ვიზუალის განვითარები დონეები


ვიზუალის განვითარები დონეები

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

საერთოდ, ვიზუალურ ვექტორს აქვს ერთი უცნაური უნიკალურობა. რაც მეტად ვითარდება, მით ნაკლებად სურს თვითდემონსტრირება. ვიზუალური ვექტორი არსით ხილული შეგრძნებადი სამყაროა, ის მთლიანად აქაა და ცდილობს გამოიხატოს, ანაბეჭდი დატოვოს აქ. მაგრამ განვითარების დონის შესაბამისად სხვადასხვა ფასეულობებს ადემონსტრირებს:

არაცოცხალ დონეზე განვითარებული – სხეულს.

მცენარეული ჩაცმულობას და გარეგნულ ზიზილ-პიპილოებს.

ცხოველურ დონეზე უკვე ხდება შემოქმედებითი, შეიძლება გახდეს პოეტი და ლექსები წეროს სიყვარულზე, პეპლებზე, ყვავილებზე. ასევე შეიძლება გახდეს ცხოველების, ან ადამიანების უფლებათა დამცველი. ასევე ექიმი, ადვოკატი, შეიძლება დაკავდეს სხვადასხვა ჰუმანური პროექტებით (დავეხმაროთ ამას და ამას) და ა.შ. (რა თქმა უნდა რეალიზაციის სფერო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვა ვექტორებზეც).

ადამიანურ დონეზე განვითარებულ ვიზუალში ხდება თვისებათა ერთგვარი ამობრუნება, ის თვისებები რაც გარეთ იყო მიმართული, უკვე თავის შიგნით შეაქვს, ავითარებს სიყვარულის უნარს და გადადის სიყვარულის მდგომარეობაში, ამ დროს მას აღარ ჭირდება გარეთ გამოიხატოს, დემონსტრირდეს. ერთი მხრივ მას უკვე სიყვარულის მდგომარეობა აქვს, მაგრამ უყვარს არა მთელი სამყარო ერთიანობაში, არამედ თითოეული ცალკეული, უყვარს თითოეული ფოთოლი, თითოეული ყვავილი, თითოეული ადამიანი. ამ დროს ვიზუალი მართლა ძალიან ემსგავსება სმენის ვექტორს მისი თვისებები უკვე ალტრუისტული ხდება და იძენს გაცემის თვისებას და თვითშეწირვის უნარს.

ამ დროს ერთერთი რეალიზაციაა მორალურ ეთიკური დონის დანერგვით ბაზის მომზადება სმენური იდეებისთვის. სხვათა შორის ადამიანური დონის ვიზუალი მდედრია სულიერი მდგომარეობის სმენის მუზა, მისი იდეების წყარო და მისი ვნების ობიექტი.

  • როგორ აწყობს ურთიერთობებს ვიზუალის ვექტორიანი

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • კან-ვიზუალი ქალების სცენარები ანალურ ფაზაში

  • ვიზუალური ფსიქოტიპის ხასითი

  • ვიზუალური ფსიქოტიპის მრწამსი

  • რატომ ვერ დაგისახელებთ ადამიანურ დონემდე განვითარებული ვიზუალის მაგალითს?

  • ვიზუალი და მისი თავისებურებები

  • რა დგას კან-ვიზუალი ქალის მაცდურობის უკან?