ლეონარდო და ვინჩი


ლეონარდო და ვინჩი
ევროპულ რენესანსზე ხშირად ამბობენ, რომ ეს „ქრისტიანული სულია ანტიკურ სხეულში“, ძნელია ერთი წინადადებით უკეთესად აღწერო აღორძინება. ლეონარდოზე კი შეიძლება ითქვას , რომ მასში მთელმა ანტიკურმა შემეცნებისადმი და სამყაროს შეცნობისადმი ლტოლვამ ერთიანად ამოხეთქა. ამიტომაც ძნელია ისაუბრო 9-10 ტემპერამენტიან სმენაზე და ბოლომდე ჩასწვდე მის გენიას მხოლოდ ერთ სტატიაში. მით უფრო როცა თავად მხატვარიც აღნიშნავდა, რომ ვერ შეძლო საკუთარი თავი ბოლომდე ამოეწურა. ქვემოთ ვეცდები მაქსიმალურად ზუსტად დაგანახოთ ლეონარდო დავინჩის ფსიქოლოგიური პორტრეტი სვფ ჭრილში.

როგორც უკვე ვთქვით ლეონარდო „სუფთა სმენა“ იყო, ასე ეწოდება სცენარს როცა სცენარული ქვედა ვექტორი მთლიანად ექვემდებარება ზედას და თავის ფუნქციებს მხოლოდ ზედას გავლით ავლენს. დავინჩის შემთხვევაში არა მხოლოდ სცენარული ურეთრალური ვექტორი არამედ ყველა სხვაც სმენის ინტერესებს ემსახურებოდა. ასეთი კი 7 ვექტორი იყო.

ასეთი სცენარისას ძნელია განიხილო თითოეული ვექტორის განვითარება ცალცალკე ამიტომაც 2-3 ვექტორიანი კომბინაციებით წარმოგიდგენთ.

ლეონარდო ნოტარიუსის ოჯახში იზრდებოდა სადაც ცნობისმოყვარე პატარას ხშირად ესმოდა მამამისისაგან, რომ ყველა კანონის გვერდის ავლა შეიძლება. მამა მხოლოდ იურიდიულ კანონებს გულისხმობდა მან კი სამყაროს კანონები გამოიწვია. მისი ურეთრალური ვექტორი ახალი ტერიტორიების ათვისებას „მოითხოვდა“, მიწაზე უკვე ყველაფერი ათვისებული იყო, რჩებოდა ცა - ლეონარდო ხშირად ყიდულობდა ჩიტებს გალიაში მერე ათავისუფლებდა და მათ ფრენას აკვირდებოდა. ვეგეტარიანელი მხატვრისთვის ეს ცხოველებზე ზრუნვაც გახლდათ და მათი ფრენის ტექნიკის შესწავლაც. ჩვენი საზომით თუ მივუდგებით ლეონარდო თავის ეპოქაში ნამდვილ მეცნიერულ კვლევებს აწარმოებდა - როგორც ეპოქა საშუალებას აძლევდა რა თქმა უნდა. სმენის დაუღალავ სწრაფვას ახალი გამოგონებებისკენ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა საკმაოდ კარგად განვითარებული კანის ვექტორი და ლეონარდო საფრენი აპარატების, პირველი პარაშუტის, პარაპლანის, საალყო და საიერიშო მანქანებს ქმნიდა. მართალია ყველა მათგანი ვერ იქნა ასე ვთქვათ „წარმოებაში ჩაშვებული“. და ვინჩი ყოველთვის ვერ პოულობდა შესაფერის სპონსორს თავისი იდეებისთვის. გადადიოდა ქალაქიდან ქალაქში და ცდილობდა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები კარგად წარედგინა მედიჩისთვის, სფორცასთვის, ბორჯიასთვის... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მის ცხოველურ დონეზე განვითარებულ კანის ვექტორზე რა თქმა უნდა სმენასთან და ვიზუალთან ერთად. მაგალითად სფორცასთან ის მივიდა თავისივე გაკეთბული ლირით და იმაზე უკეთ დაუკრა ვიდრე ჰერცოგის 30 წვრიანმა ანსამბლმა, ყველაფერი კი ლირაზე მიმაგრებული თხის თავის ქალის გამო რომელმაც ხმის გამაძლიერებლის ეფექტი შექმნა. სფორცასთან მუშაობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, თუმცა გაუთავებელი ომების გამო მისი ბევრი პროექტი ბოლომე ვერ მივიდა. სმენის იდეების ბატონობამ მის ურეთრალურ ვექტორს განვითარების საშუალება არ მისცა,მთელი ენერგია ახალ გამოგონებებს და კვლევებს ხმარდებოდა. თუმცა გარკვეულწილად, ნაწილობრივ ურეთრალური ბელადობა მაინც გამოვლინდა - იმ პერიოდის იტალიაში მაღალი წოდების ადამიანები ხშირად ცდილობდნენ რამდენიმე ოსტატის შეჯიბრის მოწყობას უკეთესი შედეგის მისაღებად. ლეონარდომ მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ასეთ შეჯიბრში,ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა და შეჯიბრს გამოეთიშა. მისმა ბუნებამ პირველობის უპირობო აღიარება ვერ აიტანა.

ლეონარდო და ვინჩი ჩვენთვის ყველაზე უფრო მონა ლიზასთან და მის იდუმალ ღიმილთან ასოცირდება. ამ დროს კი ბევრმა არ იცის, რომ ცნობილმა ოქროს კვეთის სიმეტრიამ იმ დროის ყველაზე მკრეხელურ საქმიანობაზე გვამების კვეთაზე გაიარა. აქ სმენის სამსახურში უკვე კუნთისა და ანალის ვექტორები ჩადგენენ, ლეონარდო სასაფლაოდან გვამების ამოთხრას არ თაკილობდა და გულმოდგინედ სწავლობდა ცაკლეული მყესისა და ძარღვის განლაგებას, შემორჩენილ ჩანახატებში იდეალურადაა გადმოცემული ადამიანის ანატომიის ჩანახატები. მისი ბიოგრაფები წერენ, რომ ცხოველების კვეთის შედეგების წიგნად აკინძვასაც აპირებდა მაგრამ როგორც მრავალი სხვა ესეც განუხორციელებელი დარჩა. ლეონარდოს ხატვაზე უფრო წერა უყვარდა, თუმცა მისი ნაწერები და დღიურები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიქელანჯელოს მაღალმხატვრული სტილისგან - ძალიან საქმიანი და სკურუპულოზური ჩანაწერებია საიდანაც ნაკლებად ჩანს მისი ყოფითი ამბები, ყველაფერი მის კვლევებს ეძღვნება. ამ ჩამონათვალში ნათლად იკვეთება ცხოველურ დონეზე განვითარებული ანალური ვექტორი, რა თქმა უნდა მაღალ ტემპერამენტთან ერთად, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს არც სხვა ვექტორებთან მიმართებაში.

ვეცდები ოდნავ მაინც ცალკე გამოვყო ცხოველურ დონეზე განვითარებული ვიზუალი, მით უფრო, რომ საუბარია მხატვარზე. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ლეონარდო ვეგეტარიანელი იყო, ძალიან უყვარდა და ზრუნავდა ცხოველებზე, აგრეთვე მშვენიერ წარმოდგენებს მართავდა თავისი მფარველების კარზე. ხატვა დაიწყო მაშინ ახალი ხერხით -ზეთოვანი ტემპერით, ეს საშუალებას აძლევდა არა მხოლოდ გამოსახულება არამედ განწყობაც გადმოეცა, სული შთაებერა ნამუშევრისთვის. ამიტომაცაა მისი დაუმთავრებელი ესკიზებიც კი სრულყოფილი ნამუშევრები. მართალია ლეონარდოს საომარ იარაღებზე მუშაობაც უხდებოდა, განსაკუთრებით ბორჯიასთან მაგრამ თავის დღიურებში არაერთხელ აღნიშნავს, რომ ომი უგუნური ბრბოს საქმიანობაა. შეიძლება ამიტომ ეცადა შეექმანა საბრძოლო მანქანები - ლითონის, ადამიანის ზომის რობოტები და თავის მაშინდელ მფარველს არწმუნებდა მათ უპირატესობაში და ადამიანური რესურსის დაზოგვაში. თუმცა არც ამ გამოგონებას უნახავს დღის სინათლე. ლეონარდომ ზედმიწევნით შეისწავლა შუქ-ჩრდილის თამაში და ამის მხატვრობაში გამოყენება. აგრეთვე თავისი ანატომიური კვლევების წყალობით წინ წაიწია თვალის აგებულებისა და მისი ბადურის შესაძლებლობების შესწავლაში და როგორც ამბობენ ცნობილი ტურინის სუდარა სხვა არაფერია თუ არა ლეონარდოს პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში.

რაც შეეხება ოკულტიზმითა და ალქიმიით გატაცებას, როგორც მედიჩის - მისი ერთ-ერთი მფარველის ისტორიიდან ვიცით ლეონარდოს ხშირად ჰქონდა პრობლემები მაშინდელ კათოლიკურ ეკლესიასთან გვამების გაკვეთის გამო და ეს ხმებიც ძირითადად ამის შედეგია. თუმცა მისი ყნოსვის ვექტორი არქეტიპში არ დარჩენილა და სმენის სამსახურში ჩამდგარმა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღები შექმანა ბორჯიას კარზე. ლეონარდოს ერთნაირად იტაცებდა მიკრო და მაკრო სამყარო და სამართლიანად თვლიდა,რომ ერთი მეორის პროპორციული ასლი იყო ხოლო ადამიანი მთელი სამყაროს სახე - ასე შეიქმნა ვიტრუვიანელი ადამიანი. ლეონარდოს კარგი ფსიქოლოგიური უნარები გააჩნდა რაც ნათლად ჩანს მის შვილობილთან - სალაისთან დამოკიდებულებაში. ბიჭი როგორც ვიცით კლეპტომანიისკენ იყო მიდრეკილი და კარგი მანერებითაც არ გამოირჩეოდა, მხატვარმა კი შეძლო იმპერიოდის აღზრდის სასტიკი მეთოდების გარეშე სალაი კარგ პიროვნებად ჩამოეყალიბებინა.

არც ორალის ვექტორს დავტოვებთ უყურადღებოდ - ლეონარდო შესანიშნავად მღეროდა, აწყოდბა წარმოდგენებს და გამოირჩეოდა დახვეწილი იუმორით,რაც მისი ორალის ვექტორის ცხოველური დონის მცენარეულ ქვედონეზე განვითარებაზე მეტყველებს.

შესავალში უკვე ვთქვი, რომ ასეთი გენიის სრულყოფილად გადმოცემა ძნელია. მაქსიმალურად ვეცადე ობიექტური ვყოფილიყავი. შეიძლება ჩათვალოთ,რომ რომელიმე ვექტორის აღწერისას მიკერძოება გამოვიჩინე მაგრამ გირჩევთ ამ დროს მისი სცენარის თავისებურება და მაღალი ტემპერამენტი გაითვალისწინოთ. თანაც ამ სტატიით მინდა გაჩვენოთ როგორ პიროვნებას გვაძლევს სწორად და კარგად განვითარებული ვექტორები მაღალ ტემპერამენტთან ერთად.

ვექტორები -8

ურეთრალური - მცენარეულის ცხოველურზე -

კანის ვექტორი - ცხოველურის არაცოცხალი

ანალის - ცხოველურის ცხოველური

კუნთი - მცენარეულის მცენარეული

ორალური - ცხოველურის მცენარეული

ვიზუალური- ცხოველურის ადამიანური

ყნოსვა - ცხოველურის არაცოცხალი

სმენა - ადამიანურის მცენარეული

ტემპერამენტი - 9-10

სცენარი - ურეთრალ-სმენა

ავტორი: ეკატერინე სამხარაძე


მსგავსი სტატიები

  • ლეონარდო და ვინჩი

  • ფრანც კაფკა (ვექტორული ანალიზი)

  • ელენე ხოშტარიას მოკლე ვექტორული ანალიზი

  • ზაალ უდუმაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (4)

  • ნიკოლა ტესლას ვექტორული ანალიზი

  • კახა კალაძის მოკლე ვექტორული ანალიზი

  • სტივენ კინგის მოკლე ვექტორული ანალიზი