კანის ვექტორი - აზროვნება


კანის ვექტორი - აზროვნება

განვიხილოთ კანის ვექტორის ფსიქიკის შემდეგი ფენა: აზროვნება. კანის ვექტორს აქვს მსუბუქი ფსიქიკა, ამიტომ მისი აზროვნებაც ასეთივეა. უკვე აღვნიშნეთ რომ ფსიქიკის ყოველი მომდევნო დონე ლაგდება წინაზე და მოიცავს მას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ კანის ვექტორიანი რომელსაც აქვს პატარა ფსიქიკა, ვერ შეძლებს სხვა ვექტორივით აზროვნებას, აზროვნება გამომდინარეობს ფსიქიკის მოცულობიდან. იმიტომ რომ სწორედ ფსიქიკის მოცემული მოცულობა განაპირობებს ვექტორის ადგილს სხვა ვექტორებს შორის, განაპირობებს მის განვითარებას და აზროვნების მოცემულ ტიპს. აზროვნება არის ის რის მიხედვითაც ადამიანი აღიქვამს გარე სამყაროს ერთიან სურათს და საკუთარ თავს ანიჭებს რაღაც ადგილს ამ სამყაროში. როგორ აზროვნებს კანის ვექტორიანი ადამინი, როგორ უყურებს სამყაროს? მოდით დავუბრუნდეთ კანის ვექტორიანის ადგილს ჯგუფში. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ არსებობს რაღაც მოცემულ ლანდშაფტში, ნებისმიერ ამ ლანდშაფტს გააჩნია ძალზე თხელი საზღვარი, რომელიც გამოყოფს ჩვენს შინაგან სამყაროს გარე ლანდშაფტისგან, სასრულ წარსულს - უსასრულო მომავლისგან, კონკრეტული ჯგუფის სასრულ ტერიტორიას - უსასრულო სამყაროსგან. ნებისმიერი ჯგუფი სხვა ჯგუფებისგან გამოყოფილია რაღაც საზღვრით, ეს საზღვარი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური - მაგალითად კედელი, ან ღობე, ისე მეტაფიზიკური - მაგალითად კანონი. ყველაფერს ჩვენს ირგვლივ გააჩნია ფორმა, რომელიც ფიზიკურ სხეულში ვლინდება კანის სახით, სხეულს აქვს კანი, ხილს აქვს ქერქი, ძველ ქალაქებსაც ქონდათ თავიანთი კანი - ესაა გალავანი. სწორედ ასეთია კანის ვექტორის აზროვნებაც, მისი აზრები ყოველთვის შემოსაზღვრავს რაღაცას. საზღვარი ჩვენსა და უცხოებს შორის, საზღვარი დღევანდელსა და მომავალს შორის, ნებისმიერ შემთხვევაში ყოველგვარი საზღვარი კანის ვექტორისაა.

მაგალითად: ძველ დროში, ჯოგი ზის გამოქვაბულში, შემორბის მზვერავი ყვირილით ,,მტრები მოდიან", როგორი რეაქცია ექნებოდა თითოეულ ვექტორს: ურეთრალი მყისიერად გადაავლებდა თვალს სიტუაციას, ყველას მოუწოდებდა სიმშვიდისკენ და მტერს პირველი თვითონ შეუტევდა, ანალები იტყოდნენ - ,,საჭიროა გავიხსენოთ როგორ მოიქცეოდნენ ასეთ დროს ჩვენი დიდი წინაპრები", კუნთის ვექტორიანები ჯერ ერთმანეთს გადახედავდნენ და მერე ალბათ ერთხმად იტყოდნენ - ,,რასაც ბელადი გადაწყვეტს ჩვენც იმას ვიზამთ", რას იტყოდა კანის ვექტორიანი? მეგობრებო მოდი კედელი ავაშენოთდა მის უკან დავიმალოთ. ისტორიაში ამის ბრწყინვალე მაგალითია ჩინეთის კედელი, მთელმა ნაციამ რომელთაც ქონდათ კანური მენტალიტეტი (ყველა ჩინელი კანის ვექტორიანი არ გეგონოთ, უბრალოდ მენტალიტეტია კანური, ვექტორული რაოდენობის პროპორციები ყველგან იდენტურია მენტალიტეტის მიუხედავად), ააგეს ისტორიაში ყველაზე დიდი კანური საზღვარი მტრისაგან თავდასაცავად, ანუ ქვეყნის ირგვლივ ააშენეს ხელოვნური კანი. კანის ვექტორის აზროვნება ყოველთვის მიმართულია რაღაცის გამოყოფისკენ, ის ერთმანეთს ადარებს თავისას და სხვისას, ანუ რა რესურსები გააჩნია საზღვრებს შიგნით და რა რესურსები არსებობს საზღვრის გარეთ.

კანის ვექტორიანის ცხოვრება ესაა მუდმივი იერარქიული წინსვლა, კანის ვექტორი იერარქიულად ყოველთვის იმყოფება კუნთსა და ურეთრალს შორის.

ამ შუალედში მას აქვს ბევრი გრადაცია, ბევრი საფეხური რომ გაიმყარონ საკუთარი რანგი, მაგრამ ბუნებრივ მდგომარეობაში ისინი არასოდეს არიან პირველები და დგანან ყოველთვის ურეთრალის შემდეგ. თუ შევხედავთ როგორ მოქმედებენ კანის ვექტორიანები, ვნახავთ რომ ყოველი წინსვლის შემდეგ იზრდება მათი თვითშეფასება. ამაზეა აწყობილი კანის ვექტორიანის აზროვნება, ის ყოველთვის ზომავს საკუთარ წარმატებას: საბანკო ანგარიშით, ახალი მანქანით, ბინით, ჩინით და ა.შ. ის ყოველთვის ყველაფერს ადარებს, აქვს რაღაც მდგომარეობა, ამ მდგომარეობიდან აკეთებს რაღაც მოქმედებას და ადარებს მიღწეული აღემატება თუ არა იმას რაც ქონდა.

კანის ვექტორიანები ყველაფერს ითვლიან. კიბეზე ასვლის დროსაც კი ითვლიან საფეხურებს, ითვლიან ყველაფერს რასაც კი უყურებენ. ისინი ითვლიან რესურსებსაც და შემდეგ ადარებენ რამდენი აქვთ მათ და რამდენი სხვებს. მაგალითად თვითონ თუ აქვთ ძვირადღირებული ჩანთა და სხვას იაფფასიანი დაუნახეს, მას აღიქვამენ თავის ქვემოთ და თვლიან რომ თვითონ უფრო მაღალი რანგი აქვთ. მეორე შემთხვევაში როცა მისი მანქანა ღირს მაგალითად 50000 ლარი, ხოლო მისი ნაცნობის 50000 დოლარი, ის თვლის რომ ის პიროვნება ყოჩაღია და შეიძლება რამეში გამოადგეს, ამიტომ მასთან მეგობრობა შეიძლება. კანის ვექტორიანები ყველაფერს რაოდენობრივად აღიქვამენ. ყველაფრის შეფასებას აკეთებენ, მაგალითად ასე: ეს კარადა ასი ლარი ღირს, მობილური 300 ლარი, აგერ ორი გოგონა მოდის, ერთი საწარმოს დირექტორის შვილია, ამიტომ მისი თვითღირებულება მაღალია, მეორე ღარიბია, ე.ი. მასთან ურთიერთობა არ ღირს. ანალები ფეხსაცმელს უყურებენ და ათვალიერებენ რამდენად ხარისხიანია, კანები კი ხარისხზე მეტად ყურადღებას ფასზე ამახვილებენ, რამდენი ღირს და დაუკლებენ თუ არა ფასს. ანალები უყურებენ წიგნს და კითხულობენ ვისი დაწერილია, საინტერესოა თუ არა, კანის ვექტორიანები კი უყურებენ და ფიქრობენ რა სისქისაა და რამდენ დროს წაართმევს ამ წიგნის წაკითხვა. კანის ვექტორიანები ყველაზე დიდი ყურადღებით ითვლიან მაღაზიაში ხურდას, ისინი ფიქრობენ რომ ირგვლივ ყველას მათი მოტყუება უნდა, ახსენდებათ რომ ერთხელ 5 წლის წინ უკვე მოატყუეს, ველოსიპედი 99 დოლარი და 90 ცენტი ღირდა, მას კი 100 დოლარი გამოართვეს, ხურდა კი 10 ცენტი არ დაუბრუნეს, ე.ი. მოპარეს (რა თქმა უნდა ასე განუვითარებელი კანის ვექტორიანი აზროვნებს). მათ აზროვნებაში არ არის სიტყვები: ძველი, ხარისხიანი, მათი სითყვებია: მეტი, ძვირი და ა.შ.

კანის ვექტორიანი მეკითხება: კონკრეტულად რას გაძლევთ თქვენი ტრენინგი? მე ვპასუხობ: ცოდნას და შემეცნებას ჩვენი თავის და სამყაროს შესახებ. ის ისევ კითხულობს: მაგას კი არ გეკითხები, მე ვკითხულობ რა შემოსავალს გაძლევს შენი ცოდნა? რამდენს გიხდიან მაგ ტრენინგებში? მისთვის გაუგებარია რამის უფასოდ გაკეთება.

ქორწინება ანგარებით მხოლოდ კანის ვექტორიანებს ახასიათებთ, ქორწინება მათთვის სარფიანი შეთანხმებაა. თუ კანის ვექტორიანს არ აქვს რომელიმე სხვა ვექტორი სხვის თვალში ყოველთვის ჩანან ძუნწები, ეშმაკები, მომხვეჭელები. ერთვექტორიანი კანის თვალში კი სხვები არიან დოყლაპიები, რომლებმაც ფულის ყადრი არ იციან. წარმოიდგინეთ რომ ანალის ვექტორიანი პოულობს ძველებურ ოქროს მონეტას, ის ბედნიერია რომ ხელში უჭირავს უძველესი მონეტა და ამ მონეტის სიძველით ისე ტკბება რომ ბედნიერებისგან ორგაზმს განიცდის, თუ მას ანალთან ერთად ვიზუალიც აქვს შეიძლება წარმოიდგინოს ამ მონეტის ბედისწერა და მის წარმოსახვაში გაცოცხლდეს ისტორია, წარმოიდგენს გემებს, ომს, შეიძლება ამ ყველაფრის მონაწილედ საკუთარი თავიც წარმოიდგინოს, მოკლედ ბედნიერების მწვერვალზე იქნება. კანის ვექტორიანი იგივე სიტუაციაში პირველად მონეტის ღირებულებას გაარკვევდა, კანის ვექტორიან მხოლოდ ფულის პოვნა აბედნიერებს.

კანის ვექტორიანებმა ზუსტად იციან მათ რომელ მეზობელს რამდენი ფული აქვს, ვის რამდენი აქვს ხელფასი, თავის შემოსავლებს კი როგორც წესი ყველას უმალავენ.

კანის ვექტორიანებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, მათ დაბადებიდან აქვთ დროის ძლიერი განცდა, შინაგანი საათი, დააყენებენ მაღვიძარას 7 საათზე, 6.59-ზე უკვე თავისით იღვიძებენ. ანალებს პირიქით ღრმად სძინავთ, ზარბაზნის ხმაც კი ვერ აღვიძებთ. კანის ვექტორიანები კი ჰოპ და უკვე მზად არიან, მაღვიძარასაც ისე ყოველი შემთხვევისთვის აყენებენ. მათ აქვთ რიტმის საოცარი შეგრძნება, ამიტომ ძალიან მოწონთ რიტმული მუსიკა, ტექნო, სადაც სწრაფი რიტმია. კანის ვექტორიანები შესანიშნავი დრამერები არიან, იმიტომ რომ მათსავით რიტმს ვერავინ შეიგრძნობს.

კანის ვექტორიანები არიან ბრწყინვალე მოცეკვავეები. ანალის ვექტორიანებსაც უყვართ ცეკვა, მაგრამ ისინი კი არ ცეკვავენ ბაჯბაჯებენ, ამიტომ ცეკვავენ ნაკლებად აქტიურ ცეკვებს, ნამდვილი მოცეკვავეები კი კანის ვექტორიანები არიან.

განვითარებული კანის ვექტორიანები არიან ძალზე პუნქტუალურები, დაგვიანებას ადრე მისვლა ურჩევნიათ, მაგრამ თუ ადრე მივიდნენ ლოდინისას ცქმუტავენ, ნერვიულობენ დროის ფუჭად კარგვის გამო, მათთვის დრო ფულია. განუვითარებელი კანის ვექტორიანი კი პირიქით, ყოველთვის აგვიანებს, თუ მოხდა რომ ადრე მივიდა, იწყებს აქეთ-იქით ბორიალს და ხშირად ისე ხდება რომ შეხვედრაზე მაინც აგვიანებს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კანის ვექტორიანები ყოველთვის ითვლიან დროს, თქვენ იცით რამდენ დროს ხარჯავთ ძილში, ან ტუალეტში?! კანის ვექტორიანებმა იციან, იმიტომ რომ ყველაფერს ითვლიან. დანაჩენები იმდენად არ აფასებენ დროს, მათ არ იციან რომ დრო ფულია, კანის ვექტორიანები თვლიან რომ ყველა მათსავით უნდა ფიქრობდეს, ხოლო თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს და მას ვერ აგებინებენ, ეს აღიზიანებთ(პრინციპში ყველა ვექტორი სამყაროს თავისებურად აღიქვამს და თავისი აღქმა ყველას ყველაზე სწორი ეჩვენება).

პარტნიორთან ურთიერთობაც ყველას განსხვავებული აქვთ, კანის ვექტორიანები პარტნიორებსაც კი ითვლიან. მაგალითად კანის ვექტორიანი ანალის ვექტორიანს ეკითხება: ვასო, რამდენჯერ შეგიძლია სექსი დღეში? ვასო პატიოსანი ბიჭია, მას დიდი ლიბიდო და მძიმე ფსიქიკა აქვს, ის ნამდვილი სექსუალური ტიტანია,

მას დღეში 3-5 ჯერ შეუძლია, თანაც ის ანალია, ე.ი. მონოგამია და ყოველთვის ერთი და იგივე პარტნიორთან წევს მრავალი წლის მანძილზე. კანის ვექტორიანებს ასე რა თქმა უნდა არ შეუძლიათ, მათ ყველაფერი სხვანაირად აქვთ, ისინი ანლის პასუხზე ფიქრობენ: ,,ეს რა უბედურებაა, ვის ჭირდება ასე?!", კანის ვექტორიანი წამდაუწუმ იცვლის პარტნიორებს, დაწვება ერთთან, აქვს სწრაფი სექსი, მეორე დღეს უკვე სხვისკენ გარბის, მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება ერთი პარტნიორი გყავდეს და სხვისკენ არ გაიხედო. კანის ვექტორიანისთვის შეიძლება რაოდენობის შევსება თავად ურთიერთობაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს. დათვლა მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, აი 98 პარტნიორი ყავდა, ის ასე ფიქრობს: ,,კიდევ 2 და ასი მეყოლება, ეს კი უმაგრესია იმიტომ რომ მე ნამდვილი ჩემპიონი ვიქნები". მისთვის მთავარი ხდება რომ ასი შეასრულოს და შეიძლება ამის გამო ვინმე მახინჯთანაც კი დაწვეს.

კანის ვექტორიანებს ყავთ სასარგებლო ნაცნობობა, ნაცნობებს იმის მიხედვით არჩევენ თუ რა სარგებლის მიღება შეიძლება მათგან. მაგალითად რესტორნის მეპატრონე სასარგებლო ნაცნობია, იმიტომ რომ მასთან შეიძლება უფასოდ ისადილოს, შეიძლება სადილი არც ისე ხარისხიანი იყოს, მაგრამ რაკიღა ფული იზოგება არაუშავს.

კანის ვექტორიანებს უყვართ სპორტი. კანის და კუნთის ვექტორები მიეკუთნებიან სივრცის მეოთხედს, ამიტომ კანის ვექტორი კარგად შეიგრძნობს სივრცეს, ისინი კარგად მოძრაობენ, კარგად დარბიან, მათ შეუძლიათ გამოთვალონ მოქმედების რეზულტატი, ისინი (თუ რეალიზებულები არიან) არ აკეთებენ ზედმეტ მოძრაობებს. სწორედ კანის ვექტორიანები კავდებიან საბრძოლო ხელოვნებებით,

სადაც ყოველი მოძრაობა წინასწარაა გათვლილი. კანის ვექტორიანები კარგად ისვრიან მიზანში, კარგად დახტიან. მათთვის მთავარია შეჯიბრი, აინტერესებთ ვინ იქნება პირველი და ვინ მეათე, ,,უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად", ეს ყველაფერი კანის ვექტორიანებისთვისაა. თითქმის ყველა სპორტი კანის ვექტორიანებისაა, თვით სპორტული შეჯიბრებითობა კანური პრინციპია. რომელ ადგილს დაიკავებენ მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს აფორმირებს მის აზროვნებაში გარემოს ხედვას. კანის ვექტორიანებს აქვთ რაოდენობრივი მიდგომა, სპორტშიც და ცხოვრებაშიც ასევეა, ისინი ყურადღებას აქცებენ რამდენია მათზე წინ და რამდენი მათზე უკან.

უკვე აღვნიშნეთ რომ კანური აზროვნება ეფუძნება დათვლას და გათვლას. სწორედ ამიტომ უყვართ სპორტი ასე ძალიან, იქ არა მარტო ითვლიან, არამედ აკეთებენ შედარებას სხვა კანის ვექტორიანებთან, ვინ არის მათ შორის ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ეფექტური. კანის ვექტორიან ბავშვებს ძალიან უყვართ ანალებთან შეჯიბრება, რადგან ანალები მოუქნელები არიან და მათ კანის ვექტორიანები სპორტში მუდამ ჯობნიან (ანალების აზროვნება ეფუძნება ხარისხს, კანისა კი დათვლას და გათვლას).

ვთქვათ კანის და ანალის ვექტორიან ბავშვებს დაავალეს ერთი და იგივე საქმე, ანალის ვექტორიანი დაიწყებს ამ საქმის ნელა და ხარისხიანად შესრულებას, კანის ვექტორიანი კი სწრაფად და ფინაჩურად გააკეთებს და მერე სათამაშოდ გაიქცევა, თან ანალს დასცინის რამდენ ხანს უნდებიო. კანის ვექტორიანების აზროვნება შეჯიბრებითობას ეფუძნება არა მხოლოდ სპორტში, არამედ ყველაფერში რასაც კი აკეთებენ. ისინი ყურადღებას აქცევენ ვინ რამდენს გამოიმუშავებს, ვიღაცას მათზე მეტი ფული აქვს - მისი შურთ, მათზე ნაკლებ შემოსავლიანს კი უიღბლოდ თვლიან. წარმატება და გამართლება შეფასების კანური კატეგორიებია, ამით აფასებენ სად არიან თვითონ და სად სხვები. კანური შედარება ცნობს ადამიანთა ორ ტიპს: პირველი კატეგორია არის საკუთარი თავის სხვებთან (წარუმატებლებთან) შედარება, ანუ მათ აქვთ ვიღაცაზე მეტი, არიან ვიღაცაზე წარმატებულები და ძლიერები, მეორე კატეგორია არის სხვების (წარმატებულების) შედარება საკუთარ თავთან, ანუ როცა სხვას აქვს მათზე მეტი, სხვა არის მათზე წარმატებული. ეს მათ უყალიბებს რეაგირების ორ სტილს.

პირველი: როცა ვიღაცას მათზე მეტი აქვს, კანის ვექტორიანები ამას ასე უყურებენ - ვიღაცამ მოიხვეჭა მათზე მეტი, ამიტომ ეს მათში წარმოშობს შურს, მათთვის ძნელია იმაზე ცუდ სიტუაციაში ჩავარდნა როდესაც უწევთ თანამშრომელს მიულოცონ ახალი მანქანის ყიდვა, სიტყვით ალბათ მიულოცავენ, გულში კი ფიქრობენ - ამის დედაც, ამნაირმა დამპალმა ასეთი მანქანა როგორ იყიდა, ნეტა დაემტვრეს. სხვისთვის ასეთი მანქანის არსებობა მათ თავმოყვარეობაზე აწვება, ამით იღებენ მინიშნებას რომ თვითონ ნაკლებწარმატებული არიან.

შური კანის ვექტორიანებისთვის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, ასეთ დროს ხშირად აძაგებენ მათზე წარმატებულს, შური თავისზე წარმატებულის მიმართ ახასიათებს როგორც განუვითარებელ, ისე განვითარებულ კანის ვექტორიანს, იმიტომ რომ ეს მათი აზროვნებიდან გამომდინარეობს და ნებისმიერ კანის ვექტორიანს აზროვნება ასე უმუშავებს, მაგრამ ეს შური განვითარებულში და განუვითარებელში სხვადასხვანაირან ვლინდება: განუვითარებელ კანის ვექტორიანს შური დესტრუქციული მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგალითად შეიძლება ღამით თანამშრომელს იმ ახალი მანქანა დაუჩხაპნოს, ან საბურავში ლურსმანი ჩაურჭოს, მიდგომა ასეთია: თქვენ უნდა ჩამოვარდეთ ისეთ ცუდ მდგომარეობამდე სადაც ჩვენ ვართ. განვითარებული კანის ვექტორიანს კი შური უბიძგებს მოქმედებისკენ, ანუ ეცდება გახდეს ისეთივე წარმატებული როგორც მისი თანამშრომელია და თვითონაც შეძლოს ისეთივე მანქანის ყიდვა, ანუ ეს შური მისთვის პოზიტიურად მუშაობს და აიძულებს გახდეს უფრო წარმატებული.

მეორე: როცა მათ აქვთ ვიღაცაზე მეტი. ეს მათ აძლევს განცდას რომ არიან სხვებზე ეფექტური, სხვებზე წარმატებული. ეს კი კანის ვექტორიანებს ხდის ამპარტავნებს. მუდმივად ხაზს უსვამენ რომ სხვაზე მაღალი რანგი აქვთ.

ისინი ხშირად უსვამენ ხაზს რომ მათთან შედარებით სხვები წარუმატებლები და უიღბლოები არიან. მათზე დაბლა მდგომებს თავის ტოლად არ თვლიან და მათთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ, ამიტომ ასეთი კანის ვექტორიანები (თუ მათ რომელიმე ზემო ვექტორი არ ერთვით) არიან ძალზე თავხედები. თუ მაგალითად ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის სმენა ან ვიზუალი, შეიძლება იყოს ძალზე ინტელიგანტური. განვითარებული კანის ვექტორიანი არ იქნება თავხედი, ის იქცევა თავდაჭერილად. კანის ვექტორიანს გააჩნია შინაგანი სასწორი, რი მიხედვითაც მუდმივად თვლიან, ანაწილებენ ადამიანებს. სწორედ კანის ვექტორიანების მოგონილია სხვადასხვა ჰიტ-პარადები და ტოპ ათეულები, ამით ითვლიან ვინ არის მეორე, ან მეათე, ან ყველაზე საუკეთესო. კანის ვექტორიანები ადგენენ ფინანსურ რეიტინგებს, ვინ ვიზე მდიდარია, რომელმა მილიონერმა რამდენი იშოვა ან დაკარგა ამ წელიწადში, ვინ რომელ ადგილზეა ფინანსურ რეიტინგებში. კანის ვექტორიანებმა მოიგონეს სპორტული მედლები, ოქროთი ხაზს უსვამეთ რომ მისი მფლობელი ყველაზე სწრაფი კანის ვექტორიანია, ვერცხლის მფლობელი ოდნავ მასზე ნელი და ა.შ.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, კანის ვექტორიავებისთვის ყველას აქვს თავისი საფეხური, აქ არ შეიძლება ვიხმაროთ ფრაზა ,,ყველას თავის ადგილი აქვს", იმიტომ რომ ,,ადგილი" ანალების სიტყვაა და ანალებისთვის ის ასოცირდება ნაციონალურ, ნათესაურ, ან სხვა მსგავს კავშირებთან, ანუ იმ ფასეულობებთან რომლებიც ანალებისთვის არის მარადიული ფასეულობები. ანალური ადგილი არის კატეგორია სისტემაში, რომელიც არ განიცდის მუდმივ ცვლილებებს, ეს არ არის სამყაროს დინამიური სურათი, ანალის ვექტორიანისთვის ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ის უცვლელია. კანის ვექტორიანი კი ყველაფერს რიგითობით ალაგებს და ეს რიგითობა ყოველდღიურ განახლებას განიცდის. ხომ ხვდებით, კანის ვექტორიანი არის დღევანდელი დღე, გუშინდელსა და ხვალინდელს შორის, დღვენდელობა კი ყოველდღიურად სხვადასხვანაირია, ამიტომ კანის ვექტორიანის მიერ აღქმული სურათი ყოველდღიურად იცვლება. დღეს სხვა თანხას შოულობს, ხვალ სხვას და ამ გამომუშავებული თანხის, ან მიღწეული თანამდებობის მიხედვით ეცვლება სტატუსი სხვებთან მიმართებაში. კანის ვექტორიანს რომ უთხრათ მაგალითად: აინშტაინი დიდებული მეცნიერი იყო, ის გკითხავთ მერამდენე იყო დიდ მეცნიერებს შორის? კანის ვექტორის ლექსიკონში არ არის სიტყვა ,,დიდებული", მისთვის ყველაფერი რაოდენობრივია. კანის ვექტორიანების ოცნებაა ყველას (მნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნება თუ კაცი) ქონდეს განმასხვავებელი ნიშანი რომელიც აღნიშნავს მის რანგას, ისე როგორც ეს ჯარშია - ერთი ვარსკვლავი ეს ლეიტენანტია, სამი ვარსკვლავი უკეთესია და მეტი რანგი აქვს, თი ვარსკვლავთან ერთად ხაზეზებიც აქვს ეს უკვე გენერალია, რაც ნიშნავს რომ მისი მფლობელი ყველაზე წარმატებული კანის ვექტორიანია.

კანის ვექტორიანებისთვის იდეალური იქნებოდა მთელი სამყარო ასე რანგების მიხედვით იყოს დალაგებული.

შეიძელება ვთქვათ რომ კანური აზროვნება ესაა ლოგიკა, რომელიც ეფუძნება გათვლას და შედარებას. ერთს ორი ვაშლი აქვს, მეორეს სამი, ვინ არის უფრო მდიდარი? რა თქმა უნდა ის ვისაც სამი ვაშლი აქვს, ასე მუშაობს კანური ლოგიკა. დღეს თქვენ უფრო მდიდარი ხართ ვიდრე კონკრეტული კანის ვექტორიანი, ამიტომ ის ,,გეტენებათ", ამავდროულად თავისზე წარუმატებლებს ზემოდან უყურებს. კანის ვექტორიანი აზროვნებს ცვალებადი კატეგორიებით, ანუ რანგი მუდმივად იცვლება, ანალის ვექტორიანებისთვის ის ადგილი რომელსაც მოგაკუთვნებენ სამუდამოა, ვთქვათ ანალისგან ისესხეთ ფული და არ დაუბრუნეთ, მისთვის თქვენ მატყუარა და ნაძირალა ხართ და რაც არ უნდა გააკეთოთ მუდამ ასეთი დარჩებით, მისთვის მატყუარა, მატყუარაა და მორჩა, ანალურ აზროვნებაში არ არის ნაცრისფერი, ღია ნაცრისფერი და სხვა, მისთვის ყველაფერი ან თეთრია ან შავი. კანის ვექტორიანისთვის შეიძლება არსებობდეს ცოტათი მატყუარა, ნახევრად მატყუარა და ა.შ. ანალის ვექტორიანები კანის ვექტორიანებს ხშირად უწოდებენ: უპრინციპოებს, ქვემძრომებს, გაქნილებს, ვირეშმაკებს, უსირცხვილოებს, თავხედებს. კანის ვექტორიანები კი რეალურად უბრალოდ კომფორტს და ხეირს ეძებენ.

როგორც წესი არსებობენ განვითარებული და განუვინარებელი კანის ვექტორიანები, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ახერხებს აზროვნებაში ფასეულობების დაწყობას ან მხოლოდ საკუთარი თავის, ან ჯგუფის სასარგებლოდ, ჯგუფის სიდიდე მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად შორს მოახერხა კანის ვექტორიანმა საკუთარი საზღვრების გაფართოება. მაგალითად: ის მუშაობს საწყობის გამგედ, თუ ის საერთოდ განუვითარებელია შეიგრძნობს მხოლოდ საკუთარ თავს, კი არსებობენ მის ირგვლივ სხვები მაგრამ ისინი მიაჩნია მტრულად განწყობილ უცხოებად, რომლებსაც მხოლოდ მისი გაქურდვა უნდათ, ამიტომ სახლში რომ მიდის საწყობიდან სახლში მიაქვს ხან ლურსმანი, ხან ფიცარი, იმ გათვლით რომ სხვებზე მეტი ,,დაითრიოს". განვითარებული კანის ვექტორიანის აზროვნება კი მოიცავს მთელ მის ჯგუფს (თანამშრომელთა მთლიან კოლექტივს), ამითომ ის მოქმედებს მთელი ამ ჯგუფის სასარგებლოდ და თანამშრომლებთან კი არ კონკურირებს, არამედ ცდილობს განავითაროს მთელი კოლექტივი, რომ კონკურენცია გაუწიონ სხვა ჯგუფებს (ანუ იცვლება არა კონკურენციის პრინციპი, არამედ მასშტაბები), ამიტომ რაც უფრო მეტ ადამიანს მოიაზრებს თავის ჯგუფში და რაც უფრო ფართეა მისი კოლექტივი, მით უფრო განვითარებულია თვითონ. როდესაც მიდის საწყობში იცის, რომ ეს საწყობი ეკუთვნის არა მხოლოდ მას, არამედ მთელ მის ჯგუფს, ამიტომ უკვე აღარ იპარავს რაღაც ნივთებს იქიდან, ამის მაგივრად აკონტროლებს ყვლაფერს და ყურადღებას აქცევს, რომ სხვებმა არ მოიპარონ. მექანიზმი ერთნაირად მუშაობს, უბრალოდ განუვითარებელი კანის ვექტორიანი თვლის რომ ყველას მისი გაქურდვა უნდა და ამბობს: ,,მე რა თქვენთვის ვიმუშაო, მე საქმე ვაკეთო და თქვენ გამდიდრდეთ?", ამიტომ იხვეჭს მხოლოდ თავისთვის და ხშირად იპარავს, ან ქრთამს იღებს. განვითარებული კანისთვის კი ასეთი ქმედება მიუღებელია, ის რეალიზდება ჯგუფში, ჯგუფს აღიქვამს საკუთარ ნაწილად, ჯგუფის დანაკარგი მისი დანაკარგიცაა (საკუთარ თავს ხომ არ გაქურდავს). განუვითარებელ კანის ვექტორიანს იმასაც ვერ გააგებინებ, რატომ დააპატიმრეს 5 წლით ტელევიზორის მოპარვისთვის, ის თვლის რომ სიცოცხლის 5 წელი მოპარეს, ვერ აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს. განვითარებული კანის ვექტორიანი არ იპარავს, მისი აზროვნება სხვანაირად მუშაობს. მაგალითად: ის ხედავს რომ მის ქვეყანაში არავინ აკეთებს პელმენებს (პელმენი კანის ვექტორიანების მოგონილი ხინკალია), ის იწყებს ამ შანის გამოყენებას და იწყებს პელმენების გამოშვებას, ყველა მოგებულია, მას აქვს ფული, მის თანამშრომლებს ხელფასი, ქვეყნა კი აწარმოებს საკუთარ პროდუქციას. ამით განვითარებული კანის ვექტორიანი საზოგადოების საქმესაც აკეთებს და საკუთარ ამბიციასაც იკმაყოფილებს. განუვითარებელი კანის ვექტორიანი არავის სასარგებლოდ არ მუშაობს, საკუთარი თავისაც კი. ერთი და იგივე მექანიზმი აქვთ, მაგრამ ეს მექანიზმი მუშაობს განსხვავებულ მასშტაბებში, რეზულტატიც მასშტაბების შესაბამისია.

უძველეს ჯოგში იყო კანონი: არ შეიძლებოდა ქურდობა ჯოგის შიგნით, თუ სხვა ჯოგს გაქურდავდი ეს კარგი იყო, იმიტომ რომ ნადავლი საკუთარ ჯოგში მოგქონდა ე.ი. საკუთარ ჯოგს დაეხმარე. მაგრამ სამყარო შეიცვალა და დღეს ჯგუფები კი არ ომობენ, არამედ თანამშრომლობენ (ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს :D), არ შეიძლება სხვა ჯგუფი გაქურდო ისე როგორც წარსულში, ამიტომ თანამედროვეობაში არქეტიპული ქურდი ყველასთვის მიუღებელია. ამიტომ საჭიროა კანის ვექტორიანი ბავშვობიდანვე სწორად აღიზარდოს, მას მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა ჩააგონონ რომ ხალხის გაქურდვა არ შეიძლება და მთელი გარემო მისია, სხვა შემთხვევაში მივიღებთ ქურდს.

ყველაფერ ზემოთჩამოთვლის კაცობრიობა კანის ვექტორს უნდა უმადლოდეს, კანის ვექტორის გარეშე არ იარსებებდა გათვლა, ბიზნესი, არითმეტიკა, მათემატიკა, ცეკვები, სპორტი, არმია, არ იარსებებდა ორგანიზება. კანის ვექტორი ყოველთვის შუაშია, ურეთრალსა და კუნთებს შორის, გუშინდელსა და ხვალინდელს შორის, ის თავად საზღვარია. კანის ვექტორიანებმა იციან რამდენი რეზერვი გამოიყენონ დღეს და რამდენი დაზოგონ, ამიტომ ყველაფერს იმარაგებენ, იქმნიან რეზერვს. ხშირად ახალი ავეჯის ყიდვისას მას აფარებენ გადასაფარებლებს, თუ კითხავთ რატომ? გიპასუხებენ: რომ არ გაფუჭდეს და მომავალშიც გამომადგეს. ჭამის დროს ხშირად ტოვებენ საჭმელს, ან პურის ლუკმას, ეს ქვეცნობიერი რეზერვია, ,,მერე გამომადგება". გათვლა არსებობს რაციონალური და სულელური. ყველას გინახავთ კანური ჩაი, პაკეტებში, რომლის ერთი პაკეტით მთელი ოჯახი სვამს ჩაის და თუ განუვითარებელი კანის ვექტორიანი სვამს გამოყენებული პაკეტი შეიძლება მეორე დღისთვისაც შეინახოს. ისინი ვერ გაიგებენ თუ ამის გამო ძუნწს დაუძახებენ (ისინი უბრალოდ რეზერვს იქმნიან), ვერ გაიგებენ რადგან ეს 40000 (შეიძლება უფრო მეტი) წლის წინ ჩაჯდა მათ ქვეცნობიერში, როცა პირველყოფილ ჯოგში საკვების მარაგს ინახავდნენ. რეზერვები არის მათი განძი, რომელსაც კანის ვექტორიანები ინახავდნენ და ინახავენ. ისინი ყველაფერს ითვლიან, გამოხვედი ტუალეტიდან - ჩააქრე შუქი, წერს, შენ რა გინდა გამაკოტრო! კანები აკეთებენ როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური რესურსების ეკონომიას. ისინი ფორმას აძლევენ და ორგანიზებას უკეთებენ მთელ მატერიას. კანის ვექტორიანები ქმნიან მარაგებს, რეზერვებს, სხვებს უბრალოდ არ ესმით ამის საჭიროება.

ვთქვათ ანალი და კანი ყიდიან მანქანას, ანალის ვექტორიანი ყველას ალალად ეუბნება რომ მანქანა არ ვარგა, კანის ვექტორიანი ეჩხუბება - ნუ ამბობ რომ მანჯანა ჯართია! ფასი დაეკარგება! შენ ის უნდა დაარეკლამო! ანალი პასუხობს - რა მოვიტყუო? (ნალები პატიოსნები არიან, ტყუილი არ შეუძლიათ) კანის ვექტორიანი არიგებს - კი არ მოიტყუო, სიმართლეს ნუ ამბობ! თითოეულს საკუთარი დამოკიდებულება აქვს ვაჭრობასთან, ანალებს არ შეუძლიათ სიტყვებით თამაში, მათთვის ეს უპატიოსნო საქციელია, კანები მათ ამის გამო დოყლაპიებს უწოდებენ.

კანის ვექტორიანების აზროვნების მთავარი პრინციპია გათვლა, მათი აზროვნება შუალედური და ცვალებადია, ისევე როგორც აწმყო. კანის ვექტორიანებს ვერ წარმოუდგენიათ რომ სხვები შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდნენ, ამიტომ თუ დაინახეს რომ ვინმე რამეს გათვლის და სარგებლის გარეშე აკეთებს, ის უბრალოდ ბრიყვად მიაჩნიათ. ისინი გულის სიღრმეში დარწმუნებულნი არიან, რომ უფასოდ არავინ არაფერს აკეთებს, მათი აზრით ყველა ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, ან იტყუება, ან სულელია.

შემდეგ ლექციაში განვიხილავთ ფსიქიკის შემდეგ თვისებას: ურთიერთობას. როგორ ამყარებს ურთიერთობებს კანის ვექტორიანი.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • კანის ვექტორი - ფორმულის მოქმედება პრაქტიკაში

  • ბიზნესმენი თუ ფასდაკლებების მომხმარებელი

  • როგორ აღვზარდოთ კანის ვექტორიანი ბავშვი

  • კანის ვექტორი - ურთიერთობა

  • რატომ იკვნეტს ბავშვი ფრჩხილებს

  • კანის ვექტორი - ოჯახური ურთიერთობები

  • კანის ვექტორის ფუძე და მოცულობა

  • როგორ ურთიერთობს საპირისპირო სქესთან კანის ვექტორიანი მამრი