ჯგუფი, როგორც სისტემა მოქმედებასა და განვითარებაში
ჯგუფი, როგორც სისტემა მოქმედებასა და განვითარებაში
კაცობრიობა (ჯგუფი, ადამიანთა ჯოგი) უწყვეტ მოძრაობაში იმყოფება. ეს სიცოცხლისა და განვითარების მთავარი აქსიომაა. სამყარო რთულდება, იზრდება მოცულობასა და სტრუქტურაში. კაცობრიობის ყოველი ელემენტი — ადამიანური ერთეული, ანუ ცოცხალი ნივთიერების კაფსულა, — წარმოადგენს თვისებათა მატარებელს, რომელიც განაპირობებს იმ ფუნქციათა შესრულებას, რომლებიც აუცილებელია სისტემის არსებობისთვის. 8 ზომა ერთიანი ორგანიზმისა, რომელსაც კაცობრიობას უწოდებენ, გარკვეულ ადგილს იკავებს საერთო მოძრაობის წესრიგში. ამ წესრიგის გაგება, ვექტორთა განლაგების პრინციპის გაცნობიერება საერთო, უწყვეტად მოძრაოვ მოდელში, თანმიმდევრულად ახდენს სისტემის ფორმირების გაგებას ნებისმიერ დონეზე — მთელი კაცობრიობის, მცირე კოლექტივის და ცალკე აღებული ადამიანის მასშტაბებში.
როგორ ხდება ჯგუფი მოძრაობა.
მაშ ასე, რასთანაა დაკავშირებული უწყვეტი მოძრაობა? მოძრაობის მიმართულება იმ სახითაა მოცემული, რომ სიცარიელე ყოველთვის ავსებას მოითხოვს, ხოლო სურვილი — რეალიზაციას. სამყარო იმიტომ არსებობს, რომ არსებობს მიღების ძალა და გაცემის ძალა, მიღების სურვილი გვაიძულებს გამცემი ძალისკენ მოძრაობას. ამ მოძრაობის აბსოლუტურ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს სისტემის სრული გადაწყობა მუდმივი გაცემის მდგომარეობად. მაგრამ ეს არაა ჯადოსნური ცვლილება, რომელიც უეცრად დაემართება მთელ კაცობრიობას, — ესაა თანდათანობით მიმდინარე პროცესი, რომელიც ხდება მიმღები და გამცემი თვისებების ბალანსის შეცვლისას. ყველა ცვლილება ხდება ორ ზომაში, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოძრაობის აზრია, მეორე კი — ამ აზრის ანარეკლი ფიზიკურ სამყაროში. თვალსაჩინოებისთვის დავარქვათ ამ ორ ზომას მდგომარეობათა ღერძი და დროის ღერძი.
— მდგომარეობათა ღერძი — ევოლუციის აზრის მიმართულება, მისი ცვლილების, ზრდისა და გართულების სფერო, სადაც მიმდინარეობს გამცემი და მიმღები თვისებების ბალანსის თანდათანობითი ცვლილება. გამოიხატება, როგორც ჯგუფის გადასვლა მდგომარეობიდან მდგომარეობამდე. მდგომარეობათა ღერძზე მოძრაობაზე პასუხს აგებს ორი მეოთხედი: ინფორმაციის და ენერგიის.
— დროის ღერძი — აზრის ცვლილების გამოვლინება ფიზიკურ, მატერიალურ დონეზე. მდგომარეობათა ნებისმიერი ცვლილება (არსის ევოლუცია), იწვევს ცვლილებებს ფიზიკურ სამყაროში, რაც ვლინდება დროში მიმდინარე ცვლილებად. დროის ღერძზე მოძრაობა ხორციელდება დროისა და სივრცის მეოთხედების მეშვეობით.
ჯგუფის მდგომარეობა.
დროის ყოველ მომენტში არსებობს რაღაც გარკვეული მდგომარეობა, და ასევე მისი ცვლილების პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია ყოველწამიერად დავაკვირდეთ კერძო მდგომარეობას ჯგუფის ცალკე აღებული ერთეულისთვის. და ამავდროულად არსებობს ჯგუფის საერთო მიზნობრივი მდგომარეობა, რომლის დაფიქსირებაც ჩვენ არ შეგვიძლია. ამ მდგომარეობისკენ მოძრაობა განსაზღვრულია ჯგუფის ყოველი ელემენტისთვის, მიუხედავად გაცნობიერებულობის დონისა ან კერძო სურვილისა, — უბრალოდ იმიტომ, რომ ჯგუფი ერთ მთლიანს წარმოადგენს.
რას ნიშნავს კერძო და საერთო? ნებისმიერი მოვლენა შეგვიძლია ავღწეროთ ინფორმაციით. მაგალითად ავიღოთ სუფრის კოვზი. კოვზის საერთო მახასიათებელი — ესაა საჭმლის მისაღები მოწყობილობა. კოვზის კერძო მახასიათებლები — ესაა მასალა, რომლისგანაც იგი დამზადდა, წარმოების ადგილი და თარიღი, წონა, გამოსახული ორნამენტი, მისი მოხმარების ისტორია და ა.შ. ამგვრად ინფორმაციის მეოთხედი ყველა მოვლენას აღწერს. ვიზუალური ვექტორი — ესაა კერძოს აღქმა, დეტალის გამორჩევა სამყაროს საერთო სურათიდან. და მისი საპირისპირო — სმენითი ზომა, სურათის აღქმა მთლიანად, საერთო მდგომარეობა. ჯგუფში ეს ვლინდება, როგორც ერთი მხრივ, კერძო სურვილი — მივიღოთ ყოველი ცალკეული ელემენტისგან, და, მეორე მხრივ, გაცემის საერთო მდგომარეობა, რომლისკენაც ჯგუფი მიისწრაფვის. მაგრამ კერძო მდგომარეობა — ესაა სტატიური ელემენტი, მოძრაობისთვის კი აუცილებელია ცვლილებები, ცვლილებათა აღმძრავი ძალები. ამ როლს ენერგიის მეოთხედი ასრულებს.
დავუბრუნდეთ სუფრის კოვზის მაგალითს: თუკი გავაერთიანებთ კოვზს სუფრის სხვა მოწყობილობებთან — დანასთან და ჩანგალთან, — მივიღებთ უფრო მაღალი თანრიგის სისტემას, რომელსაც უფრო რთული ფუნქციების შესრულება შეუძლია. კოვზით შეგვიძლია მხოლოდ სუფი მივირთვათ, ნაკრებით კი შეგვიძლია სრულფასოვნად ვისადილოთ. მაგრამ ჩვენს ნაკრებში არის ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული ფუნქციის მქონე საგნები, და უნდა გავანაწილოთ, რითი მივირთმევთ მაგარ საჭმელს, რითი მივირთმევთ სითხეებს და რა შემთხვევაში მოვიხმართ დანას. ენერგიის მეოხედის ორი ზომა — ორალური და ყნოსვითი — სწორედ ასე იქცევიან ჯგუფთან, როგორც ახლახანს მოვიქეცით კოვზთან მიმართებაში. ორალური ვექტორი პასუხს აგებს გაერთიანებაზე — განცალკევებული ელემენტების ერთმანეთთან კოოპერირების უნარით საერთო გამაერთიანებელი აზრის ბაზაზე. ყნოსვის ვექტორი — ახდენს რანჟირებას, ყოველ ელემენტს ადგილს მიუჩენს ჯგუფში, მისი ფუნქციური თავისებურებების შესაბამისად.
ჯგუფის ფიზიკური გამოვლინება.
კორპუსკულურ-ტალღური თეორია ფიზიკაში, რომელიც შეისწავლის მიკრო-ნაწილაკებს და მათი მოძრაობის კანონებს, გამოდის მდგომარეობიდან, რომ სინათლე — ესაა ერთდროულად ნაწილაკიც და ტალღაც. თუკი გავაკეთებთ ანალოგიას ჩვენს მიერ გარჩეული მდგომარეობების ცვლილებასთან, გამოვა, რომ ინფორმაციის მეოთხედი — ესაა ნაწილაკები, ხოლო ენერგიის მეოხედი — ტალღა, რომელიც პასუხს აგებს მოძრაობაზე. როგორ ხდება არსობრივ მდგომარეობათა ცვლილებების ასახვა ფიზიკურ სამყაროში? სარკულად: არის კერძო მდგომარეობები, წარსული, და არის მომავალი, საითკენაც ჯგუფი მოძრაობს. ჯგუფის სხეული გაერთიანებულია ერთიანობის შეგრძნებით და რანჟირებულია საკუთარი თავის ლანდშაფტზე გამოვლენის შესაბამისად. მდგომარეობა, რომელიც აღწერილია საერთოთი და კერძოთი, ფიზიკურ სამყაროში დროის მეოთხედით ვლინდება. არსის მოძრაობა, მოცემული გაერთიანებით და რანჟირებით, ფიზიკურ სამყაროში სივრცის მეოთხედით ვლინდება. ნაწილაკები მდგომარეობათა ღერძზე იქცევიან ტალღად — დროის ღერძზე, და პირიქით. ფიზიკური სამყარო, რომელიც დროის ღერძზე მოძრაობს, შემდეგნაირად გამოიყურება: ურეთრალურ ვექტორს ჯგუფი მომავლისკენ მიჰყავს, ჯგუფის ძირითადი მასა — ესაა კუნთური სხეული, რომელიც ვერ აცნობიერებს კერძობრიობას. კუნთური სხეულის მოძრაობის ორგანიზაციას ახდენს კანის ვექტორი. ანალური ზომა პასუხს აგებს კერძო მდგომარეობების შენარჩუნებაზე, წარსულზე.
ორი ღერძი წარმოადგენს ერთ სისტემას: მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება მაშინვე აისახება ფიზიკურ სამყაროზე. კაცობრიბის არსის ევოლუციაზე პასუხს აგებენ ზედა ვექტორები. იმაზე, თუ როგორ ვლინდება ეს ფიზიკურ სამყაროში — ქვედები.
ვექტორული წყვილები კაცობრიობის ბუნებაში.
სისტემის ორმაგობა შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ ჯგუფის მთელ ორგანიზმთან მიმართებაში, არამედ ცალკე ვექტორებთანაც. ყოველ ზედა ვექტორს გააჩნია თვისებებით იდენტური ქვედა ვექტორი-ანარეკლი. წყვილების შედგენაში დაგვეხმარება ყოველი ზომის ფუძის გაგება. ფუძე — ესაა უმაღლესი თანრიგის მიზეზი, რომელიც პასუხს აგებს ჯოგში ვექტორის ფუნქციის საფუძველზე. ჩამოვთვალოთ რვავე ზომის ფუძეები:
ვიზუალურის — კერძო (ნაწილობრივი)
სმენის — საერთო
ორალურის — გაერთიანება
ყნოსვის — რანჟირება
ანალურის — წარსული
ურეთრალურის — მომავალი
კუნთის — მატერია
კანის — ფორმა
ახლა შევხედოთ, თუ როგორ აისახება ყოველი ზომა არსის კატეგორიიდან ფიზიკურ სამყაროში.
ვიზუალური ვექტორი — ესაა აწმყოსა და წარსულის ღირებულებები, ნაწილები, დეტალები, რისგანაც შედგება საკუთარი „მე“. ესაა ინფორმაციის შეგროვების უნარი განცალკევებული ელემენტების, ამწამიერი ღირებულებების სახით, და ამ ინფორმაციის გადაცემა, როგორც მარადიული ღირებულების დეკლარაცია. ანალურ ზომაში სწორედ ასეთივე ფუნქციებია ჩადებული, ოღონდ ფიზიკურ სამყაროსთან მიმართებაში: ესაა ინფორმაციის შეგროვება წარსულიდან, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შენახვა. და ამ ორი ვექტორის ყოველ თვისებაში არის სარკული ანარეკლი: ანალური ვექტორი არ მონაწილეობს საერთო მოძრაობაში, წარსულს ეჭიდება, ხოლო ვიზუალური — არ მონაწილეობს გაერთიანებაში. ანალური ზომის ფუნქცია სწავლებაა, ხოლო ვიზუალურის — აღზრდა. ორივე ვექტორი გამოირჩევა ჯგუფის ცალკეულ ელემენტთა დიფერენცირების განსაკუთრებული უნარით, მათი შედარებით საკუთარ კერძობრიობასთან, რაც ანალურ ზომაში გამოხატულია მამაკაცური მეგობრობით, თვისებათა თანაბრობის მიზიდულობით, ხოლო ვიზუალურში — ქალური მეგობრობით, ერთნაირი ბრწყინვალების პრინციპით.
ორალური ვექტორი, რომელიც პასუხს აგებს აზრის დონეზე გაერთიანებაზე, თავად არ წარმოადგენს აზრის წარმომშობს, როგორც შეგვეძლო ეს გვევარაუდა. არსი, რომელსაც შეუძლია ჯგუფში ელემენტთა დიდი რაოდენობა გააერთიანოს, უნდა იყოს ცხოველური ბუნების ფრიად განზოგადებული მახასიათებელი. ორალური ზომა იტაცებს ამ მახასიათებელს საერთო არაცნობიერისგან და ვერბალურად ააქტიურებს ქცევის პატერნს, რომლის დასასრულსაც წარმოადგენს ერთიანობის შეგრძნება. ფიზიკურ სამყაროში არის კუნთური ზომა, რომლისთვისაც თვისობრივადაა წინასწარგანსაზღვრული ერთიანობის შეგრძნება და კერძო „მე“-ს არარსებობა.
ყნოსის ვექტორი, რომელიც პასუხს აგებს რანჟირებაზე, ჯგუფს აიძულებს, რომ სისტემურად დალაგდეს ფუნქციონალური ნიშნების მიხედვით. არსის დონზე ხდება იმ საფრთხის პოტენციალის განსაზღვრა, რომელიც ჯგუფის ყოველი ელემენტისგან მომდინარეობს, და იმ სტრატეგიული მოდელის დალაგება, რომელიც აუცილებელია გადარჩენისთვის. ფიზიკურ სამყაროში ეს ვლინდება კანური ზომით, რომელიც პასუხს აგებს ფორმაზე. კანის ვექტორი კოლექტივში ურთიერთობებს ალაგებს თვითოეული ელემენტის სარგებლიანობის შეფასების საფუძველზე.
და ბოლოს, სმენის ვექტორი, რომელიც პირველ-მიზეზისკენ, გაცემის ძალისკენ მოძრაობს და მთელი ჯგუფი თან მიჰყავს. სმენური ზომა არ ცხოვრობს აწმყო მდგომარეობაში, დროის ყოველ მონაკვეთში მისთვის მნიშვნელოვანია პოტენციალი, მომდევნო მდგომარეობა. ფიზიკურ სამყაროში ეს ვლინდება ურეთრალური ზომით, რომელიც ჯოგის სხეულის გარეთ იმყოფება და ჯგუფს მომავლისკენ ამოძრავებს.
რა არის ის ღერძი, რომელიც ამ წყვილებს აკავშირებს და იდენტურ თვისებებს აძლევს მათ? ესაა ბუნების 4 დონე:
არაცოცხალი — გამოხატულია კუნთური და ორალური ზომებით;
მცენარეული — გამოხატულია ანალური და ვიზუალური ზომებით;
ცხოველური — გამოხატულია კანური და ყნოსვითი ზომებით;
ადამიანური — გამოხატულია ურეთრალური და სმენითი ზომებით.
ყოველ ვექტორს ჯგუფში თავისი წვლილი შეაქვს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ ბუნებას უკავშირდება. კუნთური და ორალური ზომა პასუხს აგებენ აზროვნებაზე, მთელი სხეულის საერთო აზრით გაერთიანების მეშეობით. ანალური და ვიზუალური ზომა — ესაა საკუთარი თავის გარესამყაროსთან დაპირისპირება, რაც აუცილებელია ურთიერთქმედებისთვის. კანის და ყნოსვის ვექტორები პასუხს აგებენ მოძრაობაზე, მათთვის დამახასიათებელი აწმყოს შეგრძნებისა და მოქნილობის გათვალისწინებით. სმენითი და ურეთრალური ზომები წინ უსწრებენ ლანდშაფტს, მიზანს სახავენ ყველა დანარჩენისთვის და პასუხს აგებენ ჯგუფის განვითარებაზე. ზუსტად ასევე, ბუნების დონეების მიხედვით, იცვლება კაცობრიობის განვითარების ფაზებიც. ყოველი ფაზა ხასიათდება წყვილი ვექტორებით. ჯგუფში ფუნქციონალის გართულება და დაგროვება იწვევს ბუნების ახალ დონეზე გადასვლას.
ამგვარად, ჯგუფი — ესაა სისტემა, რომელიც შედგება ორი პირობითი სხეულისგან, აზრობრივისგან (ფსიქიკური) და ფიზიკურისგან. ცვლილებები ამ სხეულებში პარალელურად მიმდინარეობს, ამასთან, მატერიალური ნაწილი წარმოადგენს აზრობრივი ნაწილის შედეგს. სწორედ ამ წესრიგის გაგებაა აზროვნების სისტემურობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სტრუქტურა არსებობის ნებისმიერ დონეზე.
ოლესია რიჟენკო, ვიაჩესლავ იუნევის ლექციათა მასალების მიხედვით. http://academy8.ru
მთარგმნელი: მამუკა გურული