდი თავიდან აღზრდისათვის? 

პასუხი: მეთოდი არის, თავად უნდა გადაწყვიტო სად იმოქმედო დამოუკიდებლად, ეს იმ დრომდე უნდა აკეთოთ, სანამ ჩვევაში არ გადაგივათ.

კითხვა: კანის ვექტორიანი ძალიან პატარა ბავშვი, ორწლინახევრის, ეტანება ტკბილეულს. ეს ნორმალურია თუ სტრესი? 

პასუხი: უკვე აღვნიშნე, რომ ყველა ბავშვი გადის არქეტიპის სტადიას. მთავარია ამ სტადიაზე არ ჩაიციკლოს და გააგებინოთ, რომ ასეთი სახით ცხოვრება არ შეიძლება.

კითხვა: გარისკვის უნარი მხოლოდ კანის ვექტორიან ახასიათებს თუ არა? 

პასუხი: რისკი, ეს ყველაზე მეტად ურეთრალური ვექტორია. კანი არ რისკავს. კანი ფიქრობს და მოქმედებს დათვლა-გათვლის პრინციპით. თუ მან რაღაც გათვალა, მორჩა, ეს რისკი არ არის უკვე.

კითხვა: რატომ არ ადაპტირდება კანის ვექტორი ტკივილის გარეშე, როცა შეწყვეტენ მის ცემას? პასუხი: როგორ ვთქვა, თითონ შეკითხვა არასწორად არის დასმული. ყველაფერი დამოკიდებულია მის ასაკზე. თუ კანის ვექტორიანს ბავშვობაში სცემდნენ, ის უკვე შედის ამ სცენარში. თუ ამ სცენარიდან ის არ გამოდის, მაშინ ეს სცენარი მასში რჩება.

კითხვა: ის გარემოცვა, რომელშიც კანის ვექტორი იმყოფება ამჟამად, ის აძლევს საშუალებას ამ სცენარით რეალიზდეს, მიიღოს ტკივილი მაზოხიზმის საშუალებით თუ არა? 

პასუხი: თუ მისი გარემო ამის საშუალებას აძლევს, ის ამ სცენარით რჩება, მაგრამ თუ კანი განვითარებულია და მისი გარემო ამ სცენარით რეალიზების საშუალებას არ აძლევს, მაზოხიზმის სცენარი წარუმატებელი ადამიანის სცენარში გადასდის. თუ ის პატარა ასაკშია, მაშინ ტკივილი მცირდება. აქაც ორი ვარიანტია: თუ ის აჩერებს მაზოხიზმის სცენარს, რითი უნდა შეცვალოს. თუ მამა წყვეტს მის ცემას და უკვე გადადის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამცირებს, მაზოხიზმის სცენარი ამ ბავშვს მაინც რჩება და არსად ქრება, თუ კი მისი როგორც ცემა, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა შეყვიტეს, მას ეს სცენარი ეხსნება და გადადის მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაზე.

კითხვა: რატომაა, რომ კანური ზომა ამოსავალ წერტილად დაბადებიდანვე ირჩევს შეზღუდვას? საიდან ხდება კულტურული გაერთიანება და აისახება თუ არა ეს კაცობრიობის განვითარებაზე? პასუხი: უნდა ითქვას, რომ მხოლოდ კანური ზომა არანაირ კულტურულ გაერთიანებას არ ხსნის. ამას აკეთებს კან-ვიზუალური ზომა. თავად კანი უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს და სხვა არაფერს არ აძლევს.

კითხვა: ეხერხებათ თუ არა კანის ვექტორიანებს პერსპექტივის დანახვა თუ მხოლოდ ეგუებიან გარემოს? 

პასუხი: პერსპექტივა ეს უკვე ურეთრალური ვექტორია. კანი კი, აქ და ახლაა. ახლანდელი დროა. ის რეაგირებს მუდმივად ცვალებად სიტუაციებზე და ერგება.

კითხვა: რა გავაკეთო თუ შევამჩნიე რომ ბავშვი იპარავს? 

პასუხი: გავეცი უკვე ამ კითხვას პასუხი, მაგრამ ისევ გავიმეორებ. ბავშვს უნდა აუხსნათ ნორმალურად, ცემისა და შეურაცხყოფების გარეშე და ეს მდგომარეობა არ გაუგრძელოთ დიდხანს, რათა გადაერთოს სხვა ღირებულებებზე.

კითხვა: როგორ განვუვითარო აზროვნება კანის ვექტორიან ბავშვს? 

პასუხი: ბავშვს ასწავლეთ დათვლა, კონტროლი, ასწავლეთ დაემორჩილოს გარკვეულ წესებს. აქ შეიძლება დაგეხმაროთ თამაში, როგორიცაა „ლატო, მენეჯერი“ და ბავშვი უკვე განავითარებს საკუთარ უნარს. დანიშნეთ რომელიმე მაკონტროლებელ ორგანოდ საკუთარ ოჯახში, რომელიც საშუალებას მისცემს აკონტროლოს ისინი გარკვეული წესების შესაბამისად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიაჩვიოთ პასუხისმგებლობის აღებას ამ წესების დარღვევისათვის.

კითხვა: როგორ ვაორგანიზო სწორად მატერიალური წახალისება, რომ ბავშვი არ ჩამოყალიბდეს გამომძალველად, თორემ შემდეგ უფასოდ გაკვეთილებსაც არ მოამზადებს. პასუხი: აუხსენით, რომ გაკვეთილებს აკეთებს საკუთარი თავისთვის.

კითხვა: საკუთარ ჯანმრთელობაზე მხოლოდ კანის ვექტორიანები ზრუნავენ თუ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რომელიმე ვექტორის ჩვევად? 

პასუხი: ეს დამახასიათებელია სხვადასხვა ვექტორისათვის. ვიზუალი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჯანმრთელი სხეული, ეს ლამაზი სხეულია. ანალი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჯანმრთელობა ეს სწორია, რადგან წინაპრებმა ასე დაუბარეს. აი კანის ვექტორი კი ფიქრობს, რომ ჯანმრთელი სხეული ხელს უწყობს, ახალ გარემოებებზე სწრაფ რეაგირებას.

კითხვა: როდის გავაცნოთ ფული კანის ვექტორიან ბავშვს, რომ ნივთები იყიდება ფულზე, რომ ისინი შეიძლება ძვირი ღირდეს და ა.შ. რაც შეიძლება ნაადრევ ასაკში? 

პასუხი: როცა რაღაც ელემენტარული ნივთების ყიდვაზეა საუბარი, შეიძლება ითქვას, რომ ეს „გაცნობა“ არ არის. ზუსტად იმ დროს უნდა ჩამოუყალიბდეს ფულთან ურთიერთობა, როცა მას შინაგანი სურვილი ექნება გაიგოს თუ რა არის ეს. როცა არსებობს შინაგანი მოთხოვნილება.

კითხვა: როგორ იმოქმედებს ბვშვზე ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა? 

პასუხი: საქმე იმაში არ არის რამდენად უზრუნველყოფილია ოჯახი ეკონომიკურად. საქმე იმ გარემოცვაშია, სადაც იზრდება ბავშვი. თუ მას მისი გარემოცვიდან, ეს იქნება დედა, მამა, ბებია თუ ბაბუა, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მუდმივად არწმუნებენ, რომ ამ ცხოვრებაში მთავარი ღირებულება ფულია, ბავშვი იზრდება იმ აზრით რაშიც დაარწმუნეს, ან შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო რეაქცია. ანუ ჩამოუყალიბდეს ზიზღი ფულისადმი.

კითხვა: რაში მდგომარეობს მიზეზი როცა თერთმეტი წლის ანალ-კანის ბავშვი ვერ ანაწილებს დროს სწორად? როგორ ვასწავლოთ თვითდისციპლინა ასეთ ბავშვს? 

პასუხი: ამ შემთხვევაში მიმართეთ გონივრული მიზნისკენ. დაუწესეთ მკაცრი და რეგლამენტირბული დღის წესრიგი. ამ შემთხვევაში ბავშვი უკვე გამოყოფს თავისუფალ დროს და ნელ-ნელა მიეჩვევა დაგეგმვას. ის დაიწყებს გაგებას, რომ „აჰა, მე უნდა ვისაუზმო, დავიძინო, სკოლაში წავიდე, შემდეგ წრე, წრის შემდეგ სახლში.“ მიხვდება, რომ საქმიდან საქმემდე აქვს თავისუფალი დრო, რომელიც შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს. უფრო სწორად, ისწავლის დროის სწორ და სათავისოდ განაწილებას. საბოლოო ჯამში კი ის ისწავლის უკვე საკუთარი ცხოვრების დაგეგმვას.

კითხვა: რაში მდგომარეობს მიზეზი, როცა არარაციონალურად აგროვებს იაფფასიან ნივთებს, ეს არის განუვითარებელი მდგომარეობა თუ აღზრდის დროს მიღებული სტრესი? ექვმედებარება თუ არა ეს გაცნობიერებას ზრდასრულ ასაკში? 

პასუხი: დიახ, ექვემდებარება გაცნობიერებას. დასაწყისისთვის უნდა იცოდეთ რა ვექტორები გაქვთ. შემდეგ უნდა გაიგოთ რომელი ვექტორი რა მდგომარეობაშია. შემდეგ, რა მიზეზებმა განაპირობა ამ ვექტორების ასეთი სახით არსებობა, ანუ ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა. რა მიზეზებია ამ მდგომარეობების.

ასევე უნდა გაიგოთ ეს მხოლოდ კანის ვექტორიდან მოდის, თუ სხვა ვექტორებთანაცაა კავშირში.

კითხვა: მოდისა და ბრენდების სიყვარული ეს სუფთა კანური თვისებაა თუ სხვა ვექტორებთან კავშირი იწვევს? 

პასუხი: ამ შემთხვევაში ვიზუალური ვექტორიც უნდა გქონდეთ.

კითხვა: თუ კანის ვექტორი შეიგრძნობს აწმყოს, მიმდინარე მომენტს, მაშინ როგორ განსაზღვრავს გრძელვადიან ინვესტიციებს? მე გავიჩენ ნაცნობებს, რომლებსაც ათი წლის შემდეგ დავეხმარები, ან იქნებ არც. რითი განსხვავდება მომავლისაგან? 

პასუხი: სინამდვილეში კანის ვექტორიანი ასე არ ფიქრობს. ის ურთიერთობს ადამიანებთან რანგის მიხედვით. თუ იმ დროს მისი „მეგობარი“ სარგებლობს რამე თანამდებობით და ეს მის საქმიანობას ეხმარება, მის წინსვლას, ამ შემთხვევაში ის ხშირად ურთიერთობს მასთან, როგორც კი აღარ დაჭირდება, ან აღარ ექნება „გამორჩენა“ ამ მეგობრისგან ის წყვეტს ურთირთობას.

კითხვა: ბავშვი აგროვებს ფულს კინოსთვის, კინოში „ძვრება“ უფასოდ, ხოლო დაგროვილი ფული დიდი სიამაყით მიაქვს დედასთან. ეს კანის ვექტორია? 

პასუხი: გააჩნია რა იგულისხმეთ. თუ ბავშვი აღზრდილია ოჯახური ღირებულებებით, შეგროვილი თანხა მოაქვს სახლში. თუ აქ ფიგურირებს დაგროვების ელემენტები, ე.ი. შეიძლება ბავშვს აქვს სმენის ვექტორიც. იმიტომ რომ პრინციპში მთავარი ისაა თუ როგორ აგროვებს ერთია თუ აგროვებს, მერე თავისთვის რამეს იყიდის და ხელახლა იწყებს დაგროვებას (ეს კანია). მაგრამ მეორეა როცა ბავშვი აგროვებს, ნახულობს რაღაც იდეას და ფულს ამ იდეის განსახორციელებლად აგროვებს (ეს სმენაა). მთავარია გაიგოთ რა მიზანი აქვს ჩადებული ამ დაგროვებაში.

კითხვა: თუ ბავშვი, რომელიც შვიდი წლისაა, ნეგატიურად რეაგირებს შეჯიბრში წაგებაზე, რაზე მეტყველებს ეს? უნდა გავექცე თუ არა სხვა ბავშვებთან შეჯიბრებას? 

პასუხი: ბავშვი შეიძლება შტააგონეს, ან თავად ჩათვალა, რომ ის ყველაზე, ყველაზე მაგარია, ძლიერია და აუცილებელია ამ მდგომარეობიდან თანდათანობით გამოიყვანოთ. შეიძლება დააკავოთ რამე საქმიანობით, სადაც თანაბარი ძალის ბავშვები ეჯიბრებიან ერთმანეთს. უნდა აუხსნათ, რომ გამარჯვება მის ხელშია, მაგრამ წაგებაც ხდება ხოლმე, რომელსაც უნდა შეეგუოს, ესმოდეს და რაც მთავარია, დააგროვოს გამოცდილება.

კითხვა: რომელი ალგორითმი მოქმედებს ეფექტურად ზრდასრულ კანზე მისი სიმპათიის გამოსაწვევად? 

 პასუხი: აუცილებელია, რომ მან თქვენში დაინახოს სასარგებლო ნაცნობობა. უნდა იცოდეს რა სარგებელი ექნება თქვენგან. ურთიერთობის დროს ისაუბრეთ პრაქტიკულ საკითხებზე. მთავარია ესმოდეს მას თავად რა სურს და რა გსურთ თქვენ.

კითხვა: თუ შეიძლება გვითხარით კანის შიშებზე, რისი ეშინია მას? 

პასუხი: შიშები საკმაოდ ბევრი აქვს. მათგან ძირითადია ფულის დაკარგვის შიში და ასევე რანგის გაკარგვის შიში, უფრო სწორად მისი რანგობრივად ჩამოქვეითება.

კითხვა: როგორ არ უნდა აღვზარდო ბავშვისგან „ბაბლოფობად’? (ბაბლო-ეს ფულია) 

პასუხი: „ბაბლოფობიას“ ვიგებ როგორც ადამიანს, რომელსაც ეშინია ფულის. ასეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას თუ ბავშვის გარემოცვაში იყვნენ არქეტიპული კანები, რომლის ღირებულებაც იყო ფული, უფრო სწორად, ისინი ყველაფერს ზომავდნენ ფულით. ფულის ფობია თუ უჩნდება ბავშვს, ეს საპასუხო საპირისპირო რეაქციაა მშობლების ქცევაზე. დავაზუსტებ, ბავშვს არ აქვს სურვილი იყოს ისეთი, როგორებიც იყვნენ მისი მშობლები. როგორც წესი, ბავშვი უნდა იყოს მინიმუმ ანალ-კან-სმენის კომბინაციით.

კითხვა: როგორ დავალაგო ურთიერთობა იმ კაცთან, რომელიც საკუთარ თავს საკუთარ ტემპერამენტზე მაღლა აღიქვამს. იქცევა ძალიან თავხედურად და დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე? 

პასუხი: აქ შეიძლება იყოს ორი სიტუაციაა. თუ ის თავს გრძნობს იმაზე მაღლა ვიდრე არის შეიძლება იყოს განუვითარებელი, იყოს მცენარეულ დონეზე, ხოლო ცხოველური ურთიერთქმედების დონემდე ვერ აღწევს. საერთოდ, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა დაიყვანოთ მინიმუმამდე. არანაირი სულიერი მიჯაჭვულობა. თუ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა გარდაუვალია და გამომდინარეობს საქმიანი კავშირიდან, ესეც დაიყვანეთ მინიმუმამდე. საქმიანი ურთიერთობა კი გაამყარეთ იურიდიულად. ყველანაირი საქმიანი ურთიერთობა გააფორმეთ იურიდიულად. მეორე სიტუაციაა, მაშინ როცა კანი განვითარებულია, მაგრამ მოულოდნელად ნიშნავენ მას მაღალ თანამდებობაზე გარკვეული, თუნდაც გაუთვალისწინებელი მიზეზთა გამო ინიშნება უფროსად. ანუ, იკავებს ისეთ ადგილს, რომელიც მის ტემპერამენტს არ შეესაბამება. ამ შემთხვევაშიც იგივე სახის რეკომენდაციები მექნება. დაიყვანეთ ურთიერთობა მინიმუმამდე, ის მუდმივად ისაუბრებს თუ როგორი მაგარია, რამდენს მიაღწია და ა.შ. რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კითხვა: მნიშვნელოვანია თუ არა ანალ-კანის ბავშვი აიძულო დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე, მაგალითად, აირჩია წრე, რომელიც დროთა განმავლობაში უინტერესო ხდება მისთვის? 

პასუხი: თუ ბავშვს აქვს ანალური ვექტორი, მაშინ კი მნიშვნელოვანია. სხვა საქმეა, როცა მაგალითად: ბავშვი დაგყავთ ჭადრაკზე, არ არის აუცილებელი გახდეს ქალაქის გამარჯვებული, უფრო სწორად არ არის აუცილებელი დაწყებული მიაყვანინოთ ბოლომდე. დასაწყისითვის საკმარისია რამოდენიმე გაკვეთილს დაესწროს, შემდეგ კი თავად გეტყვით მოსწონს თუ არა. თუ მოეწონა გააგრძელებინეთ, მაგრამ თუ გადის რამოდენიმე კვირა და ბავშვი გაგრძნობინებთ, გეუბნებათ პირდაპირ თუ ირიბად, რომ თავი ასტკივდა, გაკვეთილის დროს მოუნდა ბებიასთან წასვლა ან რამე მსგავსი, ანუ ჩნდება იმის მაუწყებელი ნიშანი, რომ მას ეს საქმიანობა აღარ მოსწონს და თქვენ იგებთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს ანალური ვექტორი, მიაღწევინეთ რაღაც დონემდე, რომ რაღაც წარმატება დაინახოს და გაჩერდით. თუ ეს კარატეა, ატარეთ ერთი სემესტრი, ნახევარი სემესტრი, აიღოს რაღაც ქამარი, ერთი, ან რომელიმე ფერის, ან თუნდაც ნახევარი ქამარი, ბავშვმა იგრძნოს და გაიგოს რომ ამ მომენტისთვის მიაღწია გარკვეულ წარმატებას და შემდეგ დაანებებინეთ თავი.

კითხვა: კანის ვექტორიანებს მოსწონთ ადამიანის წყობიდან გამოყვანა? 

პასუხი: ასეთი სახის ფსიქიკური ძალადობა, ეს არის მის მიერ არჩეული ადამიანის გამოყვანა სულიერი წონასწორობიდან და დაყვანა გარკვეულ ნეგატიურ მდგომარეობამდე, ისტერიკამდე და ა.შ. ეს შეიძლება იყოს ანალური სადიზმი, კანური მაზოხიზმი, მაგრამ აქ ნებისმეირ შემთხვევაში აუციელებლია ვიზუალური და ორალური ვექტორი. ვიზუალური იმიტომ, რომ იგრძნოს მისი სულიერი მდგომარეობა და ორალური იმიტომ, რომ გამოიყენოს ის ანკესი, რაზეც წამოაგებს ადამიანს. ხშირ შემთხვევაში ეს ანალური ვექტორია.

კითხვა: თუ კანის ვექტორი სტრესშია, ექნება კანის დაავადებები, მაშინ როგორ გამოვიყვანოთ ეს ვექტორი სტრესიდან? 

პასუხი: პრინციპში რაღაც დოზით გავეცი ამ კითხვას პასუხი, მაგრამ კიდევ ვიტყვი. პირველ რიგში აუცილეებლია იცოდეთ რა ვექტორები გაქვთ, რომელი რა მდგომარეობაშია, იცოდეთ რამ მიგიყვანათ ესეთ მდგომარეობამდე, რა ფაქტორებმა გამოიწვია ამ მდგომარეობების ჩამოყალიბება ადამიანში.

კითხვა: რა არის კლეპტომანია სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის მიხედვით? 

 პასუხი: კლეპტომანია ეს არის რაღაცის მოპარვისკენ მიდრეკილება. არა კრიმინალური, არამედ ავადმყოფური დამოკიდებულება. კლეპტომანია ეს არის განუვითარებელი კანის მდგომარეობა. არც ისე დიდი ხნის წინ, ყველასათვის ცნობილი მსახიობი, ვაინონა რაიდერი იქნა დაკავებული უნივერმაღში რაღაც პროდუქტების მოპარვისათვის. თავიდან თქვა, რომ მას ურჩია რეჟისორმა იმისათვის, რომ რაღაც როლი გაეთავისებინა კარგად. საქმე იმაშია, რომ არარეალიზებულ მდგომარეობაში დიდი ხნით ყოფნაა. მითუმეტეს რომ რაიდერს არანაირი პრობლემა არ აქვს ფულის გამომუშავების, მაგრამ არ აქვს რეალიზებული თვითშეზღუდვის უნარი. მასში უკვე ფორმირდება არქეტიპი, რომელიც უბიძგებს მოპარვისკენ.

კითხვა: რა არის იმის მიზეზი, როცა კან-ანალს არ შეუძლია განკარგულებების გაცემა, ადამიანების კონტროლი, უფრო სწორედ ოჯახში ორგანიზების თვალსაზრისით ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ როცა ოჯახში არ არის მაშინ უკვე ეს აღარ გამოსდის. 

პასუხი: ეს არის კანის ვექტორის ცუდი მდგომარეობა. მაგალითად, ადამიანი სახლშია, ახლობლების გარემოცვაში, ის გრძნობს კანის უპირატესობას ანალზე, ბრძანებლობს და ა.შ. მაგრამ როცა ის არ იმყოფება ვიწრო გარემოცვაში და ხვდება გარეთ, იქ სადაც სხვა კანის ვექტორიანებიც არიან და საკმაოდ ძლიერები მასზე, ის გადაერთვება უკვე ანალურ ვექტორზე. ის იქ თავს გრძნობს როგორც ცხვარი, რადგან მისი კანი სუსტდება. როცა უკან ბრუნდება ოჯახში, ის ისევ სახლის „მბრძანებლად“ თვლის თავს და გასცემს განკარგულებებს. ეს არ არის კანის განუვითარებლობა, ეს არის მისი ცუდი მდგომარეობა.

კითხვა: როდის იწყება გატაცება, გარდატეხის ასაკში, ტატუებისა და პირსინგების მიმართ? ეს კანის არარეალიზებულობაა? 

 პასუხი: ტატუები და პირსინგები სხვადასხვა ვექტორებისთვისაა დამახასიათებელი და არა მარტო კანებისთვის. მაგალითად, ვიზუალურ ვექტორს უბრალოდ მოსწონს თუ რა ლამაზად გამოიყურება პეპელა მის სხეულზე, ვეფხვი რომელიღაც პიკანტურ ადგილას და ა.შ. ანალურ ვექტორში ის შეიძლება გამოხატავდეს რომელიღაც საძმოს მიკუთვნებას, სპეცრაზმის, სექტის, დაჯგუფების და ა.შ. კანში ეს არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა. შეიძლება ჰქონდეს რაღაც ახალი განცდის მიღების სურვილი, რაღაცის გახვრეტის სურვილი, და ეს შეიძლება ჩამოყალიბდეს ავადმყოფობად, რაც მის ცუდ მდგომარეობამდე მიუთითებს.

კითხვა: ფსორეაზი, რომელიც გაჩნდა ზრდასრულ ასაკში, ეს კანის ვექტორში სტრესია თუ ნევროზი? შესაძლებელია თუ არა დაავადების შემსუბუქება კანის ვექტორის რეალიზების დაწყებით? 

პასუხი: მეტ-ნაკლებად ნათელია, რომ ფსორიაზი ძირითადად კანური სტრესია. აქ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად ძლიერადაა მიშვებული ეს დაავადება. განსაზღვრულ მომენტამდე ფიზიკურ სხეულზე დაავადებად გამოხატული ნებისმიერი სტრესი შეიძლება განიკურნოს. მაგრამ ზოგჯერ ეს უკვე აღარ ხერხდება. ყველაფერი სტრესის ხარისხზეა დამოკიდებული, თუმცა სტრესის ფიზიკური გამოვლინების რამდენადმე შემსუბუქება მაინც შესაძლებელია.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ კანის ვექტორიანი ადამიანები, თუ ჯერ ნივთებზე ჩაატარებენ ექსპერიმენტს, ან რაღაც ნივთიერებებზე, ასეთი კანები ადვილად იტანენ ნემსის ჩხვლეტისას გამოწვეული ტკივილის შიშს? პასუხი: როგორც წესი რაღაცის ჩხვლეტის, ნემსის გაკეთების და მსგავსი შიშები ძირითადად ვიზუალური ვექტორისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით კან-ვიზუალებისთვის (ასევე ანალს, რომელსაც ეუხერხულება, ან ეშინია უცხოსთვის საკუთარი ეროგენული ზონის ჩვენება, ან ამ ეროგენული ზონის ,,დაუცველად” დატოვება). უნდა ითქვას, რომ ნრმალურ მდგომარეობაში, ანალიც, კანიც და ვიზუალიც ასეთ პროცედურებს დიდად არ უფრთხიან. ეს შიში ვლინდება განსაზღვრული სტრესების ან დარღვევების დროს.

თარგმნა: ნინო სარაჯიშვილმა


მსგავსი სტატიები

  • კანური ფსიქოტიპის ხასიათი

  • როგორ ურთიერთობს საპირისპირო სქესთან კანის ვექტორიანი მამრი

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • როგორ სარგებლობს კანური ზომა ანალური აზროვნებით

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • კანის ვექტორი - ფორმულის მოქმედება პრაქტიკაში

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • კანის ვექტორი - განვითარება