ყნოსვის ვექტორი (მოკლე მიმოხილვა)
ყნოსვის ვექტორი (მოკლე მიმოხილვა)
მაშ ასე - ადამიანი ყნოსვის ეროგენული ზონით. შეიძლება კიდეც შეგხვედრიათ ადამიანი მუდამ უკმაყოფილო, ამრეზილი გამომეტყველებით, რაზეც არ უნდა საუბრობდეს ეს გამომეტყველება სახიდან არ შორდება, როდესაც გესალმებათ მისი მზერა ზიზღითაა გამსჭვალული. საუბრობს ნაწყვეტ, ნაწყვეტად, ეჭვიანი, შემპარავი ხმით, საუბრისას არ ჩქარობს, ყოველ სიტყვას წონის, ურჩევნია იშვიათად ისაუბროს და სხვებს უსმინოს. აქვს პატარა, მსუსხავი თვალები, მაქსიმალურად ცდილობს ახლო ურთიერთობები არავისთან დაამყაროს. მაშინაც კი როდესაც მენეჯერად მუშაობს (ეს ხშირადაა მისი პროფესია) ადამიანებთან კონტაქტს მაინც მაქსიმალურად ერიდება. საუბარში ემოციას ვერასოდეს შეატყობთ, ოფისში თითქმის არასოდეს ჯდება საერთო სასადილოში. თუ შედის, ამას აკეთებს შეუმჩნევლად და მისი მზერა ყველას ისე სუსხავს, რომ ყველანი უხერხულად იშმუშნებიან. ისეთი შეგრძნება ჩნდება რომ თანამშრომლებს მისი ან ეშინიან, არ არ უყვართ, ან ეზიზღებათ.
ესაუბრებით ყნოსვის ვექტორიანს და თავს ისე გრძნობთ თითქოს რენტგენის ხედვის ქვეშ იმყოფებით, ერთი სული გაქვთ სათქმელი დროზე უთხრათ და რაც შეიძლება ჩქარა გამოიქცეთ მისგან. ყველა მისმა გარშემომყოფმა იცის, რომ ასეთი ადამიანის მოტყუების მცდელობა ამაოა. გაშიფროს ადამიანები, ეს უნარი მას ბუნებისგან აქვს ბოძებული. მათზე ხშირად ამბობენ, რომ ზედმეტად ბევრს გამოიმუშავებენ, მაგრამ ზუსტად რამდენს, ან როგორ, ეს არავინ იცის. ოფისში მათი კაბინეტის კარზე ხშირად ნახავთ წარწერას: ,,მრჩეველი“, ,,მოადგილე“, მაგრამ თითქმის არასოდეს არიან დირექტორები. ამას ზედმეტ თავის ტკივილად თვლიან. ყნოსვები ის ხალხია, რომლებიც თავს სრულიად სხვა კუთხით ავლენენ. ყნოსვებს ხელში აქვთ ძალაუფლების ძაფები, მაგრამ ყოველთვის გაურბიან ღია ძალაუფლებას, ურჩევნიათ კულისებიდან მართონ, თავად კი შეუმჩნეველნი დარჩნენ. სწორედ ამიტომ ხშირია შემთხვევა, როცა მათ კომპანიაში ხუთი დირექტორი იცვლება, თვითონ კი მუდმივად თავის ადგილზე რჩებიან.
ყნოსვის ვექტორიანები ფლობენ ყველაზე გასაოცარ და უიშვიათეს ინტელექტის ტიპს, ინტუიციურ ინტელექტს. ბევრი ადამიანი ცდილობს მიიწეროს ისეთი მოვლენა, როგორიც ინტუიციაა, შეიძლება სხვებსაც აქვთ მექანიზმი, რომელიც ამას რაღაცით წააგავს, მაგრამ ნამდვილი, მაგიური, გასაოცარი შესაძლებლობა შეიგრძნოს საფრთხე, შეიგრძნოს ადამიანის რეალური სურვილები, აქვთ მხოლოდ ყნოსვის ვექტორიანებს. ასეთი გამორჩეული მექანიზმი მათ აქვთ განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად, ისინი შეიგრძნობენ საფრთხეს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი ჯგუფისთვის. ამიტომ ყნოსვის ვექტორიანებს ხშირად ვხვდებით უშიშროებაში, დაზვერვის სამსახურში, პოლიტიკაში, მედიაში (მასობრივი ინფორმაციის წყაროდ), ყველა იმ დარგში, რომელიც მას ეხმარება აკუმულირება გაუკეთოს იმ ძაფებს, რომლებსაც შეიძლება შეეხოს და ამით რადიკალურად შეატრიალოს სიტუაცია თავის სასარგებლოდ კომპანიაში, ჰოლდინგში, ან მთელ სახელმწიფოშიც კი.
ყნოსვის ვექტორიანებს ახასიათებთ უკმაყოფილო, ამრეზილი გამოხედვა, ეს მათი საფირმო ნიშანია, რაც მათ სხვებისგან განასხვავებს. მათი სახე რაღაცნაირ ზიზღს და დაცინვას გამოხატავს. ეს ასახავს მათ დამოკიდებულებას სხვების მიმართ. რატომ არის ის ასეთი ზიზღნარევად დამცინავი და მიზანთროპი (კაცთმოძულე)? იმისთვის, რომ ჯგუფი ,,გაინძრეს”, საჭიროა არსებობდეს ვიღაც, ვინც ჯგუფის მოძრაობას თვალყურს ადევნებს. ასეთი ადამიანები ძალზე ცოტანი არიან, სულ რაღაც 1%. ადამიანების უმეტესობა ყოველდღიური საქმეებითაა დაკავებული, რაც ყნოსვის ვექტორს არარაობად მიაჩნია. სხვა როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მათთან?!
ყნოსვის ვექტორიანები რაღაც აზრით საკაცობრიო ჯოგის მწყემსები არიან. ბიზნესის კუთხით ყნოსვები ბუნებრივად ფინანსისტები არიან, თითქოს ამ საქმისთვის გაჩნდნენ. მაგრამ მწამოებელი ბიზნესმენები არა. მათი სტიქია, მათი ძლიერი მხარე – ფინანსებია. რატომ? იმიტომ რომ ფინანსები მათ ეხმარება შეასრულონ საკუთარი ბუნებრივი დავალება. ყნოსვის ვექტორიანებს, ისე როგორც კანებს, ხშირად შეხვდებით ბიზნესში, ეკონომიკასა და ფინანსებში. მაგრამ ამ ყველაფერს კანებისგან სრულიად განსხვავებულად აკეთებენ. კანის ვექტორიანები, დარბიან, ფინანსურ გრაფებს უყურებენ და როცა რაღაც რიგზე არ არის ნერვიულობისგან თმები ყალყზე უდგებათ. ყნოსვის ვექტორიანები ამ ყველაფერს ბევრად უფრო დახვეწილად აკეთებენ. ისინი სხედან საკუთარ კაბინეტებში, შეიძლება კომპიუტერი არ კი ჩართონ, ისე გააკეთონ გათვლა. ყნოსვები საკითხს სხვანაირად წყვეტენ. ისინი აგვარებენ საქმეებს სატელეფონო ზარებით, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეიძლება ფინანსური კრიზისი გამოიწვიონ, ჩაძირონ კონკურენტი ფირმა და ა.შ. ის რაც კანის ვექტორიანისთვის მოცემულობაა, ყნოსვებისთვის მათი კონკრეტული ძალისხმევის შედეგია. ნამდვილი ფული კანური წვრილმანი საქმეებით არ კეთდება. ამისთვის სრულიად სხვა თვისებებია საჭირო. ისეთი, როგორიც ყნოსვის ვექტორიანებს აქვთ.
როგორც იცით რაოდენობის მხრივ ყნოსვის ვექტორი ყველაზე იშვიათი ვექტორია. სულ რაღაც 1%, შეიძლება ნაკლებიც. არის ერთი კარგი სიახლეც ყნოსვის ვექტორიანებისთვის. ყნოსვის ვექტორში უკიდურესად იშვიათია ცუდი მდგომარეობები. ყნოსვის ვექტორი იმდენად იშვიათი ვექტორია, რომ ბუნება მათ ერთგვარად აზღვევს და აძლევს მოქმედების თავისუფლებას. ამიტომ ყნოსვის ვექტორში უკიდურესად იშვიათად ვხვდებით ცუდ მდგომარეობებს.
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე