როგორ აღვზარდოთ კანის ვექტორიანი ბავშვი


როგორ აღვზარდოთ კანის ვექტორიანი ბავშვი

მაშ ასე, კანის ბავშვები

კანის ვექტორი სხეულზე გამოხატულია კანით. ვფიქრობ, ეს ისედაც გაიგეთ. კანი მათი ეროგენული ზონაა და ნებისმიერი ზემოქმედება ბავშვის კანზე, იწვევს ძალიან მკაფიო გამოძახილს, ამიტომ მშობლები უნდა ისწრაფვოდნენ იმისკენ, რომ ნებისმერი ზემოქმედება კანზე იყოს, რაც შეიძლება სასიამოვნო. მე ვსაუბრობ მათ ბანაობაზე, მასაჟზე, მოფერებაზე. სამოსი, რომლებიც იჩხვლიტება და რომლებიც საშინლად არ მოსწონთ კანის ბავშვებს, არ ჩააცვათ შიშველ სხეულზე, რადგან ეს მათში იწვევს გაღიზიანებასა და ვეღარ ახერხებენ კონცენტრირებას. დავიწყოთ მათი გარეგნული იერსახით. ეს მეორეხარისხოვანია და დაიმახსოვრეთ სანამ გადახვალთ ადამიანის დიაგნოსტირებასა და განხილვაზე. ეს არის მხოლოდ დამხმარე იმფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ დიაგნოსტირებისას.

კანის ბავშვი არის სწრაფი და მოუსვენარი. მუდმივად მოქმედებაშია და მათზე კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება დატოვოთ ყურადღების გარეშე და თქვენ წახვიდეთ სხვასთან სასაუბროდ. სანამ თქვენ საუბრობთ, ბავშვი რაღაცას აკეთებს. ასეთი ბავშვის დაძინება ძალიან რთულია. მშობლებს ხანდახან უწევთ მასთან სიბნელეში ჯდომა, რომ ბევრი არ იმოძრაოს და შეძლოს დაძინება, რადგან თუ დატოვეთ მარტო, დაძინების პროცესი შეიძლება გაიწელოს. ის წევს თბილად, შეიძლება დასცხეს და რადგან, ის კანის ვექტორიანი ბავშვია შეიძლება ეს არ ესიამოვნოს, ამიტომ საჭიროა შეიცვალოს მდგომარეობა. ეძებს ბალიშზე უფრო გრილ ადგილს, გადასაფარებლიდან გამოყოფს ფეხს, ეს ადგილიც უთბება და შემდეგ ისევ ახალი გრილი ადგილის ძიებაშია. სანამ ის წრიალებს, გადასაფარებელი იჭმუჭნება და ხან ერთ გვერდს აწვება, ხან მეორეს, ხანაც ზურგს. აქედან გამომდინარე ეწყება ფეხის ან ხელის ფხანა, რომელიც ხელს უშლის მის დაძინებას. ბაღში ასეთ ბავშვებს სვამენ ჭოჭინაში, რაც მას აძლევს დაძინების საშუალებას.მაგრამ ეს ბაღში,სახლში კი, ის კიდევ დიდხანს იწრიალებს თუ ყურადღებას არ მიაქცევთ. გაუჭირდება დაძინება, მაგრამ დაიძინებს. აი, დილით კი მისი ლოგინი ბრძოლის ველს მოგაგონებთ, სადაც ფეხები ექნება ბალიშზე, ზეწარი იატაკზე, სათამაშოები აქეთ-იქით გადაყრილი და თითონ ბავშვი დაგხვდებათ არაბუნებრივ მდგომარეობაში. ასევე რთულდება მათი ჭამა, რადგან ისინი ამ მომენტშიც აქტიურობენ, აქეთ-იქით იხედებიან. თუ მშვიდად მიირთმევენ საჭმელს, ისინი ფეხით მაგიდას მაინც უკაკუნებენ ან იმ ადამიანს, რომელიც საპირისპირო მხარეს ზის. მუდმივად უჭირავთ ხელში რაღაც ნივთი, რომელსაც იქნევენ და მაგიდაზე ურტყავენ მანამ, სანამ დედა ან ბებია საჭმელს მოუმზადებენ. მოკლედ,არასოდეს სხედან მოძრაობის გარეშე. ასეთი ბავშვები ჭამენ ძალიან სწრაფად და ფაქტიურად არც კი ღეჭავენ საჭმელს. მისი ჭამის პროცესი ძალიან იწელება დროში.

კანის ვექტორიანი ბავშვი ძალიან სწრაფად ითვისებს თანამედროვე ტექნიკას, აიფონს, მობილურ ტელეფონს. აჭერს ნებისმერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ღილაკებს, ეს იქნება მიკრო ღუმელი, სარეცხი მანქანა, თუ სხვა. ის უბრალოდ კი არ აჭერს, არამედ ერკვევა მათ სწორედ გამოყენებაში. ასეთი ბავშვის დასმა სასწავლო მაგიდასთან და მისი ყურადღების სწავლაზე კონცენტრირება ძალიან რთულია. თუ მაინც მოახერხეთ და დასვით ერთ ადგილას, ის მაინც მოძრაობს, მაგრამ თუ მის ყურადღებას გადაიტანთ იმაზე, რაც მას აინტერესებს აღმოაჩენთ მის სწავლისა და ყურადღების კონცენტრაციის განსაკუთრებულ უნარს.

YOU MAY ALSO LIKE

  • კანური ფსიქოტიპის ხასიათი

  • კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • ქალი მომავლიდან

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • ნეგატიური სცენარები კანის ვექტორში

  • ურეთრალური და კანის ვექტორების შეთავსება.

  • შურის ჭია