აუტიზმი (მესამე ნაწილი)


აუტიზმი (მესამე ნაწილი)

პროტესტის რეაქციები და აგრესია აუტისტ ბავშვებში: მიზეზები და კორექციის მეთოდები. 

მთარგმნელის შენიშვნა: სტატიაში განხილულია მხოლოდ სმენის ვექტორის დაზიანებით გამოწვეული აუტიზმი. 

ამ სტატიაში განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც ხშირად აწუხებთ აუტიზმის დიაგნოზიანი ბავშვების მშობლებს მათ აღზრდასთან დაკავშირებით. როგორი რეაქცია გვქონდეს ბავშვის პროტესტებზე, ჩავერიოთ თუ არა კონკრეტულ მომენტში? როგორ დავეხმაროთ მათ დღის წესრიგის ცვლილებებთან შეგუებაში? როგორ განვუვითაროთ გარკვეული უნარები და შევამციროთ აგრესიული რეაქციები? პასუხების პოვნაში აუტისტი ბავშვების ფსიქიკური თავისებურებების ღრმა ანალიზი დაგვეხმარება სვფ-ს მიდგომების გამოყენებით. 

სვფ-ს გადმოსახედიდან აუტისტ ბავშვებს, როგორც ყველა სხვა ადამიანს, აქვთ რამდენიმე ვექტორი, რომელთა შორისაც დომინირებს სმენის ვექტორი, რომელიც ზიანდება პირველადი ფსიქოტრამვის შედეგად და მივდივართ აუტიზმის ფორმირებამდე. სამწუხაროდ, დანარჩენი ვექტორების სწორი განვითარება და ავსება აუტიზმის ფონზე ვეღარ ხერხდება. ტრამვირებული სმენის ვექტორი გავლენას ახდენს ბავშვის თანდაყოლილ უნარებსა და თვისებებზე. ამიტომ, აუტიზმის დიაგნოზიან ბავშვებს აქვთ სიმპტომების ინდივიდუალური ნაკრები. 

სვფ-ს დახმარებით შეგვიძლია ბავშვის სიმპტომებისა და ქცევის თავისებურებების გაგება და, შესაბამისად, ინდივიდუალური მიდგომების შემუშავება ოპტიმალურ გარემო-პირობებთან ერთად. 

კონსერვატულობა და დამოკიდებულება 

ანალ-სმენური ვექტორების შეთანხმება აუტიზმში თავის მახასიათებელ სურათს იძლევა. ამ შემთხვევაში მშობლებისათვის ძალიან ძნელდება ბავშვთან შედეგიანი კონტაქტის დამყარება და სიმპტომებთან გამკლავება. ბავშვის ქცევაში არის ზედმეტად ბევრი პროტესტის რეაქცია, ნამდვილ ტანჯვად იქცევა ხოლმე ისეთი მარტივი რაღაცებიც კი, როგორიცაა ახალ ადგილას წასვლა, ან განსხვავებული საკვების გასინჯვა. ეს უპირველესად ანალური ვექტორის არსებობითაა გამოწვეული. ნორმალურ მდგომარეობაში ის ადამიანს ანიჭებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა კონსერვატიზმი, სახლს მიჯაჭვულობა, ნივთებს შეჩვევა და ცხოვრების წესის მუდმივობა. ანალური ვექტორის მქონე პატარა ძალიანაა დედაზე მიჯაჭვული და განიცდის მის უდიდეს გავლენას. მისთვის ძნელია დაიწყოს ახალი საქმე, ძნელად ადაპტირდება, სჭირდება წაქეზება და მოთმინებით მოპყრობა. ის ნელია, მაგრამ საფუძლვიანად და თანმიმდევრულად უდგება ყველაფერს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მას დაბადებით აქვს თვისება, ხარისხიანად გააკეთოს ნებისმიერი საქმე. აჩქარება აგდებს მას თავისი რიტმიდან, ის იბნევა და უფრო ნელდება – შეშდება. რასაც უნდა აკეთებდეს ბავშვი, მისი აჩქარება არ შეიძლება. 

არასწორად მიდგომისას ის გვიპასუხებს წყენითა და სიჯიუტით, ფიზიკურად კი – შეკრულობით. ძალიან ხშირად ამას მოსდევს ქოთანზე დაჯდომის უარყოფა და ზოგადად, ქოთანზე ჯდომის ჩვევის ჩამოყალიბების პრობლემები. 

როდესაც ანალური ვექტორი ვერ ახერხებს ჯანსაღ განვითარებას აუტიზმის გამო, ბავშვის ანალური ვექტორით წარმოშობილი თვისებები იღებენ პათოლოგიურ სახეს. განვიხილოთ, როგორ შეიძლება ამის დაძლევა სვფ-ს მიდგომების გამოყენებით. განსაკუთრებული ქცევები, პროტესტი ყოველივე ახლისადმი, ბავშვის ქცევითი პრობლემების საფუძვლიანად გასაგებად განვიხილოთ, როგორ შეიძლება გამოვლინდეს ანალური ვექტორის დაზიანებები აუტიზმის პირობებში. პატარა აუტისტს (დართული ანალური ვექტორით) ძუძუთი კვებისას ხშირად აქვს პრობლემები. დედები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი ზედმეტად იძაბება, ან პირიქით, მეტისმეტად მოდუნებულია, მას უჭირს წოვის დაწყება, აქვს ხშირი, რეგურგიტაცია, ეწყებათ შეკრულობა. 

მოგვიანებით, როდესაც ბავშვი სწავლობს სიარულს, უჭირს მობრუნება, მიმართულების შეცვლა, აქვს ცუდი კოორდინაცია, გვიან გამოიმუშავებს მოტორულ უნარებს. საქციელში ემჩნევა შენელება, ლეთარგიულობა, შეუძლია საათობით აკეთოს ერთი და იგივე, რიტუალური, განმეორებადი მოძრაობა. 

უხეში პროტესტით მთავრდება ნებისმიერი მცდელობა შევაწყვეტინოთ პატარას აჩემებული მოქმედება და გადავრთოთ რაიმე სხვაზე. ის უარს ამბობს განსხვავებულ საკვებზე – ირჩევს და ეჩვევა მათ ძალიან მცირე სიას. კვების პროცესშიც კი ის ქმნის გარკვეულ რიტუალს. მაგალითად – თანახმაა, მიირთვას მხოლოდ ერთი კონკრეტული ჭურჭლიდან, მხოლოდ კონკრეტულ ოთახში და არსად სხვაგან. 

რიტუალები – ეს საერთოდ, არის სიმპტომი, რომელითაც გამოირჩევიან ანალ-სმენა აუტისტები. ჯანმრთელი ანალურ ვექტორიანი ადამიანიც კი კონსერვატიულია, ეჩვევა გარემოს, პატივს სცემს ტრადიციებს. აუტიზმის შემთხვევაში ეს იღებს მძიმე სიმპტომის ფორმას ავადმყოფური ჩაციკლვის სახით, ეს კი არღმავებს ბავშვის სოციალურ ჩაკეტილობას. 

ბავშვი მკაცრად იცავს დღის ჩვეულ რიტმს და რეჟიმს – ეს ისაა, რაც სტრესის პირობებში, ასე თუ ისე, ამშვიდებს მას. ნებისმიერ ცვლილებას ის პასუხობს კატეგორიული პროტესტით, სიახლეებს მაშინვე გამოყავთ ისედაც სუსტი ბალანსირებული მდგომარეობიდან. ასეთი პატარები სეირნობისასაც კი ირჩევენ ერთი და იმავე, ჩვეულ მარშრუტს და აიძულებენ მშობლებს მიყვნენ ყოველ დღე. 

უკიდურესი ნეგატივი მჟღავნდება ყველა სიახლესთან: უცხო ადამიანის მოსვლა სახლში, ახალი ტანსაცმლის ჩაცმა. ისეთ აუცილებლობას, როგორიცაა პოლიკლინიკაში წასვლა, ახალი ფესხაცმლის მოზომება მაღაზიაში თან ახლავს ყვირილი, პროტესტი, აგრესია ან თვითაგრესია. 

ზოგადად ანალ-სმენური აუტისტი პატარა აგრესიული ძალიან ადვილად ხდება – ეს მისი რეაქციაა ნებისმიერ სტრესზე ან დაძაბულობაზე, რაც მისთვის ჩვეული სიტუაციის ცვლილებას გამოიწვევს. ასეთი ბავშვები ხშირად ავლენენ სისასტიკეს ცხოველებისა და ადამიანებისადმი, ოჯახის წევრების ჩათვლით. ხშირად ამტვრევენ სათამაშოებს. მოგვიანებით, როცა ბავშვი მაქსიმალურად ამცირებს კონტაქტს გარშემომყოფებთან, შეიძლება აგრესია გამოიყენოს როგორც კომუნიკაციის საშუალება, რომლითაც ეცდება გამოხატოს, რომ სურს თამაში ამა თუ იმ ადამიანთან. 

სისასტიკის ერთ-ერთი მიზეზი არის წყენა მშობლის მიმართ, ემოციური კავშირების უქონლობა სხვა ადამიანებთან, ასევე მაშინ, როდესაც მათი ქმედებები სხვებისათვის გაუგებარია. 

სისუფთავისა და წესრიგის მოთხოვნილება 

სწორედ ანალ-სმენა აუტისტ ბავშვებში შეიძლება დავაკვირდეთ ე.წ. „იდენტურობის ფენომენს“. ის გამოხატულია ბავშვის ავადმყოფურ მიდრეკილებაში, თავისი ადგილი მიუჩინოს სახლში ნივთებს: ტელევიზორის პულტიც კი თაროზე კონკრეტული კუთხით უნდა იდოს და არა სხვანაირად. თუ ვინმე ნივთს გადაადგილებს, ბავშვი აუცილებლად დააბრუნებს მას ადგილზე. 

ესეც მჭიდროდაა დაკავშირებული ანალური ვექტორის ბუნებასთან. ანალიტიკური გონება მას ანიჭებს წესრიგისა და სისტემატიზაციის მოთხოვნილებას (ცოდნის, ნივთების, ყველაფრის). ანალური ვექტორის აუვსებლობისას აუტისტი ბავშვი კონსტქრუქციულობას და მოწესრიგების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მისთვის ხელმისაწვდომი ხერხებით ცდილობს. ის არ მოიშლის ამას მანამ, სანამ ჩვენ, მისი თავისებურებების სისტემური გააზრების გზით, ნელა და აკურატულად არ მივაწვდით უკეთეს და სწორ საშუალებებს. ასევე, თვალსაჩინოა სისუფთავისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება – ბავშვები აპროტესტებენ თუნდაც ერთი წვეთი სითხისა თუ ნამცეცის მოხვედრას სამოსზე. ცნებები „სუფთა“ და „ბინძური“ საკვანძო მნიშვნელობისაა ანალის ვექტორიანი ადამიანებისათვის. სწორი განვითარების შემთხვევაში ბავშვი მიდრეკილია სისუფთავისა და წესრიგისაკენ, გადახრებისა და დაზიანებების შემთხვევაში კი გვაქვს საპირისპირო შედეგი. 

დედა და უსაფრთხოების გრძნობა 

ანალ-სმენა აუტისტებს დედისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ადრეულ ასაკში ხშირია ძალიან ახლო სიმბიოზური კავშირი, ბავშვი არ უშვებს დედას წამითაც კი, მისი არყოფნა იწვევს ნეგატიურ, პროტესტის რეაქციებს (ანალის ვექტორიანი პატარები ყველაზე მეტად არიან დედაზე დამოკიდებულნი). მოგვიანებით ამ მდგომარეობამ შეიძლება მიიღოს სრულიად საპირისპირო ხასიათი და ბავშვს გაუჩნდეს დედის მიუღებლობა, იყოს აგრესიული მის მიმართ (ბავშის აღზრდისას არასწორი მიდგომების უკუეფექტი). 

სანამ ასეთი ბავშვი იზრდება ჩვეულ გარემოში, აწესებს საკუთარ წესებს და მშობლები მიყვებიან მას, მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ასეთ პატარებს დიაგნოზს, როგორც წესი, რაიმე დიდი ცვლილების – საცხოვრებლის გამოსვლის, კლინიკაში დაწვენის, ან თუნდაც დასასვენებლად წაყვანის პირველი მცდელობისას უსვამენ. გარემოს რადიკალურ ცვლას ანალ-სმენა აუტისტი გამოყავს მდგომარეობიდან და ვლინდება ნევრასთენული და ფსიქოზური სიმპტომების მთელი ნაკრები, ვეგეტატიური ფუნქციების დარღვევა და, ზოგჯერ, უკვე განვითარებული უნარ-ჩვევების რეგრესი. 

რეკომენდაციები ხმოვანი ეკოლოგიის დაცვასთნ დაკავშირებით

 პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ პირველად ფსიქოტრამვას ბავშვი იღებს სმენის ვექტორში. ამიტომ, ყველა შესაძლებელი ხმოვანი ნეგატიური ზემოქმედება პატარას გარშემო, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. მუსიკის ჩართვა შეიძლება ძალიან, ძალიან ჩუმად, სასურველია კლასიკურის. ჯობია, ბავშვი მოვარიდოთ ისეთ ხმებს, როგორიცაა თმის საშრობის, მტვერსასრუტისა თუ სხვა ელექტროტექნიკის. ნებისმიერი ხმამაღალი საუბარი და განსაკუთრებით, ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის შემცველი სიტყვები, დამღუპველია ბავშვის ფსიქიკისათვის მაშინაც კი, როდესაც მას არ მიმართავენ ასე (მაგალითად, მშობლები ჩხუბობენ ერთმანეთში). მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახლში დამყარდება „ხმოვანი ეკოლოგია“, შეიძლება ვისაუბროთ სპეციალურ აღმზრდელობით მიდგომებზე, რომლებიც პატარა ანალ-სმენა აუტისტის აღზრდაში დაგვეხმარება. 

როცა აუტისტ პატარას აქვს ანალური ვექტორი, მისი აღზრდის საფუძველია გარემოსა და სიტუაციის სტაბილურობა. ამის გარეშე ბავშვს უქრება დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება, რის შედეგადაც იწყებს ყველანაირი ფორმის პროტესტის გამოხატვას, ხდება აგრესიული. ფაქტიურად, ის ამ ფორმით ცდილობს სტაბილური და წინასწარგანსაზღვრული გარემოს შენარჩუნებას. 

თუმცა, ცხოვრება არ არსებობს ცვლილებების გარეშე. შეუძლებელია ერთი და იმავე რიტუალური პირობების მუდმივად შენარჩუნება და საზიანოცაა ბავშვის სოციალური ადაპტაციისათვის. როგორ შევამსუბუქოთ ცვლილებების პროცესი ანალ-სმენისათვის? როგორ დავეხმაროთ ადვილად მიიღოს პირობებისა და გარემოს ცვლა? 

საკვები და საცხოვრებელი პირობები 

საკმაოდ ხშირად ანალ-სმენა აუტისტების მიჯაჭვულობას ერთი ტიპის საკვებზე მდგომარეობიდან გამოყავს მათი მშობლები. არც თუ იშვიათად მოისმენთ შემთხვევებს, როცა ხუთ წლის ბავშვი მიირთმევს მხოლოდ ჩვილებისათვის განკუთვნილ ფაფებს. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ზიანდება ორგანიზმი ამით – ასეთი რაციონით შეუძლებელია ხუთი წლის ბავშვისთვის საჭირო ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება. ამიტომ, სანამ ბავშვი არ მიეჩვევა თავისი ასაკისათვის შესაფერის რაციონს, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სპეციალისტების რჩევები და ბავშვს მივაწოდოთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექტი. 

განსხვავებული საკვები კი მას თანდათან უნდა მივაწოდოთ – დავიწყოთ მიკრო დოზით. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი გემო მისთვის მისაღები და ჩვეული გახდეს. საკვების ტექსტურაც ასევე ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს: თუ ბავშვი იღებს მხოლოდ ფაფებს, მაშინ „ბლენდერის“ დახმარებით დროდადრო უნდა „გავამსხვილოთ“ ისე, რომ ღერღილის ზომა სულ ოდნავ იზრდებოდეს ყოველ ჯერზე. 

რა თქმა უნდა, სრულიად დაუშვებელია ანალ-სმენა აუტისტის დაჩქარება, განსაკუთრებით ჭამისას. დაე, გაგრძელდეს კვების პროცესი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ბავშვს მოსწონს. ამასთან, ამ დროს უნდა იყოს მშვიდი, წყნარი გარემო. თუ პატარას ამოჩემებული აქვს კონკრეტული ადგილი, მაგალითად, აივანი და უარს ამბობს ჭამაზე სხვაგან, არ ღირს მისი ძალით გადაყვანა სასადილოში თუ სამზარეულოში. 

საყვარელი საკვების გამოყენებით ნელ-ნელა მიაჩვიეთ პატარა ჭამოს სამზარეულოსა თუ სასადილოში. დაგეხმარებიან ასევე კვებასთან დაკავშირებული ნივთებიც – საყვარელი წინსაფარი, ერთადერთი ჭიქა, რომლიდანაც სვამს და ა. შ. 

რაც შეეხება ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს, შეგვიძლია, დავეყრდნოთ ბავშვის თანდაყოლილ მიდრეკილებას წესრიგისაკენ და ვასწავლოთ, რომელ თაროზე დევს მაისურები, სად დააწყოს წიგნები, ფანქრები და საღებავები. ასეთ პატარები სიამოვნებით დაალაგებენ ნივთებს თავიანთ ადგილზე მშობელთან ერთად გარეცხვისა და გაუთვების შემდეგ. შედეგად, თავად მას გაუადვილდება კონკრეტული ნივთის პოვნა, ეცოდინება რა, სადაა მისთვის დაწესებული ადგილი. 

„ღამის ქოთნის“ თემა ანალ-სმენა აუტისტითვის განსაკუთრებული საკითხია. ძალიან ხშირად, მათ აქვთ შეკრულობა, რაც არის მოსაქმებაზე უარის თქმის ან სიძულვილის შედეგი. მთავარი პირობაა – არასდროს, არასდროს დავაჩქაროთ ანალური ვექტორის მქონე ბავშვი, როდესაც ის ქოთანზე ზის და მით უმეტეს არასოდეს დავსაჯოთ „შარვლის გაჭუჭყიანებისათვის“. ამ საკითხში მხოლოდ მშობლების მოთმინებას, მშვიდ და აუღელვებელ დამოკიდებულებას შეუძლია დაეხმაროს ბავშვს სირთულეების გადალახვასა და სწორი უნარების ჩამოყალიბებაში. 

ტანსაცმლის შემთხვევაში ანალ-სმენა ბავშვს პროტესტი აქვს მის სიახლესთან. კანის ვექტორიანმა შეიძლება ვერ იგუოს კონკრეტული ფაქტურა, ნაჭერი, მასთან შეხება. ანალ-სმენისათვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ნივთი ახალია, შეუჩვეველია მასთან. ამასთან გამკლავების გასაღებიც თანმიმდევრულობაშია: ჯერ გამოვყოთ თაროზე ადგილი ახალი ტანსაცმლისათვის, შემდეგ რამდენჯერმე მოვაზომოთ ისინი საყვარელ დათუნიას და ა.შ. 

სივრცისა და დროის წინასწარგანსაზღვრულობა 

უცხო ხალხი, ახალი გარემო, განსხვავებული მარშრუტი. ცხოვრება არ დგას ერთ ადგილას, შეუძლებელია, გამოიკეტოთ ოთხ კედელში და გქონდეთ იმედი, რომ ბავშვი უცებ ადეკვატური გახდება. როგორ დავეხმაროთ ანალ-სმენა აუტისტს გარდაუვალ ცვლილებებთან ადაპტირებაში? 

ერთადერთი საშუალებაა – ვეცადოთ, რომ ყველაფერი ახალი მის ცხოვრებაში გავხადოთ წინასწარგანსაზღვრული, ანუ მოსალონდელი და დაგეგმილი. ამაში დაგვეხმარება სპეციალური პლაკატები, რომლებზეც დატანილია დღის გეგმა. ასეთი პლაკატები „ჩემი დღე“ შეგვიძლია დამოუკიდებლად დავამზადოთ ან შევიძინოთ სპეციალურ მაღაზიებში. თუმცა, შეძენის შემთხვევაში მასზე წამუშავება მაინც მოგვიწევს. ასეთ პლაკატზე უნდა იყოს მუდმივი და რეგულარული ქმედებების ამსახველი გამოსახულებები (კვება, დაბანა, ძილი და ა. შ.), რეჟიმის დანარჩენი ნაწილები, როგორიცაა გასეირნება დილით ან საღამოს, შეგვიძლია დავტოვოთ ცარიელი ფანჯრის სახით და საჭროების შემთხვევაში ჩავამატოთ ნახატი ან ფოტო. 

დამატებით უნდა მოვიმარაგოთ ყველა იმ ადამიანის, ადგილის ან პროცესის გამოსახულება/სურათი, რომლებთან შეხვედრა, გავლა ან კეთებაც შეიძლება მოუწიოს პატარას. ყოველი მომდევნო დღე ბავშვისთვის უნდა იყოს ნათელი და გასაგები, გამოტოვებული ადგილები უნდა შეივსოს შესაბამისი სურათებით. მაგალითად: დაბანის და საუზმობის მერე წავალთ პარკში, შემდეგ ვისადილებთ და ცოტას დავიძინებთ, საღამოს მოვა პაპა, ძილის წინ კი ვუყურებთ მულტფილმებს და დავიბანთ. დღის განმავლობაში ბავშვს ყურადღბა გაამახვილებინეთ პლაკატზე. შეახსენეთ, რა მოხდება შემდეგ. პრაქტიკაში უკვე შემოწმებულია, რომ ასეთ მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს ბავშვის პროტესტებს ისეთი უსიამოვნო ადგილების მონახულებისასაც კი, როგორიცაა საავადმყოფო. მთავარია, რომ ანალმა პატარამ წინასწარ იცოდეს ამის შესახებ. სწორ გარემოში განვითარების შემთხვევაში აუტისტები უკეთ ახერხებენ მოსმენილის გააზრებას. ამიტომ რაღაც დროის შემდეგ შეიძლება საკმარისი იყოს დღის გეგმის მხოლოდ ჩამოთვლა და დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეხსენება. 

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და დასასვენებლად წასვლა ანალ-სმენა აუტისტისთვის ყველაზე სტრესული მოვლენაა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ეს მხოლოდ ოჯახის ახალ სახლში გადასვლას არ უკავშირდება, იგულიხსმება მისი საავადმყოფოში დაწვენის აუცილებლობა, ან დასასვენებლად წასვლა. ასეთ დროს ბავშვისთვის ჩვეული სამყარო ინგრევა და მას ეცლება საყრდენი. 

საცხოვრებლის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ღირს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ბავშვი მეტ-ნაკლებად მზად იქნება ასეთ ცვლილებებთან შესაგუებლად. თუ პლაკატი „ჩემი დღე“ შედეგიანი აღმოჩნდა და ბავშვს ნორმალური რეაქციები აქვს სხვადასხვა პირობებსა და მოვლენებზე, მაშინ შეიძლება ვცადოთ ხანმოკლე ვადით (კვირის ბოლოს) დასასვენებლად გასვლა.

პრინციპი ასეთია, განისაზღვროს „მშობლიური სახლის კუთხე“. დიახ, მოგვიწევს უამრავი რამის ტარება, მაგრამ ამას ვერ გავექცევით. 

გვინდა, რომ ახალ ადგილას ბავშვი ნორმალურად იკვებებოდეს? უნდა წავიღოთ საყვარელი წინსაფარი და ჭურჭელი, რომელსაც სახლში იყენებს. თუ გვინდა, რომ კარგად ეძინოს, მისი თეთრეული უნდა გვქონდეს თან. ყველაფერი, რაც ახალ ადგილას საშინაო, სახლში ყოფნის ეფექტს შექმნის, იქონიებს დადებით ეფექტს. და, რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს პატარას ღამის ქოთნის წაღება – ეს წმინდათაწმინდაა! ახალი ქოთნის გამოყენების მცდელობას შეიძლება კატეგორიული უარი და პროტესტი მოყვეს. იგივე პრინციპის გამოყენებაა საჭირო ახალ სახლში საცხოვრებლად გადასვლისას. თუმცა, ამ შემთხვევაში გადასვლა უნდა მოხდეს „თანდათანობით“. პირველად ჯობს სულაც ორიოდე საათით მისვლა და თამაში – ახალი სახლში წინასწარ დატოვებული ნაცნობი და საყვარელი სათამაშოებით. შემდეგ უკვე ასევე ყველა საჭირო „შინაური“ ჭურჭლით საჭმელად მისვლა, რაღაც დროის შემდეგ – დავამატოთ დღის ძილი. საბოლოოდ გადასვლა ღირს მაშინ, როცა ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს ახალ ადგილას და არ იქნება ხანგძლივად დარჩენის წინააღმდეგი. 

სამწუხაროდ, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში ბავშვის მომზადება შეუძლებელია. თუმცა ექიმები, როგორც წესი, საშუალებას იძლევიან წავიღოთ ბავშვის თეთრეული, ჭურჭელი, სათამაშოებისა და წიგნების მცირე რაოდენობა. ესენია ჩვენი „იარაღები“, რომლითაც შეიძლება სტრესის შემცირება. 

და, რა თქმა უნდა, დედა (მთავარი ადამიანი ანალური ვექტორის მქონე ბავშვისათვის) აუცილებლად უნდა იყოს გვერდით. აუცილებლად მოითხოვეთ და იყავით ერთ პალატაში მასთან ერთად – სასურველია სხვა პაციენტებისაგან განცალკევებულად. გარდა ახალი გარემოს და მკურნალობის პროცესის სტრესებისა, ბავშვს ნამდვილად აღარ სჭირდება დამატებითი სტრესი ბევრი უცხო ადამიანის სახით. 

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/protestnye-reakcii-i-agressija-rebenka-pri-autizme-chast-3 

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი  

იხილეთ ასევე:

აუტიზმი (პირველი ნაწილი).

აუტიზმი (მეორე ნაწილი) 

  • დეპრესია, სიბნელე და სიჩუმე მარტოხელა გულში.

  • აუტიზმი (მესამე ნაწილი)

  • ინფარქტი და არითმია (ორიოდე სიტყვა ანალური ფსიქოტიპის შესახებ)

  • ისტერიკა 2 წლამდე ბავშვებში

  • ჰიპერაქტიური ბავშვი: ღვთის რისხვა თუ საჩუქარი?

  • სუიციდალური კომპლექსი

  • ევოლუციის იმედი - ჰიპერაქტიური ბავშვები

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები