ორალური ვექტორი კომბინაციებში


ორალური ვექტორი კომბინაციებში

 მოცემულ ლექციაში ზოგადად განვიხილავთ ორალურ ვექტორს და მის კომბინაციებს. ორალური ვექტორის ფუძეა გაერთიანება, ის ვერბალური ძაფებით კრავს ჯგუფს, აჟღერებს მათ ცხოველურ სურვილებს. ამასთან ერთად ორალური ვექტორის არქეტიპულ ფუნქციაში შედიოდა სამეფო მასხარას სცენარი. მას იუმორის დახმარებით ბელადამდე (შემდეგ კი მონარქამდე) მიჰქონდა უბრალო ხალხის სათქმელი, ზოგჯერ კი მისი მხიარულება და დამცინავი შენიშვნები ერთადერთი საშუალება იყო ყნოსვის ვექტორიანი მრჩევლის დასაბალანსებლად.

ორალის ვექტორიანები საუბრობენ ყველგან, საუბრობენ ყოველთვის და ყველაფერზე, ისინი ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ მსმენელის ,,დათრევას“, არ ერიდებიან ტაქტილურ კონტაქტს. თუ შეატყო რომ არ უსმენთ შეუძლია მოვიდეს და ხელი ზურგზე უცერემონიოდ წამოგარტყათ, თან დააყოლოს: ,,ეე მისმინე“. სადილის შემდეგ ორალი მოურიდებლად გადახვევს ხელს დიასახლისს, ჩაკოცნის და ყველას გასაგონად ჭყივის: ,,შენი კატლეტები ისეთია თითებს ჩაიკვნეტ!“, თან პირს აწკლაპუნებს და თითებს ილოკავს.

როდესაც ორალის ვექტორიანი ორატორი საუბრობს, ვერბალური ენერგია მისი მთელი სხეულიდან მოედინება, ის იპყრობს ბრბოს და კრავს მათ ერთიან ორგანიზმად. ის საუბრობს, ხოლო ადამიანები მისი სიტყვების მიხედვით იცვლიან განწყობას, მის სიტყვებზე იცინიან, ტირიან, ენთებიან, ერთიანდებიან ვიღაცის მომხრეებად, ან ვიღაცის წინაღმდეგ. ორალის ვექტორიანის სიტყვები ძრავს ხალხის მასებს, ისინი მასთან ერთად ღრიალებენ, იმეორებენ მის სიტყვებს. ორალის სიტყვებით ანთებულნი, მზად არიან ხელისუფლების დასამხობად შიშველი ხელებით გაიწიონ. ორალის ვექტორიანის თითოეული მსმენელი თავს ერთიანი ენერგეტიკული ველის ნაწილად შეიგრძნობს. ორალის სიტყვებით ინდივიდები იკვრებიან ჯგუფად და მთლიანად ერწყმიან ბრბოს. გუშინ თითოეული ინდივიდი იყო, მაგრამ დღეს, ორალის მოსმენის შემდეგ ისინი გარდაიქმნენ, მათ დაიწყეს სხვანაირად ფიქრი. ამაში ,,დამნაშავე“ კი სწორედ ორალური ვექტორია.

ორალურ ვექტორს აქვს ერთი უცნაური უნიკალურობა: როგორც იცით ორალური ვექტორი მიეკუთვნება ენერგიის მეოთხედის გარე ნაწილს. ის გარეთ გამოსული უზარმაზარი ძალის ცხოველური ენერგიაა, იმდენად მძლავრი, რომ ზოგჯერ შეუძლია გადაფაროს ნებისმიერი ვექტორის ძალა, მისი მხეცური ენერგია კი სხვა ვექტორებს ექაჩება უკან, ცხოველური, პირველყოფილი რეალიზაციისაკენ. ამის გამო არც თუ იშვიათად ორალური ვექტორი ნებისმიერი დართული ვექტორის განვითარების დონეს მინიმუმ ერთი საფეხურით უკან სწევს. მისი უზარმაზარი ენერგიის დაბალანსება უჭირს თვით სმენის ვექტორსაც კი.

ორალის ვექტორიანები არიან მოურიდებლები, უტაქტოები, ხშირად გამაღიზიანებლები, მათ შეუძლიათ ხმამაღლა და მოურიდებლად ისაუბრონ ისეთ თემებზე, რომლებზეც სხვებს ჩურჩულითაც კი ეუხერხულებათ საუბარი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორალის ვექტორიანი ბავშვი მოზარდობაში შედის, ის ყველგან ხმამაღლა ყვება ყველაფერს, რაც მის სახლში ხდება. ყვება, რომ მამას და დედას უკვე სამი თვეა სექსი არ ჰქონიათ. მისი ოჯახის საიდუმლოებები იცის მთელმა სამეზობლომ, მთელმა სკოლამ და კიდევ ნახევარმა ქალაქმა. შეიძლება ეს ცოტა გაზვიადებულად გეჩვენოთ, მაგრამ ძირითადად ასეთი პრინციპით მუშაობს. ორალის ვექტორიანი ბავშვი მშობლებისთვის მუდმივი თავის ტკივილია.

მოუყვეთ საიდუმლო ორალის ვექტორიანს (განსაკუთრებით სცენარით ორალს) ეს იგივეა, თქვენი საიდუმლოებების შესახებ საჯაროდ იყვიროთ, რადგან ის პირველივე შესაძლებლობისთანავე გაამჟღავნებს მას, თუ ეს მსმენელის მოძიებაში დაეხმარება.

თუ გახსოვთ კუნთის ვექტორის ლექციაში ვთქვით, რომ კუნთის ვექტორიანები ერთთანაც და მთელ ჯგუფთანაც ერთნაირად ურთიერთობენ, ზუსტად ასევეა ორალური ვექტორიც. ამასთან როგორც კუნთს ისე ორალსაც გააჩნია ერთი უცნაურობა, ის თავისთავად არ ვითარდება, მისი განვითარებაა სხვა ადამიანების ცხოველური სურვილების შეგრძნება და ვერბალურად გაჟღერება.

სხვადასხვა კომბინაციაში ორალის ვექტორიანები შესაძლოა ატარებდნენ სხვადასხვა ფუნქციას და რეალიზაციას, განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი:

კუნთ-ორალი

თანამედროვე გარემოში ამ სცენარს იშვიათად შეხვდებით, კიდევ უფრო იშვიათია ორვექტორიანი კუნთ-ორალი. ამ სცენარში ვხვდებით ერთ უცნაურობას, კერძოდ: მხოლოდ კუნთის ვექტორის თვისებებს არ შეუძლია უზრუნველყოს ზედა ვექტორის ნორმალური განვითარება, ამიტომ ზედა ვექტორები რჩება განუვითარებელი და გადადის არქეტიპულ მდგომარეობაში. რაც განაპირობებს უკიდურესად ნეგატიური სცენარის ფორმირებას.

კუნთ-ორალი ადამიანი ვერ ახერხებს ორალური დავალებების სრულფასოვნად შესრულებას (მას არ შეუძლია იყოს მზარეული, მასხარა, ან ორატორი), ამიტომ ერთვება ორალური არქეტიპი და ხდება კანიბალი. სწორედ კუნთ-ორალები იყვნენ ისინი, ვინც პირველყოფილ ჯოგში ასრულებდა რიტუალურ კანიბალიზმს და ჭამდნენ კან-ვიზუალ ბიჭუნებს. სამწუხაროდ კუნთ-ორალური დანაშაულის ამ სახეობას ვხვდებით დღევანდელ ეპოქაშიც, თუმცა არც ისე ხშირად. მათი მსხვერპლი როგორც წესი ხდებიან ნევროტული კან-ვიზუალი მამრები.

ანალ-ორალი

წინა ლექციებში არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ანალური ვეტორის ფუძეა წარსული, ხოლო ორალური ვექტორის - გაერთიანება. რა ხდება, როდესაც ეს ორი ფუნქცია ხვდება ერთ ადამიანში? ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა, მოცემული სცენარი გვაძლევს ხარისხობრივად ახალ ფუნქციას: ადამიანთა გაერთიანებას წარსულის ფასეულობებით. ანალ-ორალები არიან შესანიშნავი ორატორები, თამადები, გურმანები. ხოლო თუ ვიზუალიც ერთვით შესაძლოა გახდნენ არაჩვეულებრივი მზარეული, ჟურნალისტი, ლექტორი.

ანალის ვექტორიანებს აქვთ შენელებული მეტაბოლიზმი (მონელება). ისინი კანის ვექტორიანებივით ვერ აყოლებენ ფეხს ლანდშაფტის ცვალებადობას, რადგან ეს მათი ფუნქცია არ არის, მათი ფსიქიკა მიმართულია წარსულისკენ, ამიტომ ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ წარსულის, წარსულში დაგროვილი ინფორმაციის შესწავლას და მომდევნო თაობისთვის გადაცემას, ამას კი ჭირდება სიდინჯე, ასევე საკმაოდ დინჯი ცხოვრების რიტმი. ასეთი ცხოვრების წესის და შენელებული მეტაბოლიზმის გამო, ანალის ვექტორიანები მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, ხოლო თუ ანალს ერთვის ორალიც მაშინ ეს სიმსუქნე 5-ჯერ უფრო მეტია. ეს არის ფეხებზე დადგმული უზარმაზარი მორი, ნამდვილი ხორცის გროვა. მხოლოდ ანალები ასე კატასტროფულად არ სუქდებიან, მაგრამ მაინც ზანტები, მოუქნელები და არასპორტულები არიან. ანალის ვექტორიანებს გასუქების შემთხვევაში ძალიან უჭირთ წონაში დაკლება, ისევე როგორც ყველაფერი მათთან წონაში დაკლებაც ძალიან ნელა ხდება. ხოლო თუ ანალს ერთვის ჭამის მოყვარული ორალიც მაშინ მათთვის წონაში დაკლება კოლოსალური სირთულის ამოცანაა.

როდესაც ანალს ერთვის ორალური ვექტორი, ხშირად მისი მხეცური ენერგია ანალს საშუალებას არ აძლევს დინჯად იჯდეს და განავითაროს პროფესიული შესაძლებლობები, ამიტომ ანალ-ორალები ძალზე ხშირად მიდიან ე.წ. ,,ბინძურის სცენარში“. ასეთ დროს მათ აქვთ ძალზე ბილწი ენა, ხშირად იგინებიან უსაზიზღრესი სიტყვებით, ისეთით, ნებისმიერი ვიზუალი ამ სიტყვების გაგონებაზე ყურში თითებს რომ დაიცობდა. ასევე ახასიათებთ ბინძური ლექსიკა, მაგალითად გამვლელ სიმპათიურ გოგონაზე, ყველას გასაგონად შეუძლიათ იყვირონ: ,,უხ რა ტრაკი აქვს! რას ვიხმარდი!“.

ერთვექტორიანი ანალები შორს არიან იუმორისგან, მათთვის იუმორი მხოლოდ გამოგონილი სისულელეა, ეს ტყუილია, ამიტომ ერთვექტორიან ანალებს, იუმორის გრძნობა პრინციპში საერთოდ არ აქვთ, იმასაც კი ვერ ხვდებიან სხვებს რა აცინებთ. სამაგიეროდ თუ მათ ერთვით ორალური ვექტორი, მაშინ საკმაოდ კარგად ხუმრობენ, ანალ-ორალი სამჯერ უფრო სასაცილოდ ყვება ისტორიას, ვიდრე ორალი ნებისმიერ სხვა კომბინაციასთან ერთად.

ერთვექტორიანი ანალები თუ რამეზე იცინიან, ეს მხოლოდ ტუალეტის თემებია. თუ მათ ამ თემის შესახებ ორალის ვექტორიანი უყვება, ანალები მთელი გულით როხროხებენ, თუკი ორალი უყვება რომ ვიღაც საჯდომით ცუდად დაეცა, ან რაიმე მსგავსი, მაშინ ასეთ რამეებზე ანალებს ეცინებათ. ანალები იცინიან მხოლოდ მათ ეროგენულ ზონასთან დაკავშირებულ თემებზე, მაგრამ სხვანაირ იუმორთან ,,მწყრალად“ არიან. თუ თვითონ ანალის ვექტორიანს დაჭირდა რამეში სასაცილო ამბის მოყოლა, ის ამას ისე გააკეთებს, რომ მის მიერ მოყოლილი სასაცილო ამბავი, საერთოდ არ იქნება სასაცილო. უმჯობესია თუ ერთვექტორიან ანალებთან საერთოდ არ იხუმრებთ, თორემ მერე შეიძლება მოგიწიოთ იმის ახსნამ, რომ მას კი არ დასცინოდით, უბრალოდ მეგობრულად გაეხუმრეთ. მაგრამ ანალ-ორალები ,,იუმორის გურუები“ არიან, მათ შეუძლიათ სასაცილო და სამხიარულო იპოვონ ნებისმიერ მოვლენაში.

ანალ-ორალები გაზვიადების ოსტატები არიან. ყურადღების მისაპყრობად არც ისე იშვიათად და თან ძალზე დამაჯერებლად იტყუებიან. ხოლო თუ ანალ-ორალს ერთვის ვიზუალიც შეუძლია ნამდვილი ,,მიუნ-ჰაუზენი“ იყოს. ისინი ყვებიან დაუჯერებელ ისტორიებს, თან ისე მხატვრულად, ისე გაფორმებით, რომ შეუძლიათ მსმენელს ყველაზე ფანტასტიური, ყველაზე ზღაპრული ისტორია დააჯერონ.

თუ ანალ-ორალს არ ერთვის სმენა, ან ვიზუალი, მაშინ ისინი მთლიანად ცხოველური ბუნების სამყაროში ცხოვრობენ. ანალ-ორალი იმყოფება თავისი მხეცური ბუნების გავლენაში, ამიტომ თუ ამ სცენარში ანალი წყენის მდგომარეობაშია, ის შურს კონკრეტულ ადამიანზე არ ძიობს, ის ნებისმიერს ეცემა, ვინც ხელში მოხვდება, ეს მისი ბუნებაა. თქვენ იცით, რომ თითოეულ ვექტორს აქვს თვისებათა განსაზღვრული ნაკრები. ანალური ვექტორის თვისებას წარმოადგენს ნებისყოფა. წყენის მდგომარეობის დროს ორალი ანალური ვექტორიდან იღებს მის ნებისყოფას, გარდაქმნის მას სხვებზე ზეწოლის უნარად და უმატებს ორალურ ვერბალურ ,,კბენებს“. ანუ ანალურად ზეწოლას ახორციელებს, ორალურად კი ,,კბენს“, ლანძღავს და ამცირებს. თუ შევხედავთ ანალ-ორალის საშუალო განვითარების დონე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ანალ-ვიზუალის, ან ანალ-სმენის. თუ ვიზუალი და სმენა ინფორმაციული მეოთხედის და ინტელექტის ვექტორებია, ორალი ენერგიის მეოთხედს მიეკუთვნება, ენერგია კი მას ქმედებისკენ უბიძგებს. ანალ-ორალისგან ხშირად ვიღებთ მუდმივ შურისმაძიებელს მაშინაც კი, თუ მისთვის წყენა არავის მიუყენებია. ანალ-ორალები ხშირად არიან მოძალადეები, ყველაზე ხშირად სწორედ ისინი არიან სკოლებში ბულინგის გამტარებლები. ყველაზე ხშირად სწორედ ანალ-ორალები ბილწსიტყვაობენ (როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ინტერნეტში). ანალ-ორალები ხშირად არიან ,,ინტერნეტ ტროლები“. მაგალითად თქვენ ინტერნეტში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეთ თქვენი ნაშრომი, რომლის წაკითხვასაც სულ ცოტა ნახევარი საათი ჭირდება. ხუთი წუთის შემდეგ მის ქვემოთ ჩნდება კომენტარი: ,,რა სისულელეებს წერ, შიგ ხომ არ გაქვს?“, ან რაიმე მსგავსი. რეალურად თქვენ ვერც ხვდებით ამას რატომ გაკადრებენ, რა დაუშავეთ, ან რა დაწერეთ ასეთი. ამას აკეთებს ანალ-ორალი, რომელიც ამ ბილწსიტყვაობით მხოლოდ საკუთარ შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ანალ-ორალი იგივე ჯალათია. უბრალოდ მან ფორმა შეიცვალა და ინტერნეტ ტროლად მოგვევლინა. უბრალოდ ამჯერად სხვების ნერვების ჭამითაა დაკავებული. სინამდვილეში მას საერთოდ ,,კიდია“ რა დაწერეთ, კიდია, რომ თქვენ ამაში შრომა ჩადეთ. შემოვა, გაგინებთ, შემდეგ სხვა ფორუმზე გადავა და სხვებს აგინებს.

თუ ანალ-ორალს ბავშვობაში მშობლები ცემდნენ (განსაკუთრებით თუ ბევრი ლაპარაკის, ან გაუაზრებელი უცენზურო საუბრისა და ხშირი გინების გამო ტუჩებში ურტყამდნენ), ზრდასულობაში მას შეიძლება დაემართოს ორალური ენაბლუობა, ამ დროს ხშირად ჩლიფინებენ, ვერ ალაგებენ სიტყვებს, შესაძლოა ნერვიულობის დროს ანალურად ენასაც უკიდებდეს.

კან-ორალი

კან-ორალები გარეგნულად არიან მკვრივები, მაგრამ არა ანალ-ორალებივით მსუქნები, ორალური ვექტორი კანს მეტ გამძლეობას და ცხოველურ ბუნებას მატებს. კან-ორალები საკმაოდ ვებრს ჭამენ, თუმცა იშვიათად სუქდებიან. კანის ვექტორიანს ყვირილის დროს აქვს მწივანა, წიკვინა ,,ფალცეტი“, როდესაც მას ერთვის ორალი ეს წიკვინი ისტერიულ მყვირალობაში გადადის.

ალბათ გახსოვთ, კანის ვექტორიანზე საუბრისას ვამბობდით, რომ როდესაც კანის ვექტორიანი თავს აღიქვამს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა, მას უფორმირდება თავხედის სცენარი, ის სხვებს ზემოდან უყურებს, უყვირის, ამცირებს. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის ორალური ვექტორი, კანის ვექტორში თავს გრძნობს იმაზე მაღალ რანგში ვიდრე რეალურადაა და ამას აჟღერებს ორალური მძლავრი ვერბალით და სკანდალურობით, ასეთები მუდმივად თავხედობენ, არასოდეს ელოდებიან რიგს, ხოლო თუ ამის გამო ვინმემ შენიშვნა მისცა, ყვირილისა და ლანძღვის ნიაღვარს გადმოაფრქვევენ, ოღონდ ასეთები არ ილანძღებიან ბინძური სიტყვებით (ბინძური სიტყვებით მხოლოდ განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფი ანალები ილანძღებიან), კან-ორალები უფრო თავხედი სკანდალისტები არიან, ორალური ვექტორი ამ ყველაფერს ენერგიულობას და მკაფიოობას მატებს.

კან-ორალები კატასტროფულად მატყუარები არიან, მაგრამ მათი ტყუილი არ არის ანალ-ორალივით ისტორიის გაზვიადება, ან ტრაბახი. მათი ტყუილი თავხედური ხასიათისაა, ხშირად კი ცილისმწამებლურიც. სწორედ განუვითარებელი კან-ორალები არიან კლასიკური ჭორიკნები, მოკრავენ ყურს რაღაცას და წავიდააა... ბუზს სპილოდ აქცევენ, სპილოს-დინოზავრად. პატარა ჭორს კატასტროფულ მასშტაბამდე ბერავენ. ეს განსაკუთრებით რთულ სახეს იღებს, თუ ჭორის ობიექტის შურთ. კანურ შურს და მტაცებლურ ბუნებას, ემატება ორალური სიმხეცე და მზად არიან პოტენციური მსხვერპლი ,,ცოცხლად შეჭამონ“.

სწორი განვითარებისას ორალური ვექტორს შეუძლია კანის ვექტორს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოს. შემატოს ორატორული უნარები და სხვათა დარწმუნების ნიჭი.

ურეთრალ-ორალი

წინა ლექციაში აღვნიშნეთ, რომ როგორც წესი ორალური ვექტორის მხეცური ბუნება ხშირად ნებისმიერი ვექტორის განვითარების დონეს ერთი საფეხურით უკან წევს, თუმცა ურეთრალურ ვექტორთან კომბინაციაში ეს ასე იშვიათად მუშაობს. როგორც იცით ურეთრალური ვექტორის ფუზეა - მომავალი. რაც გამოხატულია მისი ფსიქიკის განსაზღვრული თვისებებით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ცხოველურ ალტრუიზმს (გაცემის თვისება). ურეთრალები არიანი ისინი ვინც ჯოგე წინ, მომავლისკენ მიუძღვიან. ორალური ვექტორი ურეთრალის აწყვეტილ ბუნებას მატებს მეტ ენერგიულობას, ძალას და მჭერმეტყველებას რაც ურეთრალურ ქარიზმატულობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უხსნის. თუ ურეთრალ-ორალს ერთვის ვიზუალიც, ასეთები იდეალურად ახერხებენ შოუ-ბიზნესში რეალიზებას (პუგაჩოვა, მადონა, უილ სმიტი, ჯოდი ფოსტერი).

სმენის ვექტორზე საუბრისას აღვნიშნეთ, რომ სწორი რეალიზაციის პირობებში, ორალური ვექტორი ექვემდებარება სმენას და ხდება მისი იდეების გამჟღერებელი, თითქმის იგივე ხდება ურეთრალურ ვექტორთანაც. ორალი დგება ურეთრალური თვისებების, ურეთრალური ვნების გავლენის ქვეშ სამსახურში და თავისი ორატორული ხელოვნების დახმარებით ჯგუფს აღანთებს. ურეთრალი ნაპოლეონი, რომელსაც არ ჰქონდა ორალი, ბრძოლის ველზე ყოვლისშემძლე ბელადი იყო, მაგრამ ბრძოლის შემდეგ, თუ სადმე სიტყვით გამოსვლა უწევდა საცოდავად ბლუყუნებდა ხოლმე ,,ომის ღმერთი ჩემს მხარესააო“. ურეთრალ-ორალ კასტროს კი თავისი გამოსვლებით მილიონობით ადამიანის აყოლიება შეეძლო.

ურეთრალ-ორალი ესაა ურეთრალი, რომელიც თავის ჯგუფს აღანთებს არა მხოლოდ ურეთრალური ენერგიით, არამედ სიტყვის ძალითაც. ესაა ურეთრალი, რომელსაც შეუძლია ჯარის წინაშე ისეთი შთამაგონებელი სიტყვა წარმოთქვას, რომ თითოეული განიმსჭვალოს მისი გაყოლის სურვილით. ამასთან ამ კომბინაციაში ვხვდებით ერთ უნიკალურობასაც. ურეთრალ-ორალები არ არიან ანალ-ორალებივით ,,მეზღაპრეები“, არც კან-ორალებივით მატყუარა ჭორიკნები. რა თქმა უნდა ჯგუფის წინაში სიტყვით გამოსვლისას მათაც ჩვევიათ გაზვიადება, მტრის ხატის შექმნა და მათი ლანძღვა (როგორც ფიდელ კასტროს), მაგრამ ინდივიდუალურ ურთიერთობებში იშვიათად თუ იტყუებიან. ამასთან ორალური ვექტორი ურეთრალს ძალას და სიმხეცეს მატებს. როდესაც ურეთრალ-ორალი სააკაძე ბრძოლაში ეღვებოდა, მის მხეცურ ღრიალზე მტერი დაპანიკებული გარბოდა. ურეთრალ-ორალი რიჩარდ ლომგულის ყვირილი მის მტრებს ძარღვებში სისხლს უყინავდა.

კიდევ ერთი უნიკალურობა რასაც ორალური ვექტორი ძენს ურეთრას, ეხება მის სექსუალურობას. ურეთრალურ ვექტორზე საუბრისას არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ის პოლიგამიური ვექტორია და საწინააღმდეგო სქესის ყველა წარმომადგენელი, რომელიც მას სურს, უბრალოდ მისი ხდება. ამასთან ურეთრალები გულუხვები და ხელგაშლილები არიან. ურეთრალმა პარტნიორს შეიძლება საღამოს უძვირფასესი საჩუქარი გაუკეთოს, ვნებიანი ღამის შემდეგ კი, დილით მისი სახელიც არ ახსოვდეს. რა ხდება მაშინ, როდესაც ურეთრალის მოუთოკავ სექსუალურობას ერთვის ორალი, რომელიც ნებისმიერ ლიბიდოს მინიმუმ ახუთმაგებს? ასეთ დროს ვიღებთ ყოვლსმომცველ, მოუთოკავ და სრულიად დაუბალანსებელ ვნებას, ვნებას, რომელსაც ვერაფერი აჩერებს, ვნება, რომელსაც შეუძლია ყველაფერი წალეკოს. თუ ურეთრალ-ორალი ვნებამ აიტანა, მისი შეჩერება წარმოუდგენელია, ის მთელი ძალით, მთელი აწყვეტილობით ეძლევა სექსს, მთლიანად იკარგება სექსში, მისი პარტნიორი კი მასთან სექსის შემდეგ თავს ისე გრძნობს, თითქოს სექსის დემონთან იწვა. მთლიანად ძალაგამოცლილია, მაგრამ ნეტარებით აღსავსე. ურეთრალი კი მოცემულ მომენტში ვნებისგან დაიცალა, მაგრამ დილით ის სრულიად მზადაა ბრძოლისთვისაც, სექსისთვისაც და ჯგუფის გაძღოლისთვისაც. მის ურეთრალურ ვნებას ორალი უშრეტი ენერგიით ამარაგებს.

იხილეთ ასევე

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • ორალის ვექტორიანი ბავშვები

  • რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით

  • ორალური ვექტორი კომბინაციებში

  • ფრთხილად, სკანდალისტია!

  • ვინ სექსზე, ვინ ღმერთზე – სმენური და ორალური სიტყვა

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში

  • როცა არ იცი რატომ ყვირის ბავშვი.

  • დეპრესია თუ აპათია? (ორალური ვექტორის სტრესები)