ხალხთან ურთიერთობის შიში


ხალხთან ურთიერთობის შიში

რაში მდგომარეობს ხალხთან ურთიერთობის შიში და როგორ გადავლახოთ იგი?

ადამიანებთან ურთიერთობა შიშს გგვრით? თქვენთვის ნაკლებად ნაცნობ ადამიანთან კონტაქტისას გიძნელდებათ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხის გაცემა? ან იქნებ სისულელის თქმის გეშინიათ? თუ ასეთ მდგომარეობაში ხართ ე.ი. რეალურად დიდი პრობლემები გაქვთ. ეს შიში ხომ ხელს გვიშლის ურთიერთობებში და ცხოვრების მოწყობაში.

მეშინია ხალხის, ისინი ბოროტები არიან

კომუნიკაციის შიშს შესაძლოა ჰქონდეს რამოდენიმე ფორმა. ხშირად ეს გამოიხატება იმით, რომ ადამიანს ეშინია სხვებისგან აგრესიული დამოკიდებულების მიღება, ამიტომ უბრალოდ არ ეკონტაქტება მათ. ხალხთან ურთიერთობისას მას ეშინია, რომ უხეშად უპასუხებენ, ან ცერად შეხედავენ და არამეგობრული მზერით დააჯილდოვებენ, ატკენენ გულს უხეში სიტყვებით. ამას იქამდე მიჰყავს ადამიანი, რომ ქუჩაში დროის გაგება მისთვის მშიერი ვეფხვის გალიაში შესვლის ტოლფასი ხდება. ასეთ პიროვნებას მუდამ აქვს შიში იმისა, რომ მას ვერ გაუგებენ და უარყოფილი იქნება ხალხის მხრიდან. მას ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და ხედავს მხოლოდ მის წინააღმდეგ ამხედრებულ საზოგადოებას.

მეშინია სისულელის თქმის, მეშინია დაცინვის

ადამიანის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვათა შეხედულებებს თავის თავზე და განიცდის ამას. ეშინია, რომ კონტაქტისას მას უარყოფითად შეაფასებენ. ჰგონია რომ ყველა გამვლელი, რომელიც მას ქუჩაში ხვდება, მისი შეფასებითაა დაკავებული და ეს შეფასება, „რაღა თქმა უნდა“ უარყოფითია. ეს ყველაფერი იმით სრულდება, რომ ასეთი ადამიანი მინიმუმამდე ამცირებს კონტაქტების რაოდენობას, რადგან ეშინია სხვათა მხრიდან ზედმეტად დაბალი შეფასების.

წვეულებაზე ყოფნისას უჩნდება უხერხულობის განცდა. იწყებს ნერვიულ მოძრაობებს, რადგან არ იცის რა თქვას. შესაბამისად დიდი ხანი დუმს, შემდეგ კი საშინლად ნერვიულობს ამავე პაუზის გამო. ასეთი შიშისგან ადამიანს უვიწროვდება ხორხი. აქვს სისულელის თქმის შიში. კონტაქტის დასრულების შემდეგ მას ჰგონია, რომ უამრავი გაუაზრებელი და სულელური რამ თქვა, რის გამოც მასზე უარყოფითი აზრი შეექმნათ.

მეშინია საზოგადოებაში თავის გამომჟღავნების

მეორეს აქვს შიში, რომ თუ იგი რამის მოყოლას დააპირებს, საზოგადოება სწორედ მასზე მოახდენს კონცენტრაციას. ამიტომ იგი წითლდება და მორიდებისგან გულისცემა უჩქარდება, ჰგონია რა, რომ ყველა მას უყურებს და მის მონოლოგს ელოდება. იგი თითონაც ვერ ამჩნევს თუ როგორ ღალატობს მას ხმა, ხელები ნერვიულობისგან უკანკალებს, ხოლო აჩქარებულ მონოლოგში იწყებს სიტყვების ყლაპვას და ბორძიკს. ებმება ენა, აღარ გამოსდის საჭირო სიტყვების შერჩევა და აზრის გადმოცემა. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ორი წონადადების ჩამოყალიბებასაც ვერ აბამს თავს.

სად იმალება ადამიანებთან კონტაქტის შიშის ფესვები და როგორ გადავლახოთ იგი?

რას გვირჩევენ ფსიქოლოგები?

ფსიქოლოგები ასეთ შემთხვევებში რას აღარ გვირჩევნ: სავარჯოშოებს, რომლებიც გვეხმარება შიშის გადალახვაში კონტაქტებისას. თავის დარწმუნებას იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვხვდებით, არ სურთ ჩვენთვის ზიანის მოტანა. სპეციალისტები გვთავაზობენ, რომ ეს ყველაფერი ყოველდღიურად შთავაგონოთ საკუთარ თავს, განვეწყოთ სიკეთის მომტანი ურთიერთობებისთვის. ისინი გვთავაზობენ ისეთ რჩევებს, როგორებიცაა: „შიში იქედან მოდის, რომ ჩვენ არ გვიყვარს და არ ვიღებთ საკუთარ თავს. შეიყვარეთ საკუთარი თავი და ყველაფერი კარგად იქნება“. კარგი რჩევებია, არა? რომ მუშაობდეს კიდეც, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა და დედამიწაზე ამდენი უბედური ადამიანი არ იარსებებდა. მაგრამ ეს რჩევები, სამწუხაროდ, პრაქტიკაში არ მუშაობენ.

როდესაც ადამიანს ხალხთან კომუნიკაციის შიში აქვს, ეს ცხოვრებაში მას ბევრ რამეში უშლის ხელს. ასეთ განცდას ხშირ შემთხვევაში მივყავართ ტანჯვამდე, ზოგისთვის კი ეს მდგომარეობა ცხოვრების აზრის დაკარგვითაც კი მთავრდება. ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებს მაინც აქვთ ბუნებრივი სურვილი ქუჩაში გამვლელებთან, რიგში მდგომ ადამიანებთან თუ კოლეგებთან სრულფასოვანი კომუნიკაციისა. მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან ეშინიათ, ხოლო კონკრეტულად რისი - ამას თვითონაც ვერ აცნობიერებენ. მოდით შევეცადოთ ამ შიშების არსში გარკვევას სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის მიხედვით.

როგორი სხავადასხვაგვარია ეს შიში

როგორც სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია გვიხსნის, არსებობს ფსიქიკის რვა ტიპი, რომელთაც ვუწოდებთ ვექტორებს. ვექტორი - ეს არის დაბადებიდან თანდაყოლილი თვისება და სურვილი, რომლებიც აყალიბებენ ადამიანის ხასიათს, მისი აზროვნების თავისებურებებს და განაპირობებენ მის საქციელსა და ქმედებებს.

ყველა ვექტორს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი შიშები, რომლებიც საკმაოდ სპეციფიურია. მაგრამ მხოლოდ ერთმა ვექტორმა შეითვისა ყველა შესაძლო ფობიები და მშფოთვარე აშლილობები. იგი არის სწორედ რომ შიშების ჩემპიონი და ესაა ვიზუალური ვექტორი.

შიშს დიდი თვალები აქვს

ადამიანი ვიზუალური ვექტორით, პირველ რიგში განიცდის შიშს საკუთარი სიცოცხლის გამო. ეს პირველადი მდგომარეობაა ვიზუალებისთვის. სიკვდილის შიში ვიზუალებში უხსოვარი დროიდან მოდის და გამომდინარეობს მისი ისტორიული განვითარებიდან.

ვიზუალები გამოირჩევიან მგრძნობელობით, ძალიან ფაქიზი სულით და ფსიქიკით. არიან კეთილები და არ გააჩნიათ ვინმეს დაზიანების უნარი. ძველ დროში კი მოთხოვნა იყო მეომრებზე და დამცველებზე, რომელთაც უნდა შეძლებოდათ მამონტის მოკვლა ან ტომის მტრისგან დაცვა.

ასეთი ადამიანები ტომს არ ჭირდებოდა, რადგან მათ არც მოკვლა და არც საჭმლის მოპოვება არ შეეძლოთ. ამიტომ ისინი უბრალოდ ზედმეტ პირს წარმოადგენდნენ. ვიზუალ ვექტორიან ყმაწვილებს განსაკუთრებით არასახარბიელო ხვედრი ჰქონდათ - მათ მსხვერპლად სწირავდნენ. ვიზუალი გოგონები კი სანადიროდ მიჰყავათ, რადგან მათ შეეძლოთ საფრთხის და მტრის დანახვა იქ, სადაც ამას სხვები ვერ ხედავდნენ. საქმე იმაშია, რომ ვიზუალები ყველაფერს სხვაგვარად ხედავენ ვიდრე სხვები. მათ ძალიან მახვილი თვალი აქვთ. შეუძლიათ ორმოცჯერ მეტი ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავება ვიდრე სხვებს, ამიტომ ასეთ გოგონებს ირჩევდნენ დღის დარაჯებად. მაგრამ მათაც ჰქონდათ თავიანთი შიშები, მაგალითად წუხდნენ ამაზე, რომ არ ყოფილიყვნენ პირუტყვის მიერ შეჭმულნი.

დღევანდელ დღემდე ეს შიშები ჩვენშია, ოღონდ უფრო შენიღბული ფორმით. ჩვენ ახლაც გვეშინია რომ „შეგვჭამენ“ - არა ფიზიკურად, არამედ ვერბალურად ან უბრალოდ მზერით. საუბარშიც კი ვიყენებთ ასეთ ფრაზას: „მზერით შემჭამა“. ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებაში დიდად არ გამოვჩნდეთ, რათა არ შეგვამჩნიონ. გვეშინია საკუთარი თავის გამომჟღავნების. იქნებ საშიშროება გველის? მტაცებელი ხომ ყველგანაა. უცნობ ადამიანთან საუბრისას შესაძლოა ჩვენმა ხმამ დაკარგოს დამაჯერებლობა, თითქოს გვერიდება მისი, თითქოს მყარად არ ვდგავართ ფეხზე. ჩნდება შიში იმისა, რომ თავს სიტვით ვერ დავიცავთ უხეშად მომართვის შემთხვევაში.

საკუთარ თავში ეჭვი და დაურწმუნებლობა სწორედ ვიზუალის ვექტორიანებს ახასიათებთ. როდესაც ვიზუალს არ ყავს მეგობრები, არ აქვს მხარდაჭერა სოციუმიდან, არ აქვს შეგრძნება იმისა რომ ის ჭირდებათ, არ აქვს მისთვის ესოდენ საჭირო და აუცილებელი ემოციური კავშირები, მას უყალიბდება დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, რაც შემდგომ „შეჭმის“ შიშიდან გამომდინარე, გადაიქცევა ადამიანებთან ურთიერთობის შიშად.

პირველი გამოცდილების ტყვეები

კიდევ ერთი მიზეზი ურთიერთობის შიშისა, შეიძლება იყოს წარუმატებელი პირველი გამოცდილება და მასზე ფიქსაცია, რაც დამახასიათებელია ანალური ვექტორის წარმომადგენლებისთვის. ისინი არიან საფუძვლიანები, დინჯი, წყნარი, ნებისყოფიანი ადამიანები. მათ არ აქვთ მოქნილი ფსიქიკა, სამაგიეროდ გააჩნიათ ფენომენალური მეხსიერება. ახსოვთ ყველაფერი, კარგიც და ცუდიც.

ანალური ვექტორის მქონე ადამიანებს ახასიათებთ გამოცდილების დაგროვებისა და თაობებისთვის გადაცემის სურვილი და მათი ფსიქიკის ყველა მონაცემი სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. ამ თვისებამ, ასევე შეიძლება მათზე ძალიან უარყოფითადაც იმოქმედოს, თუ მისი გამოყენება არასწორად მოხდება. ასეთი მეხსიერება მათ გამოცდილების შეგროვებისა და შემდგომი გადაცემისათვის მიეცათ და თუ ისინი დაიწყებენ წარუმატებელი გამოცდილებების დაგროვებას, გაუცნობიერებლად მოხდება მათი შეფერხება და საზოგადოებისგან გარიყვა.

შიშები შეიძლება ჩამოყალიბდეს ბავშვობისას მიყენებული შეურაცხყოფისგან. ანალური ვექტორის მქონე ადამიანები დიდი ხნით იმახსოვრებენ წარუმატებელ გამოცდილებებს და თუ მათ სკოლაში ან ეზოში დასცინოდნენ, ამცირებდნენ, ასეთი ტკივილი სამუდამოდ დარჩებათ მეხსიერებაში. შემდგომში კი ასეთი პიროვნება ამ უარყოფით გამოცდილებას ყველა ადამიანზე განავრცობს და აკეთებს დასკვნას, რომ ადამიანები მხოლოდ ბოროტები არიან და მათგან მხოლოდ ცუდია მოსალოდნელი. ასე და ამგვარად ვაფიქსირებთ წარუმატებელ გამოცდილებას მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. განვავრცობთ პატარა წარუმატებელ შემთხვევას მთელ შემდგომ ცხოვრებაზე და შემდეგ ამაშივე ვიჭედებით.

ჩვენ გვინდა გვყავდეს ბევრი მეგობარი, ნაცნობი და საინტერესოდ გავატაროთ დრო. მაგრამ ურთიერთობის ხელოვნება არის უნარი, რომელიც ჩვენში ბავშვობიდანვე ფორმირდება და გარკვეული ვითარებების გამო შეიძლება საჭირო დროს საერთოდ არ ჩამოყალიბდეს. თუ წარსულში ადგილი ქონდა წარუმატებელ ურთიერთობებს, ადამიანს უბრალოდ ეშინია მზგავსი თავდასხმის ქვეშ მოხვედრის. მას ხომ კლასელები დასცინოდნენ, ამცირებდნენ, ცემდნენ და ახლა როცა ის გაიზარდა, მასში ჩამოყალიბებულია კონტაქტების შიში.

ფსიქოლოგები გვეუბნებიან: „უბრალოდ იყავი საზოგადოებაში თავდაჯერებული, ნუ შეგეშინდება საკუთარი აზრის გამოხატვის“. მაგრამ, თუკი ადამიანს წარსულში უკვე ჰქონდა ცუდი გამოცდილება და მას თავს დაესხნენ ზუსტად რომ საკუთარი (მათი შეხედულებით მცდარი) აზრის გამოხატვის გამო?! თუკი მის ფსიქიკაში უკვე აღბეჭდილია ნეგატიური აზრები ადამიანების ბოროტების შესახებ? მაშინ, დღეს იგი ფიქრობს, რომ მის აზრს საზოგადოება ზიზღით შეხედავს და არ მიიღებს.

ვიზუალის ვექტორიანი ადამიანისთვის აუცილებელია ხალხის შიშის მდგომარეობიდან გადავიდეს ხალხის სიყვარულის მდგომარეობაში. ეს მიღწევადია მაშინ, როდესაც საკუთარი თავზე შიშის მაგივრად ჩნდება თანაგრძნობა მათ მიმართ, ვინც ჩვენზე უარესადაა. მაგრამ, ხანდახან ადამიანი ვერ ახერხებს ამას, რადგან მას გააჩნია ასევე ანალური ვექტორიც. ვიზუალურ ვექტორში მის რეალიზებას ხელს უშლის წარსულის სამწუხარო გამოცდილება და კაცობრიობაზე განაწყენება.

ვისთვის აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ მასზე?

შეიძლება თქვენ გაღელვებთ თუ როგორ შეგაფასებთ თქვენ საზოგადოება, რომ მას თქვენდამი აქვს კრიტიკული დამოკიდებულება. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია ასეთი სახის შიშს ადამიანში ანალური ვექტორის არსებობით ხსნის.

ანალურ ვექტორიანი ადამიანები არიან ზედმეტად სუფთები და აკურატულები. მათ სახლში მუდამ იდეალური წესრიგია, სუფთა გადასაფარებლები და ჭურჭელი, მუდამ გაპრიალებული ფეხსაცმელი. ისინი მოწესრიგებულები არიან. არც ერთი ლაქა, არც ერთი ნაოჭი ტანსაცმელზე. ასეთი ადამიანების ყველაზე დიდი და მშობლიური შიშია ხალხის წინაშე წარდგნენ მოუწესრიგებლები და „შერცხვნენ.“

ანალებისთვის მნიშვნელოვანია რომ დააფასონ, აღნიშნონ მათი დამსახურებები, მნიშვნელოვანია სუფთა და უმწიკვლო რეპუტაცია, ავტორიტეტი და დიდება. ისინი თავს კარგად გრძნობენ როდესაც მათ აფასებენ და პატივს სცემენ, აქედან იღებენ სიამოვნებას და განიცდიან ცხოვრებისეულ ბედმიერებასა და კმაყოფილებას. ხშირად ავადმყოფურად დამოკიდებულებიც კი ხდებიან ამ შეგრძნებებზე.

ხანდახან, როცა მოხვდებან ჭკვიანი ადამიანების, საუკეთესო პროფესიონალების საზოგადოებაში, პირის გაღება და სიტყვის ჩასმაც კი ეუხერხულებათ. ისინი ხომ ნამდვილი ერუდიტები არიან. ამიტომ გრძნობენ ცოდნის ნაკლებობას. საკუთარ თავს იჭერენ იმ აზრზე, რომ ეშინიათ სისულელე არ თქვან და არ გახდნენ დასაცინი. ვიწრო წრეში ხომ საერთოდ კარგავენ ცოდნისა და აზრის ვერბალურად გამოხატვის უნარს. გარშემომყოფი საზოგადოება ამუხრუჭებს და უჩნდებათ შიში: „რამე სწორად რომ ვერ ვთქვა?“ თავის მოჭრის საშიშროების გამო, ანალი ადამიანი განიცდის სისულელის თქმის ძლიერ შიშს.

მათთვის მნიშვნელოვანია რას იფიქრებენ მათზე სრულიად უცხო ადამიანები. ანალური ვექტორის მქონე ადამიანს ყოველთვის აქვს სურვილი იყოს ყველასთვის საუკეთესო და თუ კი მას ვიზუალური ვექტორიც გააჩნია, მაშინ ასევე ყველაზე კარგიც. მაგრამ თუ მან რამე ვერ თქვა ისე, როგორც საჭიროა და მას შეხედეს ეჭვიანი და უკმაყოფილო მზერით, მას უკვე სტრესი აქვს: „ჩემზე ცუდი იფიქრეს! ჩემზე შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ვარ სულელი.“ ის იმახსოვრებს ამ მდგომარეობას და შემდგომში თავს იკავებს აზრის გამოთქმისგან რათა ისევ არ განიცადოს სირცხვილი.

ადამიანი არ არის ცხოველი! ადამიანი მხოლოდ მაშინ „იკბინება“ როდესაც რაღაც აკლია.

მტკივნეული ურთიერთობის გამოცდილებამ შეიძლება ადამიანში გამოიწვიოს საზოგადოებისგან განდგომისა და თავში ჩაკეტვის სურვილი. ჩვენ რომ ვყოფილიყავით განდეგილი ბერები, მაშინ ეს ყველაფერი არ გვექნებოდა სადარდებელი. დავიმალებოდით საკუთარ კელიებში და ბედნიერად ვიცხოვრებდით სიბერემდე. მაგრამ ადამიანი სოციალური არსებაა, მას არ შეუძლია მარტოობაში ცხოვრება. მისთვის აუცილებელია ურთიერთობები და ადამიანებთან კონტაქტი. ხოლო შიში წარმოადგენს ბარიერს მასა და ბედნიერ ცხოვრებას შორის.

როდესაც ინდივიდი იწყებს სხვათა შეცნობას და შესწავლას, ხედავს მათი ქმედებების მოტივებს, ის ხვდება, რომ ზოგიერთები უბედურები არინ სხვადასხვა მიზეზის გამო. თურმე, არც არავის არ უნდა არამც თუ შენი „შეჭმა“, სიტყვიერად წყენინებაც კი. უბრალოს ისინი ჩხუბობენ, შეურაცყოფას გვაყენებენ, დაგვცინიან საკუთარი ტკივილის დასაფარად, ვერ გვიტანენ საკუთარი ცუდი მდგომარეობის გამო.

და შენთვის ნელნელა ცხადი ხდება, რომ ადამიანი ცხოველი არ არის და შენს „შეჭმას“ სულაც არ აპირებს, ხედავ რა მის ტკივილსა და განცდას. აი ამ დროს, როცა მიხვდები თუ რა ხდება თანამოსაუბრის ცხოვრებაში, უკვე გიჩნდება მხოლოდ მისდამი თანაგრძნობის სურვილი. და ქრება შიში იმისა, რომ გვაწყენინებს ან სათანადოდ ვერ აღგვიქვამს. მისი ნათქვამი გულს აღარ ხვდება, რადგან ხვდები რომ მისი სიტყვები, თურმე შენ სულაც არ გეხება. ის საუბრობს პირადი დანაკლისებიდან გამომდინარე და თუ მას ტკივა, ამის პროვოცირებას სხვებზე მოახდენს.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის დახმარებით ნებისმიერი შიში ქრება. სწორედ ასეთ შედეგს ვიღებთ, როდესაც ვაცნობიერებთ შიშის მიზეზებსა და ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურას მთლიანობაში. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია გვაძლევს საშუალებას საფუძვლიანად გავერკვიოთ ჩვენს შიშებში , გავაცნობიეროთ მათი ფესვები და სიღრმისეულად დავამუშავოთ ეს თემა. ასევე გვეხმარება სხვა ადამიანების აღქმაში და მათი შინაგანი მდგომარეობის გაანალიზებაში.

ავტორი: იური ბურლანი

მთარგმნელი: Mawilda Katerina

წყარო

  • იტყუება თუ არა?!

  • აუტიზმი (პირველი ნაწილი).

  • სიმაღლის შიში – გულის გაჩერება საშინელებისგან.

  • წყენის ფსიქოლოგია გამრუდებული სულის ამბავი

  • წყენის 4 დონე ანალურ ვექტორში

  • დედაა დამნაშავე! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი!

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • წყენა. გაუგე და აპატიე