ორალური ფსიქოტიპი – ვერბალური ინტელექტი


ორალური ფსიქოტიპი – ვერბალური ინტელექტი

ორალური ვექტორი ვერბალური ინტელექტია, ამიტომ როდესაც საუბარია ორალურ ფსიქოტიპზე, უნდა გავითვალისწინოთ მისი ფუნქცია: ადამიანების გაერთიანება ვერბალური ძაფებით. ქვედა ვექტორებთან მიმართებაში ეს გამოისახება იმით, რომ ორალური ვექტორი შეიგრძნობს და ვერბალურად აჟღერებს მათ ცხოველურ სურვილებს, მათ ,,მინდას”. ხოლო ზედა ვექტორებთან მიმართებაში ხდება მათი იდეების გამჟღერებელი. ორალური ვექტორი უნიკალურია იმითაც, რომ მას არ გააჩნია საკუთარი სურვილები როგორც ასეთი (გარდა საუბრის სურვილისა). ის შეიგრძნობს და აჟღერებს მხოლოდ სხვათა აზრებს და სურვილებს. საკუთარ თავში ორალურ ვექტორს არ გააჩნია მორალური კრიტერიუმები, შესაბამისად ის არ განასხვავებს სიმართლეს და ტყუილს. ამიტომ სიმართლეს ამბობს თუ არა ორალის ვექტორიანი, ეს დამოკიდებულია მის ვექტორულ წყობასა და განვითარების დონეზე. მაგალითად: როგორც წესი კან-ორალი უფრო ხშირად იტყუება, ვიდრე ანალ-ორალი, რადგან ანალურ ვექტორს ფსიქიკაში აქვს ფაქტების ზუსტად, დაუმახინჯებლად გაშუქების სურვილი, რაც არ გააჩნია კანის ვექტორს. თუმცა აქ უმნიშვნელოვანესია განვითარების დონეც, ამიტომ არ იქნება სწორი, თუ კან-ორალს აპრიორი მატყუარად მივიჩნევთ.

ზოგადად ორალის დამოკიდებულება ტყუილთან უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ. საკუთარ ფსიქიკაში ის არ იტყუება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე ის არ განასხვავებს სიმართლეს და ტყუილს. ეს არ ნიშნავს, რომ თუ დასჭირდა ორალის ვექტორიანი ტყუილს არ იტყვის, უბრალოდ მას არ ექნება ტყუილის თქმის გამო დანაშაულის განცდა, ის არც კი ფიქრობს იმაზე, რომ მოიტყუა. მან უბრალოდ ფაქტები შეალამაზა. ორალის ფუნქცია აზრებისა და მოვლენების ვერბალიზებაა, ამიტომ მისთვის აუცილებელია მიიზიდოს მსმენელი, ამისთვის ორალი არაფერს მოერიდება, მათ შორის არც ტყუილის თქმას, შეიძლება მან საკუთარი ფანტაზიები იქამდე გაშალოს, რომ საერთოდ არარსებული ისტორია მოყვეს, მაგრამ ამასთან ერთად ის არც კი იფიქრებს იმაზე, რომ იტყუება.

აქ უნდა გამოვყოთ რეალობის ორი ზომა. თუ სინამდვილეს შევხედავთ გარემომცველი სამყაროს კუთხით, მაშინ ჩვენი მეტყველება მას ასახავს და სწორედ ამის გამომხატველია ორალური ვექტორის მეტყველება. მაგრამ თუ გავაკეთებს სინამდვილის ცნების აბსტრაგირებას, მაშინ რა თქმა უნდა ორალური (ვერბალური) ზომა მის გამოსახატავად საკმარისი არ არის. ისეთი მოვლენა, როგორიცაა რეალობის სრული სურათის დანახვა და მისი გადმოცემის მცდელობა, უკვე სმენის ვექტორის ფუნქციაა და ის ამას აკეთებს არა ვერბალიზაციით, არამედ აბსტრაგირებით და მსგავსებებით (ეს არის ის რასაც ეძახიან ტოტების ენას). ანუ სმენის ვექტორი სინამდვილეს აძლევს აბსტრაქციის სახეს, ჩამოიტანს მას კაცობიობისთვის ცნობილ ფორმებში და ამგვარი აბსტრაქციის ფორმით გვაწვდის.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

  • ვინ სექსზე, ვინ ღმერთზე – სმენური და ორალური სიტყვა

  • იტყუება თუ არა?!

  • ორალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • როცა არ იცი რატომ ყვირის ბავშვი.

  • გინება როგორც სექსუალური აღზრდა

  • ორალური ზომა კაცობრიობის ისტორიაში

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში