დაწინაურებული მომხმარებლებისათვის


დაწინაურებული მომხმარებლებისათვის

  გვინდა ორიოდე სიტყვით შევეხოთ იმ საკითხს თუ რით განსხვავდება ჩვენი მეთოდი, ვიქტორ ტალკაჩოვის, ან ვინმე სხვის მეთოდისაგან. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ ჯერ არ გაცნობიხართ ჩვენს წინა ლექციებს, ამ ლექციის გაცნობას თქვენთვის აზრი არ ექნება, რადგან იმ საკითხების გაგებას, რაზეც ჩვენ მოცემულ ლექციაში გვექვება საუბარი, ჭირდება საკმაოდ სერიოზული ბაზა, რომელიც წინა ლექციებშია ახსნილი. მათთვის კი ვინც ასე თუ ისე იცნობს ამ ფსიქოლოგიას, იცის ვექტორების განმასხვავებელი ნიშნები (როგორც მინიმუმ კანის და ანალური ვექტორები მაინც), ეს ლექცია არის მათთვის ვინც უკვე რაღაც დონეზე გაეცნო ამ სწავლების ძირითად პოსტულატებს, რადგან მათ შეუძლიათ იპოვონ ამ ლექციაში ბევრი საინტერესო რამ.

პირველ რიგში შევეხებით საკითხს თუ რით განსხვავდება ჩვენი მეთოდი, სვპ-ს სხვა მეთოდიკებისაგან. ეს არის ლექცია დაწინაურებული მომხმარებლებისთვის, იმას რასაც თქვენ გაიგებთ ამ ლექციაში მნიშვნელოვნად აღემატება აქამდე გაგებულ ინფორმაციას. ეს შეიძლება გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდეს იმ შთაბეჭდილებას რომელიც თქვენ აქამდე მიიღეთ. ეს ლექცია არის იმ ადამიანებისთვის, ვინც მზადაა არა მხოლოდ გაეცნოს ჩვენს ლექციებს, არამედ ჩვენთან ერთად გაიაროს საკმაოდ გრძელი და რთული გზა შემეცნებისაკენ. ამ ლექციის გააზრება მოითხოვს სერიოზულ დაფიქრებას, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ლექცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის რვა განზომილებიანი, რვა ვექტორიანი სისტემური ფსიქოანალიზი. რვა ზომა, რვა ვექტორი, რომელიც ადამიანებს მოცემული აქვთ დაბადებიდან, მეტიც მოცემული აქვთ ჩასახვის მომენტიდან. ახალ ვექტორს ვერ გამოიზრდით, ვერ განავითარებთ თქვენში იმ ვექტორს რომელიც დაბადებიდან არ გქონდათ, მაგრამ ვერც არსებულს დაკარგავთ. ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი სწავლება შევადაროთ სხვა სწავლებებსა თუ მეთოდიკებს.

როგორ ვუყურებთ ჩვენ ამ საკითხს? თუ ჩვენ განვიხილავთ ვექტორს, როგორც სისტემას, როგორც ჩვენი ხედვის ძირითად ბაზისს, რომელიც კავშირშია ყველა სხვა მოვლენასთან. მაშინ ვექტორთან დამოკიდებულებაში მივიღებთ: 1.ზესისტემას, ანუ უფრო მაღალი წესრიგის სისტემას. რაღაც ერთობას, რომელთან შეფარდებითაც ვექტორი ვლინდება როგორც ნაწილაკი. 2. ქვესისტემას, ესაა ის, რისგანაც შედგება თვითონ ვექტორი. 3. სისტემა, ანუ თვით ვექტორი. ანუ თვით ვექტორი არის სისტემა, მისი შემადგენელი ნაწილები, მისი თვისებები, ფსიქიკის ფენები და განვითარების დონეები, არის მისი შემადგენელი ქვესისტემა, ხოლო სამყარო რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ვექტორი თავის მხრივ, არის ზესისტემა. აქ შეიძლება გარკვეული არეულობის შეგრძნება გაგიჩნდეთ. მაგალითად: არის მოცემული, ხანგრძლივად ფესვგადგმული გაგება, რომ ჩვენს საიტზე მოცემულია ვექტორის ფსიქიკის ის სტრუქტურა, რომელიც ჩვენამდე არსად არ იყო. და სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი მეთოდის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებას, ანუ არსებული სისტემის შიგნით, ჩვენი სწავლება გამოვლინდა როგორც ქვესისტემა, მაგრამ ეს მოჩვენებითია, ვექტორის სტრუქტურა თავიდანვე მოცემულია, სისტემა ნამდვილად არის განლაგებული ქვესისტემაში, მაგრამ ძირითდი სხვაობა ამაში არ მდგომარეობს. მთვარი სხვაობა ჩვენსა და სვპ-ს სხვა მეთოდიკებს შორის სწორედ ზესისტემის აღქმაში მდგომარეობს. სწორედ ზედა დონეზე დანახული ვექტორის სტრუქტურული ხედვა განასხვავებს ჩვენს მეთოდს სხვებისგან. ჩვენ ქვემოდან ზემოთ, თანდათანობით ვხსნით მთლიან სურათს და წარმოგიდგენთ ერთიანობაში აღქმულ მოდელს. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ სისტემურად წარმოგიდგენთ ყოველი ვექტორის ფუძეს (საფუძვლებს). კუნთის ვექტორის ფუძეა - მატერია, კანის ვექტორის - ფორმა, ორალის - გაერთიანება, ყნოსვის - რანჟირება, ურეტრალის - მომავალი, ანალის - წარსული, სმენის - საერთო, აბსოლუტური ინფორმაცია, ვიზუალის - ნაწილობრივი ინფორმაცია. ამაზე ადამიანებს ხშირად აქვთ კითხვა: ,,მერე რა გამომდინარეობს აქედან?“ პრინციპში სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი. სწორედ ფუძეა თვით ვექტორის არსი.

დავიწყოთ ყველაზე ზედა დონის სურათის აღწერით. შემეცნების დასაწყისი იყო ის, რაც იყო გაცემის თვისება (აზრი).

არის გაცემის ძალა, იმ ყველაფერთან მიმართებაში რასაც ჩვენ ჩვენს ირგვლივ ვხედავთ. ჯერჯერობით მივიღოთ ის როგორც საბაზისო მოცემულობა, განვიხილოთ ის როგორც უსასრულო, მარადიული და დავშალოთ ის შემადგენელ ნაწილებად. მაშ ასე, გაცემის ძალა, ერთიანი და განუყოფელი, რა დაემართა მას? რაღაც მომენტში, რაღაც მიზეზის გამო (რომელსაც ჩვენ პირობითდ ვუწოდებთ უკმარისობის გრძნობას), ეს გაცემის ძალა გაიხლიჩა, თუ გნებავთ ამას პირობითდ ვუწოდოთ ქმნილების შექმნის აქტი (ალბათ გასაგებია, რომ ამ ლექციაში მატერიის შექმნის არსის სრულყოფილად ახსნა ჯერჯერობით შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ამჯერად ვისაუბრებთ მხოლოდ შედეგზე).

ეს პირველსაწყისი გაიხლიჩა, გაორდა და ჩვენ მივიღეთ ორი ძალა. ზესისტემა და ქვესისტემა. გაცემის არსი და მიღების არსი, ორი ელემენტი.

მოდით ახლა ავიღოთ და განვიხილოთ მიღების ძალა, მიღების არსი. უბრალოდ თუ ვიტყვით, თავის მხრივ ისიც გაიყო ორ ნაწილად, ანუ გამოავლინა საკუთარი თავი ორ ზომად, მიზეზად და შედეგად. ანუ არსად და ამ არსის მატერიალურ გამოსახულებად. კიდევ უფრო უბრალოდ თუ ვიტყვით, ის გაიყო არსად და მატერიალურ სამყაროდ. ეს რომ თვალნათლივ წარმოიდგინოთ, გამოვსახოთ ისინი ორ პარალელურ ღერძზე. 1. ზედა, ანუ მდგომარეობის ღერძი, ეს ის ღერძია, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ, როგორი ევოლუცია გაიარა არსმა. როგორ შეიცვალა და გაიზარდა ეს არსი, როგორ შეცვალა დამოკიდებულება გაცემის და მიღბის აზრებთან. როგორ ხდებოდა მისი გადანაცვლება ერთი მდგომარეობიდან მეორეში.

2. და ქვემოთ, ანუ დროის ღერძი, ამ ღერძზე გამოვსახოთ ის, რაც ხდება ფიზიკურ სამყაროში და რასაც შეიძლება შეეხოთ.

მოკლედ არის მდგომარეობის ღერძი ზემოთ, და არის დროის ღრძი ქვემოთ. ანუ ზემოთ არის არსი, ქვემოთ კი ამ არსის შედეგი. როგორც კი რაღაც ხდება ზედა ღერძზე, ეს მაშინვე პოვებს ასახვას ქვედა ღერძზე, ანუ ფიზიკურ სამყაროში, როგორც ცვლადი არსის რეზულტატი. აქამდე ყველაფერი უბრალოდაა და განსაკუთრებულად ახალიც არაფერია.

შევხედოთ ზედა ღერძს, რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ თავის მხრივ ამ ზედა ღერძზეც ხდება გაორება. ის იყოფა ორ ნაწილად: ინფორმაციად და ენერგიად. რაც ავტომატურად იწვევს გაორება ფიზიკური სამყაროს ამსახველ ღერძზე, რადგან როგორც გითხარით, ყველაფერი რაც ხდება არსის სამყაროში, ავტომატურად აისახება ფიზიკურ სამყაროზეც. ამიტომ ქვემოთ, დროის ღერძზეც ვხედავთ გაორებას. ის რაც ზედა ღერძზე, არსის სამყაროში გამოვლინდა ინფორმაციად, ქვედა ღერძზე ის გამოვლინდა როგორც დრო. ის კი რაც ზემოთ იყო ენერგია, ქვემოთ გამოვლინდა სივრცედ.

ეს გადასვლა საკმაოდ მკაფიოა, როდესაც ჩვენ მას ყოველმხრივ აგიხსნით, ვფიქრობ თქვენთვისაც საკმაოდ ნათელი გახდება.

მოდით დავიწყოთ ყველაზე უბრალო რამით. რაში მდგომარეობს თვით ამ გაყოფის არსი. რატომ გაიყო არსი ორად და რატომ გაიყო თავის მხრივ ორად მისი ფიზიკური გამოხატულება. თუ ფართე აზრით შევხედავთ არსიც და მისი ფიზიკური გამოსახულებაც ერთი და იგივეა, ის გაყინული და გაშეშებული კი არ არის, არამედ მოძრაობს. და რადგან მოძრაობს, ამიტომ დროის ყოველ მომენტში ის აღიწერება ორი მახასიათებლით. ის იმყოფებოდა რაღაც მდგომარეობაში, იმავე მომენტში მას ჰქონდა ამ მდგომარეობის შეცვლის პოტენციალი. ანუ რაღაც რომ მომხდარიყო, ამისთვის უნდა ავიღოთ რაღაც მდგომარეობა, მასში გამოვიწვიოთ გარკვეული ცვლილებები და ასე მივიღებთ ახალ მდგომარეობას. ხდება ცვლილება - ვიღებთ ახალ მდგომარეობას, ზუსტად ასეა ფიზიკურ სამყაროშიც. როდესაც კაცობრიობა თავის გამოკვლევებში მივიდა მიკრო ნაწილაკების შესწავლამდე, წარმოიშვა ტალღურობის თეორია, აღმოაჩინეს, რომ სინათლე შედგება ნაწილაკისა და ტალღისგან. ეს კი ზუსტად ის არის რაზეც ჩვენ ამჟამად გვაქვს საუბარი: არსებობს მდგომარეობა და არსებობს ამ მდგომარეობის შეცვლის პოტენციალი. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უფრო გასაგები გახდეს, მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: წარმოიდგინეთ ათი მორბენალი, ისინი ერთდროულად გაიქცნენ. სირბილის დაწყებიდან ერთი წუთის შემდეგ მათ გადავუღოთ სურათი, ამ სურათზე ათივეს ეკავება რაღაც მდგომარეობა, რომელიც შეიძლება აღიწეროს დროის კონკრეტული მონაკვეთით. მაგრამ იმავე მონაკვეთში, თითოეულ მათგანს ექნება მდგომარეობის შეცვლის პოტენციალი, პოტენციალი იმისა რომ დაიკავოს ახალი მდგომარეობა. რომელიღაც ათი წუთის სირბილის შემდეგ დაეცემა, ვიღაც კიდევ ნახევარი საათის მანძილზე შეძლებს სირბილს. ვიღაც კი ფინიშამდე შეძლებს მისვლას. თითოეულს ამ ათი მორბენლიდან, დროის ყოველ მონაკვეთში, უკავია რაღაც მდგომარეობა და აქვს ამ მდგომარეობის შეცვლის პოტენციალი. თუ ყოველ მომენტში მათ სურათებს გადავუღებთ, ეს მდგომარეობები და ცვლილებები ამ ფოტოებზე მკაფიოდ გამოჩნდება. ის მდგომარეობა კი რომლისკენაც მიისწრაფვის თითოეული მორბენალი, ანუ საბოლოო მიზანი, ის ცვალებადი არ არის, ის საერთოა ყველა მორბენლისთვის. ყოველ მორბენალს სურს ფინიშთან პირველი მივიდეს, ასევე გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან თითოეული მათგანი ფინიშს მიაღწევს, მაგრამ რომელი მათგანი იქნება პირველი და რომელი მეათე, ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვით. მოკლედ რომ ვთქვათ არსებობს მდგომარეობა და ეს მდგომარეობა თავის თავში ატარებს ცვლილებათ პოტენციალს. ასევე გასაგებია, რომ რეზულტატს მნიშვნელოვნად განაპირობებს სასტარტო პირობები, მაგალითად: ნავარჯიშევ და უვარჯიშებელ მორბენლებს რეზულტატიც განსხვავებული ექნებათ.

მოდით ახლა ეს ყველაფერი გადავიტანოთ ვექტორებში.

რა არის მდგომარეობა? დროის ნებისმიერ მომემენტში, ნებისმიერი მდგომარეობა შეიძლება აღვწეროთ რაღაც ინფორმაციით. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ნაწილობრივი, ან სრული. თუ ჩვენ აღვწერთ ნებისმიერ ნივთს, მაგალითად: კოვზს, ამ კოვზს გააჩნია საკუთარი მახასიათბლები, ეს მახასიათებლები შეიძლება შევადაროთ სხვა ნივთების მახასიათებლებს და ამით დავრწმუნდეთ, რომ ეს კოვზია და არა სხვა რამ. ასევე კონკრეტულ კოვზს, აქვს კონკრეტულად თავისი მახასიათებლები, რომლებიც არ აქვს სხვა კოვზებს. ის დამზადებულია რაღაცისგან, გამოშვებულია რაღაც თარიღში და ა.შ. ეს არის ინფორმაცია, ინფორმაცია არსებობს ნაწილობრივი და სრული, ვექტორებში ეს არის ვიზუალი და სმენა, ვიზუალი - ნაწილობრივი, სმენა სრული.

მივყვეთ მსჯელობას. ენერგიის მეოთხედი არის ის რის დახმარებითაც ხდება მდგომარეობის ცვლილება, ენერგიის მეოთხედის ვექტორებია ყნოსვა და ორალი. რა არის მათი ფუძე? ესაა რანჟირება და გაერთიანება. რა შეიძლება იყოს გაერთიანება კოვზის მაგალითზე? ესაა მისი შესაძლებლობა, რაღაც სხვა საგნებთან კომბინაციაში, მან მოგვცეს უფრო მაღლი წესრიგის შემცველი სისტემა. მარტო თვითონ მხოლოდ კოვზია და სხვა არაფერი, მაგრამ ის დანასთან, ჩანგალთან, თეფშთან, ჭიქასთან და სხვა საგნებთნ ერთდ ქმნის სრულ სასადილო სერვიზს. ასევეა ადამიანებშიც, ადამიანების გაერთიანებით იქმნება ჯგუფი, რომელსაც გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე მხოლოდ ერთ ადამიანს. სწორედ ეს არის ორალური ვექტორის არსი, ის განსხვავებილ ადამიანებს აერთიანებს ჯგუფად, მათ აჩვენებს საერთო მიზანს. ახლა ავიღოთ ყნოსვა, რას ნიშნავს ყნოსვის ვექტორის ფუძე, რანჟირება? ესა ის, რომ ნებისმიერი საგანი გამოიყენო დანიშნულებისამებრ. ადამიანებში რანჟირება თითოეულ ინდივიდს საშუალებას აძლევს შეასრულოს საკუთრი ფუნქცია. თუ ნივთებს დავუბრუნდებით, ესაა საშუალება, ნებისმიერი ნივთი მომზადებული იყოს იმ საჭიროებისთვის რომლისთვისაც ის შექმნილია. მაგალითად: დანა, რომელიც გამოიყენება, ვთქვათ პურის დასაჭრელად, ეს დანა იყოს ლითონის და არა რეზინის. თუ დანა, კოვზი, ცანგალი, თეფში და სხვა, ერთიანდება სადილის სერვიზში, მაშინ ამ სერვიზთან მიმართებაში რანჟირება იქნება თითოეული ნივთისთვის სწორი ფუნქციის მინიჭება, რომ დანა გამოვიყენოთ საჭრელად და არა წვნიანის შესაჭმელად, კოვზით კი არ ვცადოთ ხორცის დაჭრა და ა.შ. ანუ თითოეულ საგანს გამოვუძებნოთ სწორი გამოყენება, მისი რეალური ფუნქციიდან გამომდინარე. ასევეა ადამიანთ ჯგუფშიც, თითოეული რაღაც ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. ამ ფუნქციათა შესრულებით ჩვენ ვიღებთ ახალ მდგომარეობას, ვიღებთ ჯგუფს, რომლის თითოეული წევრიც მზადაა საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად.

რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს არსთან ამ ყველაფერს? დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, მიღების სურვილის განსაზღვრული მდგომარეობა. დროის ღერძზე, დღეს მცხოვრები მთელი კაცობრიობა არის, მიღების სურვილის განსაზღვრული მდგომარეობა მთლიანობაში. მდგომარეობის ღერძზე კი ეს არის ერთი კონკრეტული მდგომარეობა, უამრავ მდგომარეობათა შორის. თუ ამას შევხედავთ ქვესისტემის კუთხით, თითოეულ ჩვენგან ასევე აქვს მოცემული მდგომარეობა, ამ მომენტისთვის. ანუ ესაა კონკრეტულად ჩვენი მიღების სურვილის მდგომარეობა. მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი, ჩვენ ყველა მაინც მივისწრაფვით ერთ, ყველასთვის საერთო მდგომარეობისკენ, იმისდა მიუხედავად გვინდა ეს ჩვენ, თუ არა. თვით ეს მოძრაობა, ისევე როგორც საბოლოო მიზანი, რაღაც აზრით თანდაყოლილია. იმიტომ რომ, ასე იქნება თუ ისე, კაცობრიობა თავის გასავლელ გზას მაინც გაივლის და მიზნამდეც მიაღწევს. ყოველი ცვლილება, რომელიც ხდება კაცობრიობში, ხდება ადამიანების ჯგუფად გაერთიანებით და ამ ჯგუფში რანჟირებით. რაც საბოლოოდ გვაძლევს ხარისხობრივად ახალ მდგომარეობას.

მაგალითად: იყო დრო, როდესაც არ არსებობდა ლუდის მოყვარულთა კავშირი, მაგრამ გამოჩნდა ვიღაც, ვინც თქვა: ,,მოდით შევქმნათ ლუდის მოყვარულთა კავშირი, მე ვხედავ, რომ ამან შეიძლება ადამიანები გააერთიანოს, მე ვხედავ ჩვენს მომდევნო მდგომარეობას, შეიძლება არ ვიცოდე იქ რა გველოდება, რადგან ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ თუ ასეთ კავშირს შევქმნით და მასში გავერთიანდებით, ჩვენ დიდი პოპულარობას მოვიპოვებთ“. ეს შეიძლება იყოს პირველი მოქმედება გაერთიანებისაკენ, შემდეგ შეიკრიბა ბევრი ადამიანი და დააფუძნა ლუდის მოყვარულთ კავშირი, ანუ შედგა ჯგუფი. შემდეგი ნაბიჯია რანჟირება თვით ჯგუფის შიგნით, ამ ჯგუფში გამოიკვეთებიან ლიდერები, თანდათან გამოვლინდება ჯგუფის სტრუქტურა, ამ მომენტში უკვე შეიძლება დაფიქსირდეს შემდეგი მდგომარეობა, აქამდე არ არსებობდა ჯგუფი, ახლა კი უკვე არსებობს. რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ განსაზღვრულ ხალხს ქონდა განსაზღვრული სურვილი, ისინი გაერთიანდნენ ჯგუფად, რანჟირდნენ მასში და მივიღეთ ხარისხობრივად ახალი საერთო მდგომარეობა. მდგომარეობა, რომელშიც შერწყმულია ეს საერთო, ოდესღაც გაყოფილი სურვილები. მოცემულ შემთხვევაში მათ აერთიანებთ ლუდის სმის სურვილი. მაშ ასე, ნაწილობრივი და სრული (ვიზუალი და სმენა) მდგომარეობის ღერძზე, ესაა ნაწილაკი. ხოლო რანჟირება და გაერთიანება (ყნოსვა და ორალი), ანუ ის შესაძლებლობა, რომლის დახმარებითც ჩვენ ვმოძრაობთ მომავალი მდგომარეობისაკენ, მდგომარეობის ღერძზე, არის ტალღა.

ახლა შევხედოთ ქვემოთ, დროის ღერძს. რა ხდება იქ? ზუსტად იგივე. არის ურეთრალური ვექტორი, რომელსაც ჯგუფი მიყავს წინ, მას მიყავს წინ კუნთური სხეული, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთიანობის შეგრძნებით. ეს კუნთური სხეული არის ორგანიზებული, კანის ვექტორის დახმარებით. ჯგუფი მომავლისკენ მიდის რაღაც საწყისი მდგომარეობიდან, ეს საწყისი მდგომარეობა გამოხატულია წარსული დროით, ანალური ვექტორით. ყოველ ადამიანს დროის ყოველ მონაკვეთში აქვს საკუთარი კერძო წარსული, რისი დახმარებითაც ის იკავებს მდგომარეობას აწმყოში. რასაც ვაკეთებდით გუშინ, ის აისახება ჩვენს დღევანდელობაზე, ხოლო გუშინდელი და დღევანდელი მოქმედებებისა და მდგომარეობების ერთობა, ქმნის მომავალს. ამით ამ ლექციის ერთი, ყველაზე ყველაზე რთული ნაწილი დამთავრებულია.

ახლა ვნახოთ რა მივიღეთ ჩვენი მსჯელობიდან: პირველ რიგში მივიღეთ საინტერესო თეორიული დასკვნა. ის რაც ზედა ღერძზე იყო ნაწილაკი, ქვედა ღერძზე იქცა ტალღად და პირიქით. ის რაც ზემოთ, მდგომარეობის ღერძზე იყო ნაწილაკი (ინფორმაცოიის მეოთხედი), ნაწილობრივი და სრული (დროის ყოველ მომენტში მდგომარეობა შეიძლება აღიწეროს ნაწილობრივ და სრულად). ანუ ის, რაც ზემოთ ვლინდება მდგომარეობად, ქვემოთ ფიზიკურ სამყაროში, გამოიხატება დროის ღერძით, დროის ყოველ მონაკვეთში შეესაბამება ნაწილობრივსა და სრულს მთელი ჯგუფისათვის. ამიტომ ის რაც ზემოთ იყო ნაწილაკი - ქვემოთ იქცა ტალღად, მდგომარეობის ტალღად დროში. და პირიქით, ის რაც ზემოთა ღერძზე იყო ტალღა, ანუ ის რის დახმარებითაც ჩვენ გადავდიოდით მდგომარეობიდან მდგომარეობაში (რანჟირება და გაერთიანება), ქვემოთ, დროის ღერძზე ის იქცა ნაწილაკად. ჩვენს ფიზიკურ სამყაროში, ის გამოიხატა სივრცით, სწორედ სივრცე ვლინდება ნაწილაკად, რომელიც გაივლის მდგომარეობის ტალღას დროში. იმიტომ რომ სივრცე არსებობს მხოლოდ აწმყოში, მხოლოდ სივრცე შეიძლება გავზომოთ, მხოლოდ სივრცეს შეიძლება შევეხოთ, მაგრამ არა წამის წინ, ან წამის შემდეგ, არამედ მხოლოდ აწმყოში.

რას გვაძლევს ეს საბოლოო ჯამში? ეს ჩვენ გვაძლევს ძალზე უბრალო სურათს, რომელიც ჩვენ გვიხსნის ყველაფერს. ჩვენ გვაქვს ორი ღრძი: მდგომარეობის და დროის. ამ ორ ღერძზე მოძრაობს ორი სხეული (აბსტრაქტული და ფიზიკური), მოწყობილი აბსოლუტურად ერთნაირი კანონებით. დროის ღერძზე ჩვენ ვართ მოძრავი სხეული, მოწყობილი შემდეგი კანონებით: როგორც ადამიანის სხეულს შევხედავთ ჭრილში, არის კუნთები, რომელიც გარშემორტყმულია კანით, წინ არის ურეთრელური (სასქესო) არხი, უკან კი ანალური ხვრელი. სწორედ ასეთივე პრინციპით არის მოწყობილი საკაცობრიო ჯგუფიც. ეს ჯგუფი მოძრაობს დროის ღერძზე. რაშია თითოეული ვექტორის არსი? ვექტორის არსი არის ის, თუ რა წვლილი შეაქვს მას ჯგუფის წინსვლაში. ანალური ვექტორი მიმართულია ამ საერთო მოძრაობის საწინააღმდეგოდ. ურეტრალური ვექტორი მთელ ჯგუფს წინ მიათრევს. მათ შუა კი მოქცეულია მუდმივად ცვალებადი საკაცორიო სხეული, რომელიც გამოხატულია სივრცით.

ახლა შევხედოთ რას ვხედავთ ზედა ღერძზე? ვხედავთ ზუსტად ისეთივე სხეულს. არის სმენის ვექტორი, რომელიც გვიჩვენებს ჩვენს მიზანს, ანუ იმ მიმართულებას საითაც უნდა წავიდეთ, ამას აკეთებს იდეებით.

არის ორალური ვექტორი, რომელიც ქმნის სხეულს. არის ყნოსვის ვექტორი, რომელიც ამ სხეულს არანჟირებს. და არის კერძოდ ის მდგომარეობა, რომლიდანაც ჩვენ სტარტს ვიღებთ, როგორც ფინიშის საწინააღმდეგო მიმართულება (ვიზუალური ვექტორი). დაჭიმულობა ანალურ და ურეთრალურ ვექტორებს შორის, ანუ წარსულსა და მომავალს შორის, ზუსტად იგივეა, რაც სმენა და ვიზუალი, ვიზუალი ეს არის მოცემული მდგომარეობა, ვიზუალი ყოველი ფასეულობა, შეესაბამება იმას, რაც უკვე არსებობს, ეს ფასეულობები არის იმათთან შეფარდებით, ვინც უკვე არსებობს. მისი საწინააღმდეგო კი არის სმენის ვექტორი, რომელიც არ ებღაუჭება აწმყოს, არ აინტერესებს რამდენი ადამიანია ჯგუფში, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ სამომავლო მდგომარეობაა. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხდება ზედა ღერძზე მდებარე სხეულში, მყისიერად აისახება იმაზე ფიზიკურ სამყაროზე, ანუ ქვედა, დროის ღერძზე მდებარე სხეულზე. იმაზე თუ როგორ ხდება არსობრივი განვითარება, პასუხისმგებელნი არიან ზედა ვექტორები. იმაზე, კი თუ როგორ გამოვლინდება ამ არსის შედეგი, პასუხისმგებელნი არიან ქვედა ვექტორები.

როდესაც სმენის ვექტორიანი, გვეუბნება ჩვენ რომ უნდა შევქმნათ ახალი ეპოქა. რა ხდება ამ დროს ქვედა სხეულში? არსებობს ურეთრალი, რომელიც მზადაა ჯგუფს წინ გაუძღვეს. რა ხდება ამის შემდეგ ისევ ზედა სხეულში? წინ გამოდის ორალური ვექტორი, რომელიც შეძახილებით და სლოგანებით გაართიანებს მასას. ქვემოთა სხეულში, ფიზიკურ სამყაროში, იკვრება კუნთური სხეული, რომელიც თავს ერთიან ორგანიზმად შეიგრძნობს. მაგრამ მხოლოდ ასე ჯგუფი წინ ვერ წავა. რადგან არარანჟირებული სხეული, უბრალოდ დაიშლება. ამიტომ არსებობს ყნოსვის ვექტორი, რომელიც სუნებით და ,,ეგოს“ ამოცნობით, არანჟირებს ჯგუფს. ის ხვდება, რომ ადამიანები განსხვავდებია, ხვდება რომ კუნთისვექტორი სხვაა და კანის სხვა, ამიტომ მათ სხვადასხვა ფუნქციები უნდა შეასრულონ. ქვედა ღერძზე, ეს გამოხატულია კანონებით, რადგან კანის ვექტორიანების ფსიქიკის სიჩქარე, კანის ვექტორიანებს საშუალებას აძლევს ორგანიზება გაუკეთონ კუნთის ვექტორიანებისაგან შემდგარ მასას. როგორც ზედა, ისე ქვედა სხეული, მოძრაობას იწყებს რაღაც მოცემული მდგომარეობიდან (ვიზუალი), რომელიც დროის ყოველ მონაკვეთში აღიწერება იმ წარსულით, რომელიც დარჩა უკან. ამ წარსულზე პასუხისმგებელია ანალური ვექტორი. როგორც ხედავთ მოდელი საკმაოდ მარტივია, მარტივია ვექტორების ურთიერთქმედებაც. თუ ვიღაც, ვინც ჯერ კიდევ ვერაფერი გაიგო, იკითხავს: კი მაგრამ რაც ცვლის ესო? ვუპასუხებთ, რომ ეს ცვლის აბსოლუტურად ყველაფერს. რადგან თუ თქვენ კარგად გააცნობიერებთ ამ მოდელს, თქვენ წარმოდგენაში ვექტორები უკვე აღარ იქნება ერთმანეთისაგან არსობრივად განცალკევებული. იმის გაგება თუ რა არის ნაწილაკი და რა არის ტალღა, თქვენ მოგცემთ იმის გაგების უნარს, თუ როგორ ხდება ცვლილებები ჯგუფში.

არის მოცემული მდგომარეობა, არის რაღაც ,,დერეფანი“ რომელშიც მოძრაობს ჯგუფი, ესაა რანჟირება და გაერთიანება, მათი დახმარებით ჩვენ გადავდივართ ახალ მდგომარეობაში. რა არის რანჟირება? წყვილში ურთიერთობის დონეზე, ესაა სექსი. ჯგუფში ურთიერთობის დონეზე, კი ეს არის ჯგუფური რანჟირება მამრებს შორის, პირველყოფილ დონეზე ეს გამოხატული იყო მკვლელობით. ამ კუთხით ჩვენ მივდივართ ,,დერეფანში“, რომელიც გადის სექსზე, მკვლელობაზე და გაერთიანებაზე. სექსი და მკვლელობა ეს არის ყნოსვის ვექტორი, ხოლო გაერთიანება - ორალური ვექტორი. აქედან ავტომატურად იკვეთება ვიზუალური ვექტორის არსი: ანტისექსი, ანტიმკვლელობა და ანტიგაერთიანება. აქედან გამომდინარე საკმაოდ მარტივად გასაგები ხდება ამ სამი ვექტორის ურთიერთდამოკიდებულება. ვფიქრობ თქვენთვის უკვე საკმაოდ გასაგებია ყოველი ვექტორის ძირითადი ფუნქცია, გასაგებია ზემოთ აღწერილი ორი ღერძის არსიც, ის რაც ხდება გონებაში, მაშინვე აისახება სხეულზე და პირიქით. აზრი, ცვლის სხეულს, არსი, ცვლის ფიზიკურ სამყაროს, ზედა ვექტორები აძლევენ მოძრაობის მოტივაციას ქვედა ვექტორებს.

შეხედეთ როგორ იხსნება ყველა მეოთხედი. ნახეთ როგორ ურთიერთქმედებენ ზედა და ქვედა ვექტორები. მოდით ავიღოთ ორი ვექტორი, ანალური და ვიზუალური. ჩვენი მოდელის გააზრების გარეშე, ვერც კი მიხვდებით, რომ რაღაც აზრით ისინი ერთი და იგივეა, თუ ამ ორი ვექტორის თვისებებს შევხედავთ უფრო აბსტრაქტულად, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია. არცერთს არ აქვს უფლება რანგზე, რატომ? ანალის ვექტორიანს იმიტომ, რომ ის არ მონაწილეობს საერთო მოძრაობაში, მას არ აქვს მოძრაობის თვისება, როგორც ასეთი, მისი თვისება უმოძრაობაა. ასევეა ვიზუალი ზედა ვექტორებიდან, მასაც არ აქვს უფლება რანგზე, რატომ? იმიტომ რომ რასაც აკეთებს, არის ის, რომ ებღაუჭება უკვე არსებულს, მას არ სურს რანჟირება, არ სურს გაერთიანება, მისი მახასიათებლებია ანტისექსი, ანტიმკვლელობა, ანტიგაერთიანება. ამიტომ მას არ სურს მოძრაობა მდგომარეობის ღერძზე. მდგომარეობის ღერძზე, მოძრაობაზე პასუხისმგებელია სმენის ვექტორი, ისევე როგორც ქვემოთ, მომავალზე პასუხისმგებელია ურეტრალური ვექტორი. ამიტომ პირველყოფილ ჯოგში არც ანალი და არც ვიზუალი, თვის წილ ხორცის ნაჭერს, თავისით არ იღებდნენ, არამედ იღებდნენ სხვისგან. ვიზუალიც და ანალიც ფლობენ მაქსიმალურ შესაძლებლობას ინფორმაციის ასათვისებლად. რაც გამოხატულია მათ ფუნქციებშიც, ანალის ვექტორიანი ასწავლის (ხდება მასწავლებელი), ვიზუალი კი აღზრდის (ხდება აღმზრდელი). ეს პრინციპში ერთი და იგივეა, უბრალოდ ერთი ცხოველური ბუნებაა, მეორე - ადამიანური. ანალსაც და ვიზუალსაც, აქვთ განსაკუთრებული ხედვა ჯგუფის სხვა ელემენტებისა, რომელიც გამოიხატება მათთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით. ორივეს გონება მუშაობს ასე: ან ხარ ჩემნაირი და მაშინ ჩემიანი ხარ, ან არ ხარ ჩემნაირი და მაშინ უცხო ხარ. ეს ანალურ ვექტორში გამოხატულია მეგობრობით, ეს არის ურთიერთობა პრინციპით: ჩვენ ხარისხობრივად ერთნაირები ვართ. ესაა მამაკაცების მეგობრობა ანალურ ვექტორში და მის საწინააღმდეგოდ კი არის ქალების მეგობრობა რომელიც ვიზუალურ ვექტორში არსებობს, პრინციპით: ჩვენ ერთნაირად ვბრწყნავთ. თვით ამ ვექტორების მუშაობის აზრი, შეიცავს ელემენტს, რომელიც მათ ანიჭებს გარკვეულ თვისებებს, ანალურ ვექტორს - ხარისხს, ვიზუალურ ვექტორს - ბრწყინვალებას (ვიზუალურ, გარეგნულ ბრწყინვალებას). ამ თვისებებიდან გამოდის მათი ურთიერთობები.

შემდეგი წყვილია კანი და ყნოსვა, ისინი შეესაბამებიან სულ სხვა კუთხით. ორივე თავის ჭკუაზე ,,აცეკვებს“ გარემოცვას. გარეგანი მდგომარეობა ეწყობა იმდაგვარად, რომ კანის ვექტორიანი სარგებლის, ან ეფექტურობის პრინციპით, მოცემულ მომენტში ,,მეგობრობს“ ან არ მეგობრობს ადამიანებთან. სწორედ აქედან გამომდინარე აწყობს ურთიერთობებს გარემოცვასთან. ასევეა ყნოსვის ვექტორიც, მაგრამ ის ურთიერთობს არა მოგება-სარგებლის, არამედ სახიფათო-უხიფათოს პრინციპით, რაც შეიძლება ითქვას რომ იგივე სასარგებლობაა, უბრალოდ სხვა დონეზე.

მოდით ცოტა ხნით ისევ დავუბრუნდეთ ანალს და ვიზუალს, ანალური ვექტორი ,,სახელგანთქმულია“ თავისი სექსუალური გადახრებით. მაგალითად: პედოფილია და ჰომოსექსუალიზმი. ვიზუალური ვექტოი კი ეს სიყვარულია, ამიტომ თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ სიყვარული არ განასხვავებს სქესს. ურთიერთობის ორივე ტიპი, თავის საფუძვლით, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ჯგუფის მოძრაობას. უბრალოდ ამას ორივე თავისებურად აკეთებს. სიყვარული, არსობრივად არის ანტისექსი, ანტიმკვლელობა, ანტიგაერთიანება, რაღაც აზრით ეს არის ადამიანის ცხოველური ბუნების უარყოფა. ამიტომ ეს არის ჯგუფის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულება. ასევეა ანალური ვექტორიც. რა არის პედოფილია? და რა არის ჰომოსექსუალიზმი არსობრივად? ესაა მოძრაობა ჯგუფის სვლის საწინააღმდეგო მიმართულებით, რადგან ასეთი ურთიერთობა არ აგრძელებს შთამომავლობას, ანუ ჯგუფი არ გრძელდება დროში.

ასეთივე აზრით ერთიანდებიან სხვა ზედა და ქვედა ვექტორები, კუნთი - ორალი; ანალი - ვიზუალი; კანი - ყნოსვა; ურეთრალი - სმენა. ურთიერთშესაბამისია მათი ყოველი გამოვლინება, ყოველი თვისება, მათი ყველა ურთიერთობა, შესაბამისია ერთი-ერთში.

ვიზუალი მდგომარეობის ღერძზე, ეს იგივეა, რაც ანალია დროის ღერძზე, ორალი - კუნთი, ყნოსვა - ესაა კანი, სმენა კი - ესაა ურეტრალი. შეიძლება ისინი თვისობრივადაც კი შევადაროთ. ისინი აზრი - აზრზე აჯდება ერთიმეორეს, ესაა ორი კალკი ერთი ორიგინალიდან, უბრალაოდ ისინი სხვადასხვა ფერითა და შრიფტითაა გაკეთებული. თუ ჩვენ შევადარებთ ამ ორ ღერძზე მოთავსებულ ორ სხეულს (ფიზიკურს და აზრობრივს), ზედა და ქვედა ვექტორები ამ მსგავსებით, ქმნიან კიდევ უფრო ბრწყინვალე, კიდევ უფრო იოლად გასაგებ მოდელს.

თუმცა ამ ორ ღერძზე არსებული სისტემების შედარება შეიძლება არა მარტო ჰორიზონტალურად, არამედ ვერიკალურადაც. კუნთის და ანალური ვექტორების ურთიერთდამოკიდებულება, ისეთივეა როგორიც ორალის და ვიზუალის ურთიერთდამოკიდებულება. ანალის და კანის, ისეთივეა როგორც ვიზუალის და ყნოსვის. კანის და ურეტრალის, ისეა როგორც ყნოსვის და სმენის. ერთი ერთში.

თუ ჩვენ ვისაუბრებთ მაგალითად: ზედა ვექტორებიდან ყნოსვისა და სმენის ვექტორებს შორის დაჭიმულობაზე, ამ დაძაბულობის ფუძე ძალზე მარტივია, ესაა დაჭიმულობა მიღებისა და გაცემის სურვილებს შორის. სწორედ ასეთივე დაჭიმულობა არსებობს ქვედა ვექტორებში, კანსა და ურეტრას შორის, რაც ასევე მიღებისა და გაცემის სურვილებს შორის არსებული დაჭიმულობაა. უბრალოდ ერთი ადამიანური ბუნებაა, მეორე ცხოველური, თუმცა მუშაობის პრინციპი ერთია. ასეთი დაჭიმულობის არსის ახსნა შეიძლება ნებისმიერ ვექტორებს შორის.

რა საერთო შეიძლება არსებობდეს ანალსა და ვიზუალს, ან სხვა წყვილებს შორის? რა არის მათ შორის ისეთი საერთო, რაც იძლევა ერთნაირ თვისებებს აბსტრაქციის სხვადასხვა დონეებზე? ესეც ასევე ძალზე მარტივია, ჩვენს წინა ლექციებში ჩვენ ვახსენეთ ბუნების ოთხი დონე: არაცოცხალი ბუნება, რომელიც ქვედა ვექტორებიდან კუნთს, ხოლო ზედებიდან ორალს შეესაბამება; მცენარეული ბუნება - შეესაბამება ანალს და ვიზუალს; ცხოველური ბუნება - კანს და ყნოსვას; ადამიანური - ურეტრალს და სმენას. რით განსხვავდება ერთი ბუნება მეორისაგან? ყოველი მომდევნო დონე მოიცავს წინას და თავის მხრივ კიდევ უმატებს დამატებით თვისებებს. ეხლა ამის დაწვრილებით აღწერას აღრ მოვყვებით, რადგან ეს საკითხი ჩვენს წინა ლექციებში, კერძოდ: ,, ანალური ვექტორი, საკაცობრიო განვითარების ოთხი სტადია“ - ში დაწვრილებით განვიხილეთ. ახლა უბრალოდ შეგახსენებთ: არაცოცხალი დონე ფსიქიკის ფენებიდან შეესაბამება - აზროვნებას, მცენარეული - ურთიერთობას, ცხოველური - მოძრაობას, ადამიანური - განვითარებას. ეს არის ის შენატანი, რომელიც შეაქვს ჯგუფში თითოეულ ვექტორს. კუნთის და ორალური ვექტორები - ესაა აზროვნება, იმ კუთხით, რომ ორალური ვექტორი საერთო აზრით აერთიანებს კუნთურ მასას (რომელიც შეიგრძნობს თავს ერთიან სხეულად), კუნთის ვექტორის აზროვნება მუშაობს პრინციპით ,,ჩვენ“, კუნთის ვექტორში ,,მე“ ძალზე მცირე დოზით არსებობს. ანალსა და ვიზუალს აქვთ საკმარისად დიდი ,,მე“, იმისთვის რომ საკუთარი თავი დაუპირისპირონ გარემომცველ სამყაროს და დაიწყონ მისი ,,შეცნობა“, მასთან ურთიერთობა, მასზე ინფორმაციის შეგროვებით. ,,მე“ და სამყარო, მათი მთელი აზროვნება, ყველა დონეზე საკუთარი თავიდან გამომდინარეობს. კანი და ყნოსვა უკვე სხვა შესაძლებლობებია, ესაა მოძრაობის შესაძლებლობა. ორივე მათგანი, ესაა მოძრავი ფსიქიკა რომელსაც შეუძლია ადაპტირება გარემომცველი სამყაროს ცვლილებებთან. მათი აზროვნება მიყვება მდგომარეობას. არა ანალურად მხოლოდ ,,ჩემი მე“, არამედ კანის და ყნოსვის აზროვნება მთლიანად გამომდინარეობს გარემოცვიდან და შექმნილი მდგომარეობიდან. ურეტრალი და სმენა კიდევ უფრო განსხვავებული დონეა, ორივეს ფუძე უსასრულო გაცემის თვისებაა, უსასრულო ალტრუიზმი. ორივეს აქვს გაცნობიერებული განვითარება, ამიტომ ორივე მათგანი წინ უსწრებს ლანდშაფტს, წინ უსწრებენ მოცემულ მდგომარეობას, სწორედ ამიტომ ისინი უსახავენ მიზანს ყველა დანარჩენს. ესაა იდეა სმენის ვექტორში, ხოლო ურეტრალში მყისიერი რეაქცია და მუდმივი მზადყოფნა მოქმედებისათვის. ეს ოთხი დონე (არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური; ადამიანური) არის მთელი ბუნების დამჭერი, ყოველ დონეში ჩასმულია ორი ვექტორი.

შეცნობის და თვითგაცნობიერების ის დონე, რომელსაც თქვენ ამ სისტემის გაცნობიერების შემდეგ მიაღწევთ, ტიტანურად მაღლა იქნება იმასთან შედარებით, რაც ამ სისტემის გაცნობამდე გქონდათ. ეს იქნება უზარმაზარი ნახტომი განვითარების გზაზე.

მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: თუ თქვენ, ვერ ცნობთ ვექტორებს როგორც ასეთს, თუ თქვენ არ იცით რას ნიშნავს არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური და ადამიანური დონეები, და არც ის იცით რას ნიშნავს ეს ვექტორის შიგნით და როგორ ლაგდება ისინი. მაგრამ გაქვთ მარტივი კითხვა, როგორ მოხდა ცხოველური დონიდან ადამიანურ დონეზე გადასვლა? ამ შემთხვევაში გაქვთ მხოლოდ კითხვები, მაგრამ არ არსებობს სისტემა, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს მოგცემდათ. ამ შემთხვევაში ხდება ის, რომ თქვენ ცდილობთ საკუთარ კითხვებზე პასუხის გაცემას, წარმოიშობა მთელი რიგი თეორიებისა, მაგრამ თითქმის არცერთი თეორია არ იძლევა სისტემურ პასუხს. იმ შემთხვევაიც კი თუ თქვენ სვპ-ს ტრენინგებს გადიოდით ვინმე სხვასთან, იქ არ იარსებებდა ის ბაზა, რომელიც სისტემურად ჩასვამდა რვა ვექტორს ერთ ფორმულაში, ამიტომ თქვენ გეცოდინებათ მხოლოდ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ვექტორების შესახებ. მაგრამ ბუნება არ მუშაობს მხოლოდ ერთი მერვედის პრინციპით. სისტემა მხოლოდ მთლიანობაში იძლევა გაცნობიერებას, რადგან ჯგუფი შედგება რვა მერვედისაგან, რომელიც თავის მხრივ წარმოდგენილია ორი სხეულით, ფიზიკურით და არსობრივით (მეტაფიზიკური). სწორედ ამიტომ ფაზებიც განცალკევებულად არ არსებობს. არ არსებობდა მხოლოდ კუნთური ფაზა, რეალურად ეს იყო კუნთ-ორალური ფაზა. შესაბამისად ანალური ფაზაც, იყო არა მხოლოდ ანალური, არამედ ანალ-ვიზუალური. დღეს არის კან-ყნოსვის ფაზა, ფაზა რომელიც იმართება ეკონომიკითა და ფინანსებით. ხოლო შემდეგი ფაზა იქნება ურეტრალ-სმენის.

თუკი ჩვენ ავიღებთ პირველ ფაზას, კუნთ-ორალურს, და ჩავიხედავთ მის შიგნით, აღმოვაჩენთ, რომ ის თავის მხრივ ასევე იყოფა ოთხ ქვეფაზად. რომლებიც ასეთივე პრინციპით არიან განლაგებულნი მის შიგნით. იმიტომ რომ არ შეიძლება დადგეს მცენარეული ფაზა ისე, თუ ჯერ არაცოცხალი ფაზა არ არის გავლილი. რადგან რეალურად მონაცვლეობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვექტორებში, არამედ ბუნებაში. კაცობრიობა გადის ეტაპს, როდესაც მაგალითად: მისი ბუნება ვითარდება მცენარეულ დონემდე, რაც ზედა ვექტორებში გამოიხატება ვიზუალური ვექტორის განვითარებით, ხოლო ქვედა ვექტორებში ანალური ვექტორის განვითრებით. საკაცობრიო დონეზე ეს ვლინდება ანალურ ფაზაში კაცობრიობის ანალური ფასეულობებით მართვით. ეს მარტივად ჩანს, რადგან იქ სადაც ვიზუალის ფასეულობებში ყვავის ვიზუალური გადახრები, იქ ანალში ყვავის პედოფილია და ჰომოსექსუალიზმი, ისინი ყოველთვის ერთმანეთის თანმდევნი არიან. ისინი ძალზე ხშირად თანმდევნი არიან თვით ერთ ადამიანშიც კი. ბევრი ცნობილი ანალ-ვიზუალია გეი (თუმცა ანალ-ვიზუალის კომბინაცია უპირობოდ ჰომოსექსუალიზმს სულაც არ გულისხმობს).

ანალი და ვიზუალი ფართე გაგებით ერთი და იმავე ბუნების არიან. შეუძლებელია განვითარების ციკლი დაიწყოს კანის ვექტორიდან, რადგან კანი, ეს მესამე დონეა, ეს ცხოველური ბუნებაა. კანის ფაზა ვერ დადგება სანამ არ იქნება გავლილი მცენარეული ფაზა, მცენარეული კი თავის მხრივ მანამ ვერ დადგება, სანამ არაცოცხალი დონე არ იქნება გავლილი. საიდანაც არ უნდა შეხედოთ კანი გაზომვადია, მაგრამ რაღაც რომ გაზომოთ, ჯერ უნდა არსებობდეს ხარისხი. ანუ იმისთვის რომ გაზომოთ რა სიჩქარით ვარდება ხიდან ვაშლი, ჯერ უნდა შეგეძლოთ თვით იმ ფაქტის აღქმა, რომ ვაშლი ვარდება. რაოდენობრივი მახასიათებლები მხოლოდ მას შემდეგ გამოდის წინ, როდესაც უკვე ფიქსირებულია ხარისხობრივი მახასიათებლები. ვერ იქნება კანური მოძრაობის მდგომარეობა, თუ მანამდე არ არსებობდა ანალური უძრაობა. რადგან ნებისმიერ მოძრაობას ჭირდება საწყისი წერტილი და ბიძგი. ამიტომ არ არსებობს მხოლოდ ერთი მერვედი ცალკე, ეს უაზრობა იქნებოდა.

სწორედ ასევე ხდება მენტალიტეტების სწორი დიაგნოსტიკის შემთხვევაშიც. ძალიან დიდი შეცდომაა გეოგრაფიული მენტალიტეტი ავურიოთ ფაზების მონაცვლეობის მიხედვით მიმდინარე ეპოქალურ მენტალიტეტში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კან-ყნოსვის ფაზაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალურ გერმანიაში, ან ანალურ საქართველოში კანური მენტალიტეტია. ეს განსხვავებული ცნებებია, ისინი არ შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ, ისინი სხვადასხვა დონეზე ფორმირდება და გასააზრებლად მაღალი დონის აბსტრაქციას მოითხოვს.

ის რასაც ჩვენ ამჟამად აღვწერთ, მიესადაგება არა მხოლოდ დიდ სურათს, არამედ მიესადაგება ამ დიდი სურათის ყოველ ცალკეულ დეტალსაც (ფრაქტალის პინციპით). როდესაც ჩვენ დავიწყებთ ვექტორული კომბინაციების გარჩევას და გიჩვენებთ როგორ მიესადაგება ერთი ვექტორის თვისებები მეორისას, ნამდვილი გაგება მოვა მხოლოდ მას შემდეგ რაც თქვენ შეძლებთ ვექტორების ბუნებათა განცალკევებას. თქვენ გაიაზრებთ როგორ განაგდებს კანის ცხოველური ბუნება ანალის მცენარეულ ბუნებას. შეუძლებელია ვექტორული კომბინაციის ნამდვილი ბუნება გაიაზროთ ისე, თუ ვერ შეძლებთ ასეთი კატეგორიებით ფიქრს. თუ თქვენ ვერ შეძლებთ ამ ყველაფრის სრულფასოვან აღქმას, მაშინ საბოლოოდ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, მაგრამ ვერ შეძლებთ ამ ინფორმაციის სისტემატიზაციას. ვექტორების სისტემატიზაცია ჩვენი სისტემის მიხედვით, არის ვექტორული აზროვნების ყველაზე მაღალი დონე ამ ეტაპისთვის. ის მოიცავს ყველაფერს შემოქმედი არსიდან - კუნთის ვექტორიან მუშამდე. ყველაფერი სისტემურადაა დაყოფილი და განხილულია ყველაფერი უსასრულო ალტრუიზმიდან (გაცემის თვისება), უმცირეს, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ მიღების თვისებამდე (ეგო). ყველაფერი ზომოდან ქვემოთ, სისტემურადაა ერთიმეორეში ჩალაგებლი და ყველაფერი ხელისგულზეა ნაჩვენები.

განვაგრძოთ. ვფიქრობ ამ ეტაპზე საკმარისია საუბარი ზედა დონეებზე. ამ აბსტრაქციებს კიდევ უფრო დაწვრილებით დავუბრუნდებით სმენის ვექტორში და ლექიებში რომლებიც აღწერს განსხვავებას ზედა და ქვედა ვექტორებს შორის.

ახლა ორიოდე სიტყვით განვიხილოთ თვით ვექტორის სტრუქტურა. თუ გახსოვთ, წინა ლექციებში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ თუ ვექტორს განვიხილავთ როგორც სისტემას, მაშინ მას ექნება ზესისტემა და ქვესისტემა. თვით ვექტორის შიგნით არის მისი ქვესისტემა, რას ვხედავთ მასში? თუ თქვენ ყურადღებით გაეცანით ჩვენს ლექციებს, ნახავდით, რომ იქ სრულადაა აღწერილი ვექტორის შიდა სტრუქტურა, სწორედ ეს შიდა სტრუქტურაა ქვესისტემა, ანუ სისტემა ვექტორის შიგნით. ვექტორის შიდა სტრუქტურა შედგება ფსიქიკის ხუთი ფენისაგან: მოცულობა; აზროვნება; ურთიერთობა; მოძრაობა და განვითარება. ეს უბრალოდ ხუთი ფენა კი არ არის, მათ შიგნით დევს ღრმა გაგება იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ვექტორი, ამ ფენების დახმარებით იხსნება თუ როგორ მუშაობს მექანიზმი თვით ვექტორის შიგნით. ახსნილია როგორ წარმოიშობა აზროვნება, დამოკიდებულებები, როგორ ხდება ურთიერთობები ადამიანებს შორის, როგორ პოულობს ადამიანი ჯგუფს და როგორ იკავებს რანგს ამ ჯგუფში. უბრალოდ კი არ ვწერთ, რომ კანის ვექტორიანი შურიანია და ანალი შურისმაძიებებლი, არამედ ვხსნით თუ როგორ მუშაობს მათი ეს თვისებები.

ყოველი ვექტორი ინფორმაციას აღიქვამს თავისი შეგრძნების ორგანოს დახმარებით და ახდენს ამ ინფორმაციის გადამუშავებას საკუთარ გონებაში. მაგრამ ინფორმაციის გადამუშავების შესაძლებლობა ასევე ყოველ ვექტორს განსხვავებული აქვს. თუ თქვენ არ შეისწავლით თითოეული ვექტორის სტრუქტურას, მაშინ არ გეცოდინებათ კონკრეტულად როგორი მექანიზმით ახდენს ინფორმაციის გადამუშავებას ესა თუ ის ვექტორი. რადგან ვექტორის სტრუქტურა, ესაა სამყაროს ხედვის მოდელი ვექტორის შიგნით. მაგალითად: ვიღცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ რწმენა აღმატებულია ცოდნაზე. მან შეიძლება დაიწყოს ამის გავრცელება და ამას შეიძლება უსმენდეს ასობით ადამიანი, რომლებიც უბრალოდ ახალი ცოდნით მოიხიბლნენ. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. თუ ჩვენ ავიღებთ ოთხ ქვედა ვექტორს, მას ზემოდან დავადებთ ოთხ ზედა ვექტორს და მათ შევაწყვილებთ, კუნთ-ორალს; ანალ-ვიზუალს; კან-ყნოსვას; ურეტრალ-სმენას. მაშინ ჩვენ მივიღებთ აზროვნების ოთხ ტიპს.

რომლებიც ფორმულირდებიან როგორც: შეგრძნება, რწმენა, ცოდნა და მიღწევა. რაშია მათ შორის სხვაობა? კუნთის და ორალის ვექტორიანების აზროვნება მთლიანად თანდაყოლილი აქვთ გარემომცველი სამყაროსგან, კუნთის ვექტორიანს საერთოდ არ გააჩნია თავისი ,,მე“, კუნთის ვექტორში არსებობს მხოლოდ ,,ჩვენ“, ოღონდ პრიმიტიულ დონეზე. ხოლო ორალური ვექტორის აზროვნება მუშაობს იმ ჯგუფის ცხოველური დონის სურვილების შეგრძნებით, რომელსაც ის ნახულობს. ანუ ეს არ არის დამოუკიდებელი აზროვნება, არამედ ფიქსირებული მოცემულობაა, ორივე მათგანის აზროვნება (კუნთის და ორალს) მოცემულია გარემოცვისგან. ორივე მათგანის აზროვნება მოცემულია განსაზვრულ ადგილზე, განსაზღვრული ჯგუფისგან. სწორედ აქედან მოდის მათი შეგრძნება, მათი ,,მეს“ შეგრძნება.

შემდეგ წყვილში ანალსაც და ვიზუალსაც, აქვთ ხარისხობრივად ახალი გამოვლინება, მათში პიროვნული ,,მე“ უკვე გამოცალკევებულია ჯგუფისგან. ერთიც და მეორეც აზროვნებენ ცალკეული ნაწილებით, დეტალებით, მათი მთავარი ყურადღება ცალკეული ელემენტებისადმია მიმართული. როგორც ანალის ვექტორიანის, ისე ვიზუალისთვის, ჯგუფი შედგება ცალკეული ელემენტებისგან. ამიტომ მათი ურთიერთობები გამომდინარეობს პირადი ,,მე“-დან. ამიტომ როგორც ანალი ისე ვიზუალი, ნებისმიერ ურთიერთობაში უპირატესობას ახლო წრეს ანიჭებენ, ორივე მათგანი სამსახურში დასაქმებისას, უპირატესობას ნაცნობს, მეგობარს, ან ნათესავს მიანიჭებენ (ნეპოტიზმი). თუ რაიმემ შეაწუხათ, ანალიც და ვიზუალიც ნაცნობ ექიმს მიაკითხავენ. რატომ? იმიტომ რომ მათი აზროვნება ყოველმხრივ საკუთარი ,,მე“-დან გამომდინარეობს. მათი აზროვნების სტილი მოგვაგონებს მცენარეს, რომელიც იზრდება მოცემულ ადგილზე და აღიქვამს მხოლოდ თავის უახლოეს გარემოცვას. არის გარკვეული ნაწილები, რომელიც მათ ანიჭებს ლანდშაფტის შეგრძნების უნარს. როგორც ანალის, ისე ვიზუალის ვექტორიანის ფსიქიკაში, აზროვნება აწყობილია თავის ნაწილობრივ, დეტალებზე ორიენტირებულ ხედვაზე. ანალის ვექტორიანისთვის ეს ნაწილი არის წარსული, ვიზუალის ვექტორიანისთვის კი ის რასაც ხედავს თავის გარშემო, რასაც ვერ ხედავს, ის მისთვის არც არის. რას იძლევა ეს საბოლოო ჯამში? ეს იძლევა აღქმის ორ შესაძლებლობას: ანალის ვექტორიანისთვის ესარის ანალიტიკური აზროვნება, ვიზუალისთვის კი ესაა გამოსახულებითი ინტელექტი.

ეს ორივე აზროვნება იძლევა რეალობის ისეთ აღქმას, რომელსაც ეწოდება რწმენა. სწორედ ამიტომ ანალ-ვიზუალური ეპოქა, იყო რწმენის ეპოქა. რა არის რწმენა? რწმენა არის ის, როდესაც ინდივიდი ხედავს რაღაც დეტალებს, მაგრამ ვერ აიქვამს ამ ყველაფრის არსს, ვერ ხედავს ურთიერთკავშირს ამ დეტალებს შორის და არ იცის როგორ ერთიანდებიან ეს დეტალები მთლიანობაში. როდესაც ადამიანი ხედავს ხეს, მაგრამ ვერ ხედავს ტყეს, ხედავს ადამიანებს, მაგრამ არა ჯგუფს, რადგან მის გონებაში არ არსებობს მთლიანობის შეგრძნება, არ არსებობს მთლიანობის აღქმა. სწორედ ამიტომ ის რასაც ვერ ხედავს, რასაც ვერ აღიქვამს, კერძოდ ის რაც შედგება დანაწევრებული დეტალების ჯგუფისგან, იმის შესახებ მას შეუძლია მხოლოდ წარმოიდგინოს სავარაუდო სურათი და თავისივე მიერ წარმოსახული ირწმუნოს. აქედან წამოიშობა რწმენა. მაგრამ რწმენის ეპოქა სრულდება, ის არსებული სახით მალე სამუდამოდ გაქრება და აღარასოდეს დაბრუნდება.

დღეს ჩვენ გადავედით კან-ყნოსვის ეპოქაში, აქ აზროვნება აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობს. კუნთის და ორალის ვექტორიანების აზროვნება თანდაყოლილი მოცემულობაა და ის ჯგუფისაგან ეძლევათ. ანალმა და ვიზუალმა საკუთარი თავი განაცალკევეს ჯგუფის ფონზე, შეიძლება თვს ჯგუფში ხედავენ, მაგრამ შინაგანად განცალკევებულნი არიან. ისინი ვერ შეიგრძნობენ მთლიანობას, უბრალოდ ურთიერთობენ ჯგუფის ცალკეულ ელემენტებთან. აი კანის და ყნოსვის ვექტორიანების აზროვნება, ისინი თავისი ხედვის ფოკუსირებას, თავის თვალთხედვას მიმართავენ ჯგუფის მიღმა და უყურებენ გარემომცველ სამყაროს. როდესაც ჯგუფში იმყოფებიან, იმზირებიან მის მიღმა, ლანდშაფტისკენ. მათი აზროვნება მოცემულია ლანდშაფტიდან და მუდმივად განახლებადია.

ანუ ლანდშაფტის შეცვლასთნ ერთად მყისიერად იცვლება, შეიძლება ითქვას იცვლება ლანდშაფტის თანადროულად. კანის და ყნოსვის ვექტორიანებს, ორივეს გონებაში მუდმივად მხოლოდ გათვლა უტრიალებს. კანის ვექტორი ითვლის რისკებს, ყნოსვა კი საფრთხეებს, ესენი კი მუდმივად იცვლება, შესაბამისად მუდმივად ცვალებადია კანის და ყნოსვის ვექტორების აზროვნებაც. მათი აზროვნება მომართულია ამ პრინციპით, რომ გამოთვალოს ყოველი საფრთხე, რისკი, შესაძლო მოგება, ან შესაძლო რანჟირება. მათგონებაში ეს ყველაფერი მოწყობილია საკუთარ თავთან შეფარდებით და იცვლება წამიერად. რაც უფრო განვითრებულია მათი აზროვნება, მით უფრო მკაფიოა მათი რანგი. ამიტომ მათი აზროვნება რაოდენობრივია და არა ხარისხობრივი.

როდესაც განვითრება დაიწყო მეცნიერებამ, მან გაიარა ასევე ორი ეტაპი: ხარისხობრივი შემეცნება და რაოდენობრივი შემეცნება. რაოდენობრივი ცოდნა საჭიროებს ექსპერიმენტებით დამტკიცებას. ხოლო სადაც არის სრული ცოდნა, იქ უკვე ადგილი აღარ რჩება ბრმა რწმენისთვის, რადგან აქ უკვე განცალკევებული დეტალები უბრალოდ ხარისხობრივად კი აღარ ერთიანდება, არამედ ისინი შეფასდებიან და ლაგდებიან საერთოდ სხვა პრინციპის მიხედვით, კერძოდ რაოდენობრივად.

ახლა კი ბოლო წყვილი, ურეტრალი და სმენა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აზროვნება გადადის სრულიად ახალ დონეზე. წინა სამი წყვილი გარკვეულწილად შემოსაზღვრულნი არიან, ისინი თავს აღიქვამენ როგორც ჯგუფის ნაწილი და ვერცერთი მათგანი ვერ აღიქვამს საერთო სურათს. წინა ექვსი ვექტორის აზროვნება შეზღუდულია ლანდშაფტით, კუნთი და ორალი აზროვნებენ ჯგუფის აზრებით, ანალი და ვიზუალი უკვე ახერხებენ საკუთარი ,,მეს“ ჯგუფიდან გამოცალკევებას, მაგრამ ლანდშაფტს მთლიანობაში ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ, კანი და ყნოსვა ხედავენ ლანდშაფტს, მაგრამ ლანდშაფტი მათთვის მოცემულობაა, მათმა აზროვნებამ შეიძლება მოახერხოს მომავალი რამოდენიმე წლის გათვლა და დაგეგმვა, მაგრამ ეს გეგმა შედგენილი იქნება დღევანდელობიდან გამომდინარე და მასში არ იქნება მთლიანი სისტემის აღქმა. მხოლოდ ორი ვექტორი, ურეტრალი და სმენა აზროვნებენ საერთო კატეგორიებით, მხოლოდ მათ შეუძლიათ აღიქვან სრული მთლიანობა, აღიქვან მთლი სურათი, არსი. არა ვიზუალივით მხოლოდ ნაწილი, არამედ სრული არსი სმენის ვექტორში. არა მხოლოდ ანალის ვექტორიანივით დეტალები, არამედ მთლიანობა ურეტრალურად. იმიტომ რომ ურეტრალისა და სმენის მიერ მთლიანობის არსობრივი ხედვა, პრინციპში ერთი და იგივეა, უბრალოდ სხვადასხვა ბუნებაა, სხვადასხვა დონეა, ერთი ცხოველური, მეორე კი ადამიანური ბუნება. მათ აზროვნებას ეწოდება მიღწევა (შემეცნება). ის არ არის გაზომვადი, რადგან ეს ცოდნა არ არის, მისი ბრმად რწმენა საჭირო არ არის, რადგან აქ აქცენტი დეტალებზე არ არის, მათთვის დეტალები საინტერესო აღარ არის. საინტერესოა მხოლოდ არსი, სისტმა, მთლიანობა. ამ მთლიანობას კი დანახვა უნდა, საჭიროა შეგეძლოს მისი სრულფასოვნად აღქმა. ურეტრალის და სმენის ვექტორების ხედვა სწორედ სისტემურია, ოღონდ ნამდვილად სისტემური, ისეთი რომ შეუძლიათ აღიქვან მთლიანი სურათი. იმისთვის რომ ეს ყველაფერი გაიაზროთ საჭიროა ვექტორის სტრუქტურის ცოდნა.

არის კიდევ ერთი საკითხი რაც ყველაზე ხშირად აინტერესებთ ანალის ვექტრიანებს და ასევე სმენის ვექტორიანებს. რეალურად ეს მართლა საინტერესო საკითხია, ესაა ვექტორის 4 ფიზიკური და 36 მეტაფიზიკური თვისება. საიდან მოდის მაინცდამაინც 40 თვისება? აიღეთ ვექტორის ფსიქიკის ხუთი ფენა და თითოეული ფენა დაყავით ოთხად, ოთხი მეოთხედის მიხედვით, თითოეული ფენის თითო მეოთხედში არის ორი თვისება, ანუ ფსიქიკის თითო ფენაში 8 თვისება, სულ 40, აქედან 4 თვისება (ჭამა; სმა; სუნთქვა; ძილი) ფიზიკური სხეულის მოთხოვნილებებიდან გამომდინარეობს და ყველა ვექტორისთვის საერთოა, დანარჩენი 36 კი მეტაფიზიკურია და ერთმანეთისაგან განსხვავდება. 36 თვისება ერთი შეხედვით არც ისე საინტერესოდ ჩანს, მაგამ რეალურად ეს თვისებები გვეხმარება გავაცნობიეროთ ძალძე ღრმა ცნებები.

მაგალითად ავიღოთ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ანალური ვექტორი. თქვენ იცით, რომ არსებობენ სხვადასხვანაირი ანალის ვექტორიანები, სუფთები, ბინძურები, ნაწყენები, შურისმაძიებლები, დანაშაულის გრძნობით შეპყრობილები და სხვა. აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: კი მაგრამ როგორ განვასხვაოთ ისინი? რატომ არის ერთი ასეთი და მეორე სხვანაირი? შეიძლება თუ არა იყოს ერთდროულად ორ მდგომარეობაში? საერთოდ როგორ მივიღოთ ამ ქაოსიდან ერთიანი სისტემა? ამას ვერ შეძლებთ, თუ არ იცით თითოეული ვექტორის სტრუქტურა. ყოველ ვექტორს აქვს საკმაოდ ბევრი მდგომარეობა, მაგრამ სტრუქტურულად ყველა ვექტორი ერთნაირი სტრუქტურითაა აგებული.

არის განსხვავებები დონეებსა და ფსიქიკის ფენებს შორის. ჩვენ უკვე გითხარით რომ ყოველი მომდევნო დონე მოიცავს წინას და უმატებს კიდევ ახალ მახასიათებლებს. მაგალითად: ცხოველის ფსიქიკა შედგება ოთხი ფენისაგან, ესენია: მოცულობა; აზროვნება; ურთიერთობა და მოძრაობა. ადამიანურ დონეზე კი ამას ემატება ფსიქიკის მეხუთე ფენა, რომელშიცმოთავსებულია განვითარების თვისებები. ალბათ გასაგებია, რომ ცხოველის ფსიქიკაში არსებული მოძრაობის თვისებები, სრულიად განსხვავდება ადამიანის მოძრაობის თვისებებისაგან, ისინი განსხვავდებია მოწყობის წესრიგით, განსხვავდებიან ცნობიერების დონით, მაგრამ სტრუქტურული აგებულება ერთნაირია. ამის დანახვა გვეხმარება ვექტორის სტრუქტურის გაგებაში.

არის კიდევ ერთი საკითხი, ესაა ვექტორული ნევროზები, ვექტორული ფსიქოლოგიის სხვა ჯგუფებში ნევროზების განსაზღვრება ასეთია: ,,ნევროზი არის ვექტორული თვისებები მინუსში“. გასაგებია, რომ ნევროზების დაწვრილებით განხილვას ახლა არ მოვყვებით მაგრამ ორიოდე სიტყვით გეტყვით ნევროზების შესახებ. საერთოდ რა არის ნევროზი და რატომ არ არის ის ,,თვისებები მინუსში“? თუ იცით სისტემა, ამის ახსნა საკმაოდ მარტივია, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ვექტორს აქვს საკუთარი ნევროზები, თუმცა ყველა ვექტორს ერთნაირი რაოდენობის ნევროზები აქვს. როგორ წარმოიშობა ნევროზი? აქ სწორი კითხვა იქნებოდა: რას ნიშნავს თვისება მინუსში, რომლისგანაც ფორმირდება ნევროზი? მოდით შევხედოთ სისტემურად თუ რა არის ნევროზი. როგორც იცით, სისტემურად ყოველ ვექტორს აქვს ფსიქიკის ხუთი ფენა. ნევროზებს შეიძლება შევხედოთ ამ ფენების მიხედვით. მაგალითად: კანის ვექტორიანს ურთიერთობის დონეზე აქვს თვისებათა ჯგუფი (8 თვისება), კანის ვექტორიანის ყოველი სახის ურთიერთობა გამომდინარეობს მისი ურთიერთობის თვისებებიდან, (სასარგებლოობა, ეფექტურობა, გამორჩენა და ა.შ.), მისი ურთიერთობის თვისებები მიმართულია იქით, რომ მინიმალური დანახარჯით, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. მოკლედ კანის ვექტორს აქვს თვისება: ეფექტურობა. ახლა ავიღოთ ორი კანის ვექტორიანი რომლებიც აშენებენ გემს. დავუშვათ რომ ერთი, კარგად გამართული გემი, ღირს ასი მილიონი დოლარი. როგორ ააშენებენ გემს დანევროზებული კანის ვექტორიანები? მაგალითად ძუნწი კანის ვექტორიანები. ისინი ეცდებიან ეკონომია გააკეთონ ყველაფერზე, ამისთვის დააკლებენ ლურსმნებს, ქანჩებს, მოკლედ ყველაფერს. რას მივიღებთ აქედან? გამოვა რომ მათი აშენებული გემი იქნება არა ეფექტური, რადგან ზედმეტი ეკონომიის გამო, ეს გემო კარგავს გამძლეობას. ასეთი გემი მალე ჩიძირება, რადგან მისი ბევრი ნაწილი უხარისხო და იაფფასიანი მასალითაა დამზადებული. ეს ყველაფერი კი მოხდება იმიტომ რომ ამ გემის ამშენებელი კანის ვექტორიანები იყვნენ ძუნწები. თუ ჩვენ ამ სიძუნწეს მივიყვანთ უკიდურესობამდე, მივიღებთ ნევროზს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი შეფარდება შედგება ორი ელემენტისგან, კერძოდ კანური შეფარდებაა: დანახარჯი და სარგებელი. ამიტომ ნებისმიერ რამეს აქვს ორი მხარე, ასევეა ნევროზებშიც. არსებობენ როგორც ძუნწი,ისე მფლანგველი კანის ვექტორიანებიც, რომლებიც იქცევიან ძუნწების საპირისპიროდ, იქ სადაც უნდა დახარჯონ ლარი, ხარჯავენ ორ ლარს, იმიტომ რომ ვერ აკონტროლებენ ფინანსებს, ანუ ფულს ქარს ატანენ. ერთიც და მეორეც (ძუნწიც და მფლანგველიც) ვერ ახერხებენ თავისი სახეობრივი როლის შესრულებას, რომელიც რესურსების ეფექტურ კონტროლს გულისხმობს. გემი რომელის თვითღირებულებაც ასი მილიონი უნდა ყოფილიყო, ერთს 30 მილიონი დაუჯდა, მაგრამ ჩაიძირა და ფული წყალში ჩაიყარა, მეორეს კი 200 მილიონი დაუჯდა, შეიძლება ეს გემი კარგადაა გამართული, მაგრამ ის თვითღირებულებაზე ორჯერ მეტი დაჯდა და ამ ფასად არავინ იყიდის. ანუ არსებობს ერთი თვისება - ეფექტურობა. ამ თვისებას აქვს ორი შესაძლო ნევროზი - სიძუწე და მფლანგველობა. ასეა ნებისმიერი ვექტორის ნებისმიერ თვისებასთან. ნებისმიერ თვისებას აქვს ორი შესაძლო ნევროზი, რაც შეიძლება ასე ფორმულირდეს: თვისების მთავარი თვისობრივი მახასიათებლების ნაკლებობა , ან სიჭარებე, გადასული უკიდურეს ფორმებში, არის ნევროზი.

სწორი რეალიზაცია მხოლოდ ,,ოქროს შუალედია“. სულ ესაა ნევროზი სისტემურად.

არის კიდევ ბევრი წვრილმანი საკითხი, რომლებსაც ჩვენ თანდათანობით განვიხილავთ. მთავარია სისტემის სწორად გაგება, რადგან სისტემის სწორი გაგება წარმოშობს სისტემურ ცოდნას. ჩვენს საიტზე ყველაფერი თანმიმდევრულად და სისტემურადაა განმარტებული.

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • არ დაექვემდებაროთ კონტროლს

  • ეჭვიანობა (პირველი ნაწილი)

  • ამურის ისრები

  • დიეტა სისტემური თვალთახედვით

  • დიდი ბრიტანეთი. ვექტორული ანალიზი

  • როცა შინაგანი ენერგო ბატარეა ნულზეა

  • დიალექტიკური მეთოდი სვფ-პრაქტიკაში

  • საშუალო ასაკის კრიზისი ქალებში