ანალური ვექტორი - აზროვნება


ანალური ვექტორი - აზროვნება

ვიწყებთ ანალური ვექტორის ფსიქიკის შემდეგი ფენის განხილვას, რომელიც აღწერს ანალური ვექტორის აზროვნებას. თქვენ უკვე იცით რომ ანალური ვექტორის ფუძეა წარსული. ანალებს ყველაზე დიდი მოცულობის ფსიქიკური სხეული აქვთ ქვედა ვექტორებს შორის. ისიც იცით, რომ სწორედ ასეთი მოცულობის ფსიქიკაა საჭირო იმ ფუნქციის შესასრულებლად რაც ანალურ ვექტორს აქვს. ანალის ვექტორიანები აგროვებენ ინფორმაციას და ინახავენ გონებაში, წიგნებში, დისკებზე, ყველგან სადაც კი შეიძლება მისი შენახვა-დაარქივება, შემდეგ კი ამ ინფორმაციას გადასცემენ მომავალ თაობას. როდესაც ჯგუფი ურეთრალის მეთაურობით ახალ ტერიტორიას აითვისებს და მტრისგან საბოლოოდ გაწმენდს, როდესაც უკვე ყველა ახალ ტერიტორიაზეა გადასული, ყველაზე ბოლოს იქ ანალები მიდიან, ყველა მათ მოლოდინშია, რადგან სხვებმა მხოლოდ ტერიტორიის დაკავება იციან, მაგრამ ანალის ვექტორიანების გარდა არავინ იცის შემდეგ როგორ უნდა მოიქცნენ. ანალებმაც იციან ყველა მათ რომ ელოდება, იციან რომ ჯგუფს ბოლოს და ბოლოს მათი ინფორმირებულობა რომ დაჭირდა, ამიტომ არ ჩქარობენ, მათ გარეშე მაინც ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, ბოლოს და ბოლოს მიდის და ყველას დაწვრილებით უხსნის როგორ მოაწყონ საცხოვრებელი, როდის დაიწყონ ხვნა-თესვა, მოკლედ რა როდის და როგორ უნდა გაკეთდეს. ანალურ ვექტორში თავმყრილია მთელი კაცობრიობის ცოდნა და გამოცდილება.

ანალური ვექტორის აზროვნება აწყობილია ორ მარტივ მექანიზმზე: 1. როდესაც ანალის ვექტორიანი ადამიანი თავს მოუყრის ბევრ ინფორმაციას, პირველი რასაც აკეთებს არის ის, რომ ამ უზარმაზარ ინფორმაციას გონებაში ახარისხებს პატარ-პატარა ნაწილებად, ის ფიქრობს ერთიანის ნაწილებად ქცევაზე, ანუ აკეთებს ანალიზს. 2. შემდეგ ამ დახარისხებულ ინფორმაციას მიუჩენს თავის ადგილს, ხარისხის მიხედვით.

იური ბურლანი ანალური ვექტორის აზროვნებას, სისტემურ აზროვნებად მოიხსენიებს, ანალის ვექტორიანი ადამიანი ინფორმაციას გონებაში ხარისხობრივად ანაწილებს, სინამდვილეში ანალის ვექტორიანის აზროვნება ეფუძნება არა სისტემურობას, არამედ დახარისხებას და გაანალიზებას (ჩვენ ანალის ვექტორიანების აზროვნებას წარმოგიდგენთ არა მარტო დასრულებულ სტადიაში, არამედ აზრთა მიმდინარეობის პროცესშიც, ვეცდებით ყველაფერი დაგანახოთ ანალის ვექტორიანების თვალით. ანალური ზომის აზროვნების მექანიზმის და არსის გაგება, ძალიან სასარგებლოა ანალური ვეტორის მთლიანობაში გასაგებად).

დავიწყოთ უბრალო მაგალითით: ანალის ვექტორიანი ადამიანი ბრუნდება იმ ქალაქში სადაც დაიბადა და გაატარა ბავშვობა, მიდის სახლში სადაც ადრე ცხოვრობდა. იმ სახლში უკვე 20 წელია არავინ ცხოვრობს, აღებს კარს და გრძნობს ნაცნობ სუნს, ირგვლივ ყველაფერი ბავშვობას ახსენებს, ირგვლივ ყრია ბევრი უსარგებლო ნივთი, მთელი სახლი ნაგვითაა სავსე. როგორ მოიქცევა ასეთ დროს ერთვექტორიანი ანალი? პირველი რასაც გააკეთებს, დაახარისხებს ყველა ამ ნივთს რაღაც თავისთვის ნაცნობი ნიშნების მიხედვით, ავეჯს ცალკე დააწყობს, წვრილმან ნივთებს ცალკე, ჭურჭელს ცალკე, ასე ნაწილ-ნაწილ ყველაფერს გამოაცალკევევს. საბოლოო ჯამში ერთი დიდი გროვა დაიშალა რამდენიმე დახარისხებულ შედარებით პატარა გროვებად. შემდეგი ნაბიჯი იქნება თითოეული დახარისხებული გროვის კიდევ უფრო პატარა და დეტალურ ნაწილებად დახარისხება, ვთქვათ ავეჯს გადაარჩევს და გამოარჩევს რომელი მთელია და რომელი დაზიანებული, ქაღალდების გროვას დაახარისხებს გადასაყრელ და წასაკითხად ჯერ კიდევ გამოსადეგ ნაწილებად, შემდეგ ამ ნაწილებს კიდევ უფრო პატარა ნაწილებად დაახარისხებს, მანამ სანამ ყველა დეტალი მოწესრიგებული და დეტალურად გადახარისხებული არ იქნება. სწორედ ასე მუშაობს ანალური ვექტორის აზროვნებაც, ასეთივე პრინციპით ახარისხებს ის დაგროვილ ინფორმაციასაც, ასე იქმნება მის ტვინში გიგანტური ინფორმაციული ცხრილი, რომელიც გამოიხატება პატარ-პატარა დახარისხებული გროვებით. თითოეული ეს გროვა ერთმანეთისგან განსხვავდება ხარისხობრივი მაჩვენებლით. ამ დახარისხების შემდეგ მან იცის თითოეული პატარა დეტალის ადგილსამყოფელი როგორც ნივთებისა თავის ბინაში, ისე ინფორმაციის თავის გონებაში, იცის ყოველი ჭანჭიკის ადგილსამყოფელი. ანალის ვექტორიანი თავის გონებაში ზუსტად ისე აწყობს ინფორმაციას, როგორც ნივთებს საკუთარ ბინაში.

მოდით გადავხედოთ როგორ მუშაობს აზროვნება ანალურ ვექტორში და როგორ კანის ვექტორში და შევადაროთ ისინი ერთმანეთს. კანის ვექტორიანის მთელი აზროვნება შეიძლება აღიწეროს ორი სიტყვით, ესენია: შეფასება და შედარება, კანის ვექტორიანები ნებისმერ რამეს უკეთებენ შეფასებას მეტ-ნაკლებობის პრინციპით, მათი აზროვნება რაოდენობრივი მაჩვენებლებით მუშაობს, ამიტომ როცა ვინმეს შეფასება უნდათ, მას საკუთარ თავს ადარებენ და აკვირდებიან ის ვიღაც მათზე მეტს გამოიმუშავებს, თუ მათზე ნაკლებს. ანალის ვექტორიანები კი მთლიანობას შლის შემადგენელ ელემენტებად და ამ ელემენტებს ახარისხებს. კანური აზროვნება რაოდენობრივია, ანალური კი ხარისხობრივი. რაც უფრო მეტი გრადაციის გამოყოფა და მკფიოდ აღქმა შეუძლია კანის ვექტორიანს მით უფრო რეალიზებული და განვითარებულია ის. ანალის ვექტორიანისთვის კი ეს ყველაფერი განსხვავებულად მუშაობს, რაც უფრო მეტ წვრილმან დეტალად ახერხებს ინფორმაციის დახარისხებას, მით უფრო სრულფასოვნად შეუძლია მას მოვლენის აღწერა და მით უფრო განვითარებულია მისი აზროვნება. ერთია, როცა ანალის ვექტორიანი ოთახში უწესრიგოდ დაყრილ ნივთების გროვას რამდენიმე ძირითად ნაწილად რომ გაყოფს და სულ სხვაა როცა ყველა ნივთს დეტალურად დაახარისხებს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ეს მის გონებაში არსებულ სხვადასხვა კატეგორიის წესრიგზე მიანიშნებს. ამ უბრალო მაგალითით შევეცადეთ გვეჩვენებინა ანალის აზროვნების მექანიზმი, თუმცა ეს გონებრივი წესრიგი ძირითადად ცოდნის სისტემატიზაციას შეეხება. როდესაც ანალის ვექტორიანს გონებაში ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, ეს შინაგანი წესრიგი აისახება ნივთებზეც.

კანის ვექტორიანები ყველაფერს რაოდენობრივად უყურებენ, ვინ მეტს გამოიმუშავებს, ვის მეტი ქონება აქვს, ვინ არის რანგით მეტი. ანალის ვექტორიანები კი ხარისხობრივ მაჩვენებელს აქცევენ ყურადღებას, ანალებს გონებაში აქვთ ,,განყოფილებები“, ვიღაც არის მათნაირი, ეს ნიშნავს რომ ის ვიღაც ხარისხობრივად მათნაირია, ამიტომ კარგი ადამიანების განყოფილებაში ხვდება, თუ ძალიან კარგი ადამიანების განყოფილებაში მოხვდა, მაშინ მას თავისნაირად თვლიან, და მეგობრების ,,განყოფილებაში“ ათავსებენ. ვიღაც უცხო კი ვინც მათნაირი არ არის, იმიტომ რომ უცხოა, ეს ანალის ვექტორიანისთვის იმას ნიშნავს, რომ ის უცხო სხვა ხარისხის ადამიანია. თუ ანალის ვექტორიანმა ვინმე თავის გონების რომელიღაც ხარისხობრივ ,,განყოფილებაში“ მოათავსა, ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით, მას სამუდამოდ იქ დატოვებს (ანალის ვექტორიანები აზრს ძალიან ძნელად იცვლიან). 

კარგად რომ გავიაზროთ ეს სხვაობა, მოვიყვანოთ უბრალო მაგალითი: ავიღოთ მანდარინი და წარმოვიდგინოთ როგორ აღიქვამს მას კანი და როგორ ანალი. ერთვექტორიან ანალს რომ დაავალოთ აღწეროს მანდარინი, ის გეტყვით: მანდარინი არის მცენარე, განეკუთვნება ციტრუსოვან ხილს და ასე დეტალურად აღწერს რა არის მანდარინი, დაიწყებს ზოგადად და ჩამოვა წვრილმან დეტალებამდე, საერთოდან ნაწილებამდე (ცოტათი წინ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ ჯგუფში არსებობენ ადამიანები რომლებიც აზროვნებენ პირიქით, ნაწილობრივიდან მთლიანობამდე, ესენი სმენის ვექტორიანები არიან, მათ აქვთ ის რასაც აბსტრაქტული ინტელექტი ეწოდება). რაც შეეხება კანის ვექტორიანებს, შეიძლება მათაც იციან, რომ მანდარინი ციტრუსია, მაგრამ დანარჩენის ცოდნისთვის თავს არ გაიცხელებენ. ისინი მანდარინს აღწერენ სასარგებლოობის კუთხით, ამიტომ კანის ვექტორიანი იტყვის, რომ მანდარინი საჭმელად ვარგისია, ანუ განსაზღვრავს მანდარინს მისი გამოსადეგობის მიხედვით. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კანის ვქტორი აწმყოა, დროის მოცემული მომენტი, ის კი ყოველ წამს იცვლება, ვინაიდან კანის ვექტორის არსი მატერიისთვის ფორმის მიცემაა, მატირია კი იცვლება ყოველ წამს, ამიტომ ყოველ წამს საჭირო ხდება ახალი ტიპის ფორმა მატერიისთვის, შესაბამისად კანის ვექტორიანებს მობილური ფსიქიკა აქვთ, რომელსაც შეუძლია სწრაფად შეეგუოს ცვლილებებს და შეიცვალოს ლანდშაფტის შეცვლისთანავე, ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი რაოდენობრივი პარამეტრი მუდმივ ცვლილებას განიცდის. ხარისხი კი პირიქით ის შედარებით მუდმივი სიდიდეა, იდეალში ანალის ვექტორიანი ფასეულობებს მთელი ცხოვრება უცვლელად ინარჩუნებს, ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე, იქნება ეს მეგობარი, მეუღლე, სამსახური, სახლი, თუ მანქანა.

ახლა ვნახოთ როგორ ვლინდება ეს ყველაფერი აზროვნებაში. წარმოიდგინეთ, რომ მთელ დედამიწაზე მანდარინებს რაღაც დაემართათ და პლანეტაზე მანდარინის მხოლოდ 10 ხე დარჩა. მანდარინის ფასი მილიონჯერ გაიზარდა, ხელახლა რომ მიხვიდე კანთან და ანალთან და კითხო ამ შემთხვევაში რა არის მანდარინი, ანალის ვექტორიანი ზუსტად ისე გიპასუხებთ, როგორც წინა შემთხვევაში, ეს არის მცენარე, განეკუთვნება ციტრუსებს და ა.შ. წინა პასუხთან სხვაობა არ იქნება, თითქოს არაფერი შეცვლილა, ანალის აზროვნებაში როგორც ჩაიწერა მანდარინი და რომელ ,,განყოფილებაშიც" განთავსდა, იქვე დარჩა (შეიძლება ინფორმაციის სახით დაამატოს, რომ ბოლო დროს მანდარინები ქრება და მხოლოდ ათი ხე დარჩა მსოფლიოში - ს.ღ.). აი კანის ვექტორიანის პასუხი კი რადიკალურად განსხვავებული იქნება წინასგან, ამჯერად ის გიპასუხებთ, რომ მანდარინი ეს სიმდიდრეა, ყველაზე ძვირფასი რამაა მსოფლიოში. მანდარინი უბრალოდ საჭმლად გამოსადეგი ციტრუსი კი აღარ იქნება, არამედ დიდძალი შემოსავლის მიღების საშუალება. როცა რაღაც ცვლილება ხდება, კანის ვექტორიანი ამ ცვლილებას მაშინვე უკეთებს შეფასებას და ამის მიხედვით იცვლის შეხედულებას, სწორედ ამ პრინციპით მუშაობს კანური ეკონომიკა, ამიტომ ერთია როცა კილო მანდარინი 1 ლარი ღირს და სულ სხვაა როცა 1 ცალი ღირს 1000000 ლარი.

ერთვექტორიანი ანალი, ახალ გაცნობილ ადამიანს პირველ რიგში გამოკითხავს საიდან არის, რა გვარია, რამდენად ძველია მისი გვარი, ანუ არკვევს რა ხარისხის ადამიანია მის წინ. კანის ვექტორიანი კი პირველ რიგში კითხავს რას საქმიანობს, რომ გაიგოს რაში გამოადგება ეს ახალი ნაცნობი.

თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ძალიან ბევრ ერში გვარის ჩამოყალიბება მიანიშნებს იმაზე თუ ვინ რა ჯგუფს, ან რა პროფესიას განეკუთვნება, როგორია ამა თუ იმ გვარის ხარისხი. ხარისხი ეს წარმომავლობაა, გვარები ბევრ ქვეყანაში მიანიშნებს ვინ ვისი შვილია, ანალის აზროვნებაში ოჯახი მნიშვნელოვანია, ამიტომ ნებისმიერი ადამიანის გვარიშვილობა ანალის ვექტორიანისთვის, ამ ადამიანის ხარისხის მაჩვენებელია. თქვენი გვარის გაგებით ანალის ვექტორიანები თქვენს ხარისხს ამოწმებენ. ჯერ კიდევ ძველ დროში, როცა კლანები და დიდი გვარები არც ისე ბევრი იყო, გვარი არა მხოლოდ ხარისხზე არამედ წარმომავლობაზეც მიანიშნებდა, გვარის გაგებით იგებდნენ ვინ იყო ესა თუ ის პიროვნება, საიდან იყო. რატომ არის, რომ ასეთ დეტალებს მაინცდამაინც ანალური აზროვნება აქცევს ყურადღებას? იმიტომ რომ მთელი კაცობრიობა, ყოველი ერი, გადის განვითარების ფაზებს: კუნთურს, ანალურს, კანურს და ურეთრალურს. კაცობრიობა ამჟამად განვითარების კანურ ფაზაში იმყოფება, არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ერი, არამედ მთელი კაცობრიობა. უბრალოდ იმ ერებმა სადაც კანური მენტალიტეტი იყო, სხვებზე სწრაფად მიაღწიეს კანურ ცივილიზაციას (იმიტომ რომ იმ ქვეყნებში სადაც კანური მენტალიტეტი იყო, მათთვის კანურ ფასეულობებზე გადასვლა უფრო იოლი აღმოჩნდა).

როდესაც კაცობრიობა განვითარების კუნთურ ფაზაში ცხოვრობდა, ადამიანების რიცხვი არც ისე დიდი იყო, ამიტომ მათ უწევდათ ჯოგებად ცხოვრება, პიროვნული ,,მე“, ეგო ძალზე პატარა იყო, ადამიანები ცხოვრობდნენ ერთიან, მონოლითურ ჯოგებად, ამიტომაც არავინ ფიქრობდა თავისი ,,მე“ დაეყენებინა ჯოგის ინტერესებზე წინ. კაცობრიობა ნელ-ნელა ვითარდებოდა და წყდებოდა ცხოველურობას, ამ განვითარებასთან ერთად იზრდებოდა ცალკეული ადამიანების სურვილებიც. გაჩნდა ტკბობის მიღების სურვილები, სურვილები იმისა, რომ ადამიანმა მიიღოს რაღაც თავისთვის, ყველას რაღაც უნდა და უნდა სწორედ თავისი თვისებების შესაბამისად, ანალს ანალურად, კანს კანურად და ა.შ. ნებისმიერი ანალის ვექტორიანი თვლიდა, რომ მისი შვილები ხარისხობრივად გამოირჩეოდნენ სხვებისგან, ამიტომ ის აძლევდა ამ განსხვავების აღმნიშვნელ რაღაც ნიშანს, რაც ხაზს გაუსვამდა რომ ეს მისი შვილები იყვნენ. სხვის ბავშვებთან კი სხვანაირი ურთიერთობა ექნებოდათ. ანალურ ფაზაში გადასვლა მოხდა იმ მომენტში, როდესაც ანალურმა ზომამ დაყო ჯოგური ერთობა, რაღაც დიდ ჯგუფებად, რომლებიც თავის მხრივ, ასევე ანალური ზომის განვითარებით, იყოფოდნენ უფრო პატარა ჯგუფებად. კაცობრიობა დაიყო ერებად, ერები დაიყო კლანებად, კლანები დაიყო ოჯახებად და ა.შ. დღეს კი კანურ ფაზაში ანალურად აღქმული ოჯახი თავის პირვანდელ მნიშვნელობას კარგავს, ასევე მნიშვნელობას კარგავს ყოველგვარი ანალური დაყოფა, როგორც ინდივიდუალურ ისე საკაცობრიო დონეზე. კანის ვექტორი ყველაფერს შეაფასებს, გამოაქვს მოვლენა ლანდშაფტის ფონზე, შემდეგ კი ყველაფერს აქცევს კანურ ჩარჩოში, შემოსაზღვრავს ქმნილებას და აცალკევებს გარემომცველი სამყაროსგან, შემდეგ კი აწონ-დაწონის, შეაფასებს და აერთმნიშვნელიანებს უფლებრივად.

ანალური აზროვნება უძრავი და სტატიკურია, მისი ხასიათი და ფასეულობები უცვლელია, აანალიზებს, აცალკევებს საერთოს ნაწილებად. ანალის ვექტორიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა რანგს, მისთვის მთავარი ხარისხია. ოჯახის წევრი, მისთვის ყოველთვის ოჯახის წევრად დარჩება, მნიშვნელობა არ აქვს სერჟანტია თუ გენერალი, ოჯახის წევრისთვის ანალის ვექტორიანის სახლის კარი მუდამ ღიაა. ანალის ვექტორიანები არ იცვლებიან, მათი ფუნქცია წარსულია, წარსული კი უკვე მომხდარი ფაქტია და ის ვერ შეიცვლება, შეიძლება შეცვალო ამ ფაქტთან დამოკიდებულება, მაგრამ თვით ფაქტს ვერაფერს ვერ მოუხერხებ, ის უკვე მოხდა. ანალური ვექტორის აზროვნება კი გამომდინარეობს მისი ფუნქციიდან, იყოს წარსულში, ამიტომ მისი აზროვნება ეფუძნება უცვლელ, მარადიულ სიდიდეებს.

კანის ვექტორიანის ფუნქცია ფორმაა, ფორმა კი არის საზღვარი გარეგან და შინაგან სამყაროებს შორის, პირველი გარემოს ცვლილებას დახვდება კანი, შეაფასებს ამ ცვლილებას და ადაპტირდება მასთან. კანის ვექტორიანი ყველაფერს გათვლით უყურებს, თუ მას 5 ლარს უხდით ეს ცოტაა, 500 ლარს უკვე არა უშავს, ხოლო თუ 5000 ლარს უხდით მაშინ მოხარული იქნება თუ ჩაიზე დაეწვევით და შეიძლება ჩაის ფულიც თვითონ გადაიხადოს.

ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ აზროვნება ეს არის ის, თუ როგორ აღვიქვამთ გარემომცველ სამყაროს და ჩვენს თავს მასში. კანის ვექტორიანისთვის ეს მუდმივად ცვლადი სიდიდეა, ანალის ვექტორიანისთვის კი მარადიული ფასეულობები. ანალის ვექტორიანი გარემომცველ სამყაროს უყურებს თავისი გონების დანაყოფებიდან, მას ადამიანები დალაგებული ყავს რაღაც ნიშნით, მაგალითად პროფესიების მიხედვით, თუ თვითონ ექიმია, მისთვის ,,მე“ ასოცირდება გონების იმ დანაყოფთან რომელსაც საკუთარ თავს მიაკუთვნებს. მისთვის არსებობენ პროფესიის მიხედვით ხარისხობრივად ახლოს მდგომი მუშაკები, მაგალითად მედდები, მასაჟისტები.

ანალის ვექტორიანი ბაბუა ზის სახლში და ფიქრობს: ჩემი შვილისთვის მამა ვარ, შვილიშვილისთვის კი ბაბუა, რაც უფრო უმცროსია ვიღაც მით მეტი პატივი უნდა სცეს მან ჩემს ასაკს. ასე განსაზღვრავენ ანალები საკუთარ სტატუსს, ეს არის მისი პრეტენზია მის მიმართ პატივისცემაზე. კანის ვექტორიანი შვილიშვილისთვის კი ბაბუა შექანებული და უიღბლოა, რომელსაც თავის რჩენა არ შეუძლია და სხვის ხარჯზე ცხოვრობს. კანის ვექტორიანს მობილური ფსიქიკა აქვს, თხოვს ანალის ვექტორიან ბაბუას 100 ლარს, თუ ის ამ ფულს მისცემს, კანის ვექტორიანი შვილიშვლის თვალში მისი რეიტინგი მოიმატებს, თუ ფულს არ მისცემს რეიტინგი დაიკლებს. ანალის ვექტორიანები კი იწყებენ საუბარს თაობათა კონფლიქტზე და ჩივიან, რომ ახალგაზრდებმა უფროსების პატივისცემა დაკარგეს. ანალის ვექტორიანის მთელი აზროვნება ერთი დიდი კარტოთეკაა, სადაც უზარმაზარი ინფორმაციაა თავმოყრილი და დახარისხებული, ეს კარტოთეკა თავის მხრივ შეიცავს დანაყოფებს, თითოეულ დანაყოფში გარკვეული სახის ინფორმაციაა, მაგალითად: ოჯახში მისი სტატუსია-მამა, სამსახურში კი ხელმძღვანელი, პროფესიულად მისი სტატუსია - ექიმი, საკუთარი ცხოვრება სხვადასხვა ხედვის წერტილიდან აქვს დანახული და თითოეული მოვლენა განსაზღვრულ დანაყოფშია მოთავსებული და ამ დანაყოფებში მოთავსებული ინფორმაცია უცვლელია. პრინციპში ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ძნელად, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. 

ანალის ვექტორიანებს ყოველთვის მოკრძალებული დამოკიდებულება აქვთ მშობლებისადმი. ანლის ვექტორიანი მამა შვილს ყოველთვის არიგებს, ურჩევს გაუფრთხილდეს სახელს, თუ შვილსაც აქვს ანალური ვექტორი, მამა მისთვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ მამის რჩევის არსი მისთვის სრულიად გასაგებია, რადგან თვითონაც ანალის ვექტორიანია და იგივე ფასეულობები აქვს. მაგრამ თუ შვილი კანის ვექტორიანია, სახელი, პატიოსნება და მსგავსი ცნებები მისთვის უბრალოდ სისულელეა, ის მამას კითხავს სახელს რომ გავუფრთხილდე ამაში ფულს გადამიხდიან თუ არაო. ანალისთვის სახელის გატეხა ხარისხის დაკარგვას ნიშნავს, ის თვლის რომ ეს სახელი მისმა მამა-პაპამ მოიპოვა და თუ ამას არ გაუფრთხილდება ის ამით წინაპართა ხსოვნას შეურაცხყოფს. ამიტომ ანალის ვექტორიანები თვლიან, რომ შეურაცხყოფა მხოლოდ სისხლით შეიძლება ჩამოირეცხოს და შეურაცხმყოფელს ხშირად კლავენ, ანალებმა სისხლიანი შურისძიება იციან (შურისძიება საკმაოდ სერიოზული თემაა და მომდევნო ლექციებში მას დაწვრილებით განვიხილავთ). სახელი, პატივისცემა, ხარისხი, ეს ანალური ფასეულობებია. თუ ანალის ვექტორიანს შეხვდა ვინმე, ვინც ამ ცრუ და გაუტანელ სამყაროში კაცობა შეინარჩუნა, ვინც აფასებს და უფრთხილდება სახელს და რეპუტაციას, და შეძლო ამ ყველაფრის დღემდე შენარჩუნება, ანალის ვექტორიანს უჩნდება მისდამი ნდობა, რადგან ხედავს, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილან ისეთი პატიოსანი ადამიანები როგორიც თვითონაა.

როდესაც ანალის ვექტორიანი რამეს ყიდულობს, ჯერ იმას აკვირდება რომელი ფირმის გამოშვებულია ეს პროდუქცია, შეიძლება თუ არა მათი ნდობა, მაგრამ თუ ენდო მთელი სიცოცხლე ამ კომპანიის გამოშვებულ პროდუქციას ყიდულობს. ანალის ვექტორიანი ყურადღებას აქცევს ხარისხს და არა ფასს. თუ ისე მოხდა, რომ კომპანიამ რომელსაც ანალის ვექტორიანი ენდობოდა შეცდომა დაუშვა, ვთქვათ რომელიღაც შარვალი ოდნავ უხარისხო გამოდგა, ეს ანალის თვალში მათ რეპუტაციას ჩრდილს აყენებს, ხოლო ანალის ვექტორიანმა ერთხელ თუ რომელიმე კომპანიაზე იფიქრა, ის უხარისხო პროდუქციას უშვებსო, ეს ნიშნავს, რომ ამ კომპანიამ რაც არ უნდა გააკეთოს მომავალში, ანალის ვექტორიანისთვის ყოველთვის უხარისხო პროდუქციის მწარმოებელ ფირმად დარჩება.

ერთვექტორიან ანალებს არ აქვთ კანის ვექტორიანებივით კარგი დროის შეგრძნება, ამიტომ თუ მაღვიძარა არ დააყენეს, დიდი ალბათობით ყველგან დაიგვიანებენ. წარსული დრო ყოველთვის იჩენს თავს მათ ბუნებაში, ამიტომ მათ აქვთ ყველაფრის თავისეგური გაგება. როგოც თავად ამბობენ: აფასებენ ჭეშმარიტ ფასეულობებს. ანალებს ესმით რას ნიშნავს მოწესრიგებული ადამიანი, შეეცადეთ ეს კანის ვექტორიანს აუხსნათ, ის ვერც კი მიხვდება ეს რას ნიშნავს. ისეთი ფასეულობებისთვის როგორიცაა მშობლების პატივისცემა, მშობლიური სახლი, სამშობლო, მეგობრობა, ანალის ვექტორიანი მზადაა სიცოცხლეც კი გაწიროს, მზადაა ამისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს. ერთვექტორიანი ანალები კანის ვექტორიანებივით, სამშობლოდან მაღალი ხელფასის გამო არ გარბიან, უცხოეთში ხომ სხვანაირი წესებია, იქ ბავშვებსაც სხვანაირად ზრდიან (უფროსების პატივისცემას არ ასწავლიან), ამიტომ იქ ვერ გაძლებენ. ანალის ვექტორიანის ტვინში წარსული ყოველთვის კარგი ფასეულობის დანაყოფშია მოთავსებული, ამიტომ წარსულის ყოველ მოგონებას სათუთად ინახავენ, შეიძლება თავისი წინაპრის ხმლის ნატეხი ქონდეს შენახული, რომლითაც მისი დიდი ბაბუის ბაბუა ცნობილ დიდ ბრძოლაში იბრძოდა. ანალის ვექტორიანისთვის ეს ხმლის ნატეხი, უბრალო ნამსხვრევი არ არის, ის ჩვენი დიადი წარსულის ნაწილია, ეს იმ დროის ნაშთია როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები თავისი რწმენისთვის იბრძოდნენ, დღეს ხალხი ისე გათახსირდა, რომ მხოლოდ ფულის მოხვეჭისთვის იბრძვიან, ძველ თაობას კი ნამდვილი ფასეულობები ქონდათ, ისინი რწმენის და სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ამიტომ წარსულთან დაკავშირებულ ნივთებს სათუთად ინახავენ. ნებისმიერი კანის ვექტორიანი, ამ ხარა-ხურას ნაგავში გადაყრიდა (თუ რა თქმა უნდა რამე გასყიდად ვარგისი არ იყო).

ანალის ვექტორიანებს აქვთ უკიდურესად გაბრაზების მდგომარეობა, ეს მაშინ ემართებათ, როდესაც რაღაც უსამართლო ხდება მათ თავს, ვინმე უსამართლობას თუ ჩადის მათ მიმართ ისინი ჯერ ემუქრებიან: ,,თავზე ხელი არ ამაღებინო, თორემ განანებ!“

თუ ერთვექტორიანი ანალი სამოგზაუროდ მიდის, ის ან იმ ადგილებში მოგზაურობს, სადაც ადრე თვითონ ცხოვრობდა, ან იქ სადაც მისი წინაპრების საფლავებია, მიდიან ასეთ ადგილებში და ამ სიწმინდეებს მოილოცავენ. საერთოდ ანალებისთვის ადგილიდან განძრევა იოლი არ არის, მაგრამ ხდება სიტუაციები როდესაც ისინი მზად არიან იმოგზაურონ, ხოლო თუ ანალს ერთვის ვიზუალი, მაშინ ასეთებს ძალიან უყვართ ისტორიული ადგილების მონახულება, ჩადიან რომელიმე ისტორიული სიძველის მოსანახულებლად, მაგალითად: ეგვიპტის პირამიდების სანახავად, და როდესაც ამ სიძველეებს ხედავენ მათში რაღაც შინაგანი გარდატეხა ხდება, სურვილი უჩნდებათ მუხლი მოიყარონ და თაყვანი სცენ ამ სიძველეებს, ხელში იღებენ ქვიშას, უყურებენ როგორ გადის თითებს შორის ქვიშის ნამცეცები და ფიქრობენ როგორ გადის დრო, რა ბრძენი ხალხი ცხოვრობდა ოდესღაც, შორეულ წარსულში, რომ ასეთი გრანდიოზული ნაგებობის აშენება შეძლეს, მთელი თავისი არსებით უნდათ აჩვენონ რამხელა ემოციას განიცდიან, როგორ არიან გაჯერებულები ამ ისტორიით, ასე მხოლოდ ანალ-ვიზუალებს ემართებათ. უზარმაზარ ბედნიერებას განიცდიან, იმასაც გრძნობენ, რომ მთელ ჯგუფში მხოლოდ მათ აქვთ ასეთი შეგრძნებები, კანის ვექტორიანები ყვირიან: ეს უკვე ვნახეთ სხვაგან წავიდეთო,  კან-ვიზუალები ყველა ლამაზ ადგილზე ფოტოებს იღებენ, მათ აქვთ სილამაზის აღქმა, მაგრამ  ანალ-ვიზუალებივით დროს ვერ შეიგრძნობენ. ანალ-ვიზუალები კი ფიქრობენ: აქ ხომ წინაპართა სულები დააბიჯებენ, აქ ხომ დედამიწის ძალებია თავმოყრილი, აქ წარსული ცოცხლდება, ეს ცხოველები კი ყვირიან წავიდეთო, ამაზე კარგ ადგილას სად უნდა წავიდნენ? აქ ხომ ცივილიზაციის აკვანი დაირწა. ანალის ვექტორიან ადამიანს ასე სხვა ვერაფერი ააღელვებს. საიდანაც არ უნდა შეხედოთ წარსულს, ანალის ვექტორიანისთვის ის მაინც ყველაზე ახლობელი იქნება.

ანალებს ძალიან უყვართ უჯრები და თაროები, როგორც ავეჯში, ისე გონებაში. წარსული კი ანალის ვექტორიანებისთვის უკვე გამზადებული და ,,ყუთებში“ ჩალაგებული ინფორმაციაა, ყველაზე პირველი რაც ინფორმაციის აღქმაში ეხმარება ესაა კალენდარი, რომლის წყალობითაც ყველა თრიღი იდეალურად დალაგებულია. რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, შეგვიძლია ვთქვათ როდის მოხდა ესა თუ ის მოვლენა. როდესაც საუბრობენ წარსულში მცხოვრებ დიდ ადამიანებზე, ანალის ვექტორიანებს ყოველთვის აინტერესებთ რომელ წლებში ცხოვრობდა ის, თარიღების გამორკვევა ეხება არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ მოვლენებსაც. ანალის ვექტორიანის აზროვნებაში მნიშვნელოვანია ორი დეტალი. პირველი არის მის გონებაში არსებული ყველა ინფორმაციული დანაყოფის შევსება, რადგან თუ რომელიმე დანაყოფი არ შეივსო, ეს ნიშნავს, რომ ყოვლისმცოდნე ანალმა, რაღაც არ იცის, ანუ ის თავის საქმეში არ არის პროფესიონალი, ანუ არის სფერო რომელიც მას არ შეუსწავლია, მეორე მხრივ მას არ შეხვედრია არცერთი მოვლენა რომელიც გონებაში არ ,,ჩაუწერია“, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეეჯახებოდა სიტუაციას, როდესაც რაღაც მოხდა, მაგრამ ამ მოვლენის ჩასაწერი თავისუფალი ადგილი, გონებაში არ დარჩა. გონების ინფორმაციით შევსებას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანალის ვექტორიანის ფსიქიკის ფენების სწორად ფორმირებისთვის. პირველი შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტი, უკვე აზროვნების დონეზე წარმოიშობა, ეს მაშინაა როცა ხდება რაღაც მოვლენა, რომელიც ანალის ვექტორიანმა უნდა განათავსოს თავისი გონების რომელიმე დანაყოფში, მაგრამ მომხდარი მოვლენა 100%-ით არ მიესადაგება მის გონებაში არსებულ არცერთ ,,განყოფილებას“, მაგალითად: ნებისმიერი ანალის ვექტორიანისთვის არსებობს ,,დედაკაცების“ ორი ტიპი, ნორმალური დედაკაცი და ბოზი, ანალისთვის გასაგებია, რომ ნორმალური დედაკაცი არავისთან არ წევს, ბოზი კი ყველასთან, მას კი უცნაური სიტუაცია აქვს, მან ნახა, რომ მასთან დაქორწინებამდე მისი ცოლი ვიღაცასთან კოცნაობდა, მაგრამ როცა ცოლად მოიყვანა, ის ქალიშვილი იყო, ამიტომ ვერ გაუგია, მისი ცოლი ნორმალური დედაკაცია, თუ ბოზი?! წარმოიდგინეთ როგორი შინაგანი კონფლიქტია, ანალის ვექტორიანისთვის საშუალოს ცნება არ არსებობს, მის გონებაში მხოლოდ ორი განყოფილებაა ქალის აღსაწერად, წესიერის და ბოზის, მაგრამ მისი ცოლი არცერთ განყოფილებაში არ ჯდება. ეს შინაგანი კონფლიქტი წყდება შემდეგნაირად: მას ან ეყოფა გონება იმისთვის, რომ თავის დანაყოფებს დეტალიზაცია გაუკეთოს, ანუ გონებაში არსებულ განყოფილებებში შექმნას უფრო მეტი ქვეგანყოფილება ქალის აღსაწერად და ქალი იმის მიხედვით კი არ აღწეროს შეეხო თუ არა მას ვინმე, არამედ ქმართან დამოკიდებულების ,,სისუფთავით“. ეს რამდენადმე უფრო სიღრმისეული მიდგომაა, მის გონებაში იქმნება უფრო პატარა დანაყოფები, საკითხის მეტად დეტალიზაციისთვის. როცა ის განვითარებას ასწრებს პუბერტაციის (სქესობრივი მომწიფების) ასაკამდე, მაშინ რაც დრო გადის მისი გონება უფრო ხარისხიან დეტალიზაციას ახერხებს და სამყარო მისთვის მხოლოდ კარგი და ცუდი კი აღარ არის, არამედ აზრებში უფრო მეტი მდგომარეობა ჩნდება. სქესობრივი მომწიფების შემდეგ მისი აზროვნება თითქმის ბოლომდე ჩამოყალიბებულია, მისი გონება წყვეტს დანაყოფების ჩამოყალიბებას, მას უკვე აღარ შეუძლია დამატებითი დანაყოფების შექმნა და საკითხების კიდევ უფრო დეტალიზება. ამიტომ თუ ამ ასაკამდე ანალის ვექტოროიანმა გონებაში მხოლოდ ორი დანაყოფის შექმნა მოახერხა (კარგი ან ცუდი), მაშინ ნებისმიერი ოდნავ გაურკვეველი მოვლენა მის ფსიქიკაში სტრესს იწვევს და უწევს ეს მოვლენა ძლივს ჩაიტენოს ამ ორიდან ერთერთ დანაყოფში. მაგრამ ეს მაინც მთელი სიცოცხლე სტრესია. თუ დავუბრუნდებით ზემოთ მოყვანის მაგალითს, ასეთი ,,ორგანყოფილებიანი“ აზროვნების მქონე ანალი, თავის ცოლს მთელი ცხოვრება კითხვებით თავს აბეზრებს, ვის და როგორ კოცნიდიო და რაც უფრო მეტს იგებს მით მეტ გაურკვევლობაშია, მთელი ცხოვრება ვერ იგებს მისი ცოლი ნორმალური დედაკაცია (ანალური ვექტორი გამოკვეთილად მამრობითი ვექტორია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალი ქალები არ არსებობენ, უბრალოდ ამ ვექტორში მამრობითი ხასიათი დომინირებს, მათთვის ქალი კაცზე დაბლა მდგომი არსებაა, ამიტომ ხშირად უწოდებენ არა ქალს - არამედ დედაკაცს), თუ ბოზი?! ამიტომ თავის ცოლს მთელი ცხოვრება ,,ტვინს შეუჭამს“, შენ ბინძური დედაკაცი ხარ, იმიტომ რომ ჩემამდე სხვა კაცებს კოცნიდიო. ეს შინაგანი დისბალანსი რაც დრო გადის უფრო იზრდება, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ, თავის ცოლს მხოლოდ ბინძურს კი არა, უკვე კახპას ეძახის.

კიდევ ერთხელ ვეცდებით უფრო კარგად წარმოგიდგინოთ როგორაა მოწყობილი ანალური ვექტორის გონება: ალბათ გინახავთ Word Dokument-ში დაკვადრატებული ფერთა პალიტრა, ზემო კვადრატში არის ვთქვათ ლურჯი ფერი, შემდეგ მის ქვემოთ არის ამ ფერის სიმკვეთრის ხარისხები, ღია ლურჯი, საშუალო ლურჯი, მუქი ლურჯი და ასეა ყოველი ფერი დაკვადრატებული და მკაფიოობის მიხედვით დახარისხებული, მკაცრად მოწესრიგებული და მკაცრი წესრიგით დახარისხებული, სწორედ ასევეა მოწყობილი ანალის ვექტორიანების გონება, ნებისმიერი მოვლენა განთავსებულია რომელიღაც კვადრატში მისი ხარისხის მიხედვით.

არსებობს მეორენაირი პალიტრაც, სადაც ფერები ყოველგვარი დაკვადრატების გარეშე თანდათან, თავისუფლად გადადის ერთმანეთში, ეს კანური მიდგომაა, სადაც ვერ იტყვი კონკრეტულად როდი გადადის ფერი ერთიდან მეორეში, აქ არ არის კონკრეტულდ კვადრატით გამოყოფილი ფერი, კანის ვექტორიანები ასევე გრადაციულად უკეთებენ შეფასებას ლანდშაფტის ცვლილებას, ამიტომ მათ გონებაში არ არსებობს მხოლოდ ორი უკიდურესობა, კანები დიფერენცირებას უკეთებენ უწვრილმანეს გრადაციასაც კი. ანალის ვექტორიანები კი აზროვნებენ კვადრატულად (სწორხაზოვნად), პრინციპში მათ გონებაში სულ ორი განყოფილებაა, კარგი-ცუდი, ჩემი-სხვისი, შემდეგ კი რაც უფრო მეტად ვითარდებიან, თითოეული ეს დანაყოფი კიდევ იყოფა, უფრო პატარა, ქვეგანყოფილებებად, ანუ უკვე არის არა მხოლოდ თეთრი და შავი, არამედ, ღია შავი, რუხი, მუქი თეთრი და ა.შ. შეიძლება ეს ასობით დანაყოფამდე განვითარდეს თეთრიდან - შავამდე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იქნება არა თანდათანობითი გადასვლა ერთი ფერიდან მეორეზე, არამედ მკაცრი კვადრატებით ერთმანეთისგან გამოყოფილი ფერები. უბრალოდ რაც მეტად ახერხებს დეტალიზაციას, მით უფრო მეტი შანსი აქვს სწორად განვითარდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს დეტალიზაცია ბავშვობაშივე ისწავლოს, რადგან როცა გაიზრდება, ზრდასრულობისას ვეღარ შეძლებს უკვე ჩამოყალიბებულ დანაყოფებს რაიმე დაუმატოს. თუ მის გონებაში არსებული დანაყოფები ცოტაა, მაშინ სხვა ადამიანების თვალში ის გამოჩნდება უხეში, იმიტომ რომ ის ყველას ერთი საზომით ზომავს. ამიტომ მისთვის, ქალი მაგალითად ან პატიოსანია ან ბოზი, შუალედი არ არსებობს, მისთვის სულერთია, რომ ერთი ყველას უწვება, მეორე კი გათხოვილი იყო და ქმარმა მიატოვა, ფიქრობს: რა განსხვავებაა თუ ჩემამდე ვინმესთან იწვა, ის ყველა შემთხვევაში ბოზიაო. სხვა ყავდა ე.ი. ბოზია, რა მნიშვნელობა აქვს ერთთან იწვა თუ ოცთან. რა თქმა უნდა უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად ზრდასრულობაშიც მოახერხოს და თავისი ორი დანაყოფი კიდევ გაყოს, მაგრამ ეს წარმოუდგენლად ძნელია და თითქმის არ ხდება, ეს იგივეა მთელი აშენებული სახლი აიღო და სხვაგან გადადგა.

თუ დავუბრუნდებით წარსულს, ეს ანალის ვექტორიანებისთვის მუდამ კომფორტული მდგომარეობაა, რადგან ის არ იცვლება, არის მკაფიოდ განსაზღვრული თარიღები, ყველაფერი ცნობილია და წარსულში არ არსებობს არანაირი მოულოდნელობა. ამიტომ ისტორია ანალებისთვის ყველაზე საყვარელი საგანია (როგორც კაცობრიობის ისტორია, ისევე პირადად თავისი ისტორია), სხედან, კითხულობენ, აანალიზებენ, ახარისხებენ. როდესაც წარსულთან აქვთ შეხება, თავს ისე გრძნობენ როგორც თევზი წყალში, რადგან წარსულში ყველაფერი მშობლიური და ცნობილია. უყვართ ბავშვობის და ახალგაზრდობის გახსენება, მუდმივად ამაზე საუბრობენ და ყვებიან რა კარგი დრო იყო ძველად.

უკვე საკმაოდ გასაგები უნდა იყოს როგორ აფორმირებს ანალის ვექტორიანი დანაყოფებს გონებაში, როგორ აანალიზებს ის ინფორმაციას, მაგრამ ეს ანალის ვექტორიანების აზროვნების მხოლოდ ნახევარია, მეორე საკითხი კი ამ დანაყოფების სწორად გადახარისხებაა.

თქვენ იცით, რომ კანის ვექტორიანები ყოველ მოვლენას ჯერ შეფასებას უკეთებენ გამოსადეგობის მიხედვით, შემდეგ კი ცდილობენ რაც შეიძლება სახეირო რამ ,,დაითრიონ“. ანალის ვექტორიანები რა თქმა უნდა უფრო ზანტად აზროვნებენ, მაგრამ აზროვნების მექანიზმი ასევე ორი ეტაპისგან შედგება. ჯერ ყოველ მოვლენას გონების ,,განყოფილებებში“ ათავსებენ, შემდეგ კი ფიქრობენ რამდენად ახლოა ხარისხობრივად მათთან ესა თუ ის მოვლენა. რაც უფრო დაშორებულია მოვლენა მის ხარისხობრივ აღქმას, მით უფრო უცხოა ეს მოვლენა მისთვის. მაგალითად: არსებობს მისი ოჯახი, მისი გარემოცვა, მისი სანათესაო და არსებობს უცხო ოჯახი, უცხო გარემო, უცხო ხალხი. არა მხოლოდ იმ აზრით, რომ ის უცხოები მათ ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ (ეს კუნთურ ქსენოფობიაში არ აგერიოთ, რომელიც მხოლოდ ტერიტორიული ნიშნით სხვაობის გამო ვლინდება), არამედ იმ აზრით, რომ უცხოებს სხვა ფასეულობები აქვთ, ბავშვებსაც სხვანაირად ზრდიან, სხვანაირი წესები აქვთ, განსხვავებული ისტორია, განსხვავებული წარსული. არსებობს სამშობლო, მშობლიური ადგილები და არსებობს უცხო ადგილები, იქ ყველაფერი უცხო და განსხვავებულია, უცხო ხალხია, რწმენაც სხვანაირი აქვთ. ყველაფერს ასე უყურებენ: ჩემი სისხლი - უცხო სისხლი, ჩემი რელიგია - უცხო რელიგია. უცხოები ხომ სხვანაირად ლოცულობენ და სხვანაირად ინათლებიან, ან საერთოდ არ ინათლებიან. თუ სისტემურად ვისაუბრებთ რელიგია და ღმერთის რწმენა იტაცებს სამ ვექტორს (ანალს, ვიზუალს და სმენას), ანალური ვექტორი ერთერთია ამ სამიდან, თითოეულ ვექტორს წამს თავისი ფასეულობების მიხედვით, ანალებს წამთ იმიტომ რომ სარწმუნოება წარსულის ნაწილია, ეს მათი წინაპრების რწმენაა (რა ქართველი ხარ, თუ მართლმადიდებლობა არ გწამს). არ გწამდეს შენი წინაპრების რელიგია, ეს ანალის ვექტორიანებისთვის წინაპართა ხსოვნის შეურაცხყოფაა. ამიტომ ანალები დადიან ეკლესიებში, ლოცულობენ, თავის შვილებსაც დაატარებენ, მარხულობენ, იწერენ ჯვარს და ზედმიწევნით იცავენ ტრადიციებს. ანალის ვექტორიანების ფუნქცია ხომ წარსულის შენახვაა, ტრადიციებიც წარსულის ნაწილია, ამიტომ ანალები ისევე იქცევიან, როგორც მათი ბაბუის ბაბუები. ანალის ვექტორიანები იზრდიან დიდ წვერს, ატარებენ მასიურ ჯვრებს, აქვთ წარსულის და უფროსებისადმი მოკრძალება. 90-იან წლებში პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ანალებმა დაიწყეს წვერის მასიურად მოშვება, თუ მათ რომელიმე სხვა ვექტორიც ერთვოდა, ისინი ძირითადად რელიგიური ფასეულობებით სპეკულირებნენ. გახშირდა შემთხვევები როდესაც კუნთ-ანალ-კან-ორალი ბანჯგვლიანმკერდიანი ,,მუტრუკები“, დაატარებდნენ უზარმაზარ ოქროს ჯვრებს და რწმენისკენ მოუწოდებდნენ ხალსხს. თუმცა ეს ცოტა სხვა თემაა, ეს ხალხიც პოლიმორფები არიან, განსაზღვრული მდგომარეობის ანალური ვექტორით და ასეთებს რეალურად არაფერი აკავშირებთ ნამდვილ რწმენასთან. არის ანალების კიდევ ერთი ტიპაჟი, რომლებსაც წამთ, რომ იქ მაღლა ,,სამოთხეში“ ისინი მიიღებენ იმ მადლს, რაც აქ დაიმსახურეს, მაგრამ ვერ მიიღეს, ასეთები ხშირად ბალანსდარღვეული, ცხოვრებაზე განაწყენებული ანალები არიან, რომლებმაც ცხოვრებისგან ვერ მიიღეს ის, რასაც მოელოდნენ.

მორწმუნეები არიან ასევე ვიზუალებიც. ვიზუალებს ძალიან უნდათ ჯეროდეთ რაღაც დიდის, კეთილის, ლამაზის, ჯადოსნურის. ვიზუალებს ხშირად ჯერათ მოჩვენებების (მაგრამ მოჩვენებები კეთილები არ არიან), ზღაპრების, მაგრამ ასეთი რაღაცეების გამო მათ დასცინიან. ვიზუალებს შეიძლება სწამდეთ სიყვარულის, რელიგიის, ასევე სჯერათ რომ აქვთ ინტუიცია. არსებობს ვიზუალის მეორე ტიპაჟი, შედარებით უფრო განვითარებული, როდესაც მას შეუძლია საკუთარ თავში აღზარდოს ეთიკისა და მორალის შეგრძნება, ასეთ დროს მას შეუძლია გარშემომყოფებს უთანაგრძნოს, შინაგანად შეიგრძნოს კაცთმოყვარეობა, ეს ვიზუალური ვექტორის განვითარების უმაღლესი დონეა. რატომ კავდებიან ვიზუალები რელიგიით? ნორმალურად განვითარებული ვიზუალი განიცდის შინაგან თანაგრძნობას ადამიანების მიმართ, ის განიცდის ადამიანთა ბედს, ის იღებს ბიბლიას , ან რომელიმე სხვა წმინდა წიგნს, იქ კი იგივე წერია რასაც ის განიცდის, ის ფიქრობს რომ ასეც უნდა იყოს, ამიტომ ნორმალურად განვითარებული ვიზუალები ხდებიან მორწმუნეები და რელიგიიდან იღებენ იმ ფასეულობებს რომელიც მათში შინაგანად დევს და შეესაბამება მათ ჰუმანიზმს.

რელიგიით გატაცებული მესამე ვექტორია სმენა. ეს უკვე სერიოზული და რეალურად მომაბეზრებელი ადამიანთა ჯიშია, სმენის ვექტორიანები თავდაპირველად ეძიებენ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტებას ჯერ ეძებენ საკუთარ თავში, შემდეგ ფილოსოფიაში, მაგრამ როგორც წესი ვერ პოულობენ, ამიტომ იმედი უცრუვდებათ და იწყებენ ღმერთის ძიებას, სწავლობენ ჯერ ერთ რელიგიას, მერე მეორეს, ეცნობიან სხვადასხვა ,,წმინდა წიგნებს“, შემდეგ რომელიმეს გამოარჩევენ, მასზე ჩერდებიან და მათგან შეიძლება დადგეს ნამდვილი რელიგიური ფანატიკოსი.

ეს არ გავს ანალის რწმენას, რომელიც ტრადიციების გამოა მორწმუნე, არც ვიზუალისას, რომელიც კაცთმოყვარეობის და თანაგრძნობის გამოა ერთვება რელიგიაში, არამედ შინაგანი ძიების გამო, ის ეძებს პასუხებს თავის აბსტრაქტულ კითხვებზე, თავის იდეებზე, უნდა სურვილები დაიკმაყოფილოს და შეიცნოს რა ხდება მის ირგვლივ. რომელ რელიგიაში ჩაებმება სმენის ვექტორიანი, ეს პრინციპში შემთხვევაზე და ფაქტების განლაგებაზეა დამოკიდებული, მაგალითად რომელიმე სულიერი წიგნი ჩაუვარდება ხელში და მისი იდეური გავლენის ქვეშ ექცევა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სმენის ვექტორიანი გახდეს საერთოდ ათეისტი, ასეთ დროს უბრალოდ კი არ წამს, არამედ იმდენად დარწმუნებულია, არანაირი ღმერთი არ არსებობსო, რომ მასთან შეკამათებაც კი შეუძლებელია. ასე სწამთ სმენის ვექტორიანებს.

რწმენისთვის ბევრი მოტივაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როცა რეალურ რწმენაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ამ სამ ვექტორს აქვს. რეალურად მორწმუნე ადამიანს ყოველთვის აქვს ამ სამიდან ერთერთი ვექტორი მაინც, ხოლო თუ სამივე აქვს მაშინ მისი რწმენა სამივე ვექტორის ფასეულობებს აერთიანებს და ვიღებთ ზემორწმუნე ადამიანს. დანარჩენი ვექტორები რწმენაზე საუბრისას საერთოდ ვერ ხვდებიან რაშია საქმე. დარჩენილი ხუთიდან მხოლოდ კუნთის ვექტორია ისეთი, რომელსაც შეიძლება ასწავლო, რომ მას უნდა სწამდეს, ის ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, მაგრამ მას ამის რეალურად გააზრებისთვის საჭირო თვისებები არ გააჩნია, უბრალოდ ჯერა რასაც ასწავლიან, თუ ყველას წამს ჩვენც უნდა გვწამდესო, ასე ფიქრობენ კუნთის ვექტორიანები.

თუ ხდებოდა ისე, რომ ქვეყანაში მკვიდრდებოდა ახალი რელიგია, ვთქვათ ადრე იყვნენ კერპთაყვანისმცემლები და ახლა ფეხს ქრისტიანობა იკიდებდა, ახალ რელიგიას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ანალის ვექტორიანები უწევდნენ, რადგან მათი წინაპრებისთვის ქრისტიანობა უცხო იყო, ამიტომ მათში იბადებოდა უზარმაზარი შინაგანი კონფლიქტი და ისინი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ სიახლეს. თუმცა შემდეგ წლების მანძილზე შეეგუენ და ქრისტიანობა იქცა ტრადიციის ნაწილად. ყველა ვექტორი ამას თავისებურად შეეგუა, კანის ვექტორიანებმა დაიწყეს სულიერი ბიზნესი და შეძლეს ამისგან მიეღოთ სარგებელი, კანებს მხოლოდ სარგებელი სწამთ. ურეთრალს სწამს საკუთარი თავის და თავისი ჯგუფის მომავლის, ამის გარდა კი სხვა რწმენას მხოლოდ მაშინ იღბს თუ ეს მისი ჯგუფის გადარჩენას შეუწყობს ხელს. ორალის ვექტორიანებს მხოლოდ მხიარულების და კარგი ანეკდოტების სწამთ, თუმცა თუ რელიგიას თან ახლავს სახალხო დღესასწაულები, ორალები წინააღმდეგი არ არიან ამაში მონაწილეობა მიიღონ, მათ უყვართ ხალხმრავლობა, ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე. ყნოსვის ვექტორიანს პრინციპში საერთოდ არაფრის არ სწამს, იმისთვის რომ ჯგუფი გადარჩეს და რანჟირდეს რწმენა საერთოდ არ არის საჭირო, სხვა საკითხია თუ ეკლესია ყნოსვის ვექტორიანს ძალაუფლებას მიანიჭებს და უფლებას აძლევს უხელმძღვანელოს ჯგუფს და განკარგოს ვინ სად და როგორ წავიდეს, ასეთ შემთხვევაში ყნოსვის ვექტორიანი შეიძლება გახდეს პაპი, კარდინალი, პატრიარქი, ან რამე ასეთი, ამ შემთხვევვაში ყნოსვის ვექტორიანი შეიძლება ჩაებას რელიგიურ ცხოვრებაში, მაგრამ მისი რწმენა ნულის ტოლია.

როდესაც ვსაუბრობთ ანალურ, ტრადიციებზე ორიენტირებულ რწმენაზე, პირინციპში ანალების გარდა ასეთი რამ არავის არ აქვს, ამიტომ ამის გამო ანალები იტანჯებიან. განსაკუთრებით თუ ცხოვრობენ თანამედროვე, დიდ ქალაქში და აქვთ მხოლოდ ანალური ვექტორი, ან არიან კუნთ-ანალები, ქალაქი კი კანური დასახლებაა, იქ სხვა რიტმი და ცხოვრები სხვა წესია და ანალის ვექტორიანები თავს ისე გრძნობენ როგორც წარსულის ნაგლეჯები აწმყოში, ამიტომ რწმენა მათი უკანასკნელი დასაყრდენია, ეს ერთადერთი რამაა რაც მათ წარსულთან აკავშირებთ. ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია მათთვის.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით განვითარების კანურ ფაზაში, ამიტომ ყველანაირი ფასეულობა რაც კი ანალის ვექტორიანებისთვის ძვირფასი იყო, წარსულში დარჩა. უკან დარჩა განვითარების ანალური ფაზა, მძიმე ხანგრძლივი ეპოქა, ყველაფერი რაც უკავშირდებოდა ავტორიტეტს, უფროსების პატივისცემას, რელიგიას და სხვა. ყოფელივე ეს კაცობრიობამ საკაცობრიო ფასეულობის დონეზე უკან მოიტოვა. უკან დარჩა მმართველობის ის ფორმა, როდესაც ადამიანები თვლიდნენ, რომ ვიღაცას ღვთაებრივი სისხლი აქვს და ამიტომ მთელ ერს უნდა მართავდეს როგორც მეფე, ეს მეფობა კი ღვთისგან ბოძებულად მიაჩნდათ და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მეფე განსაკუთრებული მმართველობითი უნარით დაჯილდოებულ ადამიანად მიაჩნდათ. რეალურად ჯგუფში ნამდვილად არის განსაკუთრებული მმართველობითი უნარით დაჯილდოებული ადამიანი, ესაა ურეთალი, მას შეუძლია მართოს ხალხი. მაგრამ ანალური აზროვნებისთვის, ეს განსაკუთრებულობა იძენდა მუდმივობას, ანალები აზროვნებენ მარადიული ფასეულობებით, ამიტომ თუ ვინმე განსაკუთრებული მმართველობითი უნარით იყო დაჯილდოებული, ანალები თვლიდნენ, რომ მას განსაკუთრებული სისხლი ქონდა და რადგან განსაკუთრებული სისხლი ქონდა, ე.ი. მის შთამომავლებსაც განსაკუთრებული სისხლი უნდა ჰქონოდათ. ანალის ვექტორიანები ანალოგიებით აზროვნებენ, ისინი გონებაში ქმნიან დანაყოფებს, მერე კი ამ დანაყოფებში მოთავსებულ ანალოგიებს ერთმანეთს ადარებენ. ანალის ვექტორიანებს უყვართ ისტორია, ისინი ისტორიაში პოულობენ ერთმანეთის მსგავს ფაქტებს, მათ ერთმანეთს ადარებენ და ასკვნიან, რომ ისტორია მეორდება, როგორც კაცობრიობის ისე ინდივიდების. ვინაიდან ისტორია მეორდება, ე.ი. მეორდებიან ადამიანებიც, ოღონდ მხოლოდ თავის საგვარეულოში, ამიტომ თუ ვიღაც კარგი მეფე და მხედართმთავარია, ანალების აზრით, მისი მთელი შთამომავლობაც განსაკუთრებული იქნება. ჩვენ დღეს სისტემის წყალობით ვიცით, რომ ეს ასე არ არის, არ არსებობს გარანტია, რომ ურეთრალის ვექტორიანს, აუცილებლად ურეთრალი შვილი ეყოლება, ხშირად ასე სულაც არ არის. თუმცა წარსულ დროში ამას, რომც გეთქვათ, მაინც არავინ დაიჯერებდა. დღევანდელ ეპოქაში ძალიან ცოტას სჯერა, რომ ძალაუფლება რწმენას უნდა ეფუძნებოდეს, თუმცა ანალის ვექტორიანები დღესაც კი უფრო მშვიდად იქნებოდნენ, მათ საქმეებს თუ ბრძენი მონარქი მოაგვარებდა. თუმცა თუ მონარქი არ იქნება, ანალის ვექტორიანები მზად არიან მმართველობის სხვა ვარიანტის შემოსათავაზებლად. მაგალითად: უხუცესთა საბჭოსი, უხუცესი ანალისთვის ნიშნავს ყველაზე მოხუცს, ყველაზე გამოცდილს, გრძელწვერას, ანალებისთვის ასეთები ყველაზე პატივსაცემი ხალხია.

ანალური ფაზა თავის მხრივ უძრავი კი არ იყო, არამედ თავისებურ განვითარებას განიცდიდა, თუმცა ძალზე ნელი ტემპით. თავის შიგნით ანალურ ერას ქონდა რაღაც ეტაპები, დღეს კანურ ფაზაში მმართველობის ძირითადი ფორმა საპარლამენტო მმართველობაა, ბევრი არჩეული ადამიანი აძლევს ხმას კანონს ფარულად, მაგრამ ამ კანონზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს, ნამდვილი კანური, ეშმაკური გამოსავალია. ანალები ხვდებიან, რომ კანური ფასეულობები, ფული, ბიზნესი, მათი ფასეულობა არ არის, არსებობს კანონი რომლის წინაშეც ყველა თანასწორია, მაგრამ გულის სიღრმეში ანალის ვექტორიანებმა იციან, რომ თვითონ კანის ვექტორიანებს არ გვანან. იციან, ბიზნესი და კონკურენცია მათი მოქმედების სფერო არ არის, ამიტომ ანალები გრძნობენ, რომ მიუხედავად ოფიციალური კანონით თანასწორობისა, ეს ეშმაკი კანის ვექტორიანები მათ ატყუებენ.

ანალის ვექტორიანებისგან ხშირად გაიგონებთ: შეხედეთ ხალხს რა დაემართა, დღეს უკვე ნამდვილი ფასეულობები აღარავის ადარდებსო. ისინი თვლიან, რომ ხალხმა ტრადიციები დაივიწყა, აღარავინ ეთაყვანება წინაპართა საფლავებს. ნებისმიერი ანალი იტყვის: შეხედეთ საით მიექანება კაცობრიობა, რა დაემართა ოჯახურ ფასეულობებს. ანალის ვექტორიანი მამრები თავს ოჯახის უფროსად თვლიან, მათი სიტყვა ოჯახში ყველასთვის კანონი უნდა იყოს. მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ოჯახში მათი ერთპიროვნული მმართველობა ეჭვქვეშ დადგა. ,,ეს ხომ დეგრადაციაა, უფროსებს პატივს სულ აღარ სცემენ". ანალებისთვის საუკეთესო დრო იყო თავად-აზნაურთა ეპოქა, იყვნენ თავადები (ყველა ანალის ვექტორიანი თავს თავადად, ან თავადის შთამომავლად თვლის), ჰქონდათ დიდი სახლი, ყავდათ ყმები, არავის არსად არ ეჩქარებოდა, ცხოვრება მდორედ მიედინებოდა, ირგვლივ ყველა ნაცნობი იყო, აი ეს ანალებისთვის კომფორტული ცხოვრებისეული რიტმია. იქ ყველაფერი კარგად იყო, თავის მამულში თვითონ იყო უფროსი, მას უსმენდნენ, პატივს ცემდნენ, იქ ყველაფერი მათი იყო. ანალებს უყვართ როცა ყველაფერი თავისი აქვთ, სამსახურშიც კი, საერთო სამუშაო მაგიდას, ურჩევნიათ საკუთარი მაგიდა და საკუთარი კაბინეტი ჰქონდეთ, საკუთარ მაგიდაზე, თავის ნივთებს როგორც უნდათ ისე დაალაგებენ და მათ გარდა ხელს ვერავინ ახლებს. ტანსაცმელსაც კი მუდამ ერთი და იგივე საკიდზე კიდებენ, მუდამ ბუზღუნებენ თუ მათ საკიდზე ტანსამელი სხვამ დაკიდა, ,,არ შეეხოთ ჩემ საკიდს!“, მათ საკუთარი წესრიგი აქვთ და ეს ვრცელდება როგორც ნივთებზე, ისე მათ აზროვნებაზე.

თუ თქვენ გყავთ ანალის ვექტორიანი ბავშვი, ეცადეთ შეიგრძნოთ მისი ეს თვისებები, სასურველია მას ქონდეს საკუთარი ოთახი. თუ ოჯახში იმის საშუალება არ გაქვთ, რომ მას ცალკე ოთახი გამოუყოთ, არა უშავს, ამ შემთხვევაში გამოუყავით მას საკუთარი კუთხე, რომ მას ქონდეს ადგილი, სადაც ის შეძლებს საკუთარი წესრიგის დამყარებას, დააწყობს საკუთარ ნივთებს თავის სურვილისამებრ. ნუ ჩაერევით მის ამორჩეულ წესრიგში, ეს თქვენი საქმე არ არის, ეს მისი კუთხეა და თვითონ მოუვლის, დროთა განმავლობაში ეს კუთხე რაღაცას დაემსგავსება.

თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ კანის ვექტორიანები ურთიერთობას რანგობრივად აღიქვამენ, ვის მაღალი რანგი აქვს და ვის დაბალი, ამას შეაფასებენ და ამის მიხედვით ურთიერთობენ, თუ ადამიანი მათზე დაბლაა, მას ზემოდან უყურებენ, ხოლო თუ მათზე მაღლაა, მისი შურთ. შემდეგი ურთიერთობები კი მათსავე განვითარების დონეზეა დამოკიდებული. ანალებისთვის კი შეფასების მექანიზმი რანგობრივი კი არა, ხარისხობრივია, აქ არ არის მეტ-ნაკლებობა, არის თავისი და უცხო, ახლოსაა ვიღაც მათთან ხარისხით, თუ შორს, შემდეგ კი თავის ურთიერთობებს ამაზე დამოკიდებულებით აწყობენ. ეს ზოგჯერ სისულელემდე მიდის. მაგალითად: აიდეალებენ საკუთარ ნაციას, ამაყობენ საკუთარი ნაციის ჩაცმულობით, რწმენით, ტრადიციებით, ხაზგასმით და ზარ-ზეიმით აღნიშნავენ ნაციონალურ და რელიგიურ დღესასწაულებს, ყოველი თანამემამულე და თანამორწმუნე მოძმედ მიაჩნიათ, მათთან უცხოეთში შეხვედრისაც მაგრად ართმევენ ხელს, გადაეხვევიან, ჩვენ ერთი სისხლის და მიწა-წყლის ხალხი ვართო. ნებისმიერი ,,საძმო“, ნებისმიერი ერთობა, ნებისმიერი ,,საიდუმლო საზოგადოება“, ნებისმიერი გაერთიანება საერთო ინტერესების მიხედვით, არა კანურად ბიზნესპარტნიორობა, ან რამე მსგავსი, არამედ განცდა, რომ ისინი ერთ ,,განყოფილებაში“ არიან, ყველა ესენი მხოლოდ ანალის ვექტორიანები არიან. ეს არის ის როცა ადამიანები თავს ერთ ხარისხში აღიქვამენ, მაგალითად: არიან მონასტერში და ეთაყვანებიან ერთ ღმერთს, ან ერთიანი მასონური ლოჟა აკეთებს ერთ, ,,წმინდა საქმეს“, ან ერთნაირად მოაზროვნე ნაცისტები საერთო ინტერესით ერთიანდებიან და ანადგურებენ განსხვავებულებს და სხვა.

ანუ არიან თვითონ ,,ერთნაირები“ და არის ყველა დანარჩენი ,,უცხოები“. ყველა ვინც მათ ,,კვადრატში“ არ არის უცხოა, ამიტომ ცუდია. ცუდია იმიტომ, რომ მათ სხვა ტრადიციები და სხვა რწმენა აქვთ, სხვა ავტორიტეტები ყავთ, განსხვავებული წარსული აქვთ. ჩვენი სიმბოლო ლურჯი დროშაა, თქვენი წითელი, ამის გამო თქვენ ჩვენგან განსხვავდებით და ჩვენ თქვენ ვერ გიტანთ. როდესაც განსხვავებული, ანუ ,,უცხო“ ქუჩაში ხვდებათ, ამ განსხვავებულობის გამო მის მიმართ სიძულვილს განიცდიან და მთელი არსებით უნდებათ მისი განადგურება. ამიტომ მთელ თავის დაგროვილ ბრაზს მასზე ანთხევენ, ყველაფერ ცუდს რაც კი გარშემო ხდება ,,უცხოებს“, განსხვავებულებს აბრალებენ. ასეთი მდგომარეობა ანალურ ვექტორში გამოვლინებას ყოველთვის პოულობს განსხვავებული ჯგუფების მიმართ აგრესიაში. ამის მიზეზი ისაა, რომ აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი ანალი, არც ისე განვითარებულია, მის გონებაში ძალზე ცოტა დანაყოფია, მაგალითად: თუ თვითონ ერთი საფეხბურთო გუნდის ფანია, მას სძულს ყველა სხვა საფეხბურთო გუნდის ფანები, ის ვერ ხვდება, რომ სხვა საფეხბურთო გუნდის ფანები, ასევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მათ ფეხბურთის გარდა აქვთ სხვა ინტერესებიც, განსხვავდებიან პროფესიებით, მაგრამ განუვითარებლობის გამო ასეთი ანალი ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებს, ის ძალიან უხეშად უყურებს სამყაროს, მისთვის ყველაფერი ან შავია, ან თეთრი, ამიტომ ყველა ვინც იმ გუნდს არ უჭერს მხარს რომელსაც თვითონ, მისი მტერია. ამას ემატება მისი შინაგანი არარეალიზებულობა, ის შეიგრძნობს, რომ ცხოვრებაში რაღაც არ გამოუვიდა, თავისი სტრესების გამო ის იტანჯება, აქვს წყენა, ბრაზი, ის პოულობს თავის მსგავსებს, თავისნაირ არარეალიზებულებს და მათთან რაღაც ნიშნით ერთიანდება, სინამდვილეში კი ისინი საერთო არარეალიზებულობამ გააერთიანა. რეალურად საერთოდ არ არის პირველადი საფეხბურთო გუნდი, ემბლემა, დროშის ფერი, რწმენა და სხვა. აქ მთავარი ისაა, რომ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც სხავდასხვა მიზეზის გამო, არ შეუძლიათ რეალიზება, სწორედ ეს ხდება ფაქტორი რომელიც მათ აიძულებს გაერთიანდნენ, სწორედ ეს ხდება მიზეზი მათში წარმოშობილი უკიდურესი აგრესიისა მათ მიმართ, ვინც მათნაირი არ არის, ანუ ვინც მათთან არ არის, ის მათ წინააღმდეგაა, ე.ი. მტერია, მტერი კი უნდა განადგურდეს, ასეა ანალურად.

არ იფიქროთ, რომ ყველა ანალის ვექტორიანი ასეთია, მაგალითად: ყველა ფეხბურთის მოყვარული ფანატკოსია, ან რამე მსგავსი. ასე არ არის, ჩვენ ახლა უკიდურესობებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ აგრესიულ, დაუკმაყოფილებელ ანალის ვექტორიანებზე. ასეთებს აქვთ შექმნილი ერთობა რაღაც ნიშნით, მაგალითად: არიან ასეთი ანალების ჯგუფი ერთ ქვეყანაში, რომლებიც თვლიან, რომ მეორე ქვეყნის ყველა წარმომადგენელი სულელია. წარმოიდგინეთ, იმ ქვეყანაში შესაძლოა ცხოვრობს მილიონობით ადამიანი და ყველა სულელია. მათთვის ეროვნება გადამწყვეტი ფაქტორია. მისი ეთნოსის წარმომადგენლები კარგები არიან, ამიტომ ყველა მათიანი ბრძენია, სხვები კი მტრები და ცუდები არიან, ამიტომ ყველა ,,უცხოელი" იდიოტია. ასეთი მდგომარეობა ანალის ცუდ განვითარებაზე მიანიშნებს, ის ვერ აზროვნებს სწორი კატეგორიებით, ის ადამიანებს რეალიზებულობის და განვითარების კუთხით ვერ აღიქვამს, ამის აღსაწერად გონება არ ყოფნის. მის გონებაში მხოლოდ უხეში დანაყოფებია, ქართველი - არაქართველი, კარგი-ცუდი. ანალის ვექტორიანის ფასეულობათა სისტემა პირდაპირ მიანიშნებს მისი განვითარების დონეზე. რაც უფრო მასშტაბურია მისი ხედვა, რაც უფრო დიდი მოცულობის აღქმაა შესული მის ,,განყოფილებებში“ მით უფრო განვითარებულია ის. ეს პრინციპში ეხება ყველა ვექტორს, მათი განვითარებულობა აღქმის მასშტაბებზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვიცით რომ ჯგუფი შედგება განსხვავებული ელემენტებისგან, სხავდასხვა ადამიანებისგან, ყოველი ელემენტს (ადამიანს) აქვს რაღაც ვექტორული კომპლექტი. თითოეული ადამიანის განვითარების დონე კი არის, საკუთარი თავის როგორც ჯგუფის ნაწილის გაცნობიერების დონე. ადამიანის ,,მე“ შეიძლება იყოს ერთი ცალკეული ელემენტი, მხოლოდ თვითონ, მისი აღქმა არ სცილდებოდეს საკუთარ თავს და ყველაფერს მხოლოდ თავისთვის აკეთებდეს. შეიძლება თავისი ,,მეს“ ნაწილად მოიაზრებდეს ოჯახსაც, ამ დროს რასაც აკეთებს, აკეთებს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ოჯახის გულისთვის. ცოტა უფრო განვითარებული საკუთარი ,,მეს“ ნაწილად აღიქვამს კიდევ რაღაც ჯგუფს, ვთქვათ იმ კომპანიის კოლექტივს, სადაც მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ის ახერხებს ჯგუფში რეალიზებას, ამიტომ ის იწყებს მუშაობას კომპანიის წინსვლისთვის, რადგან კომპანიის წინსვლა თავად მის წინსვლასაც ნიშნავს. ეს ჯგუფი შეიძლება სხვადასხვა სიფართის იყოს, პატარა კომპანიიდან დაწყებული, მეგაკორპორაციით დამთავრებული, ეს განვითარების მესამე საფეხურია. განვითარების მეოთხე უმაღლეს საფეხურზე ადამიანი თავის ნაწილად აღიქვამს არა რომელიმე ერთ ჯგუფს, არამედ მთელ კაცობრიობას, ანუ ვარ ,,მე“, ,,მე“ კაცობრიობის ნაწილი ვარ, ამიტომ ყველაფერს კაცობრიობისთვის ვაკეთებ.

თუმცა ამ დონემდე ყველა ვექტორი ვერ ადის. არა მხოლოდ იმიტომ რომ არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ რომ ეს არც ჭირდებათ. ჯგუფის სიფართე, რომლის წევრადაც თავს თვლის ინდივიდი, არის დამოკიდებული განვითარებაზე, რამდენადაც ეს განვითარების დონე იზრდება, იმდენად იცვლება ინდივიდის დამოკიდებულება ჯგუფთან. ყველაზე დაბალ დონეზე არსებობს მხოლოდ თანდაყოლილი ფასეულობები, გენეტიკა, ეროვნება, სქესი და ა.შ. ეს ყველაფერი არის სხეულის პირველადი მახასიათებლები, ეს ყველაფერი შემდეგ ვითარდება ოჯახურ ფასეულობათა დონემდე, განვითარების მომდევნო დონე მთელი საფეხურით მაღლა დგას წინაზე, ეს გონებაში არსებული სხვა წესრიგია, ამ დონეზე ადამიანისთვის მთავარია მისი ჯგუფი, მისი კომპანია (რომლის ნაწილადაც თავს აღიქვამს) განვითარდეს, მთავარია ჯგუფის თითოეული წევრი საქმის პროფესიონალი იყოს და თავის მოვალეობას მაღალ დონეზე ასრულებდეს და არ აქვს მნიშვნელობა ის ქართველია, ოსი, თუ ჩინელი. განვითარების უმაღლეს დონეზე კი უკვე არც იმას აქვს მნისვნელობა ვინ რა პროფესიისაა და არც იმას ვინ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება, აქ უკვე საკაცობრიო ფასეულობებია. ამ საკითხს მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი ზოგადად განვიხილავთ. არის აზროვნება, მისი განვითარების მიხედვით, თავს აღვიქვამთ სხვადასხვა მაშტაბის ჯგუფებში.

დავუბრუნდეთ ანალურ ვექტორს. ნებისმიერ ანალის ვექტორიანს, განუვითარებელია ის თუ განვითარებული, გონებაში აქვს დანაყოფი, სადაც არის ცნებები ჩემი, მშობლიური. უბრალოდ განვითარების დონის მიხედვით ამ ცნებებს სხვადასხვანაირად იყენებს. იმასთან რასაც ანალები საკუთრად და მშობლიურად მიიჩნევენ, ყოველთვის თბილი დამოკიდებულება აქვთ. როდესაც ანალის ვექტორიანები უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან, ყოველთვის დიდ სიხარულს განიცდიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ხნის წასულები არიან. კანის ვექტორიანებს ნოსტალგია არ აწუხებთ, უბრალოდ იციან, რომ 700 კილომეტრი აქედან უნდა იფრინონ და იმდენივე უკანა გზაზე. ანალებს კი თავისი ,,კვადრატი“ აქვთ, საიდანაც იშვიათად გამოდიან და თუ გამოდიან, უკან დაბრუნება ყოველთვის უხარიათ, როდესაც მშობლიურ ქალაქს უახლოვდებიან რაღაც სასიამოვნო გრძნობა ეუფლებათ. იქ დახვდებათ ნაცნობი ადგილები და დიდი ხნის უნახავი კეთილი დედა, რომელიც მათ გულში ჩაიკრავს. როდესაც ნაცნობ ადგილებს ხედავენ ბედნიერებისგან სისხლი უჩქროლდებათ, გულისცემა უხშირდებათ, შევლენ თავის ძველ სახლში, ხედავენ ნაცნობ კადრებს, ოჯახის წევრებს და ბედნიერებისგან გულაჩუყებულები ცრემლებს აფრქვევენ. წარმოიდგინეთ: ასაკოვანი, დიდი ტანის, ნამდვილი ვაჟკაცი, მოშვებული წვერით, მელოტი თავით, დგას და თვალებიდან ცრემლები ღვარად ჩამოსდის. დადის სახლში და ყოველი ნაცნობი ნივთის დანახვა ახარებს, თავის ძველისძველ სათამაშოებსაც კი იხუტებს და ხარობს, რომ ისინი კიდევ ძველ ადგილზე აწყვია. მშობლიურ ადგილზე დაბრუნების ნოსტალგია, მხოლოდ ანალურ ვექტორს აქვს, სხვას არავის. ნოსტალგიური განცდა ისეთ ანალებსაც კი აქვთ, ვინც მშობლიურ ადგილზე ბედნიერი არასოდეს ყოფილა და იქიდან ჯერ კიდევ ბავშვობაში წავიდა.

წარმოიდგინეთ კანის ვექტორიანი და ანალის ვექტორიანი ძმები მშობლების გარდაცვალების შემდეგ მშობლიურ სახლში ბრუნდებიან. კანის ვექტორიანი ძმა სწრაფად შემოირბენს სახლს და ანალის ვექტორიანს ეუბნება სახლი დაძველებულა, კედლები დამპალა, რაც შეიძლება მალე უნდა გავყიდოთ სანამ ჯერ კიდევ აქვს ფასიო. ანალის ვექტორიანი ძმა ,,ამ ხარბს" შეხედავს საყვედურით სავსე თვალებით და ამ მზერაში ჩანს საყვედური, სიტყვის უთქმელადაც კი იკითხება: შე ნაძირალა, როგორ შეგიძლია შენი ბავშვობა გაყიდო, ამით ხომ ჩვენს მშობლებს მეორედ მოკლავ!

ალბათ გასაგებია, რომ თუ ანალის აზროვნება შედგება ,,განყოფილებებისგან“, მაშინ უშუალოდ აზროვნების პროცესი არის ინფორმაციის ამ განყოფილებებში განთავსება და დახარისხება. ეს ჩანს იმაში, რისი კეთებაც უყვართ. ყველაზე მეტად ერთვექტორიან ანალებს უყვართ კოლექციონერობა. ძალიან უყვართ როდესაც რამეს აგროვებენ და ანაწილებენ ქილებში, ყუთებში, ალბომებში. აგროვებენ ყველაფერს, მარკებს, მონეტებს, კალენდრებს, შმდეგ კი შეგროვილ კოლექციას რაღაც კონკრეტული ნიშნით ახარისხებენ. ამიტომ ანალის ვექტორიანებისთვის კოლექციონერობა მხოლოდ ჰობი კი არ არის, არამედ მათი ფსიქიკისთვის ამას დიდი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.

ანალებს სამსახურიდან სახლში წასვლა უფრო უყვართ, ვიდრე სახლიდან სამსახურში, განსაკუთრებით მაშინ თუ სამსახურში ვინმესთან კონფლიქტი აქვთ. გაეცლებიან ამ უსიამოვნებას და უბრუნდებიან მშობლიურ სახლს, სადაც თავის დიდ ხის მაგიდასთან დაჯდებიან, სადაც საქმეს აკეთებენ ხოლმე. ანალების სამუშაო ადგილი ხშირად ბიბლიოთეკას გავს, ბიბლიოთეკა ხომ ნამდვილი ანალური ,,ტაძარია“, ეს არის ცოდნის გროვა, სადაც ყველა წიგნი დახარისხებული და სისტემატიზირებულია, კართტოთეკაში შეგიძლიათ იპოვოთ რომელი წიგნი სად დევს. მოკლედ, ანალები სამსახურიდან გაბრაზებულები მოძუნძულებენ სახლში, გზად მარკებს ან რაიმე მსგავსს იყიდიან, შემდეგ სახლში მიუჯდებიან თავიანთ მაგიდას, იწყებენ ამ მარკების დახარისხებას და ამით სტრესი ეხსნებათ. თუ თქვენც ანალის ვექტორიანი ხართ მოსინჯეთ რაიმეს შეგროვება, ეს შეიძლება მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ სტრესების მოხსნაში. ანალის ვექტორიანებს საკუთარი სამუშაო მაგიდა თითქმის ყოველთვის მოწესრიგებული აქვთ. არის ანალების მხოლოდ ორი ტიპი რომლებსაც წესრიგი არ აქვთ (ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ერთვექტორიან ანალზე), პირველი შემთხვევაა როცა ანალს აქვს ,,ბინძური“ მდგომარეობა, ამაზე დაწვრილებით მომდევნო ლექციებში გვექნება საუბარი, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, ანალი ბინძური ხდება მაშინ, როცა მისი გონებრივი ,,განყოფილებები“ ჩამოუყალიბებელია, ამიტომ მისი ფსიქიკა არ არის მოწესრიგებული, ვერ ახერხებს საქმის დაბოლოებას, ამიტომ მას ყველაფერი არეული და დაუმთავრებელი აქვს; მეორე შემთხვევა არის როდესაც ანალის ვექტორიანი რეალიზდება სამსახურში, არის პროფესიონალი, აქვს უამრავი საქმე და იმდენად გადაიღლება მუშაობით, რომ განძრევის თავიც აღარ აქვს, ამიტომ მაგიდაც მიულაგებელი რჩება.

ანალური ვექტორის კოლექციონერობა ყოველთვის პოზიტიური არ არის, აზროვნების დონეზე შეიძლება მუდამ კარგი იყოს, მაგრამ ფსიქიკა შედგება 5 ფენისგან, ყოველი მომდევნო ფენა ეწყობა წინაზე და გარკვეულწილად შემოსაზღვრულია მისით, შემოსაზღვრულია მიმართულებით, მაგრამ არა მოცულობით, თუ ვთქვათ კანის ვექტორიანი აზროვნების დონეზე ქურდად ჩამოყალიბდა, ის იურთიერთებს როგორც ქურდი, ანუ აზროვნება აძლევს მას მოქმედების მიმართულებას, მაგრამ ფსიქიკური სხეულის მოცოლობის დონეზე, სადაც პირველადი სურვილებია თავმოყრილი, ეს შეუსრულებელი ფუნქციები და სურვილები ასჯერ მეტად ითხოვენ რეალიზაციას, ამიტომ რაც მეტად ხდება დარღვევა ზედა დონეებში, მით მეტად ფართოვდება ბუნებრივი რეალიზაციის სურვილი, მოცულობის დონეში. რომ დავუბრუნდეთ ანალურ ვექტორს, მას აზროვნების დონეზე უყვარს სისტემატიზაცია, მაგრამ ფსიქიკის მომდევნო დონეებზე ეს განსხვავებულად ჩანს. მაგალითად: ჩვენ ვიცით, რომ კანის ვექტორში არის დაქვემდებარება რანგით ზემდგომზე, ჯარში რიგითი ექვემდებარება ოფიცერს, კომპანიაში თანამშრომელი ექვემდებარება მენეჯერს და ა.შ. მაგრამ ანალურ ვექტორში ეს ცოტა სხვანაირადაა, ანალებს ასევე აქვთ ანალოგიური იერარქია, მაგრამ ის განსხვავებულად მუშაობს, ანალური თვისებების გამო ეს დამოკიდებულია არა რანგზე არამედ პატივისცემაზე ავტორიტეტის მიმართ, თუმცა პატივისცემა მიიღწევა სხვადასხვანაირი ძალისხმევით, ჩვენ ამ თემას გაკვრით წინა ლექციებშიც შევეხეთ, ანალური დამოკიდებულება არის არა რიგითი-ოფიცერთან, არამედ ბატონი - ყმასთან, ასეთია ანალური დამოკიდებულების საზომი, აქ არ არის დაქვემდებარება, აქ არის ზეწოლა, აქ მოიაზრება უსიტყვო მორჩილება ავტორიტეტისადმი. ავტორიტეტი კი ხდებიან სხვადასხვა გზით. რწმენით, ცოდნით, ძალით, ანალური ავტორიტეტი მიიღწევა ანალური ფასეულობებით.

ახლა შევხედოთ რას ვიღებთ: დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კანურ ფაზაში, უკვე აღარ არსებობს ბატონის ცნება, თუმცა ანალის ვექტორიანებში ბატონად, ანუ ძალისხმევის გარეშე ავტორიტეტად ყოფნის სურვილი ისევ არსებობს, ეს მისი სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შინაგანი ფორმაა, უნდა რომ იყოს ბატონი, ავტორიტეტი, მაგრამ რა უნდა ქნას, როცა მის ირგვლივ ყმები აღარ არიან. არის სხვებზე ზეწოლის სურვილი, მაგრამ აღარ არიან ისეთები, ვინც დათანხმდებოდა, რომ ვიღაცას მათზე ზეწოლა განეხორციელებინა. დღეს კაცობრიობა ანალს ეუბნება: თუ გინდა პატივისცემა დაიმსახურო, წადი, ისწავლე, მიიღე ცოდნა, შემდეგ ასწავლე სხვებს და შენი მოწაფეებისგან ამისთვის პატივისცემას დაიმსახურებ. მაგრამ ანალის ვექტორიანის ცხოვრებაში ხშირად ხდება, ანალი ვერ ვითარდება იმ დონემდე, რომ ცოდნა დააგროვოს, შესაბამისად არ შეუძლია შეასრულოს თავისი სახეობრივი როლი და გახდეს მასწავლებელი, არ შეუძლია ვინმესთვის ცოდნის გადაცემა. ამის გამო მას არ შეუძლია პატივისცემა დაიმსახუროს, არ შეუძლია გახდეს ავტორიტეტი ცოდნის დახმარებით. მას არავინ არ უსმენს, ეს კი მას ანაწყენებს, მისი სისტემატიზაციის უნარი კი, ეხმარება თავისი მისწრაფებები ცოტათი მაინც დაიკმაყოფილოს. მაგალითად მარკების ნაცვლად შეაგროვოს მკვდარი ხოჭოების კოლექცია, ისინი ისეთი კარგები არიან მკვდრები, არსად არ წავლენ, ყველა მისი საკუთრებაა. ასევე შეუძლია შეაგროვოს ცოცხალი ხოჭოების კოლექციაც, ეს კიდევ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ისინი სრულიან მის საკუთრებაში არიან, ისინი ამ ანალის მიერ მიწოდებულ საჭმელს ჭამენ, ამიტომ იძულებულნი არიან მას ,,მოუსმინონ“, ეს კი მათთვის კეთილი ბატონი იქნება, ხოლო თუ რომელიმე მათგანი არ დაუჯერებს, ის ცოცხალი ხოჭოების კოლექციიდან, გადაინაცვლებს მკვდარი ხოჭოების კოლექციაში, რათა სხვა ხოჭოებისთვის ეს ,,მაგალითი იყოს“ და ,,გაიგონ“ ვინ არის ბატონი.

კიდევ უფრო საინტერესო და ფსიქოპათიამდე მისული მდგომარეობაა, როცა ანალის ვექტორიანს შიგნით მხოლოდ მტკივნეული განცდები აქვს და წყენა ყელში აქვს მომდგარი, იმდენად, რომ ბოღმისგან იგუდება და სუნთქვაც კი უჭირს, მაგალითად ნაწყენია დედაზე. მას ამ დროს შეიძლება სრულიად უჩვეულო კოლექცია ქონდეს, შეიძლება აგროვებდეს იმ ქალების საცვლებს, რომლებიც გააუპატიურა და დახოცა, წამოიღებს მათ საცვლებს და სახლში ინახავს, თან ახარისხებს, მსუქნების საცვლებს ცალკე აწყობს, გამხდრებისას ცალკე. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ანალს ერთვის ზედა ვექტორებიც, მან შეიძლება ისეთი საშინელებები ჩაიდინოს და ისეთი რამე შეიძლება შეაგროვოს, რომ წარმოდგენაზეც კი თმები ყალყზე დაგიდგებათ. კოლექციონერობის ზოგ მდგომარეობას ჩვენ ურთიერთობის დონეზეც განვიხილავთ, რადგან ზოგი მდგომარეობა სწორედ იმ დონეზე წარმოიშობა.

სისტემატიზაციის უნარი სერიოზული მახასიათებელია, მისი წყალობით ყველაფერი მოწესრიგებულია, ამიტომ ანალის ვექტორიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა და ყველაფერი თავის ადგილზე აქვთ დაყენებული. ანალის ვექტორიანებს არ შეუძლიათ მოითმინონ როცა ვიღაც მათ ნივთს აიღებს და თავის ადგილზე არ აბრუნებს, სხვის ნივთებს თავადაც ყოველთვის აბრუნებენ, სხვისი არაფერი უნდათ, მაგრამ საკუთარ ნივთებს რაც შეეხება, ყველას ეუბნებიან: აიღე? დააბრუნე ადგილზე. ანალის ვექტორიანი ნოქრები მაღაზიებში გასაყიდ საქონელს, იდეალური წესრიგით ალაგებენ, სახლში სურათი ოდნავადაც რომ ცოტა გვერდზე იყოს გადახრილი, აუცილებლად გაასწორებენ, სტუმრების წასვლის შემდეგ ყველა ნივთს რომელსაც სტუმრები შეეხენ ზუსტად თავის ადგილზე აბრუნებენ. როდესაც რაღაც ნივთი ისე არ დევს როგორც მათ დადეს, ამის გამო საშინელ დისკომფორტს შეიგრძნობენ. ანალის ვექტორიანები ჭურჭელს ჭამის დამთავრებისთანავე რეცხავენ, არ უყვართ როცა გასარეცხი ჭურჭელი გროვდება, ზოგადად სიბინძურეს ვერ იტანენ. ყველაფერს წინასწარ გეგმავენ და ყოველ თეთრს ხარჯავენ ზუსტად იმაში რაც დაგეგმეს, არ იფიქროთ, რომ კანის ვექტორიანებივით ეკონომიას აკეთებენ, ისინი უბრალოდ აკურატულად ექცევიან ფულს, ყოველ თეთრს აქვს საკუთარი ადგილი, ეს ამისთვის, ის იმისთვის. ანალები თვლიან, რომ სახლში ,,დედაკაცსაც“ თავის ადგილი უნდა ჰქონდეს. აქ ჩნდება საკმაოდ საინტერესო დეტალი, ანალის ვექტორიანის გონებაში არის დანაყოფი ,,ადამიანი“, მაგრამ ის დაკავებულია, რადგან ამ დანაყოფში საკუთარი თავი ყავს შეყვანილი, ასევე თავისნაირი სერიოზული ანალი მამრები. წარმოიშობა პრობლემა, რადგან დანაყოფი სახელად ,,ადამიანი“ დაკავებულია, მაგრამ ქალი ხომ არსებობს?! ამიტომ ანალები ამ მდგომარეობიდან თავისებურ გამოსავალს პოულობენ, დედაკაცი უნდა გათხოვდეს და გახდეს კაცის, ანუ ქმრის ერთგვარი დანამატი, რომელიც კაცზე დაბლა დგას. ანალები ასე ფიქრობენ: ,,მე ოჯახის უფროსი ვარ, ნამდვილი ვაჟკაცი, როგორ შეიძლება ეს ქარაფშუტა დედაკაცი ჩემი სწორი იყოს?!“, ანალ მამრებს არ შეუძლიათ ქალი იმავე დანაყოფში განიხილონ, რომელშიც საკუთარი თავი (წარმოიდგინეთ, ხშირად იმის მისანიშნებლად, რომ ქალი კაცზე დაბლა დგას, უწოდებენ არა ქალს - არამედ დედაკაცს). ამიტომ ანალების აზრით, ნორმალურმა დედაკაცმა სახლში თავის ადგილი უნდა იცოდეს და კაცს თავზე არ უნდა გადაახტეს. თუ ქალი ამაზე თანახმაა, მაშინ ანალის ვექტორიანი ქმარი ბედნიერია, თუ არა და მაშინ შეიძლება მუშტიც უთავაზოს. განვითრების ანალურ ფაზაში ეს ასეც მუშაობდა (ანალურ ფაზაში რა თქმა უნდა წინ ანალური ფასეულობები იყო წამოწეული), მაგრამ ანალებისთვის სამწუხაროდ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა. ანალების გონებრივ დანაყოფებში, ვაჟკაცის დანაყოფში პირველ რიგში მეგობარია მოთავსებული, ხოლო თუ ანალი ქალებზეა ნაწყენი, მაშინ მეგობარი ცოლსაც კი ურჩევნია. ანალებს უყვართ მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა და საუბარი, უყვართ მეგობრებთან ერთად თევზაობა, ბუნებაში კოცონის დანთება, მის ირგვლივ დაჯდომა მეგობრულ გარემოცვაში, უყვართ როდესაც ცეცხლს უყურებენ. უყურებენ კოცონს, ფილოსოფოსობენ, ყვებიან რა კარგი დრო იყო ადრე და რა ცუდი დროა ახლა და ა.შ. მეგობარი ანალებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ის მათთვის უბრალო მეგობარზე მეტია, ის ძმასავითაა. ანალის ვექტორიანებისთვის ვაჟკაცის დანაყოფში შეიძლება შედიოდეს სტუმარიც, ძველ ანალურ ეპოქაში არსებობდა სტუმარ-მასპინძლობის მთელი ინსტიტუტი, როგორც სტუმრის კულტი. ანალებს ხშირად უყვართ თქმა სტუმრისთვის: ,,თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში“. თუმცა აქ ისიც იგულისხმება, რომ მან თავისი სახლის კარი გაგიღოთ და არ უნდა დაივიწყოთ, რომ თქვენ სტუმრად ხართ და უფროსი იქ ის არის. კანის ვექტორიანებს სახლში სტუმრები პრაქტიკულად არ მიჰყავთ, ურეთრალის სახლის კარი ყველასთვის ღიაა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ანალები კი სტუმრებს სიამოვნებით იღებენ, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ მასპინძელი ის არის. ანალებს სტუმრისთვის არაფერი ენანებათ, მაგრამ ის მხოლოდ სტუმარია. ანალის ვექტორიანი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მის სახლში მისი წესებია. ანალებისთვის ვაჟკაცის დანაყოფში ასევე შედის მამა. საკუთარი მამა ანალებისთვის ავტორიტეტია, თუმცა ანალის ვექტორიანები შეიძლება ნებისმიერ ასაკოვან ადამიანს, პატივისცემის ნიშნად, შეიძლება მიმართავდნენ როგორც მამას. რა თქმა უნდა ვაჟკაცის დანაყოფშია ძმა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ღვიძლი ძმა, მაგრამ ხშირად იმავე დანაყოფში ათავსებენ და ასევე ძმად მოიხსენიებენ ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს, ნათესავებს და ა.შ.

თუ ანალის ვექტორიანები რამეს აკეთებენ, ბოლომდე აკეთებენ.

სისტემატიზაციის ხარისხობრივი გამოვლინება, გამოხატავს ყველაფერს რასაც ანალის ვექტორიანი ეხება და აკეთებს. ნორმალურად განვითარებულ ანალის ვექტორიანს ყველგან სრული წესრიგი აქვს, კარადაში ტანისამოსი აკურატულად უწყვია, წესრიგია მის გონებაშიც, მას ყველა ადამიანი თუ მოვლენა ხარისხობრივად აქვს გადანაწილებული გონების განყოფილებებში. ანალის ვექტორიანს სამყაროსთან ხარისხობრივი დამოკიდებულება აქვს, ჩვენ დავიწყეთ იმის აღწერა, თუ რა გამომდინარეობს აქედან. პირველი არის ის, რომ თუ ანალის ვექტორიანმა რაიმე ინფორმაცია შეინახა თავისი გონების რომელიმე განყოფილებაში, ამ ინფორმაციის 99% იქ მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე დარჩება. თქვენ იცით, რომ ანალის ვექტორიანებს ყველაზე დიდი მოცულობის ფსიქიკური სხეული აქვთ, ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება სამუდამო და უცვლელია. სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, ანალის ვექტორიანს ჯერ კიდევ შეუძლია შეცვალოს თავისი გონებრივი დანაყოფები, შეიძლება გონების ,,განყოფილებებში“ მოთავსებულ ინფორმაციას შეუცვალოს ადგილი, ან მიანიჭოს ახალი ხარისხი, მაგრამ სქესობრივი მომწიფების შემდეგ ეს უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია.

თქვენ კანის ვექტორის ლექციებიდან უკვე იცით, როგორია ლიბიდოს მისწრაფებები ერთი მეორის მიმართ ქვედა ვექტორებში, კანი ირჩევს ანალს, ანალი - ურეთრალს, ურეთრალი - კანს. ავიღოთ სტანდარტული ოჯახი, ანალის ვექტორიანი კაცი და კანის ვექტორიანი ქალი, აქ არის ლიბიდოური სწრაფვაც, ანალი კაცი ორი წელი ფიქრობდა სანამ დაქორწინებას შეთავაზებდა, შემდეგ დაქორწინდნენ. ანალი მამრის აზროვნებამ ქორწინებით შეიძინა ახალი ხარისხი, ის თავს თვლის ოჯახის უფროსად, მის გონებაში არის აზრი, რომ ის მთელი ცხოვრება ოჯახის უფროსი იქნება. კანის ვექტორიანი ქალი, რომელიც ანალს ცოლობაზე დათანხმდა, თვლის, რომ მოცემულ მომენტში ეს ანალი მისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო. გადის დრო, 2-3 წელი, ჩვენი ანალის ვექტორიანის აზროვნებაში ცვლილებები არ მომხდარა, მისი აზრით ქორწინება სამუდამოა, ოჯახი მისთვის ურღვევი ფასეულობაა. კანის ვექტორიან ცოლს კი ხარისხობრივი კი არა რაოდენობრივი აზროვნება აქვს, როგორც კი გარემოში რაიმე ცვლილება ხდება, ისიც დაუყოვნებლივ ეწყობა მომხდარ ცვლილებას, თვით ლანდშაფტის ცვლილება უქმნის მას სიახლის განცდას, სიახლის სურვილი კი მის ბუნებაშია ჩადებული, ამიტომ 3 წლის შემდეგ კანის ვექტორიანი ცოლი ხვდება, რომ სამყარო შეიცვალა, მისი ანალი ქმარი კი ისევ დივანზე გორაობს და საქმის გაკეთება კი არა თეატრში წაყოლაც არ უნდა, ქალს მოქმედება უნდა, მას ჭირდება რაღაც სიახლე, მის გარშემო ტრიალებს ბევრი მის ქმარზე უფრო წარმატებული მამრი, ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს ის მიდის ქმართან და ეუბნება: ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, უნდა დავშორდეთ! მაგრამ ანალის ვექტორიანის გონებაში სიტყვა ,,დაშორება“ არ არსებობს, მისთვის ქორწინება სამუდამოა, ,,სანამ სიკვდილი არ დააშორებთ“. ახლა ეს ქალი მისი ცოლია, ჩვენი ანალი ფსიქიკურად ნამდვილი დინოზავრია, რომელსაც მოძრაობაც კი ეზარება და ბალახს მხოლოდ თავის გარშემო ძოვს, განძრევა არ უნდა. ჩვენი ანალიც ასეთივეა, ის ვერ იტანს სიახლეებს, ამიტომ როცა ცოლი განქორწინებას თავაზობს, ეს ცემით ემუქრება: ,,დაქორწინდე - გაშორდე, ეს რა თამაში ხომ არ არის?! მე შენ გიჩვენებ განქორწინებას! ერთხელ თუ კიდევ ამოგიღია ხმა მაგ სისულელეზე ყბაში მუშტი მოგხვდება!“ თუ ანალის ვექტორიანს გონებაში განყოფილება უკვე ჩამოუყალიბდა, ნებისმიერი ცვლილება, მისთვის კარგიდან ცუდ მდგომარეობაში გადასვლაა. მაგრამ ანალის ვექტორიანის ასეთ დამოკიდებულების აზრს კანის ვექტორიანი ვერასოდეს გაიგებს, ანალს ხომ რაოდენობრივი შეფასების უნარი არ აქვს.

მოხდა ასეთი შემთხვევა: კანის ვექტორიანმა ანალის ვექტორიანთან ერთად საქმეში 400 დოლარი ჩადო, გავიდა რაღაც დრო, მოგება ვერ მიიღეს, ანალის ვექტორიანმა ჩათვალა რომ ფული დაკარგეს, ჩაიქნია ამ ფულზე ხელი, მიხვდა რომ არსებობენ ცუდი ადამიანები რომლებმაც ის მოატყუეს და ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებს. კანის ვექტორიანმა კი გააგრძელა ,,ჩალიჩი“, აწარმოა მოლაპარაკებები და მართალია სარგებელი ვერ მიიღო, მაგრამ ჩადებული ფულის უკან დაბრუნება კი მოახერხა. კანის ვექტორიანმა დაურეკა თავის ანალის ვექტორიან ,,ბიზნესპარტნიორს“ და ეუბნება: როგორც იქნა შევძელი და ჩვენი ფული დავიბრუნე, ხოდა შენს ფულსაც მოგიტანო. ანალის ნექტორიანი კი პასუხობს: არ შეწუხდე, მე შენი ფული არაფერში მჭირდება! კანის ვექტორიანი ვერ ხვდება როგორ შეიძლება ფული არ გჭირდებოდეს, ამიტომ უმეორებს რომ ეს მისი ფულია, ანალი კი ჯიუტად ამბობს რომ ეს ფული მან დიდი ხანია ,,ჩამოწერა“. წარმოიდგინეთ მან 400 დოლარი ჩამოწერა, ანალის ვექტორიანისთვის ეს უბრალოდ ფული არ იყო, ეს იყო განსაზღვრული ხარისხის მქონე ფული, ეს იყო ფული რომელიც ვიღაც კონკრეტულ ადამიანს ანდო, რომელმაც ის მოატყუა, ამიტომ ეს ფული ამ ანალისთვის უკვე ტყუილთან ასოცირდებოდა და ,,ბინძური“ ფული იყო, ასე ფიქრობენ ანალები ფულზეც კი. თუ ანალს არ ერთვის კანის ვექტორი, მას აქვს არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი მიდგომები. ნებისმიერი კანის ვექტორიანისთვის, ადამიანი რომელის 400 დოლარზე ამბობს უარს იდიოტია, ვერაფრით მიხვდება რა ჯანდაბა უდევს თავში ამ ,,ცხვარს“. მსოფლიოში ალბათ არც ერთი კანის ვექტორიანი ამ ფულის აღებაზე უარს არ იტყოდა, ეს მათ ბუნებას ეწინააღმდეგება. მაგრამ ანალის ვექტორიანის აზროვნება სულ სხვანაირდ მუშაობს, ამ ფულის ხარისხი დაცემულია, ეს ,,ცუდი“ ფულია, ამიტომაც უბრალოდ ,,ჩამოწერა“, ანუ მის გონებაში ამ ფულმა უკვე დაკარგული ფულის განყოფილებაში გადაინაცვლა. თუ ეს ფული როდისმე ისევ გამოჩნდა, ეს უკვე იმ 400 დოლარის პრობლემაა, მის გონებაში ეს ფული დაკარგულია და მორჩა! ანალი წარსულის ადამიანია, წარსული უკვე მომხდარი ფაქტია, მომხდარი ფაქტი კი თავიდან ვერ მოხდება.

ზემოთ მოყვანილი საკითხი კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, რატომ არ შეიძლება სისტემური აზროვნება აღვიქვათ მხოლოდ ერთი კატეგორიის ინტელექტით. არ არსებობს არანაირი სქემა რომელიც აიძულებს ერთი კატეგორიის ადამიანებს, მეორესავით იფიქრონ, ეს შეიძლება აღწერო მხოლოდ აბსტრაქციით, მაგრამ მაშინ ამის გაგებას მხოლოდ აბსტრაქტული ინტელექტის მქონე ადამიანები შეძლებენ, ან უამრავი განსხვავებული სიტუაციების აღწერით სადაც ყველა გასხვავებული კატეგორიის აზროვნება იქნება ნაჩვენები. როდესაც სისტემური აზროვნების შესახებ კანის ვექტორიანები იგებენ, ყველა სიტყვის შემდეგ გკითხავენ რატომ, რა საჭიროა, მილიონ კითხვას ალბათ უპასუხებ, მაგრამ ოდესმე გაჩნდება მილიონმეერთე კითხვა რომლის პასუხიც არ გეცოდინებათ და მაშინ ისინი იტყვიან რომ ეს აზროვნება არ არის სრული, რომ ეს არ მუშაობს. მაგრამ რეალურად მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სისტემური აზროვნების მხოლოდ ერთი მერვედია, თუ გავყვებით მხოლოდ ლოგიკას, ეს საკმარისი იქნება კანური აზროვნებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ კანური ზომაა, ჩვენ კი რვა ზომიან სისტემას აღვწერთ, ამიტომ მხოლოდ რვავე ზომის გააზრების შემდეგ ხდება გასაგები თუ როგორ მუშაობს ის რეალურად. საკმარისია ამოაგდო რვიდან ერთი, რომ სისტემა იშლება, რვიდან ერთი ვექტორიც რომ გაქრეს, ეს ყველა დანარჩენის გაქრობასაც გამოიწვევს. მხოლოდ რვა ზომა იძლევა სამყაროს მუშა მოდელს.

დავუბრუნდეთ ანალურ ვექტორს. მის გონებაში არის განსაზღვრული ხარისხის დანაყოფები, არის უცვლელი ფასეულობები (ან თითქმის უცვლელი). თქვენ იცით რომ ანალური ვექტორის ფუძე წარსული დროა, ამიტომ ძირითადი ხარისხობრივი ხასიათი, დროა. ჩვენ უკვე ვახსენეთ კალენდრის მნიშვნელობა ანალის ვექტორიანებისთვის, ეს სისტემატიზაციის პირველადი შესაძლებლობაა, დახარისხება დროის მიხედვით. თუ დროს შევხედავთ ხარისხობრივად, მაშინ ჩვენთვის გასაგები გახდება მნიშვნელობა ანალური ფრაზის: ,,ყველაფერს თავისი დრო აქვს“.

წარმოიდგინეთ: ახალგაზრდა კანის ვექტორიანი მიდის ახალ სამსახურში, მას აქვს დიპლომი, გავლილი აქვს რამდენიმე კვირიანი სპეც-კურსი, მას იღებენ დაბალ თანამდებობაზე, მაგრამ ის ახალგაზრდა და ამბიციურია, ის სწრაფად ერკვევა შექმნილ სიტუაციაში, ადაპტირდება და ცდილობს კარიერულ წინსვლას. ცდილობს თავის ანალის ვექტორიან დირექტორს თავი მოაწონოს, ამისთვის ,,ტყავიდან ძვრება“, მაგრამ ანალი სწრაფად არ აწინაურებს და ეუბნება: ყველაფერს თავისი დრო აქვს და შენი დაწინაურება ჯერ ადრეა, ჯერ დრო უნდა გავიდეს, დამოცდილება უნდა შეიძინო და თანამშრომლებში ავტორიტეტი მოიპოვოო. კანის ვექტორიანი ვერასოდეს მიხვდება რას ნიშნავს ,,გამოცდილება“, ის უფროსს ეპასუხება: ,,რა გამოცდილებაზე მელაპარაკებით, ბოლო ერთ თვეში გაყიდვების დარგში ისეთივე შედეგი ვაჩვენე როგორიც თქვენო“, კანის ვექტორიანს ყოველთვის რაოდენობრივი არგუმენტი აქვს, ის აჩვენებს რამდენი მოგება მოიტანა, მაგრამ ვერ ხვდება, რომ მისი ანალის ვექტორიანი უფროსი რაოდენობაზე მეტად ხარისხს აქცევს ყურადღებას. ანალის ვექტორიანი ფიქრობს რომ მის ახალგაზრდა თანამშრომელს ჯერ გამოცდილება აკლია, ხომ არ შეიძლება 25 წლის ბავშვი დანიშნოს მაღალ თანამდებობაზე, სამსახურში მოსვლიდან რამოდენიმე თვეში, როცა თვითონ იგივე თანამდებობის დასაკავებლად 20 წელი დაჭირდა. კანის ვექტორიანები მოქნილები არიან, ამიტომ როცა ხვდებიან რომ არსებულ პირობებში სწრაფი დაწინაურების შანსი არ აქვთ, მიდიან სხვა კომპანიაში, სადაც წინსვლას უფრო ადვილად შეძლებენ.

წავიდეთ წინ და განვიხილოთ ანალის აზროვნების შედეგი პრაქტიკაში. თქვენ უკვე იცით, რომ ანალური ვექტორის ფსიქიკაში ყველაფერი ან ცუდი, ან კარგი, მას არ აქვს გარდამავალი ტონალური გრადაციები. მაგალითად კანის ვექტორიანმა ქალმა ქმარს შეიძლება უთხრას: ,,ძვირფასო, მგონი ცოტათი ორსულად ვარ, თანაც მთლად შენგან არა“, ასეთი რამ ანალის ვექტორიანის ფსიქიკისთვის საერთოდ გაუგებარია, რას ნიშნავს ,,ცოტათი ორსული?“, ორსულად ან ხართ, ან არ ხართ, რას ნიშნავს ,,მთლად შენგან არა?“, ან მიგან არის ორსულად, ან სხვისგან, აქ მესამე ვარიანტი გამორიცხულია, ანალისთვის არ არსებობს ნაწილობრიობა და ნახევარტონები. გასაგებია რომ როცა ორსულობაზეა საუბარი, აქ მხოლოდ ორი ვარიანტია, ან კი ან არა. მაგრამ როდესაც ვეხებით ისეთ თემას როგორიცაა მოწესრიგებულობა, აქ რეალურად საკმაოდ ბევრი გრადაცია არსებობს, ამიტომ გარედან არც ისე კარგად ჩანს, როცა ანალის ვექტორიანს ასეთი საკითხებისთვისაც მხოლოდ ორი განყოფიულება აქვს, მოწესრიგებული, ან მოუწესრიგებელი. კანის ვექტორიანს რაოდენობრივი აზროვნება აქვს, ამიტომ ერთი მდგომარეობიდან მეორეზე მკაფიოდ გადასასვლელი საზღვარი არ აქვს. მხოლოდ რაოდენობრივი აღქმაა, თუ მას მილიარდი აქვს, თქვენ კი მილიარდი და პლიუს ერთი თეთრი, ე.ი. თქვენ მასზე მდიდარი ხართ, კანის ვექტორიანებს ასეთი წვრილმანის დიფერენცირებაც კი შეუძლიათ. კანის ვექტორიანებს თავისი შეუძლიათ განასხვაონ მდგომარეობები იქაც კი, სადაც ამ განსხვავების საჭიროება არ არსებობს, მაგალითად: ორსულობისას, სადაც არანაირი სხვა მდგომარეობა არ უნდა არსებობდეს, ორსულად ან ხართ, ან არა, ხომ არ შეიძლება იყოთ 40%-ით ორსული? მხოლოდ კანის ვექტორიანს შეუძლია თქვას ფრაზა ,,ცოტათი ორსული“.

ანალის ვექტორიანები თავისი უკიდურესობებით, განსაკუთრებულად უხეშად ჩანან კან-ვიზუალების ფონზე, კანი რომელიც ადიფერენცირებს, უწვრილმანეს განსხვავებებს, ვიზუალი კი ამას უმატებს ინტელექტს და ყველაფერი ემოციურ სიბრტყეში აყავს. ანალები კი უბრალო ხალხია, ასეთებთან ურთიერთობას არ არიან მიჩვეულები, ეს ეხება არა მხოლოდ ემოციებს, არამედ ნებისმიერ რამეს. ანალის ვექტორანი უყურებს ტელევიზორში კან-ვიზუალ მოდელებს პოდიუმზე, კი ეს მათთვის ლამაზი სანახაობაა, მაგრამ რა აცვიათ, რატომ აცვიათ ასე, რეები აქვთ ტანზე შემოხვეული, ან თავზე რა ადევთ, ეს ერთვექტორიანი ანალებისთვის ყოვლად გაუგებარია. ანალის ვექტორიან ადამიანებს არასოდეს შეუძლიათ გაიგონ რას ნიშნავს მოდა, მოდა ხომ ყოველ წელს იცვლება, ანალები კი ცვლილებებს ზოგადად ვერ იტანენ, ამას ემატება რაღაცნაირი აჭრელებული ტანისამოსი, გაურკვეველი წარმოშობის ფეხსაცმელი და კიდევ ათასგვარი სისულელე. ანალის ვექტორიანებს ყველაფერი კლასიკური უყვართ, ის რაც შემოწმებულია დროით.

ანალის ვექტორიანების პირდაპირობა მათ საუბარშიც ჩანს. კითხვა თუ აქვთ, პირდაპირ მოგახლიან და თქვენგანაც ასეთივე პირდაპირ პასუხს ელოდებიან. მათთვის ნაწილობრივი სიმართლე არარსებობს, ყველაფერი ან ტყუილია, ან მართალი. მაგალითად: ანალის ვექტორიანი ბრუნდება ფასიანი შვებულებიდან, მიდის სამსახურში, უნდა რომ კუთვნილი ხელფასი აიღოს, იქ კი ეუბნებიან, რომ მისი კუთვნილი თანხა უკვე გაცემულია, თქვენმა თანამშრომელმა თქვენს მაგივრად მოაწერა ხელი და თქვენი თანხა თქვენთვის გადმოსაცემად წაიღოო. ანალი ბრაზისგან ფეთქდება, მიდის თავის კანის ვექტორიანი თანამშრომლისკენ და გზაში ფიქრობს, მე მაგ ნაძირალას სეირს ვუჩვენებო. მიდის და პირდაპირ ეკითხება: ჩემი ხელფასი შენ აიღე? ის თანამშრომელიც რომ ისეთივე პირდაპირი იყოს როგორიც ესაა, პირდაპირ იტყოდა კიო და ჩვენი ანალიც პირდაპირ სახეში დაარტყავდა მუშტს. კანის ვექტორიანი თანამშრომელი კი კითხვით პასუხობს, ავიღე??? ანალის ვექტორიანი ასეთი გაურკვეველი პასუხის გამო შეშდება, ბრაზისგან სიტყვები არ ყოფნის, ასეთი პასუხის გარდა ყველაფერს ელოდა. თუ კანის ვექტორიანი თანამშრომელი კის ეტყოდა, ანალი მას ცემდა, იმიტომ რომ ფული მიითვისა, თუ არას იტყოდა, ანალი ტყუილის თქმისთვის მიახრჩობდა. ის კი კითხვით პასუხობს, გააჩნია ხელის მოწერაში რას გულისხმობო, ასეთ პასუხზე გაურკვევლობის გამო ანალის ვექტორიანს ყელში რაღაც ბურთივით ეჩხირება და სიტყვები არ ყოფნის. კანის ვექტორიანები დიალოგისთვის ყოფელთვის მზად არიან, ანალები კი პირდაპირები არიან და პასუხიც პირდაპირი ჭირდებათ, კი, ან არა. ეს ორი განსხვავებული ტიპის აზროვნებაა, სამყაროს აღქმის ორი სხვადასხვა მექანიზმი. ანალები როცა ვინმესთან პირდაპირ მიდიან შეკითხვით, მათი აზროვნება ვერ იგებს ორაზროვან და იდიოტურ პასუხებს. ამიტომ როცა ვიღაც მათ კითხვაზე პასუხს თავს არიდებს და გამოძვრომას ცდილობს, ანალის ვექტორიანები ამისთვის მზად არ არიან, მათ კვადრატულ, სწორხაზოვან ფსიქიკაში არ არის მზა რეცეპტი როგორ მოიქცენ ასეთ დროს, ამიტომ ასეთ დროს იბნევიან და შტერდებიან. მათ კითხვაზე არ კი უპასუხეს და არც არა, სხვა პასუხისთვის კი მათი ფსიქიკა მზად არ არის, ანალებს არ შეუძლიათ სწრაფად მოიფიქრონ თუ როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში, ეს კი მათ აბნევს, ეს კი ის შემთხვევაა, როცა ანალის ვექტორიანებს უვითარდებათ ანალური წყენა.

იმ შემთხვევაშიც კი თუ მოგვიანებით ყველაფერი მოგვარდა და თავისი ფულიც დაიბრუნეს, ეს მათ გულში მაინც რჩება, ასეთი წყენების დაგროვებამ ანალის ვექტორიანი შეიძლება ინფაქტამდე მიიყვანოს. ეს ერთნაირად მუშაობს ანალის ვექტორიან კაცშიც და ქალშიც. თუ ჩვენ განვიხილავთ ანალის ვექტორიან ქალს, ვთქვათ ის გათხოვილია და ცხოვრობს ქმართან, მისთვის მთავარი ერთგულებაა, მთავარია ქმარმა არ უღალატოს. მოკლედ ასეთ დროს ის ბედნიერია, თავს დაცულად გრძნობს, თვლის რომ მყარი ოჯახი აქვს, მისი გონების განყოფილებებში ყველაფერი რიგზეა, მის ტვინში არის განყოფილება რომელშიც მოთავსებულია კაცი, რომელთანაც ასოცირდება მისი ქმარიც, თუ ქმარს ენდობა, მასთან ბედნიერია, მაშინ მისთვის მამაკაცების უმეტესობა კარგი ადამიანების განყოფილებაშია, ანუ შეფასებას უკეთებს არა კონკრეტულად ერთს, არამედ კაცებს მთლიანობაში. ვინაიდან ქმარი მას კარგად ექცევა, ამიტომ მის გონებაში ზოგადად კაცის ხარისხი მაღალია. ვთქვათ მოხდა საშინელება და ამ ანალის ვექტორიან ქალს ქმარმა უღალატა და ამის შესახებ ამ ქალმა გაიგო. ეს ნიშნავს რომ მის თვალში მისი ქმრის ხარისხი დაეცა და ეს ქალი უკვე თვლის რომ მისი ქმარი ,,საქონელი“ და მოღალატეა. ამის გამო მის თვალში ყველა კაცის ხარისხი ეცემა და ყველა კაცი ავტომატურად აღმოჩნდება ,,საქონლების“ განყოფილებაში, ანუ უკვე თვლის, რომ ყველა კაცი ,,საქონელი“ და მოღალატეა. ვინმემ რომ უთხრას ერთი ცუდი კაცის გამო ყველაზე ასე რატომ ფიქრობო, არც კი მოუსმენს. მიუხედავად ამისა ის მაინც ინარჩუნებს ერთი კაცის, კერძოდ მამის პატივისცემას. მაგრამ ეს სხვა ხარისხია, ის კაცი კი არა მამამისია, ის სხვა განყოფილებაშია მოთავსებული, მამამისი სხვა დროის შვილია, ის იმ დროს დაიბადა როცა ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ნამდვილი მამაკაცები. როდესაც ანალის ვექტორიანის გონებაში ცოტა განყოფილებაა, ეს ნიშნავს, რომ ის ცუდადაა განვითარებული, ამიტომ ერთის ცუდი საქციელის გამო ყველას ცუდის განყოფილებაში ათავსებს. მას თავისი პირადი გამოცდილება გადააქვს ყველაზე, ანალური აზროვნება ასე მუშაობს.

კაცის შემთხვევაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მამრი ანალი ქალს თავის თანასწორად არ აღიქვამს, ქალი მისთვის მხოლოდ კაცის დანამატია. მოდით ვნახოთ როგორ ჩანს ეს ყველაფერი თანამედროვე ოჯახის მაგალითზე. არის თვითონ ანალის ვექტორიანი კაცი, ოჯახის თავი (ასე აღიქვამს საკუთარ თავს), თვითონ მთავარია, მისი სიტყვა, მის ოჯახში, ყველასთვის კანონი უნდა იყოს. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ის დადის სამსახურში, ჰყავს ცოლი, რომელიც ასევე მუშაობს, მოკლედ არის თვითონ და დანარჩენები მის გარშემო. ყველაფერი ნორმალურადაა მაგრამ ერთ დღეს ხდება საშინელება და ცოლი მასზე მაღალანაზღაურებად სამსახურს შოულობს. ანალის ვექტორიანი კაცის გონებაში ამის გამო მოკლე ჩართვა ხდება, აქ ერთმანეთს მისი გონების ორი განყოფილება ეჯახება, თვითონ ოჯახის უფროსია, ქალი კი მის ქვემოთ დგას, მისი დამატებაა, მაგრამ ეს ქალი მასზე მეტ ფულს შოულობს. როგორ შეიძლება ეს არსება, რომელიც მისი დანამატია, მასზე მეტს შოულობდეს? ამის გამო მას გონებაში აქვს უზარმაზარი დისბალანსი, ის თავს დამცირებულად გრძნობს, ფიქრობს რომ მისი ხარისხი დაეცა, ვინაიდან ქალი მასზე მეტს შოულობს, უკვე ოჯახის უფროსობაზეც აქვს პრეტენზია (შეიძლება სინამდვილეში ეს ასე არც იყოს, მაგრამ ანალის ვექტორიანი კაცი მაინც ასე თვლის). ანალის ვექტორიან კაცს ასე ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ ვერც ვერაფერს ცვლის, მას ძალიან უნდა, რომ ,,ცოლი თავის ადგილზე მოსვას“, მაგრამ როგორ მოახერხოს? აი სწორედ აქ ეხმარება თავისი ანალური ცოდნა, ის ნასწავლი კაცია, ბევრი წიგნი წაუკითხავს, ის გადაშლის წიგნს, რომელშიც წერია როგორი უნდა იყოს ნამდვილი ოჯახი, ეს წიგნი ბრძენი წინაპრების დაწერილია. მათდა სამწუხაროდ სიტუაცია როცა ცოლი ქმარზე მეტ ფულს შოულობს ძველ წიგნებში არ წერია, მაგრამ წერია, რომ თუ ცოლი კარგად არ იქცევა, კარგად მოქცევა ძალით უნდა ასწავლო. ერთ დღესაც როცა ცოლი ახსენებს რომ მასზე მეტს შოულობს, ჩვენი ანალი მამრი მის მთელ ხელფასს ფანჯრიდან გადაუძახებს, ანალისთვის ფული მთავარი არ არის, მთავარი ხარისხია, ეს ფული კი მისთვის უხარისხო და არასასურველია. მისი აზრით ამის შემდეგ ამ დედაკაცს ეცოდინება ვინ არის ოჯახში უფროსი.

ყველაფრის მიუხედავად ანალის ვექტორიანები სხვების ფონზე რაღაცნაირად უხეშები ჩანან და თითქოს ამოვარდნილნი არიან საერთო სურათიდან, ამას შინაგანად თავადაც შეიგრძნობენ და ძალიან განიცდიან. რა თქმა უნდა თვითონ თვლიან რომ მართლები თავად არიან და თუ მათი არ გესმით ეს თქვენი პრობლემაა, მაგრამ ზოგჯერ სიტუაცია სხვადასხვანაირად ლაგდება და ზოგჯერ იძულებულნი არიან საერთო წესებს დაემორჩილონ და გაითამაშონ თითქოს ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ანალები ზედმეტად მძიმეები და მოუქნელები არიან, ამიტომ როდესაც ცდილობენ ითვალთმაქცონ, ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც ისინი გეგმავდნენ და იღებენ სრულიად საწინააღმდეგო ეფექტს. როგორც უკვე ვთქვით ანალებს აქვთ თაობათაშორისი კონფლიქტი, ეს თავს განსაკუთრებით მაშინ იჩენს, თუ ანალის ვექტორიანების შვილი, არ არის ანალი. ყველაზე საშინელება კი მათთვის ის არის, თუ მათი ბიჭი ვიზუალია. უკვე ვთქვით, რომ ანალის ვექტორიანებს, გონებაში აქვთ განყოფილება, რომელშიც მათი გაგებით ,,ნამდვილი მამაკაცის“ მახასიათებლებია ჩალაგებული, ეს ვიზუალი ბიჭუნა კი როგორღაც გოგოსავით იქცევა, ანალი მამები ვერ ხვდებიან ასეთი ,,უჯიშო“ ვის დაემსგავსა. ასეთი მტირალა, ნაზი, კაცივით საერთოდ არ იქცევა, სულ დედასთან ზის, რაღაცნაირი საცოდავია. ერთ დღესაც ანალის ვექტორიანი მამა ჩათვლის, რომ უკვე დროა მისი ბიჭი კაცებში გაერიოს და თავისი კან-ვიზუალი შვილი მიყავს სათევზაოდ იქ სადაც თვითონ მეგობრებთან, ნამდვილ კაცებთან ერთად თევზაობს ხოლმე. ყველანი თევზაობენ, რაღაცას იჭერენ, დაჭერილ თევზს გამოშიგნავენ, ააცვამენ ჯოხზე, წვავენ კოცონზე, ყველანი მხიარულობენ, იხსენებენ ტკბილ წარსულს, კარგა გემრიელად გამოთვრებიან და იქვე კარვებში მიიძინებენ. თუ შვილიც ანალის ვექტორიანია ეს ყველაფერი მისთვისაც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება, რადგან ეს მისი ფასეულობებიცაა, მაგრამ კან-ვიზუალი ბიჭუნასთვის ეს ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანს. ის ხედავს ჭუჭყიან, ოფლის სუნად აქოთებულ მთვრალ კაცებს, თვითონ იძულებულია მათ შორის იწვეს, ერთი მხრივ სასმელის სუნი აწუხებს, მეორე მხრივ ამ გალეშილი კაცების ოფლის სუნი, ცალკე თევზიც ყარს (თან ის თევზები ძალიან შეეცოდა, ასე სასტიკად რომ მოკლეს), ამ ყველაფრის მერე მას ნამდვილად აღარ უნდა არც ასეთი მეგობრები და რაც ყველაზე ცუდია, საერთოდ აღარ უნდა, რომ ნამდვილი მამაკაცი იყოს. მამამისი უკვე ხვდება, რომ მისი შვილი მისნაირი არ არის, მამას გამოაქვს ნამდნილი ანალური დასკვნა, რომ მან შვილი სწორად ვერ აღზარდა, ამ მომენტში მამას აქვს ორი შესაძლო გამოსავალი: პირველი, ის მიხვდება რომ ამ შვილთან ცოტა ფაქიზი მოპყრობაა საჭირო, თავის გონებაში არსებულ დანაყოფებს, რომელშიც მამაკაცური თვისებებია თავმოყრილი, გადაახარისხებს და გააცნობიერებს, რომ კაცები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მიხვდება რომ შეიძლება კაცები სხვადასხვანაირად ფიქრობდნენ, განსხვავებულად გამოიყურებოდნენ, ქონდეთ განსხვავებული აღქმა, ამ შემთხვევაში ყველაფერი რიგზე იქნება. მეორე, მის გონებაში არის მხოლოდ ორი დანაყოფი, ვაჟკაცი და დედაკაცი, ის ცდილობს თავისი ნაზი შვილი ვაჟკაცად აქციოს, უყვირის გოგოსავით ნუ იწირპლებიო, როცა მამა დაინახავს რომ მისმა აღმზრდელობითმა მეთოდებმა შედეგი ვერ გამოიღო, მიმართავს ნაცად ხერხს და შეიძლება კიდეც ცემოს. ანალის ვექტორიანებს არ ესმით, რომ აზროვნების სხვადასხვა ტიპები არსებობს და აზროვნების მექანიზმი ადამიანის ფსიქიკიაშია ჩადებული.

ანალის ვექტორიანები ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც მოუქნელები არიან. იმიტომ რომ მათი ფუნქცია, წარსული დრო, მათგან ითხოვს სწორედ ასეთ ხარისხს. ხომ ვერ შეძლებ წარსულის დეტალურ ცოდნას, თუ არ იცი როგორ დაახარისხო ის გონებაში. ინფორმაცია უნდა გაანაწილოს გონების განყოფილებებში, რომლებიც არ იცვლება, რადგან წარსული უკვე მომხდარი ფაქტია და ისიც არ იცვლება. მათ აზროვნებაში ზოგჯერ ხდება, რომ მათ გონებაში არსებული სისტემა, დასრულებულია, ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ ყოველიგანყოფილება, არამედ ჩამოყალიბებულია ამ განყოფილებებში არსებული უამრავი ქვეგანყოფილებაც. ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე აღწერეს მსოფლიო და ამის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს უკვე არსებულ დანაყოფებში ,,ჩატენიან“. ამიტომ ძალიან ხშირად, საუბრისას ანალის ვექტორიანები ამბობენ რომ ქვეყანაზე ახალი არაფერი არ ხდება, ,,ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია“, ასეთები თვლიან, რომ სამყაროს არსი ჯერ კიდევ უძველეს დროში აღწერეს და თქვენ ვერაფერ ახალს ვერ შექმნით. ასეთმა ანალის ვექტორიანებმა რაღაც ეტაპზე დაასრულეს საკუთარი გონების ფორმირება, ამიტომ დროის ღერძზე, მათთვის დრო სწორედ იმ მომენტში გაჩერდა, ამიტომ ცდილობენ ყველაფერი რაც ამის შემდეგ ხდება მათთვის ნაცნობ რომელიმე მოვლენას მოარგონ.

მათი გონების განყოფილებები ცვლილებებს უკვე აღარ განიცდის. არა მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ ყველა ახალო მოვლენა უკვე არსებულს მიუსადაგონ, არამედ ისიც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მათ გონებაში არსებული დანაყოფები დასრულებული იყოს. იმიტომ რომ ნებისმიერი რამ, რის ჩასმასაც გონების დანაყოფებში ვერ ახერხებენ, მათში იწვევს უზარმაზარ დისკომფორტს. ჯერ კიდევ ბავშვობისას, როცა სათამაშო ,,კუბიკებით“ თამაშობს და მათ ყუთში ალაგებს, ერთი ცალიც რომ დააკლდეს, დედას ტვინს შეუჭამს ჩემი კუბიკი მაპოვნინეო, მათთვის ბავშვობიდან მნიშვნელოვანია, რომ საქმე დააბოლოონ, სვა შემთხვევაში დისკომფორტი აქვთ. ზრდასრულობაშიც ასევე დისკომფორტი აქვთ, როცა რაღაც მოვლენას მათ გონებაში არსებულ ვერცერთ განყოფილებას ვერ უსადაგებენ. ეს დისკომფორტი, შემდეგ, ურთიერთობის დონეზე, ვლინდება როგორც ზედმეტი აკურატულობა, ამიტომ ნებისმიერი დაუსრულებელი მოვლენა, მათთვის უსიამოვნოა და განზიდულობას იწვევს. მაგალითად ასთი ანალი ზის მაგიდასთან ვიღაცასთან ერთად, ის ვიღაც მაგიდაზე დებს აიფონს, ამ ანალის ვექტორიანს კი არ შეუძლია აიფონი რაღაც ძველს მიუსადაგოს, ამიტომ ის აიფონს ვერ იტანს, რომელმა იდიოტმა მოიგონა ასეთი სისულელე, ან ემბლემა რას გავს, რა შუაშია ჩაკბეჩილი ვაშლი?! თვით ფორმაც აღიზიანებთ, რადგან კუთხეები მომრგვალებული აქვს, ჩვეულებრივად, ადამიანურად ოთხკუთხედი კი არ არის.

ეს მათთვის იმის ნიშანია, რომ მათი ფსიქიკა ვიღაცამ საცინად აიგდო, მოკბეჩილი ვაშლიც აღიზიანებთ, რადგან თვლიან რომ ამით მთლიანობა ირღვევა. ეს იგივეა მათ გონებაში რომელიმე განყოფილება ცარიელი რომ დარჩეს. ამიტომ სურვილი უჩნდებათ, რომ ეს დამპალი აიფონი ფანჯრიდან მოისროლონ.

ანალებისთვის ყოველთვის დისკომფორტია როცა როცა რაღაცის დასრულებას ვერ ახერხებენ, იქნება ეს საქმის კეთება, თუ საუბრისას წინადადების ვერდაბოლოება. თუ ქვედა ვექტორებიდან მხოლოდ ანალი აქვს, მაშინ ასეთი სტუდენტობის დროს, როცა კონსპექტებს აკეთებს, ლექციას სიტყვა-სიტყვით იწერს, წერტილ-მძიმესაც კი არ გამოტოვებს. მას უნდა საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ამიტომ ყოველ სიტყვას იწერს რომელიც ლექციის დროს უთხრეს, მისთვის მნიშვნელოვანია ყველაფრის ჩაწერა, არცერთი დეტალი რომ არ დაეკარგოს. როდესაც ანალის ვექტორიან ადამიანს ყველაფერი არ აქვს დახარისხებული, ანუ როცა რაღაც არ აქვს დასრულებული, ამას ის ,,კუდს“ უწოდებს, კუდი, ეს არის არასაჭირო წანაზარდი მის უკანალზე, რომელიც მას სიცოცხლეს უწამლავს, როდესაც საქმეს დაამთავრებს აქვს შეგრძნება, რომ კუდი მოიშორა. როცა რაღაც საქმეს კარგად აკეთებენ, ამას ,,სუფთა ნამუშევარს“ უწოდებენ, მათთვის სისუფთავე მნიშვნელოვანია, როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ დონეზე.

ანალის ვექტორიანი ადამიანი ყველაფერს ხარისხობრივად უყურებს, მისი აზროვნება ყველაფერს აანალიზებს და ახარისხებს საერთოდან ნაწილობრივისკენ, ანუ ერთიან სურათს ანაწევრებს და ახარისხებს პატარ-პატარა დეტალებად. ანალის ვექტორიანის აზროვნება ეფუძნება მისი ფსიქიკის უზარმაზარ მოცულობას, რომელშიც ჩადებულია მისი მთავარი ფუნქცია, წარსული გამოცდილების შენახვა და მომავალი თაობისთვის გადაცემა. ამიტომ ანალის ვექტორიანის ფასეულობები უცვლელია, წარსული ხომ არ იცვლება. მისი აზროვნება უძრავია, ის ვერ ასწრებს შეეგუოს ლანდშაფტის ცვლილებებს. პროფესიის არჩევისას ხშირად ირჩევენ ისეთ საქმიანობას სადაც საჭიროა ცოდნის სისტემატიზაცია, ამიტომ ხშირად ხდებიან, ბიბლიოთეკარები, არქივატორები, ისტორიკოსები, მასწავლებლები. თუ ერთვის რომელიმე ზედა ვექტორი, მაშინ ხშირად ხდებიან ექიმები, იურისტები, სწავლულები, მეცნიერები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ისეთი პროფესიები რომლებიც ითხოვენ უზარმაზარ, ფუნდამენტურ ცოდნას.

ისევე როგორც ყველა დანარჩენი ვექტორი, ანალებიც ყველას თავისი გადმოსახედით უყურებენ, ამიტომ მათ არ შეუძლიათ გაიგონ სხვანაირი დამოკიდებულება, მაგალითად არ ესმით როგორ შეიძლება ანგარიშით დაქორწინება. ანალებს არ ესმით ისეთი მოვლენები და ქცევები, რომლებიც მათ ფსიქიკაში არ დევს.

ავტორი: ვ.იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (3)

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები

  • ანალური ფსიქოტიპის ხასიათი

  • ანალური ვექტორი - აზროვნება

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • ანალის ვექტორიანი მშობლების ურეთრალი შვილი