ეჭვიანობა


ეჭვიანობა

ეჭვიანობას უმეტესად განმარტავენ ხოლმე, როგორც ერთი ადამიანის მიერ, მეორე ადამიანის მიმართ მესაკუთრული გრძნობების გამომჟღავნებად.

ეჭვიანობის მასშტაბები და მიმართულება

არის ოთხი ვექტორი, რომლისთვისაც ეჭვიანობა ბუნებრივი მოცემულობაა და ასევე დანარჩენი ოთხი ვექტორი,რომელთათვისაც ნაკლებად აქტუალურია ეს მოვლენა.

მაშ ასე, ეჭვიანობის როლი კანის, ანალური, ვიზუალური და ყნოსვის ვექტორიანი ადამიანების ცხოვრებაში

სისტემურად ეჭვიანობა სამი სახისაა:

1. ეჭვიანობა საკუთარი თავისთვის

2.ეჭვიანობა წყვილში (შიგნით-გარეთ)

3. ეჭვიანობა ჯგუფზე

ანალური ვექტორის ეჭვიანობის მიმართულებაა შიგნით, ხოლო ვიზუალური ვექტორისა გარეთ. კანის და ყნოსვის ეჭვიანობის მიმართულება კი შესაბამისად, პირველის საკუთარი თავისკენ და მეორისა ჯგუფისკენ.

1.ეჭვიანობა საკუთარი თავისთვის

კანის ვექტორის ფუძეა-ფორმა. ამ ფუძიდან არის კანის თვისებები წარმოებული. მისი ერთ-ერთი თვისებაა კონტროლი. ბუნებრივ პირობებში ეს თვისება დადებითად მჟღავნდება,თუმცა უფრო ხშირად გამოვლიდება ხოლმე დაზიანებული სახით. კანური კონტროლის დაზიანებული სახით გამოვლინების ერთ-ერთი მაგალითია, ეჭვიანობა. კანის ვექტორიანი პარტნიორს აღიქვამს რესურსად, ან სტატუსის წარმოჩენის საშუალებად. კანს აქვს რესურსების კონტროლის სურვილი, როდესაც ვერ ხერხდება მისი დაკმაყოფილება, კანი პარტნიორს „აკონტროლებს“. განუვითარებელი კანი ამ სურვილის დაკმაყოფილებას ცდილობს „გარეთ“. აკონტროლებს პარტნიორს, სად არის, რას აკეთებს, ვისთან აქვს ურთიერთობა.შეიძლება მისი მატერიალური რესურსებიც თვითონ ჩაიბაროს და ყოველი თეთრი დაუთვალოს (განსაკუთრებით მაშინ, თუ ძუნწის სცენარი აქვს).

დაზიანებული კონტროლის სურვილის მეორე უარყოფითი გამოვლინებაა სრული უკონტროლობა, ძირითადად „უიღბლოს“ სცენართან ერთად. ლანდაშაფტის ზეწოლისგან გასრესილი კანი, რომელსაც არ შეუძლია რესურსების კონტროლი, პარტნიორსაც ისევე „გაფლანგავს“ ,როგორც ფულს. ასეთი სიტუაცია სრულ უპასუხისმგებლობამდე შეიძლება მივიდეს.“უიღბლო“ კანი თვლის, რომ არ იმსახურებს პარტნიორს და სიტყვა პარტნიორსაც ვერ აღიქვამს ადეკვატურად.თავს მის დაქვემდებარებულად თვლის. ასეთი კანის ურთიერთობა იარსებებს იქამდე, სანამ პარტნიორი მოისურვებს მასთან ყოფნას. „უიღბლო“ კანს არ შეუძლია წყვილში ურთიერთობა შეინარჩუნოს .

2. ეჭვიანობა წყვილში

კანის ვექტორიანებისგან განსხვავებით, სულ სხვა მიზეზით ეჭვიანობენ ანალის და ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები. როგორც ვიცით, ესენი არიან ე.წ. ურთიერთობის ვექტორები და შესაბამისად , მათი ეჭვიანობა მიმართულია პარტნიორისადმი.

ანალის ვექტორიანის შემთხვევაში ამოვდივართ მისი ფუძიდან-ესაა წარსული.

1. მომავლის შიში

ანალური ვექტორისთვის ეჭვიანობა გამომდინარეობს მისი მომავლისადმი შიშიდან. ფუძე-წარსული გულისხმობს,რომ ნებისმიერი მოვლენა მისთვის ხდება ერთხელ და სამუდამოდ და ამის შეცვლა შეუძლებელია.მომავლის შიშიც აქედან მომდინარეობს. მომავალი ცვალებადია,არაპროგნოზირებადი და ანალის ვექტორიანის სიმყუდროვეს და სტაბილურობას ემუქრება.

„თავდაცვა საუკეთესო თავდასხმაა“

ეს ფრაზა ანალის ვექტორიანის ეჭვიანობას კარგად აღწერს. ანალის ვექტორიანი მომავლის შიშის გამო წინასწარ „თავს ესხმის“ პარტნიორს. „აწამებს“ კითხვებით.ვიზუალის ვექტორიანისგან განსხვავებით, მისი ეჭვიანობა მიმართულია შიგნით. თუ ვიზუალი მთელი ემოციურობით გამოხატავს ეჭვიანობას, ანალის ვექტორიანი შიგნით იხვევს ამ ემოციებს და ძალიან იტანჯება.ის ძალიან ბევრს ფიქრობს ჯერ არ მომხდარ ან მოსალოდნელ ღალატზე.თუ უღალატა პარტნიორმა, ანალის ვექტორიანი შეიძლება აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდეს და კონტროლი სრულად დაკარგოს საკუთარ თავზე.

2. „დაუცველი ზურგი“

ანალის ვექტორიანის შიში ღალატისადმი ეჭვიანობის დროს იჩენს თავს. მისთვის უდიდესი ტანჯვაა ღალატი.აღსანიშნავია, რომ მისთვის ღალატი გათანაბრებას არ ექვემდებარება.ღალატი ნიშნავს ანალის ვექტორიანის მიმარ ლანდშაფტის ზეწოლას უარყოფითი კუთხით. ეს მისი ფსიქიკისთვის დიბალანსია და ითხოვს გათანაბრებას. თუ პარტნიორს თავადაც უღალატებს, ისევ თვითონ „დაბინძურდება“. ამრიგად, ღალატი არის მეტად არასახარბილო მოვლენა ანალური ვექტორის მქონე ადამიანების ცხოვრებაში. მხატვრულ ლიტერატურასა და კინო-ფილმებში ხშირად შეხვდებით ამ თემაზე სიუჟეტებს, სადაც პერსონაჟი უზარმაზარ ემოციურ ტკივილს განიცდის.

რაც შეეხება ვიზუალის ვექტორიან ადამიანს, იგი ეჭვიანობის დროს პარტნიორის მთელი ყურადღების მიმართვას ცდილობს საკუთარი თავისკენ. ეს ხდება ორი მიზეზის გამო:

1.ცვლილებების შიში

ცვილილებების შიში გამოიხატება, როგორც აწმყო მდგომარეობის შენარჩუნების სურვილი.თუ აწყმო ვიზუალისთვის იდეალურია,ის მთელი ძალით ცდილობს შეინარჩუნოს და ეჭვიანობის მისეული გამოვლინება, ამ იდეალის შენარჩუნების მცდელობაა.

2.სიკვდილის შიში

ამ შიშის გამოვლინებაა ვიზუალის სურვილი უყვარდეთ.ეს ნიშნავს ამჩნევდნენ და თუ ამჩნევენ ის დაცულია. როდესაც ვიზუალი პარტნიორისგან გრძნობს უყურადღებობას, ის ვარდება პანიკაში. ეჭვიანობის გამო შეიძლება ფიზიკურადაც კი გახდეს ავად, რომ როგორმე პარტნიორის ყურადღება მიიღოს.ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხდება ქვეცნობიერ დონეზე და თავად ვიზუალმა ამის შესახებ არაფერი იცის.

3. ეჭვიანობა ჯგუფზე

როდესაც ეჭვიანობას განვიხილავთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეჭვის „ღმერთი“ ყნოსვის ვექტორიანი. იგი თავად ეჭვიანობაა. მისი ფუძე-უსაფრთხოება თავადვე გულისხმობს ეჭვის აუცილებლობას და ნებისმიერში ეჭვის შეტანას. ყნოსვისთვის ეჭვი ეს არის ის „სუნი“ , რაც მას ფუნქციის შესრულებაში ეხმარება. განვითარებული ყნოსვის ვექტორიანის ე.წ. ეჭვიანობა ყოველთვის დაფარულია და მიმართულია ჯგუფის უსაფრთხოებისკენ.

დანარჩენი ოთხი ვექტორისთვის ეჭვიანობა იცვლება თანდართული ვექტორების მიხედვით.

კუნთის ვექტორიანისთვის ეჭვიანობა არ არსებობს. მას არ აქვს არც საკუთარი „მე“ და არც პირადი საკუთრების ქონის სურვილი.

ურეთრალი ბუნებით პოლიგამია და ეჭვიანობა არ ახასიათებს. ის თვლის, რომ ბელადია და ყველა მისია, თავად კი ყველასია, შესაბამისად არ ეჭვიანობს არავისზე. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას კან-ვიზუალი დედოფალი ღალატობს, ასეთი დედოფალი კვდება.

ზედა ვექტორებიდან სმენის და ორალის ვექტორები განსხვავებულ ელფერს აძლევენ ქვედა ვექტორების ეჭვიანობას.

მაგალითად, ანალ-ორალი ხმამაღალი ღრიალითა და ბილწსიტყვაობით გამოხატავს ანალური ვექტორის ეჭვიანობის განცდებს. ანალ-სმენა მეტად მასშტაბურად განიცდის ეჭვიანობას და მას სერიოზული გაანალიზების სურვილი ექნება ამ მოვლენის თითოეული დეტალისა.

კან-ორალი მოაწყობს სკანდალებს. კან-სმენა უფრო ტოტალურად და თანამედროვე მეთოდებით გააკონტროლებს პარტნიორს.

ისტორიიდან ცნობილია მმართველი ურეთრალ-ყნოსვების „ეჭვიანობის“ ფაქტები. შაჰ აბასმა მხოლოდ შეთქმულებაზე ეჭვის გამო საკუთარი შვილი წამებით მოაკვლევინა. თემურ ლენგმა მის წინააღმდეგ ამბოხებული ჯარის ყოველი მებრძოლი დახოცა და მათ სისხლში იბანავა. იულიუს კეისარმა აჯანყებულ ლეგიონში ყოველი მეათე სიკვდილით დასაჯა, დამპყრობილ გალიაში კი სისხლის მდინარეები მიუშვა, აჯანყებულთა ერთ-ერთი ტომი მთლიანად გააჟლეტინა. რომის დიქტატორი სულა ადამიანებს იმისთვისაც კი სჯიდა სიკვდილით, თუ მოეჩვენებოდა, რომ მათ ,,სახიფათოდ შეხედეს“ (ავტორი - ს.ღ.).

და ბოლოს, ეჭვიანობა და მისი გამოვლენის ფორმები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვექტორის განვითარების დონეზე, ტემპერამენტზე, ადამიანის ასაკზე, ქვეყნის მენტალიტეტზე და კომბინირებისას თანდართულ ვექტორებზე.

ავტორი: ნინო მეგრელიშვილი

YOU MAY ALSO LIKE

  • ურთიერთობების სისტემური ხედვა

  • ბიძგი ვექტორულ განვითარებაში - ზოგადი მიმოხილვა

  • სექსუალობის სისტემური ტიპოლოგია

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მესამე ნაწილი)

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (1)

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს

  • ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო

  • სექსუალობის ფსიქოლოგია