ურეთრალური ფაზა


ურეთრალური ფაზა

გამარჯობა. ლექციაზე დიაგნოსტიკის შესახებ რუსულ ფორუმზე დაისვა ასეთი კითხვა: კონსტანტინი ვარაუდობს, რომ შემდგომ ურეთრალურ ფაზაში, რომელიც ლექციაში ვახსენე, ადამიანებს 7-8 ვექტორი ექნებათ და კითხულობს, თუ რა სახით შესრულდება სხვადასხვა ფუნქციები ამ ასეთი საზოგადოების წევრების მიერ, როგორ იცხოვრებენ ადამიანები ერთნაირი ნაკრებებით?

როგორც ჩანს, კონსტანტინი ფიქრობს, რომ ეს იქნება მხოლოდ 7-8 ვექტორიანი არსებებისაგან შემდგარი საზოგადოება, რომელთაგანაც არავის მოუნდება იატაკის მოგვა, ან ჭურჭლის დარეცხვა. შემდეგ მოდის ორი ვარაუდი, თუ როგორ მოხდება ეს: ყოველი ინდივიდის რაციონალური არჩევანით, თუ ყნოსვის ვექტორიანის რანჟირებით. დიაგნოსტიკაზე ლექციაში (ასაკი) საკითხს ასაკის შესახებ უფრო ფართოდ შევეხე, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო ადამიანთან, როგორც ცალკეულ ინდივიდთან მიმართებაში, ჩვენ ასევე განვიხილეთ კაცობრიობის განვითარების სტადიები მთლიანობაში, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ არსობრივად, თვითოეული ცალკეული ადამიანის განვითარების კანონი და საზოგადოების განვითარების კანონი ერთმანეთს ემთხვევა და წარმოდგენილია ოთხი ფაზით: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური. ამასთან, ყოველ ამ ფაზაში მიმდინარეობს ღირებულებათა შესაბამისი ნაკრების დაგროვება კუნთის, ანალური, კანის და ურეთრალური ვექტორების შესაბამისად – სწორედ ამ თანმიმდევრობით.

მაშ, როგორ შეიძლება პასუხის გაცემა კონსტანტინის სრულიად კანონზომიერ კითხვებზე? თავად კითხვა მრავალელემენტიანია, ამიტომ პასუხსაც თანმიმდევრულად გავცემ თვითოეულ ქვე-კითხვაზე.

ამრიგად, პირველი მომენტი ვექტორების რაოდენობასთან (7-8) დაკავშირებით. ლექციაში ვსაუბრობდი იმაზე, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ ვექტორულ ნაკრებს, შემდგარს საშუალოდ 3-5 ვექტორისგან. რა უნდა გავითვალისწინოთ აქ? როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ განვითარების რა სტადიაზე იმყოფება საზოგადოება, უნდა გვესმოდეს, რომ აქ არის ერთი თავისებურება, რომელიც როგორც გაირკვა მნიშვნელოვანია გასაგებად. კერძოდ: საზოგადოებას ბუნებრივად გააჩნია პირამიდული სტრუქტურა, ხისმაგვარი იერარქია. ჩვენ ამას ვხედავთ პირველყოფილი ჯოგის - ყველაზე მარტივი და ყველაზე მკაფიოდ გამოხატული იერარქიული სტრუქტურის მაგალითზე, სადაც ზემოთ ურეთრალია, ქვემოთ კი კუნთური არმია. თუ ამ მაგალითს განვავრცობთ, გამოდის, რომ არის ორი სრულიად ერთნაირი ჯოგი. ერთმა მათგანმა გადაწყვიტა მეზობლების მონახულება. კარგად შეიარაღებულები გამოდიან თავიანთი გამოქვაბულიდან და იწყებენ თავის, მაგალითად სამდღიან გზას მეზობლების მიმართულებით, რომლებიც არაფერზე ეჭვობენ. მაგრამ მეზობლები არც ისე სულელები არიან. მათ მეთვალყურეები უყენიათ სადღაც საზღვარზე, რომელზეც ორივე ჯოგი შეთანხმდა წარსულში. ჩვენმა პირველმა ჯოგმა, თავდამსხმელმა, ნახევარი გზა გაიარა, საზღვარს მიაღწია და პირდაპირ იქ განლაგდა. ამასთან, როგორც ხვდებით, თუ პირველი ბელადი მიდის, სწორედ ბელადი გადაკვეთავს პირველად საზღვარს, სუფთა ფიზიკურად. რა პატაკს ჩააბარებენ მეზობელი ჯოგის მეთვალყურეები თავიანთ ბელადს? ისინი ეტყვიან: «მეორე ოჯახმა ჩვენი საზღვარი გადმოკვეთა». ისინი არ იტყვიან, რომ ვიღაც ცალკეულმა მეომარმა, თუნდაც ურეთრალმა გადმოკვეთა საზღვარი, სხვები კი უკან დარჩნენ, რადგან გასაგებია, რომ აქ მთელი ჯგუფი მოძრაობს. გადმოვიდა ერთი, ე.ი. ყველა გადმოვიდა. ესაა მარტივი მაგალითი, რომელიც ფიზიკური სამყაროს, ფიზიკური სხეულების დონეზეც კი მუშაობს. ჯოგიდან ერთი გადმოვიდა — ეს ნიშნავს, რომ მთელი ჯოგი გადმოვიდა. მაგრამ იგი ზუსტად ასევე მოქმედებს მენტალურ დონეზეც - ჩვენ ვმსჯელობთ პირამიდის მწვერვალის მიხედვით. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ღია კოსმოსში გავიდა. თუ ეს კოსმოსში გასული ადამიანი უფრო ძლიერ ბინოკლს ბინოკლს აიღებს და სადღაც ამაზონისკენ მიმართავს მას, სავარაუდოდ იქ დაინახავს ველურების რამდენიმე ტომს, რომლებიც სწორედ ამ წუთში, შეღებილები, გამოწყობილები, შუბებით ხელში ცეცხლის გარშემო ცეკვავენ და ნელ ცეცხლზე წვავენ ვინმე სერიოჟას, კანის ვექტორიანს, რომელმაც საერთო მარაგიდან თავისთვის ზედმეტი ხორცი აიღო. მათი ტექნოლოგიური განვითარების ზღვარი - ესაა სერიოჟას შეწვის ახალი მეთოდი, მათ შესაძლოა ჯერ ლითონიც კი არ ჰქონდეთ აღმოჩენილი. ანუ რას ვგულისხმობ, სანამ ერთნი კოსმოსში გადიან, მეორენი ჯერ კიდევ პირველყოფილ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ თუ კაცობრიობაზე ვისაუბრებთ, ჩვენ მსჯელობთ მწვერვალის მიხედვით. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანმა უკვე დაიპყრო კოსმოსი, შექმნა ატომური ბომბი, აღმოაჩინა პენიცილინი, გამოიკვლია ოკეანის სიღრმეები და სხვა ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. ანუ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხალხებზე, ცივილიზაციებზე, ისინი სწორედ ასე განლაგდნენ ყოველი თავის დონეზე და ჩვენ მწვერვალის მიხედვით ვმსჯელობთ.

დედამიწაზე მცხოვრები 6.5 მილიარდი ადამიანიდან, რა თქმა უნდა ყველა არ იმყოფება განვითარების კანურ ფაზაში. მაგრამ მთლიანობაში კაცობრიობა მივიდა კანურ ფაზამდე და სწორედ ამ ადამიანებს, რომლებიც კანურ ფაზაში იმყოფებიან, რომლებიც არ შობენ ათ-ათ ბავშვს, რომელთაგანაც 5 ავადმყოფობით კვდება, 3 კი შიმშილით, მათ, რომლებსაც სახლში ცხელი წყალი აქვთ, რომლებსაც საერთოდ გააჩნიათ სახლი და დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. ეს მათ გააჩნიათ საშუალოდ 3-5 ვექტორი. თუ თქვენ წახვალთ აფრიკულ სოფელში, ან რა საჭიროა აფრიკული, გაემგზავრეთ თქვენი ქვეყნის რომელიმე შორეულ რეგიონში. ნახავთ, რომ მთელი ქალაქი - უმეტესად 2-3 ვექტორიანებისგან შედგება. ძირითადი დასკვნა, რაც უნდა გაგვეკეთებინა ისაა, რომ 3-5 ეს მწვერვალია. ადამიანთა უმეტესობას ჯერ კიდევ არ მიუღწევია კანური ფაზისთვის, თუმცა ძალიან სწრაფად მიაღწევენ მას. კვლავაც, რატომ? იმიტომ, რომ თუ მწვერვალმა მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ მათ არ მოუწევთ მთელი გზის გავლა, ადრე თუ გვიან უბრალოდ ჩათრეულ იქნებიან კანურ ფაზაში. ეს ფაზა გაცილებით უფრო სწრაფად ჩაითრევს მათ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თვითონ რომ ევლოთ მისკენ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ როდესაც კაცობრიობის რაღაც ნაწილი ურეთრალურ ფაზაში ხვდება, ეს საშუალებას მოგვცემს - მთელ კაცობრიობაზე განვაცხადოთ, რომ მან ურეთრალურ ფაზას მიაღწია. მხოლოდ იმ კერაში, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყება, სავარაუდოდ ჩვენ მივიღებთ 7-8 ვექტორიან ადამიანებს. ისევე როგორც ახლა, უფრო დიდ, მრავალმილიონიან ქალაქებში 4-5 ვექტორიან ადამიანებს უფრო მეტად ვხედავთ.

მეორე საკითხი, რაც შეეხება როგორც ვექტორების რაოდენობას, ასევე იმას, თუ რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ მთელი კაცობრიობა გადის არაცოცხალ, მცენარეულ, ცხოველურ და ადამიანურ დონეებს. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ ადამიანიც ასევე გადის ამ დონეებს თავის განვითარებაში, ამასთან აუცილებელი არაა, რომ თავად ადამიანურ დონეს მიაღწევს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილეთ ორი პოლარული კატეგორია: ერთი ესაა კაცობრიობა მთლიანად, ხოლო მეორე - მინიმალური ერთეული, ცალკეული ადამიანი. ამ ჯაჭვში არის ასევე შუალედური რგოლები, რომლებზეც ეს დონეები ასევე ვრცელდება. ჩვენ ვახსენეთ, რომ არიან ხალხები, ვისი ფასეულობათა რიგი, შესაბამისად გნვითარების დონეც ძალიანაა დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ გეოგრაფიაში ცხოვრობენ ისინი. მთები ყოველთვის ნიშნავს ანალურ მენტალიტეტს. სტეპები, ფართო სივრცე, მაგალითად სამხრეთ ამერიკა და რუსეთი ნიშნავს ურეთრალურ მენტალიტეტს (აქ იუნევი უშვებს შეცდომას. რა თქმა უნდა გარემო ხშირად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მენტალიტეტის ფორმირებაში, მაგრამ სტეპები აპრიორი ურეთრალურ მენტალიტეტს არ ნიშნავს. მაგალითად რუსეთი რეალურად კან-კუნთური მენტალიტეტია. ხოლო ურეთრალური დაშენება რაც დონელ კაზაკებს და კიევის რუსეთს ჰქონდათ, თანამედროვე რუსეთზე მინიმალურად ახდენს გავლენას - ს.ღ). ბევრი ადამიანი და ცოტა ადგილი - ნიშნავს კანურ მენტალიტეტს. ხომ გასაგებია რატომაც? სივრცისა და დროის ეკონომიის მისი ფასეულობებით - სწორედ ეს თვისებებია მოთხოვნადი, როცა ჩვენ ბევრნი ვართ, ადგილი კი ცოტაა. ამიტომ, მთლიანობაში, თუკი დასავლურ სამყაროზე ვსაუბრობთ, რომელშიც ჰყვავის კანური ფაზა, ეს სწორედ კანური მენტალიტეტითაა ნაკარნახევი, რომლებიც ყოველთვის მოთხოვნადი იყო და ბოლო დროს უფრო მოთხოვნადია ამ გეოგრაფიულ ადგილებში.

მაგრამ კაცობრიობა მთლიანობაში შეგვიძლია დავყოთ არა მხოლო ხალხებად, არამედ ქვეყნებადაც, ამასთან შეფარდება ხალხი და ქვეყანა - ესაა შეფარდება მრავალი ერთთან. ანუ როგორც წესი ერთი ქვეყანა ესაა ერთიან რამოდენიმე ერი, ანუ ავტომატურად, თუკი სხვადასხვა ერები ერთიანდებიან ერთ ქვეყანაში და ამ ერებს განვითარების სხვადასხვა დონეები, სხვადასხვა ფასეულობები გააჩნიათ, ისინი აბსოლუტურად ბუნებრივად რანჟირდებიან, და ამას ყველგან ვხედავთ. მიდიხარ საფრანგეთში, იქ უამრავი აფრო-ამერიკელია, რომლებიც ალაგებენ, ვაჭრობენ. ასრულებენ მარტივ, ხშირად მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოს. ისინი ავტომატურად რანჟირდნენ ძირძველ მოსახლეობასთან. ძირძველმა მოსახლეობამ თავისი განვითარების დონით დიდი ხანია უკან მოიტოვა ასეთი საქმიანობები, შესაბამისად მაშინვე გამოჩნდნენ ამის შემსრულებლები. რუსეთში შეხედეთ ვინ აშენებს, ვინ ალაგებს ბიზნეს ცენტრებს? ვინ აწყობს საქონელს სუპერ-მარკეტებში? ეს არაა პეტერბურგის, ან მოსკოვის ძირძველი მოსახლეობა. როგორც წესი ესენი არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულები. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხდება სხვადასხვა განვითარების დონის მქონე ხალხების შერევა. სწორედ ეს შერევა უზრუნველჰყოფს, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ნებისმიერი იმ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, რაც ჩვენს მიმდინარე მდგომარეობაშია აუცილებელი.

თუ თეორიულად ოდესმე ჩვენ მივალთ იმ დონემდე, რომ ყველა ადამიანს 7-8 ვექტორი ექნება, ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგიის დონე, ანუ ლანდშაფტი იძლევა ასეთი ადამიანების დაბადების საშუალებას. ანუ უკვე ლანდშაფტი აღარ მოითხოვს სხვა ადამიანებს, ანუ არ იქნება ისეთი სამუშაო, რომლის გაკეთებაც ხელით იქნება საჭირო, რომელსაც 1-2 ვექტორიანი ადამიანები დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ იატაკი როგორღაც დაიგვება, საჭმელი დამზადდება, საქონელი დაიწყობა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რიგები, რომლებსაც ახლა ავღწერ, იარსებებენ ასეთ საზოგადოებაში, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც საჭირო იქნება შესაბამის ადამიანებზე შექმნის მოთხოვნილებას.

თუ შევაჯამებთ, პირველი საკითხი ეხებოდა იმას, თუ რას ვფიქრობთ მთელზე, მთელის განვითარების დონეზე ვმსჯელობთ მისი მწვერვალის განვითარების დონით, ეს ეხება ნებისმიერ მოვლენას ნებისმიერ დონეზე: ფიზიკურზე, მენტალურზე და სულიერზე. მეორე საკითხი - ტექნოლოგიის განვითარების დონე იძლევა იმ ლანდშაფტს, რომელზეც იბადებიან ადამიანები. ჩვენთან, როგორც გახსოვთ, ადამიანები იბადებიან ყნოსვითი ზომის მეშვეობით, იგია დაკავებული გარიგებებით, ანუ უზრუნველჰყოფს იმ ადამიანების დაბადებას, რომლებიც ჯგუფს ჭირდება. და მესამე - ესაა გლობალიზაცია. თუ ვიაზროვნებთ ძალიან მარტივი სიტყვითი რიგებით, იყო ცალკეული ადამიანი, შემდეგ იყო რაღაც გვაროვნული ტომის რიგი, რომელიც თანდათანობით სახელმწიფოდ გარდაიქმნა. თანდათანობით სახელმწიფოები რაღაც კავშირებით შეიკრნენ. ახლა იმის ერთეული, თუ როგორ აცნობიერებენ თავს სახელმწიფოები - სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში განიხილება. ჩვენ უკვე აღარ ვომობთ, ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს, კავშირებად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებად ვერთიანდებით. რა თქმა უნდა პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე ვზრუნავთ, მაგრამ როგორც წესი, ეს არა მხოლოდ ჩვენი ინტერესებია, ჩვენ ჯგუფებად ვერთიანდებით. თუ ამ რიგს შეხედავთ: «მე ერთი ვარ, ჩვენ ორნი ვართ, ჩვენ რამდენიმე ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ», მაშინ გასაგები ხდება, რომ ბოლოში იქნება არა «ჩვენ ბევრნი ვართ», არამედ «ჩვენ ყველანი ვართ». ესაა გარეგნულის შინაგანში და პირიქით გადასვლის კანონი, და ამას დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილავთ. მაშ, როდის იქნება ხალხების და სახელმწიფოების უფრო მეტი ურთიერთშეღწევა, ის, რაც ახლა ხდება სახელმწიფოს დონეზე, აფროამერიკელები საფრანგეთში, თურქები გერმანიაში, ტაჯიკები და მოლდოველები რუსეთში, იგივე მოხდება უკვე მთელი მსოფლიოს დონეზე. იშლება კულტურული განსხვავებები. თქვენ მიდიხართ კინოში და ხედავთ აღმოსავლური, ამერიკული, რუსული, უკრაინული და ა.შ. სამზარეულოს წარმომადგენლებს, სადღაც შორიახლოს ირლანდიური ბარი მეზობლობს იაპონურ რესტორანთან. ეს უკვე ის სამყაროა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. როგორი იქნება იგი 50 წლის შემდეგ, დღეს ამის წარმოდგენა რთულია. ამიტომ პასუხი კითხვაზე «რა სახით შესრულდება სხვადასხვა ფუნქციები ასეთი საზოგადოების წევრების მიერ, თუკი მას დაახლოებით ერთნაირი ვექტორული ნაკრები ექნება?», ასეთი იქნება: იქნება ერების სწორედ ასეთი მრავალფეროვნება, რაც მიიღწევა გლობალიზაციის პროცესის მეშვეობით, ყველა ქვეყნისა და ყველა კულტურის ერთმანეთში ურთიერთშეღწევით. და ახლა ეს ისე მუშაობს, როგორც საჭიროა იმისთვის, რათა მშვიდად შეგვეძლოს ცხოვრება მიმდინარე მოთხოვნილებების დროს.

სანამ კითხვის ბოლო ნაწილზე გადავალ, მინდა დავამატო, რომ ერთი ერის ფარგლებშიც კი, ერთი ქვეყნის ან ერთი ქალაქის ფარგლებშც კი, ანუ როგორ ნიშანსაც არ უნდა ვიღებდეთ, ნაციონალობას თუ ტერიტორიულ ნიშანს, ან სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ნიშანს, ნებისმიერი ამ ჯგუფის შიგნით ზუსტად ასევე ვხედავთ ქვეჯგუფებს, რომლებსაც განვითარების სხვადასხვა დონეები გააჩნიათ. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მარგინალურ, კრიმინალურ ელემენტებს განვითარების არაცოცხალ დონეზე. ჩვენ ვხედავთ არაკრიმინალურ, მაგრამ ნაკლებად განვითარებულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ასრულებენ მარტივ სამუშაოს და ბედნიერები არიან ამით, თუ ეს მათი ბუნებრივი რეალიზაციის დონეა, ან იტანჯებიან, რადგან ვერ რეალიზდნენ იმ დონეზე, რომელზეც სურდათ. ჩვენ ვხედავთ საზოგადოების ძირითად ბირთვს, დღესდღეობით ცხოველურ დონეზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დადიან სამსახურში, რომლებიც უზრუნველჰყოფენ გაცემის საზოგადოებაში მიღებულ დონეს, ანუ ჯგუფში რეალიზებით თავიანთი წვლილი შეაქვთ. ჩვენ ვხედავთ მათ, ვის ხარჯზეც მთელი საზოგადოება წინ მიდის, მათ, ვინც არა უბრალოდ მოძრაობენ საზოგადოებასთან ერთად, როგორც წინა ჯგუფი, არამედ უფრო წინ მიდიან განვითარებაში და მთელი საზოგადოება შემდეგ მდგომარეობაში გადაჰყავთ, ანუ მიმდინარე მოძრაობის ფარგლებს სცდებიან. ანუ «არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური დონეების» კანონი, როგორც ხედავთ მსგავსია, იღებთ თქვენ ერთ ადამიანს, ერს, ქალაქს, სახელმწიფოს, სახელმწიფოთა ჯგუფს თუ მთელ კაცობრიობას მთლიანობაში. ვიქტორ ტოლკაჩოვს უყვარს ჰერაკლიტეს ციტირება - «ყველაფერი ერთია და ერთი ყველაფერია». სწორედ ესაა მაღალი დონის კანონი, რასაც ყველაფერი ემორჩილება.

უკანასკნელი საკითხი. არის თუ არა ფუნქციის არჩევა ინდივიდის რაციონალური არჩევანის შედეგი თუ ყნოსვის განაწილებაა? ამ კითხვაზე პასუხისთვის კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს ყნოსვის ვექტორი, ამიტომ მოკლედ ვუპასუხებ. ყნოსვა, ბუნებრივია, არასოდეს დარბის და არავის ექაჩება ხელზე, არ ამბობს: „მეგობარო, შენ აი აქ ვაშლი დარგე, და ცუდადაა დარგული, იმიტომ, რომ მსხლის დასარგავად ხარ გაჩენილი“ - ასეთი რამე არ ხდება. ყნოსვითი ზომა ესაა მართვა, რომელიც გამოხატულია საზოგადოებაში განსაზღვრული ადამიანებით უბრალოდ მათი თანდაყოლილი თვისებებით მათი არსებობის ფაქტით. ფუნქციის საერთო არჩევანი ნებისმიერი ინდივიდისთვის მისი ვექტორული ნაკრებით განისაზღვრება. დაბადებული ცოცხალი ნივთიერების ვექტორულ წყობაზე დროის ყველა მომენტში, ყოველ თაობაში პასუხს აგებს ყნოსვის ვექტორის მდედრობითი ნაწილი, ყნოსვიანი მაჭანკალი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საბავშვო ბაღში 25 ბავშვი მოვიდა გარკვეული ვექტორული ნაკრებით, არჩევანი, თუ ვინ რა პროფესიის გახდება, ეს ფუნქცია ძალიან ბევრ ცვლად სიდიდეზეა დამოკიდებული. ბუნებრივად ყველა მათგანი ეცდება, რომ თავისი ვექტორული ნაკრების ფარგლებში რეალიზდეს, მაგრამ ამაში ჩაერევიან მშობლებიც, საბავშვო ბაღიც, სკოლაც, უნივერსიტეტიც, და ისიც, თუ რომელი წრე იყო უფრო ახლოს, ცურვის, თუ ქარგვის. და, ბოლოს და ბოლოს, შემთხვევითობის ელემენტი. პრინციპში, ნებისმიერი ასეთი მოვლენა - ესაა შინაგანი და გარეგანი ფაქტორებისგან წარმოებული. არის მოთხოვნილება საზოგადოებაში, არიან ადამიანები გარკვეული ვექტორული ნაკრებით, რომლებსაც ყველას თავის დონეზე შეუძლია ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოთხოვნილებების სხვადასხვა დონის შესაბამისად. კანურ ზომაში ჩვენ გვჭირდება გამომგონებლებიც და საწყობის მენეჯერებიც. ესენი ვექტორულად ერთი და იგივე ადამიანები არიან, მაგრამ სხვადასხვა ტემპერამენტით და სხვადასხვა განვითარებით. თუკი შევაჯამებთ, ვექტორი ესაა ის, რაც დაბადებიდან თან დაგყვათ. საკუთარი ვექტორული ნაკრების ფარგლებში თქვენ დამოუკიდებლად ირჩევთ საკუთარ რეალიზაციას, რომელმაც შეუძლია ფორმათა ისეთი მრავალფეროვნება მიიღოს, რომელსაც ბუნებაში შესაბამისი ზომა იღებს.

კონსტანტინის იგივე პოსტი შეიცავს 2 კითხვას იმის შესახებ, თუ რა ადგილს დაიკავებს ყნოსვა მომავალში და იქნება თუ არა ეს ბელადის მრჩეველის როლი. ვიმედოვნებ, რომ ამ კითხვებზე გიპასუხებთ ლექცია ყნოსვის ვექტორზე. შეძლებისდაგვარად შევჩერდებით აწმყოზე და არა მომავალზე. ყველაფერ კარგს გისურვებთ. მადლობა კითხვისთვის.

ავტორი: ვიაჩესლავ იუნევი

მთარგმნელი: მამუკა გურული

  • ქვედა ვექტორები კომბინაციებში

  • ურეთრალური ფსიქოტიპის გარეგნული იერსახე

  • ურეთრალური და კანის ვექტორების შეთავსება.

  • როგორ მუშაობს ურეთრალის აზროვნება პრაქტიკაში

  • ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

  • ურეთრალის ვექტორიანი მდედრი

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

  • ურეთრალური ვნების ძალა