მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი


მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი

სვფ ხსნის თუ რატომაა რომ როცა ანალ-სმენა შურისძიების გეგმას ადგენს ის ცდილობს რომ რაც შეიძლება მასშტაბურად განახორციელოს თავისი კაცთმოძულე იდეები. ეს იდეა მისი ყოველგვარი მატერიალურისადმი გაუცნობიერებელ სიძულვილში იბადება; საკუთარი სხეულის ჩათვლით რომელსაც იგი სულის ტანჯვის მიზეზად აღიქვამს რადგანაც თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებებით ის სმენას მისი მთავარი ამოცანის კონცენტრაციის განხორციელებაში უშლის ხელს.

სმენური სურვილები არაფრითაა დაკავშირებული მატერიალურთან, სამყაროს მთელი სიკეთე მისთვის ფასეული არაა, სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით სმენას გაცილებით მეტი სჭირდება – საკუთარი თავისა და ცხოვრების აზრის გააზრება.ამას კი განსაკუთრებული პირობები სჭირდება – სიწყნარე, ყურადღების მოკრება, ნორმალური განვითარება ბავშვობიდან. გარე სამყაროს კი ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს. სხეულს სმენა მატრეალური სამყაროს ნაწილად აღიქვამს თავისი მე-ს ასოცირებას კი უშუალოდ სულთან ახდენს ამიტომაც არ ენანება სხეული უფრო მეტიც უნდა მოიშოროს ეს ტვირთი.

აქედან გამომდინარეობს უუნარობა დააფასოს როგორც თავისი ისე სხვისი სიცოცხლე, სურვილი განთავისუფლდეს თავისი „ტომრისგან“ და რაც შეიძლება მეტი თავისნაირი გაიყოლოს, იდეალურ ვარიანტში კი მთელი სამყარო გაანადგუროს. ასეთ ქცევას სვფ მორალურ-ზნეობრივ დეგენერაციას ანდა მეორად აუტიზმს უწოდებს.

მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი წარმოადგენს სმენისა და ანალური ვექტორების ცუდი მგდომარეობით გამოწვეულ გადახრას და ფსიქოლოგიურ პათოლოგიას. თუ ოჯახში მათი განვითარებისთვის საჭირო პირობები არაა მაშინ ფსიქოლოგიური გადახრები გარდაუვალია რაც სმენის ვექტორში დეპრესიული მდგომარეობითა და ანალურში წყენით გამოიხატება.

მზდ-ს მიზეზები მოზარდობასა და მის შემდგომ პერიოდში უნდა ვეძიოთ როცა გარშემომყოფთა მიმართ თანაგრძნობისა და სამყაროს ადექვატური გააზრების უუნარობა იჩენს თავს. ნებისმიერი მორალურ-ზნეობრივი შეზღუდვის არქონა ანალ-სმენა მარტოხელა დამნაშავეს განსაკუთრებით საშიშს ხდიან.

ხოლო ბრბოში კი მზდ სინდრომის მატარებლის გამორიცხვა სისტემურ-ვექტორული ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ეს არაერთხელ განმეორდა ბინოგრადოვის, ბრეივიკის და სხვების შემთხვევებში. გარეგნულად ზრდილობიანები და მშვიდები, ეს ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და საგულდაგულობ ამუშავებენ თავიანთ კაცთმოძულე გეგმებს.

წყარო

  • ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მეორე ნაწილი)

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)

  • ვექტორები და სიკვდილი