მოკლედ რვა ვექტორის შესახებ


მოკლედ რვა ვექტორის შესახებ

ბურლანს სტატიაში აქვს დაშვებული მთელი რიგი უხეში შეცდომები (მაგალითად ანალ-ვიზუალი ქალი არაა მხოლოდ ცოლი და დედა, მას აქვს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქციური მოდელი. ასევე მნიშვნელოვანი შეცდომაა ის, რომ ,,კეთილი ბელადი არ არსებობს” – იხილეთ ურეთრალ ვიზუალის შესახებ ქართული ჯგუფის ლექცია), რომელთა შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ვექტორული კომბინაციების ქართული ჯგუფის ლექციებში. ასევე გამოთქმული აქვს მთელი რიგი მოსაზრებები და მიდგომები, რომლებსაც სვფ-ს ქართული ჯგუფი არ იზიარებს, თუმცა სტატიაში არის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი შტრიხიც, რის გამოც გადავწყვიტეთ სტატიის თარგმნა – სერგო ღამბაშიძე

1. ანალური ვექტორი – ცოდნის შემნახველი.

ამ ვექტორისათვის დამახასიათებელია კონსერვატიზმი თითქმის რიგიდულობამდე. ასევე არის სისუფთვისა და წესრიგის მოყვარული. ამასთან ერთად “სისუფთავისადმი,” როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამიტომ ისინი ყოველთვის სისუფთავისათვის მებრძოლებია ირგვლივ და გაკრიტიკების დიდი მოყვარულნიც. მათთვის აუცილებლობას წარმოადგენს, რომ “ასუფთაონ” და “მოაწესრიგონ” ყოველივე.

ოჯახურ დონეზეც ისინი ასევე “სუფთები” არიან. ანალი – ბინძურის სცენარით – ეს უკვე სერიოზული პრობლემის სიმპტომია, რომელსაც აქ არ ჩავუღრმავდებით. ისინი საიმედო, უეშმაკო ადამიანები არიან, რომლებსაც “საიმედო ზურგსაც” უწოდებენ. ამასთან ეშმაკობის არ ქონა აიძულებს მათ იყვნენ ყოველი შემთხვევისათვის ყველაფრისადმი ეჭვიანები, ფრთხილები, რადგან, ხომ შეიძლება კვლავ მოატყუონ?

ისინი ბეჯითები, მუყაითები და კირკიტა ადამიანები არიან, ამიტომ ითვისებენ ისეთ პროფესიებს, სადაც საჭიროა ცოდნის უზარმაზარი მოცულობა. მაგალითად, ხდებიან სწავლულები. თუ გავიხსენებთ მათ რიგიდულობას და კონსერვატულობას მივხდებით თუ რატომ არ უყვართ მათ ნოვატორები მეცნიერებაში. ყოველგვარი ახალი მათთვის უნდა ეყრდნობოდეს ძველ და გამოცდილ ტომებს, სხვა მხვრივ ანალური ადამიანი არც კი გაიხედავს იქით.

განუვითარებელ მდგომარეობაში ისინი განაწყენებულნი არიან მთელ სამყაროზე, უმკაცრესი სადისტები და ძალმომრები არიან.

გარეგნობა: მძიმეწონიანნი ძლიერი ხელებით, მაგრამ ძალიან სუსტი ფეხებით (ხშირად მოღუნულით).

2. კანი – მოსარგებლე

ეს პირიქით ლაბირული, მკვირცხლი, მოხერხებული, გერგილიანი, სარგებლის, ეკონომიის, საერთოდ ყოველგვარი შემოსაზღვრულობის და თვითშემოსაზღვრულობის ადამიანია, ამიტომ კანის ვექტორიანები მუდმივად იმყოფებიან სპორტულ მოედნებზე და დიეტაზე. თუმცა ეს მათ საერთოდ არ სჭირდებათ: მათ მოქნილი და მოძრავი სხეულები აქვთ, კარგად დარბიან და საერთოდ ბუნებრივი სპორტსმენები არიან.

ხშირად მიდრეკილნი არიან ქურდობისაკენ (კან-ბავშვებს დედის მუცლიდან დაყვებათ ქურდობისაკენ სწრაფვა), სწორედ ამიტომ მათ ესმით ყველაზე მეტად კანონის აუცილებლობა. განვითარებული კანები ხდებიან იურისტები და კანონმდებლები.

კარგად ითვისებენ ისეთ პროფესიებს, სადაც საჭიროა სხეულის ფლობა, კარგი რეაქცია და სივრცის შეგრძნება, ასევე სადაც არ არის მონოლითურობა.

განუვითარებულნი: ქურდები ან ლოთები არიან (თუ არა აქვთ ქურდობის საშუალება).

3. კუნთი – მეომარი და მიწის მუშა

ესენი ძალიან უბრალო ადამიანებია, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი და იგივე ადგილას მონოტონურ სამუშოზე მუშაობენ და თავსაც მშვენივრად გრძნობენ. წაიმუშავა, მივიდა სახლში, “ჩაურტყა” ასი გრამი, უყურა ტელევიზორს, გადაბრუნდა და წაუძინა. ხოლო თუ ომია – წავიდეთ ვიომოთ, მერე რა! სწორედ, რომ მიწის მარილი არიან. მხოლოდ დალევა არ შეიძლება მათთვის – მხეცდებიან.

პროფესიები – ნებისმიერი მონოტონური ფიზიკური სამუშაო.

კუნთის ვექტორი, სიტყვამ მოიტანა და გვხდება ჩახშობილ მდგომარეობაში ადამიანთა უმრავლესობაში, შეთავსებული სხვა ვექტორთან, ის თვითონ უკვე არ ვლინდება, მხოლოდ ემატება სხვა ვექტორს.

გარგნობა: ჩაფსკვნილები, “დაკუნთულნი”

4. ურეთრალი – ბელადი.

შეუპოვარნი, ალტრუისტები, უდარდელნი, გატაცებების ადამიანები (“მუხრუჭების გარეშე”) და გატაცებულნი საკუთარი თავით.

ყველაზე მეტად ქვეყანაზე მათ უყვართ ძალაუფლება და სამართლიანობა. მაგრამ ძალაუფლება სჭირდებათ არა გასამდიდრებლად, როგორც კანებს, არამედ იმისთვის, რომ დაამყარონ სამართლიანობა.

ცუდად ჩაშენდებიან იერარქიებში, ვინაიდან ვერ გრძნობენ იერარქიულ აკრძალვებს. არასწორი აღრზდისაგან ისინი უმალ აღმოჩნდებიან კრიმინალურ გარემოში.

სხვათაშორის, ურეთრალი ქალები გვხდებიან უფრო ხშირად, ვიდრე ურეთრალი მამაკაცები, რადგან ამ ტიპის მამაკაცები ხშირად ბავსვობაშივე იღუპებიან თავიანთი აწყვეტილობის გამო, ხოლო ქალები უფრო თავშეკავებულნი არიან და ცოცხლობენ ღრმა მოხუცობულობამდე.

შესაბამისი პროფესიები ურეთრლებისათვის: ეს ან თავისუფალი მხატვრებია (ზედა ვექტორის არ არსებობისას), ან… მსაჯულები. დიახ, დიახ! ესენი ყველაზე საუკეთესო, ყველაზე პატიოსასნი და სამართლიანი მსაჯულებია, რომელთა მოსყიდვა ისევე შეუძლებელია, როგორც შეშინება. ურეთრალი-მსაჯული იღებს შესაძლებლობას რეალიზება გაუკეთოს ძალაუფლებას და სამართლიანობას – ორ რამეს, რაც მათ სისხლში აქვთ გამჯდარი.

ეს ოთხი ზემოთხსენებული ვექტორი ე.წ. “ქვედა” ვექტორებია. ნებისმიერ ადამიანს აქედან ერთერთი მაინც გააჩნია. ისინი პასუხს აგებენ ლიბიდოზე, “სასიცოცხლო” ძალაზე”, თუ გამოვთქვამთ მას მეტაფორულად.

შემდეგი ოთხი ვექტორი “ზედებია”. ისინი პასუხს აგებენ ინტილექტზე და სულიერ განვითარებაზე.

5. ვიზუალური

ემოციურობა, მგრძნობელობა, სიყვარული, ჩაგონებადობა, სიკეთე, ჰუმანიზმი, შემბრალებლობა, ირონია, სნობიზმი. ვიზუალური ვექტორი ზოგადად და მთლიანობაშიც პასუხს აგებს სიყვარულზე. აგრეთვე ექვემდებარება შიშებს და ფობიებს, აკი ყველა შიში იბადება სიბნელის შიშისგან, უფრო სწორად შიშისგან, რომ არ გახდეს იმ მტაცებლის ლუკმა, რომელიც გამოხტება სიბნელიდან.

იმაზე დამოკიდებულებით თუ რომელ ქვედა ვექტორს ერწყმის ვიზუალი, ჩვენ ვღებულობთ ოთხი ტიპის ვიზუალს, რომლებსაც შეესაბამება სხვადასხვა სახეობრივი როლი.

5.1 ანალ-ვიზუალი

ინტილიგენტი, რაფინირებული ესთეტი, მხატვარი. ესენი ყველაზე თბილი ადამიანები არიან, შესანიშნავად განვითარებულნი, განატიფებულნი და და კეთილები. ისინი ხდებიან სწავლულები (თუმცა თუ მათ სმენის ვექტორი არა აქვთ, მაშინ ყველა მეცნიერებას ვერ დაძლევენ. მაგალითად, ბირთვულ ფიზიკას ვერ ” გაქაჩავენ”), ფოტოგრაფები, დიზაინერები, ფსიქოთერაპევტები (არა ფსიქოანალიტიკოსი, ან ფსიქიატრი).

ანალ-ვიზუალი ქალი ეს ბრწყინვალე ცოლი და “შვილზე გაგიჟებული დედაა”, რომელიც თავს დაჰკანკალებს თავის ბავშვებს.

ნეგატიური სასიცოცხლო სცენარის შემთხვევაში, ანალ-ვიზუალი მამაკაცი “დედიკოს ბიჭია”, რადგან დედიკო მისთვის ყველაზე სუფთა ქალია დედამიწის ზურგზე! აკი ანალები ყველაფერს და ყოველივეს “სუფთებად” და “ბინძურებად” ჰყოფენ.

5.2 კან-ვიზუალი

ეს ქალთა ერთადერთი ტიპია, რომელიც ერთვება მამაკაცურ იერარქიაში. საბრძოლოდ განწყობილი მეგობარი-ქალები, ბიზნეს ლედები და ა. შ. ეს, ყველა ესენია. საქმიანები, სპორტულები, ელეგანტურები, არტისტები, დედობრივ ინსტიქტს მოკლებულნი (თუმცა ბავშვები უყვართ) და საერთოთ სურვილიც კი არ გააჩნიათ ბავშვის დაბადების. ისინი ხდებიან მომღერლები, აქტიორები, მოცეკვავეები, შედიან ექსტრემალურ სპორტში და რა თქმა უნდა ბიზნესში. ისინი ბავშვთა შესანიშნავი აღმზრდელები არიან.

განუვითარებელ მდგომარეობაში კან-ვიზუალი ქალები “მოკლე ჭკუის” არიან, როგორც იტყვიან “ტვინს უბურღავენ” ქმრებს და ხდებიან ოჯახური ძალმომრეობის მსხვერპლნი. ხოლო კან-ვიზუალი ბიჭუნები ერთადერთნი არიან, რომლებიც მამაკაცურ იერარქიაში ვერ ეწერებიან. არიან ძალიან ფაქიზები, გულჩვილები. მათ არ გააჩნიათ თავიანთი სახეობრივი როლი და თავიანთ პირვეყოფილ ჯოგშიც უსარგებლონიც იყვნენ. ჩვეს დროში ესენი მომღერლები და აქტიორებია: ემოციურნი და პლასტიკურები.

5.3 კუნთ-ვიზუალი

ესენი დიდი და კეთილი ხალხია. ქალთა შორის–ესენი არიან “ძიძის” და “მომვლელი ქალის” ტიპაჟები, რომლებიც მთელი სიცოცხლე გამოულეველი მოთმინებითა და სიკეთით თავს ევლებიან ავადმყოფებს და დაუძლურულებს. მამაკაცებს შორის ეს ტიპები წარმოდგენილია დაახლობით “დოყლაპიებად” და “დონდლოებად” – ჯამრთელი მამაკაცებით, რომლებსაც “ჩიტებიც” კი ეცოდებათ. ეს იშვიათი ტიპია, რადგან სუფთა კუნთურ ვექტორს ზედა ვექტორები იშვიათად ეთავსებიან.

5.4 ურეთრალ-ვიზუალი

ზღვარგადასული ემოციურობა, ვნებიანობა.

საკმაოდ იშვიათი ტიპაჟი, განსაკუთრებით მამაკაცთა შორის. “კეთილი ბელადი” – ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს (აქ ბურლანი ცდება. იხილეთ ქართული ჯგუფის ლექცია ურეთრალ-ვიზუალური კომბინაციის შესახებ)

6. სმენა-ღამის გუშაგი, ვარსკვლავთმრიცხველი

თვითჩაღრმავება, ინტროვერტი, ცხოვრების აზრის ძიება, აბსტაქტული აზროვნება, ეგოცენტრიზმი, დეპრესიულობა, აუტიზმი, იდოლოგი, ისინი არიან ფანატიკოსი მორწმუნეებიც და მებრძოლი ათეისტებიც. მათ ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება იცოცხლო ცხოვრების აზრის ძიების გარეშე.

შევნიშნავ, რომ სმენებს უყვართ არა ხმები, არამედ სიჩუმე (ხოლო დეპრესიულ მდგომარეობაში ხშირად აქვთ ჩვევა შემოიზღუდონ ხმამაღალი მუსიკისაგან, გარშემომყოფი ხმაურისაგან). ვერ იტანენ ყვირილს, ხმამაღალ საუბრებს.

ეს ერთადერთი ვექტორია, რომელსაც არ უყვარს საკუთარი სხეული და მას ეპყრობა როგორც “სულის ტვირთს”.

მათ სძინავთ ფხიზლად (მუდმივ მიყურადებულნი არიან), მათ საერთოდ არეული აქვთ ძილი. ღამით ცდილობენ, რომ არ დაიძინონ, უყურონ ვარსკვლავებს, ან შემძვრალნი არიან ინტერნეტში.

გარეგნულად არიან გამხდარნი (განსაკუთრებით კან-სმენები), მათ აქვთ უემოციო იერი და არაფრისმთქმელი სახე.

6.1 ანალ-სმენა

მწერალი, მთარგმნელი, ლინგვისტი, პროგრამისტი, ფსიქიატრი, ფიზიკოსი

6.2 კან-სმენა

ჟურნალისტი, მფრინავი, ინჟინერი

6.3 ურეთრალ-სმენა

პოეტი, კომპოზიტორი.

პუშკინი, ესენინი და მოცარტი იყვნენ ურეთრალ-სმენები.

საინტერესოა, რომ ურეთრალური და სმენის ვექტორები არ განზავდებიან. ამ ვექტორების მქონე ადამიანი როგორღაც გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში: დღეს ის დროს ატარებს ქალებში, სვამს და ჩხუბობს, ხვალ კი მას ერთვება სმენა, ამასთან ერთად გამოერთვება ქვედა ვექტორი (“ქვენა გრძნობების გამგე”) და ჩვენც ვღებულობთ “სუფთა სმენის” ადამიანს, რომელიც წერს შესანიშნავ ლექსებსა თუ მუსიკას.

6.4 კუნთ-სმენა

მშვიდი, შეუმჩნეველი მუშა, მაგრამ თავისი “ტარაკანებით” თავში.

7. ყნოსვა – ბელადის მრჩეველი, შამანი

შეუმჩნეველნი, ნაკლებმოძრავნი, მაგრამ ამასთან ცნობისმოყვარენი. ყველაფერს “ყნოსავენ” და “ყველგან ცხვირს ყოფენ”. მელანქოლიკები და მიზანთროპები. მათთვის საზიზღრობაა აყროლებულ კაცუნებთან ცხოვრება. სახეზე თითქოს შეყინული აქვს უკმაყოფილება, მოღრეცილი პირისახის ადამიანი, რომელმაც თითქოს სულ ახლახანს ჩაიყნოსა რაღაც საზიზღრობა, ცხვირი მუდამ გაჭექილი აქვს, რომ არ იგრძნოს სუნი.

ყნოსვა ქალი – ეს ღამურაა”, შეუმჩნეველი და დაუმახსოვრებელი.

ყნოსვები ხდებიან მიკრობიოლოგები, ფარმაცეპტები, მაჭანკლები, მზვერავები, ფინანსისტები და პოლიტიკოსები.

ყნოსვა შეიძლება გახდეს ნამდვილი მკვლელიც, რომელიც “სულს ხდის” ტყეში ლამაზმან, მაგრამ განუვითარებელ ვიქტიმურ კან-ვიზუალ მდედრებს. ოდესღაც ასეთი ქალი საფრთხეს წარმოადგენდა ჯოგისათვის, როცა არ ასრულებდა თავის ფუნქციურ მოვალეობას და არ შეეძლო დროულად ჯოგის გაფრთხილება მოსალოდნელ საფრთხეზე. ამას გადა მას შეეძლო მოეხიბლა ბელადი და მოეხდინა მასზე პროვოცირება არასწორი გადაწყვეტილების მიღებით, რომელსაც შეეძლო ჯოგის დაღუპვა. ამიტომ შამანი ყნოსვა ასეთ მდედრს ჩუმად “იცილებდა”.

ამჟამად ასეთ მდედრები არ წარმოადგენენ ასეთ საფრთხეს, მაგრამ არქეტიპული პროგრამა მაინც აგრძელებს მუშაობას.

ყნოსვების ყველას ეშინია (გარდა ურეთრალისა) და არ უყვართ, ხოლო ვიზუალებს მათი ეშინიათ განსაკუთრებით, ყველაზე მეტად. როცა საუბარი მიდის ადამიანებზე, რომლებიც არ სტოვებენ ჩრდილს, – ყველაფერი ეს შეუმჩნეველ, მაგრამ შიშის მომგვრელ ყნოსვებზეა.

8. ორალი – მასხარა

ლაზღანდარა, ყბედი, მატყუარა, ბილწსიტყვიერი, გურმანი, სიცოცხლით აღსავსე, მხიარული, სტუმართმოყვარე, ხმაურიანი. ხშირად ამახინჯებენ სიტყვებს, აქვთ ცუდი დიქცია, საუბრობს “გადამდებად”.

ბავშვებს შორის პირველი იწყებს გინებას (აგრესიული აკრძალვის ნაცვლად, უმჯობესია ვთხოვოთ, რომ არ იგინონ).

გააჩნია “წაკივლების” ჩვეულება. ყველაფერი ხუმრობაში გადააქვს და ყოველივეს სამასხროდ გადააქცევს, ყველას და ყველაფერს დასცინის.

შეუძლია გახდეს ორატორი, მომღერალი, კლოუნი, მზარეული.

გარეგნული ნიშნები – დიდი პირი, გაბერილი მოძრავი ტუჩებით.

ვექტორები ერთ ადამიანში შეიძლება იყოს ორზე მეტიც: სამი, ოთხი… რვის ჩათვლით, მაგრამ ეს ძალიან იშვიათობაა. თანამედროვე განვითარებულ ადამიანთა უმეტესობას სამი, ოთხი ვექტორი ექნება.

ვექტორების ყველა შესაძლო შეთავსებაზე საუბარს მე არ დავიწყებ, მაგრამ ავღნიშნავ მხოლოდ, რომ არსებობს რაღაც “წესები” შეთავსებულობაზე;

– ქვედა ვექტორებიდან დომინანტურია ურეთრალური. ამიტომ თუ წარმოდგენილია ოთხივე ქვედა ვექტორით, ყველაზე ძლიერ გამოვლენილი ექნება ურეთრალური;

–კუნთის, პირიქით, შეთავსებაში “იმალება” სხვა ვექტორების უკან

–ზედა ვექტორებიდან ყველაზე დომინანტურია – ყნოსვის ვექტორი. (აქ ბურლანი აშკარა შეცდომას უშვებს. ზედა ვექტორებიდან დომინანტი სმენაა, რადგან ის მეტაფიზიკურია და მისი სურვილები ყველა სხვაზე დომინირებს – ს.ღ.)

–წყვილში სმენა-ვიზუალი სმენა დომინანტურია.

რას გვაძლევს ეს?

პირველ რიგში იმას, რომ არ შეიძლება მოველოდეთ იმას, რაც მათ არ შეუძლიათ მოგვცენ – მაშინ, არც კი მოგვიწევს გაწბილება!

ადამიანები არა მხოლოდ განსხვადებიან ერთმანეთისაგან, არამედ აგებულნი არიან სხვადასხვა საბაზისო პრინციპებით.

მაგალითად, კანებს ძალიან უყვართ შემდეგ თემაზე საუბარი: რომ. “თითქოს არ უნდა დაიზარო”, “საჭიროა მხოლოდ ხელების დაკაპიწიწება” და ყველაფერი გამოგივა, ყველაფერს მიაღწევ: გაიკეთებ კარიერას, დასუსტდები. და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ეს რეცეპტი სასარგებლოა მხოლოდ იმათთვის ვინც მათთნაირია – კანებისათვის. ამას ყველაფერს ისინი აღწევენ მხოლოდ შეზღუდვებით. კანი არ დააპურო, მიეცი მხოლოდ მას საშუალება “ხელში აიყვანოს საკუთარი თავი.” მაგალითად, აიძულო ურეთრალი ხელში აიყვანოს საკუთარი თავი – ეს იგივეა რაც შეაჩერო აბობოქრებული მდინარე. ის, უკეთეს შემთხვევაში უმჯობესია გადაამისამართო სხვა კალაპოტში, მაგრამ, შეაჩერო, ბოდიში, და შეუძლებელია.

და ასეა ყველა ტიპის ადამიანთა მიმართებაში.

ანლი ქალი, ძალიან კონსერვატორია სექსში. ასე რომ თუ გადაწყვიტეთ დაქორწინება: ან ანალ-ვიზუალური სირბილე და ერთგულება და ცხელი ბორშჩი ქურაზე, ან კან-ვიზუალური სექსუალურობა. და თუ უკვე აირჩიე ერთი, შემდეგ ნუ მოითხოვ: “ესეც გეთაყვა”

ბავშვების აღრზდა, აქაც იგივეა.

არ შეგეშინდეთ, მაგალითად, რომ სმენა-ბავშვი მუდამ ”თავისშია ჩაკეტილი”. ეს მისთვის ნორმალურია. გულს ნუ უწყალებთ მას და მთავარია არ უყვიროთ. რაც მეტია ყვირილი, მით მეტია ალბათობა, რომ ასეთი ბავშვი მთლიანად ჩაიკეტება გარეგანი გამღიზიანებლებისაგან და გახდება აუტისტი. და ასეა ყველაფერში. უბრალოდ გამოვდივარ იქიდან თუ რასთან გვაქვს საქმე. როგორც ამბობს ბურლანი, თუ თევზი კარგად გრძნობს თავს აკვარიუმში, აქედან არ გამომდინარეობს, რომ აკვარიუმში შეაგდო კანარის ჩიტი. თუ კანარის ჩიტს უყვარს მზესუმზირა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზესუმზირა უნდა ვაჭამოთ კატას და ა.შ.

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili

წყარო

  • უყურებთ პორნოგრაფიას?

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

  • კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის

  • ბუნებრივი კანონები სისტემურ-ვექტორული ანალიზის საფუძველში

  • ექსტრავერსია და ინტრავერსია (სისტემური ხედვა)

  • ბავშვებისა და მშობლების შესახებ

  • არ დაექვემდებაროთ კონტროლს

  • მოკლედ რვა ვექტორის შესახებ